Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ფსიქოლოგები თბილისში

ფსიქოლოგი თბილისში დაგეხმარებათ თქვენთვის საჭირო და მოსახერხებელ დროს ჩანიშნოთ თერაპია. ფსიქოლოგთან კონსულტაცია ხშირად უკეთესია, ვიდრე მხოლოდ მეგობრებთან ან ახლობლებთან ფიქრების გაზიარება და მათ მოსაზრებებზე დაყრდნობა. ფსიქოლოგი უზრუნველყოფს ობიექტურ, განსჯისგან თავისუფალ შეფასებას იმის მიხედვით თუ რა პრობლემა გაქვთ. ფსიქოლოგი თბილისში ფოკუსირებულია თქვენს კონკრეტულ საჭიროებებზე და გაძლევთ პერსონალიზებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გამკლავების ინსტრუმენტებს ცხოვრებისეული გამოწვევების დასაძლევად. ფსიქოლოგს შეუძლია ჩაგიტაროთ საჭირო თერაპია, მათ შორის გეშტალტთერაპია ან არტთერაპია.  ფსიქოლოგები თბილისში შემოგთავაზებენ მხარდაჭერას და სტრესის მოგვარებაში დამხმარე თერაპიას.
ფსიქოლოგის მომსახურება
ფსიქოლოგის მომსახურება

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც ეხმარება ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს სხვადასხვა ემოციური და ფსიქოლოგიური სირთულის დაძლევაში. წლების განმავლობაში მუშაობს სახელმწიფო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე კრიზისულ შემთხვევებსა და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მიმართულებით. კონსულტაციებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შექმნას, თითოეული ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებასა და ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.ბინაზე მისვლით, ისანი-ვარკეთილის ტერიტორია

ბავშვთა ფსიქოლოგი / ქეთი ქურდიანი
ბავშვთა ფსიქოლოგი / ქეთი ქურდიანი

მე თერაპევტი ვარ და შენი შვილი ჩემთვის არ არის უბრალოდ “პაციენტი” ან “ბენეფიციარი” შენი შვილი ჩემთვის არის უნიკალური პატარა ადამიანი – საკუთარი ინტერესებით, ტემპითა და შესაძლებლობებით. შენი შვილი ჩემთვის არის ნდობა – ნდობა, რომელსაც შენ, როგორც მშობელი, მიცხადებ. შენი შვილი ჩემთვის არის მომავალი – ნათელი და ძლიერი, მიუხედავად ყველა სირთულისა. შენი შვილი ჩემთვის არის პასუხისმგებლობა – დავიცვა, დავეხმარო, გავაძლიერო და მის გვერდით ვიდგე რთულ და ბედნიერ წუთებში. შენი შვილი ჩემთვის არის პარტნიორი – მასთან ერთად ვსწავლობ სიყვარულსა და მოთმინებას. მე მის გვერდით ვარ არა მხოლოდ როგორც სპეციალისტი, არამედ როგორც საიმედო პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს მის ღირსებას, უსაფრთხოებასა და არჩევანს. ყოველი მისი ღიმილი ჩემთვის იმედია. ყოველი ახალი სიტყვა – გამარჯვება. ყოველი პატარა ნაბიჯი – დიდი ზეიმი. მე ვარ თერაპევტი და ხშირად ჩემთვისაც რთულია… ზოგჯერ მეც ვიღლები,ზოგჯერ მეც მიპყრობს განცდა, რომ ნელია პროცესი. ზოგჯერ მეც მიჩნდება კითხვა – “ვარ კი საკმარისი?” მაგრამ მაშინ, როცა შენი შვილი მიყურებს – ვხვდები, რომ ყველა მცდელობას აქვს აზრი. მისი ყოველი სიტყვა ჩემთვისაც ისეთივე სიხარულია, როგორც შენთვის. მისი ღიმილი,ჩემს შრომას უფრო ღირებულს ხდის. მისი პატარა ნაბიჯები მახსენებს, რატომ ავირჩიე ეს გზა. მე ვარ თერაპევტი და შენი შვილი ჩემთვის არის მეტი, ვიდრე პროფესიული მოვალეობა. ონლაინ კონსულტაციისთვის და დამაებითი დეტალებისთვის , გთხოვთ დამიკავშირდეთ ნომერზე.

