ზალის დიზაინი

ზალის დიზაინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საცხოვრებელი სივრცის მოწყობის პროცესში. დღესდღეობით პოპულარულია თანამედროვე, ფუნქციური, მინიმალისტური და ესთეტიკურად მიმზიდველი სივრცის მოწყობა. ზალის დიზაინი მაქსიმალურად კომფორტული და მყუდრო უნდა იყოს, რადგან უმეტეს დროს ადამიანი სწორედ ამ სივრცეში ატარებს. ისეთი ზალის დიზაინი, რომელშიც გამოყენებულია ნეიტრალური ფერი, ღია ვიტრაჟული სტილის ფანჯრები, კლასიკური ან მინიმალისტური და ფუნქციური ავეჯი და ბუნებრივი მასალები ნებისმიერი ადამიანისთვის ყოველთვის სასურველი და მიმზიდველია. ზალის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანია რომ ყველა დეტალი, მათ შორის სხვადასხვა დეკორატიული ნივთი ისე იყოს დიზაინში გათვალისწინებული, რომ ერწყმოდეს კედლის ან ავეჯის ფერს და არ იყოს ამოვარდნილი. 

თანამედროვე ზალის დიზაინი

თანამედროვე ზალის დიზაინი ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე ძირითად შემთხვევებში არის მინიმალისტური. თუმცა, თანამედროვეობაში შესაძლოა შეგხვდეთ კლასიკურ სტილში გადაწყვეტილი ზალის დიზაინიც. დიზაინში უმეტესად, გამოყენებულია ღია ფერის ავეჯი და კედლები. ინტერიერში უმეტესად გამოყენებულია თეთრი, ნაცრისფერი ან ბეჟი ფერი, რაც ერთგვარ სიმყუდროვეს და კომფორტს ქმნის. თანამედროვე ზალის დიზაინი ასევე, აერთიანებს ფუნქციურ ავეჯს და ტექნიკას. ავეჯი ძირითადად ნატურალური ხის არის ან ქსოვილი ფერით მაქსიმალურად ეხამება კედლის ფერს. რაც შეეხება განათებას, ყურადღება ექცევა ვიტრაჟებს, რაც უფრო მეტადაა ბუნებრივი განათება ზალაში, სივრცე უფრო მყუდრო და კომფორტულია. 

​თანამედროვე ზალის დიზაინი - ყველა დეტალი მყუდრო და კომფორტული სივრცის შესაქმნელად

ზალა ეს არის სივრცე, სადაც სახლში, ხშირად ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს. სწორედ ამიტომ, ის უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, მყუდრო, ფუნქციურად დატვირთული და ესთეტიკურად მიმზიდველი. ბინის დიზაინის შექმნის პროცესში, გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი დეტალი მნიშვნელოვანია, თანამედროვე ზალის დიზაინი ხშირად დიზაინერისთვის გამოწვევად იქცევა ხოლმე. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ზალის დიზაინის მოწყობის პროცესში დაგეხმარებათ.  როგორ შევქმნათ კომფორტული დიზაინი და სიმყუდროვე ზალაში ?

თანამედროვე დიზაინში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფერებს. სახლის დიზაინში, უმეტესად, ჭარბობს ისეთი ფერები, რომელიც გამოირჩევა სითბოთი და ქმნის ელეგანტურობას, სიმშვიდეს, სიმყუდროვეს და კომფორტს. ასეთია: ნაცრისფერი, ბეჟი, ხისფერი და სხვა. 
რაც შეეხება, აქცენტურ ფერებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყვითელი ან თქვენთვის საყვარელი ფერი, დეკორის ან კედლის მთლიან ნაწილში, რომ უფრო მეტად სიმკვეთრე შემოიტანოთ თქვენს სივრცეში. 

ზალის დიზაინის შექმნის პროცესში  ხშირად გამოიყენება ისეთი ელემენტები, როგორიცაა დეკორატიული ან სხვადასხვა ფორმის ჭერის დიზაინი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს თაღები, მრავალდონიანი ჭერი ან განათებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ჭერის ნაწილი. 

რაც შეეხება, განათებას აუცილებელია რომ მოხდეს მისი სწორად დაგეგმარება, რადგან განათებაა ის რის დახმარებითაც სივრცე კიდევ უფრო მყუდრო და ჰაეროვანი ხდება. ეს კი თანამედროვე ზალის დიზაინში ერთ-ერთი აუცილებელი შტრიხია. შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიულ კედლებში ჩაშენებული განათება, რომელიც მრავალწერტილოვანია და ქმნის სიმყუდროვეს. ტექნოლოგიების ეპოქაში არსებობს ჭკვიანი განათების სისტემაც, რომელიც დროის მონაკვეთის შესაბამისად იცვლის ნათების ტიპს და არეგულირებს თქვენს სივრცეში სინათლის წყაროს. 

რაც შეეხება ავეჯს, ზალის დიზაინში გამოიყენეთ ფუნქციურად დატვირთული ავეჯი, რომელიც გამოირჩევა პრაქტიკულობით და მარტივი მექანიზმებით. შეარჩიეთ დივანი, რომელიც მარტივად იშლება ან იცვლის ფორმას სივრცის საჭიროების მიხედვით. მაგიდა, რომელიც იკეცება და იშლება, რაც საშუალებას მოგცემთ სტუმრებისთვის მარტივად გაშალოთ და არ მოგიწიოთ დამატებითი ავეჯის გამოყენება.

გავრცელებული შეცდომები ზალის დიზაინში

არასწორი გეგამრება - სივრცის არასწორად  დაგეგმარება, ხშირად იწვევს გადატვირთული დიზაინის შექმნას. ამის გარდა, ხშირად აუთვისებელი ხდება ზალის გარკვეული ნაწილი, რაც თავისთავად პრობლემაა და ქმნის ნაკლებად კომფორტულ გარემოს. ყველა დეტალი უნდა იყოს სწორად გათვლილი და დაგეგმილი, რადგან ელემენტარულ განათებასაც კი შეუძლია სივრცის ჰაეროვნების და კომფორტულობის ცვლილება. 

ფერთა არასწორად შეხამება - თუ ზალის დიზაინში კედლების, ავეჯის, აქსესუარების და იატაკის ფერები ერთმანეთს არ ეხამება, სივრცე ხდება გადატვირთული. ასეთ გარემოში კი, ძნელია ადამიანმა შეძლოს განტვირთვა და დასვენება, რაც ერთგვარ დისკომფორტს ქმნის.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორია თანამედროვე ზალის დიზაინი ?

თანამედროვე ზალის დიზაინი შეიძლება იყოს კლასიკურ ან მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი. ასევე, შეხვდებით სკანდინავიურ სტილსაც. ზალის დიზაინში გამოყენებულია ეკოლოგიური მასალები, ფუნქციური ავეჯი და ნაკლებად გადატვირთული დეკორაციები.

რომელი ფერია ყველაზე კარგი ზალის დიზაინში ?

ზალის დიზაინში ფერების ყველაზე კარგი და სწორი არჩევანია თბილი ფერების გამოყენება. ინტერიერში უმეტესად გამოყენებულია თეთრი, ნაცრისფერი ან ბეჟი ფერი, რაც ერთგვარ სიმყუდროვეს და კომფორტს ქმნის.

როგორ უნდა შევარჩიოთ განათება თანამედროვე ზალის დიზაინში ?

თანამედროვე ზალის დიზაინში განათება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიულ კედლებში ჩაშენებული განათება, რომელიც მრავალწერტილოვანია და ქმნის სიმყუდროვეს. ტექნოლოგიების ეპოქაში არსებობს ჭკვიანი განათების სისტემაც, რომელიც დროის მონაკვეთის შესაბამისად იცვლის ნათების ტიპს და არეგულირებს თქვენს სივრცეში სინათლის წყაროს.

როგორ უნდა შევქმნათ კომფორტული გარემო თანამედროვე ზალის დიზაინში ?

თანამედროვე ზალის დიზაინში სიმყუდროვე და კომფორტი მნიშვნელოვანია. ამისათვის უმჯობესია გამოიყენოთ სივრცის სწორი გეგმარება, ფერების ერთმანეთთან შეხამება და მინიმალისტური დეტალები დაგეხმარებათ სიმყუდროვის შეტანაში.