ბავშვთა ფსიქოლოგი / ქეთი ქურდიანი
მე თერაპევტი ვარ და შენი შვილი ჩემთვის არ არის უბრალოდ “პაციენტი” ან “ბენეფიციარი”
შენი შვილი ჩემთვის არის უნიკალური პატარა ადამიანი – საკუთარი ინტერესებით, ტემპითა და შესაძლებლობებით.
შენი შვილი ჩემთვის არის ნდობა – ნდობა, რომელსაც შენ, როგორც მშობელი, მიცხადებ.
შენი შვილი ჩემთვის არის მომავალი – ნათელი და ძლიერი, მიუხედავად ყველა სირთულისა.
შენი შვილი ჩემთვის არის პასუხისმგებლობა – დავიცვა, დავეხმარო, გავაძლიერო და მის გვერდით ვიდგე რთულ და ბედნიერ წუთებში.
შენი შვილი ჩემთვის არის პარტნიორი – მასთან ერთად ვსწავლობ სიყვარულსა და მოთმინებას.
მე მის გვერდით ვარ არა მხოლოდ როგორც სპეციალისტი, არამედ როგორც საიმედო პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს მის ღირსებას, უსაფრთხოებასა და არჩევანს.
ყოველი მისი ღიმილი ჩემთვის იმედია.
ყოველი ახალი სიტყვა – გამარჯვება.
ყოველი პატარა ნაბიჯი – დიდი ზეიმი.
მე ვარ თერაპევტი და ხშირად ჩემთვისაც რთულია…
ზოგჯერ მეც ვიღლები,ზოგჯერ მეც მიპყრობს განცდა, რომ ნელია პროცესი.
ზოგჯერ მეც მიჩნდება კითხვა – “ვარ კი საკმარისი?”
მაგრამ მაშინ, როცა შენი შვილი მიყურებს – ვხვდები, რომ ყველა მცდელობას აქვს აზრი.
მისი ყოველი სიტყვა ჩემთვისაც ისეთივე სიხარულია, როგორც შენთვის.
მისი ღიმილი,ჩემს შრომას უფრო ღირებულს ხდის.
მისი პატარა ნაბიჯები მახსენებს, რატომ ავირჩიე ეს გზა.
მე ვარ თერაპევტი და შენი შვილი ჩემთვის არის მეტი, ვიდრე პროფესიული მოვალეობა. ონლაინ კონსულტაციისთვის და დამაებითი დეტალებისთვის , გთხოვთ დამიკავშირდეთ ნომერზე.