ფსიქოლოგის კონსულტაცია თბილისში

ფსიქოლოგის კონსულტაცია თბილისში თქვენთვის საჭირო დროს შეგიძლიათ გაიაროთ. ფსიქოლოგი თბილისის თითქმის ყველა უბანში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. დღესდღეობით არაერთი ფსქიოლოგი და გამოცდილი ფსიქოთერაპევტი ატარებს ონლაინ ან პირისპირ სესიებს. ფსიქოლოგი თბილისში გთავაზობთ როგორც ზრდასრულებისთვის,  ასევე ბავშვებსა და მოზარდებზე მორგებულ თერაპიებს. ფსიქოლოგი თბილისში ფასის მიხედვით ხელსაყრელ პირობებშიც კი შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. ფსიქოლოგები თბილისში არიან გამოცდილი სპეციალისტები და უზრუნველყოფენ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ფსიქოლოგმა შეიძლება დასვას კითხვები სტრესის დონის, განწყობის, ძილის, სამუშაო მოთხოვნების ან ურთიერთობების შესახებ, კვლევითი ჩარჩოს ფარგლებში.

ფსიქოლოგები თბილისის მასშტაბით - შეარჩიეთ სპეციალისტი ხელმისაწვდომ ფასად

ცხოვრება შეიძლება დამთრგუნველი იყოს და ზოგჯერ ყველაფრის დამოუკიდებლად მართვა რთულია. როდესაც სტრესს, შფოთვას ან სხვა ემოციურ გამოწვევებს ეჯახებით ხშრად მათი გამკლავება რთულია, ამ დროს, ფსიქოლოგთან ვიზიტმა და პროფესიონალურმა დახმარებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში.ფსიქოლოგთან კონსულტაციამ შეიძლება უსაფრთხო სივრცე შეგიქმნათ, რათა უკეთ გაეცნოთ თქვენ ფიქრებს, გრძნობებს და გაანალიზოთ თქვენი ქცევა კონკრეტულ სიტუაციებში. 

ფსიქოლოგი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, რომელიც სპეციალიზირებულია ადამიანის ქცევის, ემოციებისა და აზრების გაგებასა და ანალიზში. ფსიქოლოგები იყენებენ თერაპიული ტექნიკის ფართო სპექტრს, რათა დაეხმარონ ადამიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვასა და დაძლევაში. მიუხედავად იმისა, ებრძვით თუ არა შფოთვას, დეპრესიას, ურთიერთობებთან დაკავშირებულ პრობლემებს თუ სხვა ცხოვრებისეულ სირთულეებს, ფსიქოლოგს შეუძლია დაგეხმაროთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებაში თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ფსიქოლოგთან კონსულტაციის მიზეზი ინდივიდუალურია და განსხვავდება ადაიანის პრობლემების მიხედვით. ყველაზე გავრცელლებული შეიძლება იყოს სტრესი. სტრესი ცხოვრებისეულ გამოწვევებზე ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. გავრცელებული მიზეზებია სამუშაო ზეწოლა, ფინანსური დაძაბულობა ან პირადი პრობლემები. მუდმივმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავის ტკივილი და გულის პრობლემებიც კი. ფსიქოლოგთან კონსულტაცია დაგეხმარებათ სტრესის გამომწვევი მიზეზების გაგებაში და გასწავლით რელაქსაციის ტექნიკას, ყურადღების კონცენტრირების პრაქტიკას და ეფექტურ გამკლავების სტრატეგიებს. სტრესის მართვის თერაპიის საშუალებით შეგიძლიათ დაიბრუნოთ კონტროლი, გააუმჯობესოთ პროდუქტიულობა და გააუმჯობესოთ საერთო კეთილდღეობა. 

თუ ჯერ კიდევ ვერ შეარჩიეთ ფსიქოლოგი თბილისში აუცილებლად შეამოწმეთ საიტი servisebi.ge  და აღმოაჩინეთ ფსიქოლოგი თბილისის მასშტაბით ხელმისაწვდომ ფასად. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა შემთხვევაში უნდა მიმართო ფსიქოლოგს თბილისში ?

თბილისში ფსიქოლოგთან მიმართვა რეკომენდებულია მაშინ, როდესაც გაწუხებთ სტრესი, შფოთვა, დეპრესიული განწყობა, ურთიერთობების პრობლემები, ემოციური გადაღლა ან სხვა ფსიქოლოგიური სირთულეები.

რამდენ ხანს გრძელდება ფსიქოლოგის კონსულტაცია თბილისში ?

ფსიქოლოგთან საშუალოდ ერთი სესია 45-60 წუთს გრძელდება, თუმცა ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს სპეციალისტისა და კონსულტაციის ტიპის მიხედვით.

შესაძლებელია თუ არა ონლაინ კონსულტაციის ჩატარება თბილისში ?

დიახ, ფსიქოლოგების დიდი ნაწილი თბილისში მომსახურებას როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში სთავაზობს მომხმარებლებს.

რა ღირს ფსიქოლოგის კონსულტაცია თბილისში ?

ფსიქოლოგი თბილისში მომსახურების ფასი განსხვავდება სპეციალისტის გამოცდილების, სპეციალიზაციისა და კონსულტაციის ფორმატის მიხედვით. ზუსტი ღირებულების გასაგებად რეკომენდებულია უშუალოდ ფსიქოლოგთან დაკავშირება.