Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

აივნის დიზაინი

აივნის დიზაინი საკუთარი სახლის, ბინის თუ სხვა ტიპის შენობის გეგმარების დროს მნიშვნელოვანი დეტალია. დღესდღეობით, განსაკუთრებით გამოყენებადი გახდა ეს სივრცე, იქიდან გამომდინარე რომ  ხშირად ადამიანები მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობენ და მათთვის მოსასვენებელი სივრცის ქონა მნიშვნელოვანია, სწორად უნდა მოხდეს აივნის დიზაინის შექმნა. მთავარი რაც უნდა გაითვალისწინოთ, განსაკუთრებით პატარა ფართის აივნის შემთხვევაში, არის ის რომ გამოიყენოთ ან დაამზადებინოთ მრავალფუნქციური ავეჯი , რომლის მარტივად გაშლა, გადაადგილება და დაკეცვა შეგეძლებათ. მწვანე მცენარეების გამოყენება, მათ შორის დეკორატიულის, კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის აივნის სივრცეს. მეტი სიმყუდროვისთვის ყურადღებით შეარჩიეთ აქსესუარები და სხვა საჭირო ნივთები. 
verify badge პრემიუმი
ინტერიერის დიზაინერი
pin თბილისი
ინტერიერის დიზაინერი

გთავაზობს მაღალპროფესიონალურ მომსახურებას. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ხატვისა და ხაზვის გარდა ვფლობ ტექნიკურ ცოდნასაც, რაც გულისხმობს უშუალოდ რემონტის პროცესს, თითოეული ტექნიკური დეტალის ცოდნას, ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი 100%-ით, თქვენ არა მხოლოდ ინტერიერის დიზაინის მომსახურებას მიიღებთ, არამედ მთელი რემონტის პროცესში სრულ რეკომენდაციებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მომსახურების ტარიფი: - მხოლოდ ვიზუალები 1კვ. მეტრზე 10$. - ვიზუალები+დეტალური ნახაზები (ტიხრები, ავეჯი, ელექტროობა-გათბობა-გაგრილების) 18$. ჩვენი თანამშრომლობა დამყარებული იქნება უდიდეს პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობაზე, პროქტს ჩაიბარებთ დათქმულ ვადებში.

profile avatar
დიანა
პრო
ინტერიერის დიზაინი და სრული საპროექტო მომსახურება
ინტერიერის დიზაინი და სრული საპროექტო მომსახურება

გსურთ სივრცე, რომელიც მხოლოდ ლამაზი კი არა, თქვენზე მორგებული, ფუნქციური და გამორჩეული იქნება? Decorate ქმნის ინტერიერს, სადაც ესთეტიკა, კომფორტი და პრაქტიკულობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინს — იდეიდან საბოლოო შედეგამდე. რას მოიცავს ჩვენი მომსახურება? • სივრცის დაგეგმარება და ფუნქციური ზონირება • ინტერიერის კონცეფციისა და სტილის შექმნა • ინდივიდუალური დიზაინის შემუშავება • ფერთა პალიტრისა და მასალების შერჩევა • ავეჯის, განათებისა და დეკორატიული ელემენტების შერჩევა • დეტალური 3D ვიზუალიზაციები • ელექტროობის, განათებისა და სხვა საჭირო სამუშაო ნახაზების მომზადება ჩვენთვის კარგი ინტერიერი იწყება არა მხოლოდ ლამაზი იდეით, არამედ სწორად დაგეგმილი სივრცით. ამიტომ თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით - ვითვალისწინებთ თქვენს ცხოვრების სტილს, საჭიროებებს, სურვილებსა და ბიუჯეტს. ჩვენი მიზანია, საბოლოო შედეგი ზუსტად ისეთი იყოს, როგორსაც პროექტის შექმნისას წარმოიდგენდით. ? ვმუშაობთ თბილისში და საქართველოს მასშტაბით ? დეტალური ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით Decorate - თქვენი სივრცე, ჩვენი დიზაინი

ვერანდის დიზაინი

ვერანდის დიზაინი მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ეს სივრცე დასვენების, შეკრებებისა და განტვირთვისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. ვერანდის დიზაინი უნდა იყოს განსაზღვრული ისე რომ, მარტივად განთავსდეს ავეჯი, მცენარეები და სხვა საჭირო აქსესუარები. მთავარი კომპონენტი ვერანდის სივრცეში სიმყუდროვეა, სწორედ ამიტომ , დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებლის სურვილები და მოახდინოს რენდერის შექმნა იმის გათვალისწინებით თუ როგორი სივრცის შექმნა სურს მას. მნიშვნელოვანი კომპონენტია განათება, რომელიც ვერანდის სივრცეში სიმყუდროვეს ქმნის და განათების პირობებში შესაძლებელია საღამოსაც კი მოხდეს სივრცის გამოყენება. 

მომხმარებლის შეფასებები

ინტერიერის დიზაინი სურათი
ინტერიერის დიზაინი
გიორგი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

ძალიან კმაყოფილი ვართ მომსახურებით ❤️ სამუშაო სწრაფად და ხარისხიანად შესრულდა, ყველა ჩვენი მოთხოვნა და სურვილი გათვალისწ...

ინტერიერის დიზაინი სურათი
ინტერიერის დიზაინი
ნათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

ზუსტად იყო გათვალისწინებული ჩვენი სურვილები, იყო მარტივი კომუნიკაცია და შედეგი ძალიან სწრაფი, ხარისხიანი და ზუსტად ისეთი...

ინტერიერის დიზაინი სურათი
ინტერიერის დიზაინი
ნიკა ეჯოშვილი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
9 თვის წინ

მომსახურება შესრულდა იდეალურად, იყო ხშირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინება, რაც მთავარია დროშ...

ინტერიერის დიზაინერი სურათი
ინტერიერის დიზაინერი
ნონა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2025-02-03 20:43:38

საუკეთესოა! რეკომენდაცია ჩემგან იონე დიზაინს. გირჩევთ დაუკავშირდეთ

ინტერიერის დიზაინერი სურათი
ინტერიერის დიზაინერი
ანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-06-04 01:23:07

ესეთ კაი ფასად ესეთ პროექტს აკეთებს კიდევ ვინმე? 100% რეკომენდაცია

​აივნის და ვერანდის დიზაინი - რჩევები სივრცის კომფორტულად მოსაწყობად

აივნის და ვერანდის დიზაინი ბინის ან სახლის დაგეგმარების დროს მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია. ხშირად ადამიანები აივანსა და ვერანდაზე ატარებენ დროს, იმისთვის რომ განიტვირთონ იყვნენ კომფორტულ და მათთვის სასიამოვნო გარემოში. ამის გარდა, აივანი გამოიყენება, როგორც სივრცე სხვადასხვა სათავსოებისთვის ან ვერანდა ადგილი, სადაც მეგობრებთან ერთად გართობა, წვეულების მოწყობა ან სხვა მათთვის საყვარელი სივრცის დამატებით გამოყოფა საჭირო. იმისთვის რომ სივრცე იყოს მაქსიმალურად კომფორტული, მყუდრო და სასიამოვნო ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორედ მოხდეს დიზაინერის მიერ ვერანდის და აივნის დიზაინის შექმნა.

რჩევები მცირე ზომის აივნის დიზაინის შექმნამდე

მცირე ზომის ფართის მქონე აივნის დიზაინის მოწყობა ხშირად გამოწვევად იქცევა ხოლმე. მაგრამ, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით შესაძლებელია მცირე ზომის სივრცეც კი, ჰარმონიულ და კომფორტულ გარემოდ მოვაწყოთ. მაგალითად:  როგორ მოვაწყოთ ვერანდის დიზაინი ?

ვერანდის დიზაინი უნდა იყოს განსაზღვრული ისე რომ, მარტივად განთავსდეს ავეჯი, მცენარეები და სხვა საჭირო აქსესუარები. მთავარი კომპონენტი ვერანდის სივრცეში სიმყუდროვეა, სწორედ ამიტომ , დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებლის სურვილები და მოახდინოს დიზაინის შექმნა იმის გათვალისწინებით თუ როგორი სივრცის შექმნა სურს მას. რამდენიმე რჩევა, რაც თქვენი ვერანდის მოწყობაში დაგეხმარებათ.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ უნდა მოვაწყოთ მცირე ზომის აივანი ჰარმონიულად ?

მცირე ზომის აივნის მოწყობის შემთხვევაში გამოიყენეთ დაკეცვადი ავეჯი, რომელსაც აქვს მარტივი მექანიზმი. გამოიყენეთ ვერტიკალური ტიპის ან კედელზე დამონტაჟებული ინტეგრირებული LED განათება მცირე ზომის ნათურები, რაც მეტ სიმყუდროვეს და ჰარმონიულობას შესძენს თქვენს აივანს. დეკორატიული მწვანე მცენარეების გამოყენება კიდევ უფრო მყუდროს გახდის თქვენს გარემოს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ვერანდის დიზაინში ?

ვერანდის დიზაინში მთავარი კომპონენტი სიმყუდროვეა, სწორედ ამიტომ დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებლის სურვილები და შექმნას სივრცე იმის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი კომპონენტია განათება, ავეჯი ტექსტილი და მწვანე დეკორატიული მცენარეები. ამასთანავე, ვერანდის სივრცის ზონირება უფრო მეტად ჰარმონიულს ხდის მას.

რა განსხვავებაა ვერანდას და აივანს შორის ?

აივანი არის ღია სივრცე, რომელიც თითქმის ყველა მრავალსართულიან კორპუსსა და ბინაში გვხვდება. რაც შეეხება, ვერანდას ეს არის სივრცე, რომელიც უმეტესად გვხვდება კერძო სახლებში ან მაღალსართულიანი შენობების ზედა სართულზე და ის უშუალოდ ეკვრის ბინას ან სახლს. ვერანდის ჭერი გადახურულია და ჭკვიანი მექანიზმების გამოყენებით შესაძლებელია მისი ცვლილება.

როგორ უნდა დავიცვათ აივანი წვიმისა და სიცხისგან ?

აივნის ფართის წვიმისგან დაცვა მნიშვნელოვანია. ამისთვის შეგიძლიათ დიზაინში გამოიყენოთ ტენტები ან შემინული კედლები, რომელიც დაიცავს აივნის ფართს ზედმეტი სიცხისა და წვიმისგან.