თუ გჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება,თერაპია ან უბრალოდ საღად მოაზროვნე ადამიანთან თქვენს პრობლემებზე საუბარი,ლანა არის პრო...
მადლიერი ვარ ლანასთან სიანსებით, ძალიან დამხმარეა ჩემთვის, მიხარია რომ გიპოვე
კლინიკურ ფსიქოლოგთან კონსულტაცია შეგიძლიათ თუ ხშირად გაწუხებთ შფოთვა, სტრესი, დეპრესიული განწყობა, ემოციური გადაღლა, პანიკური შეტევები ან სხვა ფსიქოლოგიური სირთულეები.
კლინიკური ფსიქოლოგი მუშაობს ფსიქოლოგიური შეფასებისა და თერაპიული მეთოდების გამოყენებით, ხოლო ფსიქიატრი არის ექიმი, რომელსაც შეუძლია დიაგნოზის დასმა და მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა.
კლინიკურ ფსიქოლოგთან საშუალოდ ერთი სესია ერთი საათი გრძელდება, თუმცა ხანგრძლივობა შეიძლება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით შეიცვალოს.
დიახ, ბევრი კლინიკური ფსიქოლოგი კონსულტაციას ონლაინ რეჟიმშიც ატარებს, რაც კომფორტული და ეფექტური ალტერნატივაა.
სესიების რაოდენობა დამოკიდებულია პრობლემის ტიპზე, სირთულესა და ინდივიდუალურ მიზნებზე. ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე შეხვედრაც საკმარისია, ხოლო მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დროს შესაძლოა უფრო ხანგრძლივი მკურნალობა იყოს საჭირო.