Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ბავშვთა ფსიქოლოგი ონლაინ

ბავშვთა ფსიქოლოგი ონლაინ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, რომელიც სპეციალიზირებულია ბავშვებისა და მოზარდების მოვლასა და მკურნალობაში. ტერმინი  გულისხმობს ჩვილებიდან მოზარდობამდე ასაკის პირებს. ბავშვთა ფსიქოლოგი ონლაინ კვალიფიციურები არიან ბავშვებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის შესაფასებლად, გადასაჭრელად და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ბავშვთა ფსიქოლოგები ატარებენ როგორც გეშტალტ თერაპიას ისე არტ თერაპიას და საჭირო თერაპიულ კონსულტაციებს. ბავშვთა ფსიქოლოგი შეგიძლიათ, როგორც ონლაინ დაიქირაოთ ასევე, თბილისში მოიძიოთ. ბავშვის პრობლემები შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ან ემოციური ხასიათის, მაგრამ ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ფიზიკურ, სოციალურ ან ურთიერთობრივ ფაქტორებთან. ბავშვთა თერაპევტის მიზანია პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

ბავშვთა ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაცია

ბავშვთა ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაცია მოსახერხებელი და საკმაოდ პოპულარული სერვისია. ამ ტიპის მომსახურებით ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი და მათთვის კომფორტული გარემოდან მიიღონ გამოცდილი ფსიქოლოგის კონსულტაცია. ბავშვთა ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაცია მოსახერხებელია მშობლებისთვისაც, რადგან არ უწევთ ბავშვების ტრანსპორტირება და ამისთვის დროის გამოყოფა ან ტრანსპორტის მოძიება.  ონლაინ თერაპიის საშუალებით თქვენს შვილს შეუძლია მიიღოს საჭირო დახმარება მოსახერხებელი, კომფორტული და ეფექტური გზით. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სესიები ნაცნობ გარემოში ტარდება, რაც ხშირად ბავშვებს უფრო სწრაფად გახსნილობასა და სრულად ჩართვაში ეხმარება.

ბავშვთა ფსიქოლოგი - შეარჩიეთ გამოცდილი ფსიქოლოგი ბავშვებისთვის

ბავშვთა ფსიქოლოგი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ბავშვებისა და მოზარდების ემოციურ, ქცევით და განვითარების საკითხებზე. ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში სხვადასხვა სირთულე შეიძლება წარმოიშვას, მათ შორის შფოთვა, ემოციური დაძაბულობა, ქცევითი პრობლემები, სწავლის სირთულეები, ტრავმული გამოცდილებები ან სოციალური ადაპტაციის გამოწვევები. ასეთ დროს პროფესიონალი ფსიქოლოგის მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის კეთილდღეობასა და განვითარებაში.

ბავშვთა ფსიქოლოგის მთავარი მიზანია პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და ბავშვისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა. სესიების დროს სპეციალისტი იყენებს ბავშვის ასაკსა და საჭიროებებზე მორგებულ მეთოდებს, მათ შორის საუბარს, თამაშის ელემენტებს, სხვადასხვა აქტივობასა და ფსიქოლოგიურ შეფასებებს. საჭიროების შემთხვევაში პროცესში ერთვებიან მშობლები ან სხვა მზრუნველები, რადგან ბავშვის გარემო და ოჯახური ურთიერთობები ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე.

ბავშვთა ფსიქოლოგთან მიმართვა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მოულოდნელად გახდა აგრესიული, მოუსვენარი, შფოთიანი ან პირიქით ზედმეტად ჩაკეტილი და პასიური. ასევე, თუ აღინიშნება ძილისა და კვების პრობლემები, კონცენტრაციის სირთულე, აკადემიური შედეგების გაუარესება ან სხვა ქცევითი ცვლილებები. დროული ჩარევა ხელს უწყობს პრობლემების ადრეულ აღმოჩენასა და ეფექტურ მართვას.

დღეს განსაკუთრებით პოპულარულია ონლაინ კონსულტაციები, რომლებიც ბავშვს საშუალებას აძლევს დახმარება მიიღოს მისთვის ნაცნობ და კომფორტულ გარემოში. ბავშვთა ფსიქოლოგთან ონლაინ სესიები უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას, მოქნილ გრაფიკს და პროფესიონალ ფსიქოლოგთან მარტივ წვდომას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარებით ბავშვები უკეთ სწავლობენ საკუთარი ემოციების მართვას, კომუნიკაციას, პრობლემების გადაჭრას და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ეს უნარები მათ არა მხოლოდ მიმდინარე სირთულეების დაძლევაში ეხმარება, არამედ ქმნის მყარ საფუძველს მომავალში ემოციურად ჯანმრთელი და თავდაჯერებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. 

ბავშვთა ფსიქოლოგი შეიძლება ძალიან ადრეული ასაკიდანვე იყოს თქვენი დამხმარე, რადგან სესიები ორი წლის ბავშვებსაც კი დაეხმარებათ. გამოყენებული მიდგომა და მკურნალობის მეთოდები ასაკისა და განვითარების სტადიის შესაბამისად იქნება მორგებული.

ის კლინიკები ან ფსიქოლოგები, რომლებიც ბავშვებს სთავაზობენ ონლაინ თერაპიის სესიებს გამოირჩევიან უსაფრთხო და მაქსიმალურად მშვიდი სესიებით. ბავშვებს საშუალება აქვთ ემოციების გამოსახატავად და სირთულეების დასაძლევად მაქსიმალურად კომფორტული სივრცით ისარგებლონ. ონლაინ ფსიქოლოგის შერჩევის პროცესში მოძებნეთ ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენი შვილის მიმართ თბილად, მომთმენად და კომფორტულად იქნება განწყობილი. ზოგიერთი ოჯახი უპირატესობას ანიჭებს ფსიქოლოგს, რომელსაც აქვს გამოცდილება შფოთვასთან ან ემოციურ პრობლემებთან გამკლავებაში. ზოგს სურს ისეთი ადამიანი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს მოზარდებთან. servisebi.ge - ზე აღმოაჩენთ ბავშვთა ფსიქოლოგებს, რომლებიც გამოცდილი და საკმაოდ პრაქტიკულ ცოდნას ფლობენ, მათთან მოკლე სატელეფონო ზარი ან ფსიქოლოგის პროფილის წაკითხვა მათი მიდგომის შესახებ წარმოდგენას შეგიქმნით.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როდის უნდა მიმართო ბავშვთა ფსიქოლოგს ?

თუ ბავშვს აღენიშნება ქცევითი ცვლილებები, შფოთვა, ემოციური სირთულეები, კონცენტრაციის პრობლემები ან განვითარების შეფერხება, სასურველია სპეციალისტთან კონსულტაცია.

რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს ფსიქოლოგთან ვიზიტი ?

ბავშვთა ფსიქოლოგი მუშაობს სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან, მათ შორის სკოლამდელი ასაკის პატარებთანაც.

აუცილებელია თუ არა მშობლის ჩართვა თერაპიაში ?

ხშირ შემთხვევაში მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და კონკრეტულ სიტუაციაზე.

შესაძლებელია თუ არა ფსიქოლოგთან ონლაინ კონსულტაცია ?

დიახ, ონლაინ სესიები კომფორტული და ეფექტური საშუალებაა როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის.