Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

არტ თერაპია

არტ თერაპია ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს და აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება არა მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ნაწარმოებების შექმნაზე, არამედ თავად შემოქმედების პროცესის თერაპიულ ეფექტზე.  არტ თერაპია არის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც იყენებს ხელოვნებასა და შემოქმედებით პროცესს ადამიანის ემოციური, ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ხატვა, ძერწვა, გაფერადება, კოლაჟების შექმნა, მუსიკა და სხვა შემოქმედებითი აქტივობები ადამიანს ეხმარება საკუთარი განცდების, ემოციებისა და გამოცდილებების გამოხატვაში მაშინაც კი, როდესაც მათი სიტყვებით გადმოცემა რთულია. არტ თერაპია შეიძლება ჩატარდეს, როგორც ონლაინ ისე ფსიქოლოგთან პირადი ვიზიტით.  
ფსიქოლოგი
ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი-კონსულტანტი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი, არტთერაპევტი. 5+ წლიანი გამოცდილება, ვმუშაობ ონლაინ და კაბინეტში (თბილისი, რუსთაველის მეტროსთან). • რაში შემიძლია დაგეხმარო: ხანგრძლივი გადაულახავი პრობლემა, ყოველდღიური შიშები და შფოთვები, რომანტიული ურთიერთობების სირთულეები, გადაწვის განცდა, პროკრასტინაცია, მარტოობის შეგრძნება, დაბალი თვითშეფასება, კონფლიქტები ოჯახში, ბავშვის/მოზარდის აღზრის სირთულეები, ასაკობრივი კრიზისები და სხვ. • შეხვედრებზე ვსაუბრობთ შენს გულის ტკივილზე, გაძლევ საშინაო დავალებებს, ვიყენებთ თანამედროვე მუშა ტექნიკებს, გეხმარები ახალი უნარების ათვისებაში და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. • ქართულად და რუსულად. • ინდივიდუალური სესიები, წყვილებთან მუშაობა, ოჯახური თერაპია. "მე მჯერა შენი და შენს გვერდით ვარ, რომ შენც დაიჯერო შენი თავის"

video icon სერტიფიკატი
ბავშვთა ფსიქოლოგი არტ თერაპია ონლაინ ფსიქოლოგი

არტ თერაპია ბავშვებისთვის


არტ თერაპია ბავშვებისთვის ერთ-ერთი დამხმარე და მნიშვნელოვანი საშუალებაა ფსიქოლოგიური საკითხების მოსაგვარებლად. ხშირად ადამიანებს აწუხებთ კითხვა, თუ  რა არის არტ თერაპია რაზეც პასუხი საკმაოდ მარტივია, არტ თერაპიის მთავარი მიზანი არ არის მხატვრული ნამუშევრის შექმნა ან ხელოვნების ტექნიკის სწავლა. აქ მთავარი ყურადღება ეთმობა თავად შემოქმედებით პროცესს, რომელიც ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, ემოციების დამუშავებას, თვითშეფასების ამაღლებასა და შინაგანი რესურსების გაძლიერებას. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ფსიქოლოგიურ ან სამედიცინო მკურნალობასთან ერთად.

არტ თერაპია - გამოხატე ემოციები შენი სურვილის მიხედვით

ადამიანები ძალიან ხშირად არასწორად ფიქრობე და მიაჩნიათ, რომ საკუთარი ემოციების ან გრძნობების გამოხატვა მხოლოდ სიტყვებით შეიძლება. თუმცა, რეალობაში ბევრი განცდა არსებობს, რომლის აღწერაც რთულია. სწორედ აქ უნდა გავიხსენოთ არტ თერაპიის როლი. არტ თერაპია ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდია, რომელიც იყენებს შემოქმედებით პროცესს,  ხატვას, ძერწვას, კოლაჟების შექმნას, მუსიკის შექმნას, ზღაპრების წერას და სხვა ხელოვნების ფორმებს ადამიანის ემოციური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. არტ თერაპიის მთავარი მიზანი არ არის ლამაზი ნახატის შექმნა ან მხატვრული ნიჭის გამოვლენა. პირიქით, აქ მთავარი მნიშვნელობა ენიჭება თვითგამოხატვას, ემოციების გაცნობიერებასა და შინაგანი სამყაროს აღმოჩენას. სწორედ ამიტომ, არტ თერაპიაში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო ხატვა ან სხვა შემოქმედებითი უნარები.

