გარე ფასადის და ექსტერიერის დიზაინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბინის დიზაინის შექმნის დროს. სწორად შერჩეული და გარემოსთან შეხამებული გარე ფასადის დიზაინი კიდევ უფრო ლამაზს და მიმზიდველს ხდის ბინას, საკუთარ სახლს თუ ნებისმიერ შენობას.
დღესდღეობით ბაზარზე ექსტერიერის დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანია. მასალები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ტექსტურებით და დიზაინით. სწორედ ამიტომ, მარტივად შეიძლება მომხმარებელმა შეარჩიოს მისთვის სასურველი და უნიკალური გარე ფასადი.
რისთვის არის საჭირო გარე ფასადის დიზაინი ?
გარე ფასადის დიზაინი არის ექსტერიერის ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რაც დიდ გავლენას ახდენს მის იერსახესა და ფუნქციურ დატვირთვაზე. გარე ფასადის დიზაინი საჭიროა ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა:
შენობის იერსახე, ესთეტიკურობა, სილამაზე - გარე ფასადი არის
სახლის ან ბინისთვის მთავარი იერსახეა, რაც გამოარჩევს მას სხვა შენობებისგან, ამიტომ უნდა იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი;
ფუნქციური - გარე ფასადის
მოპირკეთების დროს, აუცილებელია მასალა იყოს სწორად შერჩეული, რათა შენობა დაცული იყოს სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, როგორც ზამთარში ისე ზაფხულში, ძლიერი სიცხის პირობებში;
ხმის იზოლაცია და ენერგოეფექტურობა - გარე ფასადის სწორად მოპირკეთება საშუალებას იძლევა, რომ შენობა-ნაგებობა იყოს მეტად ენერგოეფექტური და ხმის იზოლაცია იყოს შენარჩუნებული;
ფასის ზრდა - მაშინ როდესაც, ექსტერიერი მდიდრულად და გამორჩეულად არის მოპირკეთებული, შენობის ფასი უფრო იზრდება. გარდა ამისა, ფასი იმატებს როცა გამოყენებულია გარე ფასადისთვის ძვირადღირებული მასალები;
რომელი მასალების გამოყენებაა ეფექტური გარე ფასადის მოპირკეთების დროს ?
გარე ფასადის მოპირკეთების დროს აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა გამოყენებული იყოს ხარისხიანი მასალები. გარდა ამისა, ეს მასალა უნდა იყოს გარემო პირობებისადმი მაქსიმალურად გამძლე და ენერგოეფექტური. ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალები რამდენიმე სახისაა, მათ შორის პოპულარულია:
- აგური;
- ბეტონი;
- დეკორატიული ფილები(ქვა);
- ალუმინის კომპოზიტი;
- ხის ფასადი.
გარე ფასადის დიზაინის მოწყობის დროს შეარჩიეთ ისეთი მასალები, რომელიც იქნება მაქსიმალურად გამძლე და მედეგი გარემო პირობების მიმართ. რაც შეეხება განათებას და ფერებს, შეარჩიეთ ის რომელიც ჰარმონიაშია თქვენს ეზოსთან და ფერები მაქსიმალურად ეხამება ერთმანეთს. აუცილებელია
ბინის ან
აივნის დიზაინის შექმნის შემთხვევაში ეს დეტალები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული.