როდესაც გჭირდებათ წყნარი გარემო და კომფორტი ხელმისაწვდომ ფასად ბევრი შეგიძლიათ აღარ ეძებთ. გლდანი თავისი მრავალფეროვანი არჩევანით, ბიუჯეტური ფასებითა და ყველა საჭირო ობიექტის სიახლოვით იდეალურად ერგება ამ კრიტერიუმებს.
ბინების გაქირავება გლდანში უკვე დიდი ხანია აღარაა მხოლოდ დროებითი გამოსავალი — ეს უბანი იქცა რეალურ ალტერნატივად მათთვის, ვინც კომფორტს, ხელმისაწვდომობას და მშვიდ ყოველდღიურობას ამჯობინებს. აქ ქუჩები სიცოცხლით სავსეა დილით, საღამოს კი უბანი იძენს მყუდრო, ოჯახურ ატმოსფეროს.
გლდანი გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურით: მეტრო „ახმეტელის თეატრი“, სწრაფი ავტობუსები, ბაზრობა, სავაჭრო ცენტრები, სკოლები და კლინიკები — ყველაფერი, რაც ყოველდღიურობას ამარტივებს. ბინის ქირაობა გლდანში განსაკუთრებით პოპულარულია სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შორის, რადგან აქ ქირა ბევრად უფრო გონივრულია, ვიდრე ცენტრალურ უბნებში. უბანი გთავაზობთ ბინებს დღიური და
თვიური გაქირავებით, ასევე სახლებსა და კომერციულ ფართებს სხვადასხვა პირობებით.
გლდანი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თავად
თბილისი — ძველი კორპუსების ფართო ბინებიდან დაწყებული ახალაშენებულ კომპაქტურ სტუდიოებამდე, სადაც ლიფტი, ეზო და პარკინგი ფატობრივად სტანდარტად იქცა.
გლდანთან ერთად, აქტიურია
თემქა და
მუხიანი — უბნები, სადაც ბინების ფასები გლდანის მსგავსად ბიუჯეტურია. სამივე უბანი იზრდება და ვითარდება — შენდება ახალი კორპუსები, კეთილმოწყობილია ეზოები და ტრანსპორტი მარტივად უკავშირდება ქალაქის სხვა ნაწილებს. სწორედ ამიტომ, ვინც ეძებს დაბალ ქირას და მშვიდ ცხოვრებას, ხშირად სწორედ ამ უბნებს არჩევს საცხოვრებლად.
შედარებისთვის, თბილისის ზოგიერთ უბანში, მაგალითად
ნახალოვკაში,
წერეთელზე,
ავლაბარში ფასები უფრო მაღალია.
ვაკეში,
მარჯანიშვილზე და
სოლოლაკში კი ხშირად ორმაგიც. ამიტომაც გლდანი გახდა ერთგვარი “ოქროს შუალედი” — უბანი, სადაც ბინების ქირაობა ჯერ კიდევ შესაძლებელია იმ ფასად, რომელიც ბევრის ბიუჯეტში ეტევა, თანაც ინფრასტრუქტურაზე უარის თქმის გარეშე.
ბინის ძიება დღეს ბევრად მარტივია, ვიდრე ადრე. ჩვენს ვებგვერდზე
Servisebi.ge შეგიძლიათ რამდენიმე წუთში შეადაროთ შეთავაზებები, ნახოთ ფოტოები, ფასი, მდებარეობა და დაუკავშირდეთ მეპატრონეს პირდაპირ. ასეთი ფორმატი გიზოგავთ დროს, ამცირებს გაუგებრობის რისკს და საშუალებას გაძლევთ იპოვოთ ბინა თქვენზე მორგებული პირობებით.
გლდანი არის უბანი, სადაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ იცხოვროთ დიდი ქალაქის ყველა კომფორტით ისე, რომ ხარჯები არ გახდეს პრობლემა. აქ ქირაობა ნიშნავს თავისუფლებას და გამოთავისუფლებულ რესურსს თქვენი სხვა მიზნებისთვის. ამიტომაც ბინების გაქირავება გლდანში დღეს უკვე არა მხოლოდ ბიუჯეტის გათვლაა, არამედ ცხოვრების სტილი — როდესაც გსურს, ქალაქთან ახლოს იყოთ, მაგრამ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, სივრცე და საკუთარი რიტმი.