არტ თერაპია განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ბავშვთა ასაკის შემთხვევაში არტ ტერაპია ეხმარება ბავშვებს შფოთვის, შიშების, ქცევითი სირთულეების, ადაპტაციის პრობლემებისა და განვითარების თავისებურებების დროს. მოზარდებისთვის განსაკუთრებით ეფექტურია თვითშეფასების პრობლემების, სოციალური შფოთვის, ბულინგის, სტრესის, ურთიერთობებთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ემოციური გადაღლის დროს. რაც შეეხება, ზრდასრულებს, არტ თერაპია აქ ერთვება სტრესის, დეპრესიის, პანიკური შეტევების, ტრავმული გამოცდილებების, პროფესიული გადაწვისა და ცხოვრებისეული კრიზისების მართვის პროცესში.

არტ-თერაპევტს შეუძლია დაეხმაროს კლიენტებს საკუთარი თავის გამოხატვაში სიტყვებისა და ენის მიღმა არსებული გზებით. არტ-თერაპევტები გაწვრთნილები არიან ხელოვნებასა და ფსიქოლოგიურ თეორიაში და შეუძლიათ დაეხმარონ კლიენტებს არავერბალური მინიშნებებისა და მეტაფორების ინტეგრირებაში, რომლებიც ხშირად შემოქმედებითი პროცესის მეშვეობით გამოიხატება. არტთერაპევტები მუშაობენ ყველა ასაკის ადამიანთან, მათ შორის ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ ქცევითი პრობლემები ან აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებთან. ისინი ეხმარებიან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, ძალადობის ან სხვა ტრავმის მსხვერპლებს, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებს და მასობრივი სროლის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებს, დემენციის მქონე ხანდაზმულებს და ყველას, ვისაც ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევაში  დახმარება სჭირდება. 
არტ თერაპიის სესიის დროს მონაწილე იყენებს სხვადასხვა მასალას ფანქრებს, საღებავებს, თიხას, ფურცლებს ან სხვა შემოქმედებით რესურსებს. არ არსებობს „სწორი“ ან „არასწორი“ ნამუშევარი. სპეციალისტი ეხმარება ადამიანს საკუთარი შემოქმედების საშუალებით გამოხატოს ის ემოციები, რომლებიც ხშირად ქვეცნობიერში რჩება. არტ თერაპიის დადებითი მხარეები მრავალმხრივია, მათ შორის: არტ თერაპია არის უსაფრთხო სივრცე, სადაც ადამიანი საკუთარი თავის შეცნობას იწყებს ფერების, ფორმებისა და შემოქმედების დახმარებით. სწორედ ამიტომ ის დღეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ დამატებით მეთოდად ითვლება ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და პიროვნულ განვითარებაში. თუ ეძებთ გამოცდილ არტ თერაპევტს servisebi.ge - ზე თქვენთვის სასურველ სპეციალისტს მარტივად აღმოაჩენთ. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

საჭიროა თუ არა ხატვის ნიჭი არტ თერაპიაში მონაწილეობის მისაღებად ?

არა, არტ თერაპიისთვის არ არის საჭირო რაიმე მხატვრული გამოცდილება ან ნიჭი.

მხოლოდ ბავშვებისთვის არის არტ თერაპია ?

არტ თერაპია ეფექტურია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ზრდასრულებისა და ხანდაზმულებისთვის.

რა პრობლემების დროს შეიძლება არტ თერაპიის გამოყენება ?

შფოთვის, სტრესის, დეპრესიის, ტრავმის, თვითშეფასების პრობლემებისა და ემოციური სირთულეების დროს.

შეიძლება თუ არა არტ თერაპიის ონლაინ ჩატარება ?

დიახ, თანამედროვე პრაქტიკაში არტ თერაპიის სესიები წარმატებით ტარდება, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში.