განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სახლის დიზაინი

სახლის დიზაინი ერთ-ერთი მნიშნელოვანი კომპონენტია მისი დაგეგმარების დროს. სწორად შერჩეული დიზაინი არის მაქსიმალურად კომფორტული, ერგება მომხმარებლის სურვილებს, არ ხდება სივრცის დანაკარგი და ფართი უფრო მეტად ფუნქციურია. სახლის დიზაინში, განსაკუთრებით, მნიშნელოვანია, ის დეტალები, რომ ადამიანებს უწევთ ყოველდღიურად აქ ცხოვრება, დასვენება, მუშაობა, საკვების მომზადება, გართობა და სხვა. შესაბამისად, დიზაინის ნაწილში თითოეული დეტალი უნდა იყოს გათვალისწინებული ამ პროცესებზე. სწორად შერჩეული სახლის დიზაინი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მის სურვილებზე მორგებული საცხოვრებელი სივრცე შეიქმნას და რაც მთავარია, აირიდოს ზედმეტი დანახარჯები. 

განცხადებები

ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ინტერიერის დიზაინი / ლანდშაფტის დიზაინი

**KHMA Interior** — სივრცე, სადაც ესთეტიკა, კომფორტი და ფუნქციურობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინის პროექტებს, რომლებიც ასახავს დამკვეთის გემოვნებას, ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს. ჩვენი მიზანია თითოეული სივრცის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, ჰარმონიული გარემოს შექმნა და თანამედროვე დიზაინის პრინციპების პრაქტიკულ გადაწყვეტილებებთან შერწყმა. ჩვენი მომსახურება მოიცავს: - საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინს; - სივრცის დაგეგმარებასა და ფუნქციურ ზონირებას; - 3D ვიზუალიზაციას; - ავეჯის, მასალებისა და ფერთა პალიტრის შერჩევას; - ლანდშაფტის დიზაინსა და გარე სივრცეების დაგეგმარებას. KHMA Interior — დიზაინი, რომელიც თქვენს სივრცეს ინდივიდუალურ ხასიათს სძენს.

KHMA Interior
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ინტერიერის დიზაინი

გთავაზობთ სახლის ინტერიერის დიზაინს, სამზარეულოს გეგმარებას, ელექტროობის ნახაზის გაკეთებას, შემდეგ ამ ყველაფრის 3დ ვიზუალიზაციას და სამუშაო ფაილების გამზადებას რემონტის დასაწყებად.

სოფო გურასაშვილი
შეფასება 5.0 , 3 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ინტერიერის დიზაინერი

გთავაზობს მაღალპროფესიონალურ მომსახურებას. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ხატვისა და ხაზვის გარდა ვფლობ ტექნიკურ ცოდნასაც, რაც გულისხმობს უშუალოდ რემონტის პროცესს, თითოეული ტექნიკური დეტალის ცოდნას, ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი 100%-ით, თქვენ არა მხოლოდ ინტერიერის დიზაინის მომსახურებას მიიღებთ, არამედ მთელი რემონტის პროცესში სრულ რეკომენდაციებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მომსახურების ტარიფი: - მხოლოდ ვიზუალები 1კვ. მეტრზე 5$. - ვიზუალები+დეტალური ნახაზები (ტიხრები, ავეჯი, ელექტროობა-გათბობა-გაგრილების) 10$ ჩვენი თანამშრომლობა დამყარებული იქნება უდიდეს პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობაზე, პროქტს ჩაიბარებთ დათქმულ ვადებში.

დიანა
შეფასება 5.0 , 3 შეფასება
1 ვიდეო
პრო

ინტერიერის დიზაინი

Design ME გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის სრულ მომსახურებას: -ფუნქციურ დაგეგმარებას - ფერების და მასალების შერჩევას -განათების დეტალურ პროექტირებას -თანამედროვე და კომფორტული სივრცის შექმნას - სრულ ტექნიკურ ნახაზებს - პროექტზე ზედამხედველობას კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.

პრო

3D ვიზუალიზაცია - ვიდეორენდერი

გთავაზობთ 3D ანიმაციას, ნებისმიერი სახის მონტაჟს, არქიტექტურული ვიზუალიზაცია მონტაჟების მომზადება, სარეკლამო ვიდეო მონტაჟები და ა.შ - ვიდეორენდერის მომზადება - 4K ხარისხის ფორმატი - FULL HD ხარისხი - HD ხარისხი - ფოტომონტაჟი - ფოტორენდერი

პრო

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი - ვიზუალიზაცია და ტექნიკური ნახაზები. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

შეფასება 5.0 , 3 შეფასება
ვერიფიცირებული პრო

ინტერიერის დიზაინი

სივრცის გეგმარება; ავეჯის განლაგების გეგმის შედგენა; განათების და მასალების შერჩევა; განშლების შექმნა; 3D ვიზუალიზაცია, რენდერის შექმნა; საპროექტო ნახაზების (ელექტროობა, სანტექნიკა) შედგენა;

პრო

ინტერიერის დიზაინის მომსახურება

„AM Interior Design Studio“ შეიქმნა იმისთის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში. ჩვენ ვგრძნობთ სტილს, ვეხებით ფერებსა და ფაქტურებს, ვფიქრობთ და ვგეგმავთ მასშტაბურად. ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე და იგრძნოთ თავი ისე, როგორც არასდროს. ჩვენს მომახურებაში შედის: - აზომვითი ნახაზი - ტიხრების გეგმარება - ავეჯის განლაგება - 3D ვიზუალიზაცია - მუშა ნახაზები - სრული რემონტი - მასალების შერჩევაში მონაწილეობის მიღება - სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა

კერძო სახლის დიზაინი

კერძო სახლის დიზაინი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია თქვენ სურვილებზე მორგებული სივრცის შესაქმნელად. კერძო სახლის დიზაინი განსაკუთრებით, აუცილებელია, რადგან ყველა დეტალიც კი, რომელიც მცირეა ყოველთვის დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება კერძო სახლს. დიზაინის შექმნამდე, პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები და მოთხოვნები. ასევე, გაითვალისწინეთ არსებული გარემო პირობები. სახლის მდებარეობა და მისი შემოგარენი დიდ გავლენას ახდენს მის დაგეგმვაზე. განსაზღვრეთ, როგორი ტიპის მასალას გამოიყენებთ, მაგალითად გექნებათ ხის კარ-ფანჯრები თუ გამოიყენებთ მეტალოპლასტმასს. ყურადღება მიაქციეთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა: შენობის სიმაღლე, მზის მიმართულებები და მიმდებარე ლანდშაფტი. კერძო სახლის დიზაინი, არცისე მარტივი საქმეა, ამიტომ მისი სწორად დაგეგმვა და შექმნა ამ რთულ პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.
პრო

ინტერიერის დიზაინი და სრული საპროექტო მომსახურება

გსურთ სივრცე, რომელიც მხოლოდ ლამაზი კი არა, თქვენზე მორგებული, ფუნქციური და გამორჩეული იქნება? Decorate ქმნის ინტერიერს, სადაც ესთეტიკა, კომფორტი და პრაქტიკულობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინს — იდეიდან საბოლოო შედეგამდე. რას მოიცავს ჩვენი მომსახურება? • სივრცის დაგეგმარება და ფუნქციური ზონირება • ინტერიერის კონცეფციისა და სტილის შექმნა • ინდივიდუალური დიზაინის შემუშავება • ფერთა პალიტრისა და მასალების შერჩევა • ავეჯის, განათებისა და დეკორატიული ელემენტების შერჩევა • დეტალური 3D ვიზუალიზაციები • ელექტროობის, განათებისა და სხვა საჭირო სამუშაო ნახაზების მომზადება ჩვენთვის კარგი ინტერიერი იწყება არა მხოლოდ ლამაზი იდეით, არამედ სწორად დაგეგმილი სივრცით. ამიტომ თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით - ვითვალისწინებთ თქვენს ცხოვრების სტილს, საჭიროებებს, სურვილებსა და ბიუჯეტს. ჩვენი მიზანია, საბოლოო შედეგი ზუსტად ისეთი იყოს, როგორსაც პროექტის შექმნისას წარმოიდგენდით. ? ვმუშაობთ თბილისში და საქართველოს მასშტაბით ? დეტალური ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით Decorate - თქვენი სივრცე, ჩვენი დიზაინი

ვერიფიცირებული პრო

ინტერიერის დიზაინერის სრული მომსახურება

შექმენით თქვენი ოცნების სივრცე სტრესის, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და დაკარგული დროის გარეშე. დაზოგეთ დრო, ბიუჯეტი და ნერვები — გთავაზობთ ინტერიერის პროექტირების სრულ მომსახურებას, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ესთეტიკასა და ფუნქციურობას. სრული საპროექტო მომსახურება ითვალისწინებს: • აზომვითი ნახაზის უმოკლეს დროში შექმნას — ობიექტის დეტალურ შესწავლას, სივრცის მაქსიმალური ათვისებისთვის. • პერსონალიზებულ გეგმარებით კონცეფციას — თქვენს ცხოვრების სტილსა და საჭიროებებზე მორგებულ დაგეგმარებას. • სრულ ტექნიკურ და სამუშაო ნახაზებს — დეტალურ გზამკვლევს ხელოსნებისთვის, რაც მაქსიმალურად აგარიდებთ თავიდან რემონტის პროცესში გაურკვევლობას, დაბნეულობასა და შეცდომებს. • ავეჯის ინდივიდუალურ ნახაზებსა და მასალების შერჩევას — ავეჯის ზუსტ დაპროექტებასა და მასალების ისეთ შერჩევას, რომელიც იდეალურად ერგება თქვენს ბიუჯეტსა და გემოვნებას. • მაღალი ხარისხის 3D ვიზუალიზაციას — ფოტორეალისტურ რენდერებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, დეტალურად დაათვალიეროთ თქვენი მომავალი სივრცე რემონტის დაწყებამდე. თქვენს ბიუჯეტზე მორგებული მიდგომა: პროექტის ღირებულება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, თქვენი მოთხოვნილებებისა და ბიუჯეტის შესაბამისად.

ინტერიერის დიზაინი

ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, დეტალებამდე გააზრებული. ვქმნი ჰარმონიულ სივრცეებს ცხოვრებისა და კომფორტისთვის. მომახურებაში შედის: - აზომვითი ნახაზი - ტიხრების გეგმარება - ავეჯის განლაგება - 3D ვიზუალიზაცია - მუშა ნახაზები - მასალების შერჩევაში მონაწილეობის მიღება - სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინის სრული საპროექტო მომსახურება. სამუშაო პროცესის სრული მართვა – იდეიდან დეტალურ სამუშაო/სარემონტო ნახაზებამდე. ეტაპები: 1. სივრცის აზომვა და ფუნქციური გეგმარება 2. კონცეფციის შემუშავება და 3D ვიზუალიზაცია 3. სამუშაო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

მომხმარებლის შეფასებები

ინტერიერის დიზაინერი

შეფასების ავტორი: ნიკა

100 % ით ვუწევ რეკომენდაციას, თავისი საქმის მცოდნე და ძალიან პასიხისმგებლიანი ადამიანი

ინტერიერის დიზაინერი

შეფასების ავტორი: დონარი

ამაზე მაგარი ადამიანი არ არსებობს. თან გადაგვყვა, ზე პროფესიონალია

ინტერიერის დიზაინერი

შეფასების ავტორი: ლევანი

ძალიან კმაყოფილი ვარ, დიანა არის თავისი საქმის პროფესიონალი და ძალიან კომპეტენტური

ინტერიერის დიზაინი

შეფასების ავტორი: გიორგი

ძალიან კმაყოფილი ვართ მომსახურებით ❤️ სამუშაო სწრაფად და ხარისხიანად შესრულდა, ყველა ჩვენი მოთხოვნა და სურვილი გათვალისწ...

ინტერიერის დიზაინი

შეფასების ავტორი: ნათია

ზუსტად იყო გათვალისწინებული ჩვენი სურვილები, იყო მარტივი კომუნიკაცია და შედეგი ძალიან სწრაფი, ხარისხიანი და ზუსტად ისეთი...

ინტერიერის დიზაინი

შეფასების ავტორი: თამარ

პროფესიონალი და თავის საქმის მცოდნე. რამდენჯერმე დამეხმარა და ისეთი საქმე გააკეთა, რასაც ბევრი პროფესიონალი ვერ შეძლებდა...

სახლის დიზაინის აწყობა - ყველა საჭირო დეტალი სახლის ინტერიერის შესაქმნელად

როდესაც იწყება საკუთარი სივრცის მოწყობა, სახლის დიზაინი ამ პროცესის აუცილებელი ნაწილია.  სახლის დიზაინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მისი დაგეგმარების დროს. სწორად შერჩეული დიზაინი არის მაქსიმალურად კომფორტული, ერგება მომხმარებლის სურვილებს, არ ხდება სივრცის დანაკარგი და საცხოვრებელი ფართი უფრო მეტად ფუნქციურია. სახლის დიზაინში, განსაკუთრებით, მნიშნელოვანია, ის დეტალები, რომ ადამიანებს უწევთ ყოველდღიურად აქ ცხოვრება, დასვენება, მუშაობა, საკვების მომზადება, გართობა და სხვა. შესაბამისად, დიზაინის ნაწილში თითოეული დეტალი უნდა იყოს გათვალისწინებული და მორგებული ამ პროცესებზე. 

როგორი გავიმარტივოთ სახლის დიზაინის აწყობა ?

სახლის დიზაინის შექმნამდე უმჯობესია, ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილები და განსაზღვროთ როგორი სტილის დიზაინის შექმნა გსურთ. მაგალითად:
  1. თუ გიყვართ მაქსიმალურად თავისუფალი სივრცე, ნეიტრალური ფერები, მცირე აქსესუარები ინტერიერში, თქვენთვის მინიმალისტური სტილი მისაღები იქნება.
  2. თუ უფრო მეტად კლასიკურ ელემენტებს და დეტალებს ანიჭებთ უპირატესობას, მოგწონთ ავეჯი, რომელიც ხისგან მზადდება ან აქვს მდიდრული ორნამენტები, თქვნეთვის უფრო მისაღები კლასიკური სტილია. 
  3. რაც შეეხება სკანდინავიურ სტილს, ამ შემთხვევაში ,დიზაინში შეხვდებით ერთგვაროვანი ფერის ავეჯს, რომელიც გამოირჩევა ფუნქციურობით და არის მინიმალისტური. ასევე, ღია ფერის ტონალობა ამ სტილს ყველაზე მეტად უხდება. 
  4. თუ გიყვართ სხვადასხვა მეტალის ელემენტები, მოგწონთ ხელოვნურად მოპირკეთებული აგურის კედლები  თქვენს სახლში, თქვენზე უფრო მორგებული იქნება ლოფტის სტილი. 
  5. და ბოლოს, თუ ანიჭებთ უპირატესობას თანამედროვე დიზიანის მქონე ელემენტებს, და გსურთ შექმნათ ჭკვიანი სახლი, უმჯობესია, სახლის დიზაინი თანამედროვე სტილში მოაწყოთ. 
რა პროცესების მარტივად გადაწყვეტაში გვეხმარება სახლის დიზაინერი ?

იქამდე, სანამ ვისაუბრებთ, თუ რა საქმეებს გვიმარტივებს სახლის დიზაინერი გავეცნოთ მის სამუშაო სპეციფიკას. სახლის დიზაინერი არის გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართის სწორად დაგეგმვას, თქვენ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებას და გეხმარებათ, რომ შექმნათ მაქსიმალურად კომფორტული, თანამედროვე და ფუნქციურად დატვირთული საცხოვრებელი სივრცე. სახლის დიზაინერს აქვს გამოცდილება და უნარები, რომ სწორად დაგანახოთ თითოეული კვადრატული მეტრის მნიშნელობა თქვენს საცხოვრებელ სივრცეში. მისი საქმიანობა ძირითადად მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
  • საცხოვრებელი სივრცის დაგეგმვა და მისი სწორად ზონირება.
  • აზომვითი ნახაზის მომზადება. 
  • ტიხრების განლაგება.
  • ჭერის, კედლების და იატაკის განშლები.
  • ავეჯის განლაგების გეგმა.
  • საპროექტო ნახაზების მომზადება (ელექტროობა, სანტექნიკა).
  • 3D რენდერები.
სახლის დიზაინერი მისი გეგმარების დროს განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს საძინებელი და მისაღები ან სამზარეულოს ოთახების გადანაწილება, სად როგორი ტიპის ავეჯის განთავსებაა ოპტიმალური და როგორი ტიპის განათების გამოყენება იქნება უმჯობესი, რომ სივრცე იყოს მაქსიმალურად კომფორტული. როგორ უნდა მოხდეს ეზოს მოწყობა და ა.შ. დიზაინერი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, ერგება მის საჭიროებს, გამოირჩევა კრეატიულობით და ქმნის დიზაინს რომელიც არის ინდივიდუალური, საჭიროებებზე მორგებული და პასუხობს მოთხოვნებს.

რომელი მთავრი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ კერძო სახლის დიზაინში?

კერძო სახლის დაგეგმვა არც ისე მარტივი საქმეა, ამიტომ მისი დიზაინის შექმნა ამ რთულ პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ. 
  • პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები და მოთხოვნები. 
  • გაითვალისწინეთ არსებული გარემო პირობები. სახლის მდებარეობა და მისი შემოგარენი, რადგან ეს დიდ გავლენას ახდენს საცოხვრებელი ფართის სწორად დაგეგმვაზე. 
  • ყურადღება მიაქციეთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა: შენობის სიმაღლე, მზის მიმართულებები და მიმდებარე ლანდშაფტი.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რატომ არის სახლის დიზაინი მნიშვნელოვანი ?

სახლის დიზაინი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტაა, რათა სწორად მოახდინოთ თქვენთვის სასურველი სივრცის მოწყობა. დიზაინის შექმნის პროცესში საშუალება გაქვთ შეარჩიოთ თუ რა სტილში იქნება სახლის ინტერიერი ან გარე სივრცე მოწყობილი. როგორი სტილის ავეჯი, განათება და დეკორაციები ქინება გამოყენებული. როგორ მოხდება ოთახების განლაგება და სხვა.

რა უნდა გავითვალისწინოთ პატარა სახლის დიზაინის შექმნის დროს ?

პატარა სახლის დიზაინის შექმნის პროცესში უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ რბილ ან სხვა ტიპის ავეჯს, რომელიც არის მრავალფუნქციური. მაგალითად - შეარჩიეთ გასაშლელი დივანი ან მაგიდა. მაქსიმალურად გამოიყენეთ სივრცეში სარკეები, რათა ვიზუალურად უფრო მეტად გაზარდოთ საცხოვრებელი ზონა.

როგორ შევარჩიოთ ფერები, განათება და სხვა ელემენტები სახლის ინტერიერისთვის ?

სახლის ინტერიერის შექმნის პროცესში, ყურადღება მიაქციეთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა განათება, კედლების ფერი, ნახატები ანს ხვა დეკორატიული ელემენტები. ეს დეტალები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გავლენას ახდენს სივრცესა და ადამანის გუნება-განწყობაზე. მაგალითად - ნეიტრალური ფერების გამოყენება ინტერიერში ქმნის კომფორტის და სიმშვიდის შეგრძნებას.

როგორ ხდება სახლის დიზაინის აწყობა ?

სახლის დიზაინის აწყობის პროცესში ხდება გადაწყვეტა ისეთიი დეტალების, როგორიცაა: სივრცის გეგმარება/ზონირება, ოთახების განლაგება, ავეჯის და განათების შერჩევა, სტილის გადაწყვეტა და ამ ყველა დეტალის საბოლოოდ გაერთიანება.

რა ღირს სახლის დიზაინერის მომსახურებით სარგებლობა ?

სახლის დიზაინერის მომსახურება საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ თქვენი სივრცე ისე რომ გამოირჩეოდეს ინდივიდუალურობით, ერგებოდეს თქვნე სურვილებს და აკმაყოფილებდეს საჭიროებებს. დიზაინერის მომსახურების ღირებულება სხვადასხვაა, დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებსა და დიზაინერის გამოცდიელბაზე. ვებ-გვერდზე servisebi.ge - შეგიძლიათ გაეცნოთ სახლის დიზაინერის განცხადებებს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სპეციალისტის მომსახურება.