Notification bell icon დაამატე შესვლა / რეგისტრაცია

დიოდური ეპილაცია

დიოდური ეპილაცია თმის მოცილების ოქროს სტანდარტად ითვლება, რომელიც ფართოდ გამოიყენება. ეს არის ერთ-ერთი ხანგრძლივი გზა არასასურველი თმის მინიმალური ტკივილით მოსაშორებლად. დიოდური ლაზერი ასხივებს სინათლეს კონკრეტული ტალღის სიგრძით 808 ნმ ან 810 ნმ. ეს ტალღის სიგრძე შეიწოვება მელანინის (თმის ფოლიკულებში არსებული პიგმენტის) მიერ. შეწოვილი სინათლე გარდაიქმნება სითბოდ, რომელიც ანადგურებს თმის ფოლიკულს. დიოდური ეპილაცია არ აზიანებს კანის სხვა მიმდებარე უბანს, თუ პროცედურა სწორი ტექნიკის დაცვით ტარდება. თუ თქვენი კანის ფერი შედარებით ღიაა, უმჯობესია აირჩიოთ ალექსანდრიტის ლაზერი.  ხოლო, თუ კანი მუქია ან საჭიროა სხეულის მრავალ ზონაზე სწრაფი დამუშავება  დიოდური ეპილაცია საუკეთესოა

დიოდური ეპილაციის პროცედურა

დიოდური ეპილაციის პროცედურა სხეულიდან არასასურველი თმის ხანგრძლივი მოცილების პოპულარული, მაღალეფექტური და ზოგადად უმტკივნეულო მეთოდია, რომელიც ხშირად იყენებს „გაყინვის“ ტექნოლოგიას კანის დასაცავად. დიოდური ეპილაცია სახეზე უმტკივნეულოდ აშორებს თმას და ინარჩუნებს ეფექტს რამდენიმე კვირის განმავლობაში. დიოდური ლაზერები უსაფრთხო და ეფექტურია სახის თმისთვის (ზედა ტუჩი, ნიკაპი, ლოყები) კანის მუქი ტონალობის შემთხვევაშიც კი. დიოდური ეპილაცია ფასდაკლებაზე საკმაოდ ბიუჯეტური სერვისია. ამ ტიპის ეპილაცია მოყინვის მეთოდით არის ცნობილი, რაც კანს მომენტალურად აგრილებს. დიოდური ეპილაცია ფასების მიხედვით განსხვავდება, პროცედურის ღირებულება დამოკიდებულია იმ ზონაზე, რომელზეც გსურთ ეპილაციის ჩატარება.

​დიოდური ეპილაცია - ლაზერის მახასიათებლები და დადებითი მხარეები

დიოდური ეპილაცია ერთ-ერთი პოპულარული, უსაფრთხო და თანამედროვე მეთოდია სხეულიდან არასასურველი თმის შესამცირებლად. დიოდური ეპილაციის პროცედურა ტარდება სპეციალური ლაზერული აპარატით, რომელიც მოქმედებს თმის ფოლიკულზე და ხელს უშლის მის ხელახალ ზრდას. სწორედ ამიტომ, დიოდური ტექნოლოგია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა ესთეტიკურ ცენტრებსა და კლინიკებში.

დიოდური ლაზერი ყველა ტიპის თმისთვისაა შესაფერისი, მაგრამ საუკეთესოდ მუქი ფერის თმაზე მუშაობს. ადამიანის თმა შეიცავს პიგმენტს, რომელსაც მელანინი ეწოდება და რომელიც ლაზერულ გამოსხივებას შთანთქავს. შედეგად, თმა და თმის ფოლიკულები გადახურდება, რაც მათ ცვენას იწვევს. პროცედურების რეგულარულად ჩატარების შემდეგ, არასასურველი თმის რაოდენობა შესამჩნევად მცირდება.

თმის ფოლიკულის განადგურებით, დიოდური ლაზერი არ აზიანებს კანს. უფრო მეტიც, დამუშავებული ადგილი იდეალურად გლუვი და მკვრივი ხდება. არ არის საჭირო დამწვრობაზე ფიქრი - დიოდური ლაზერი მათ არ იწვევს, რადგან აპარატს აქვს სპეციალური გაგრილების სისტემა, რომელიც იცავს კანს.

დიოდური ლაზერის გამოყენებას აქვს თავისი დადებითი მხარეები. ლაზერული ეპილაციის პროცედურის დღეს საპნით ან შხაპის გელით დაბანა არ არის რეკომენდებული, რადგან დასაბანი საშუალებები კანის ზედაპირზე აპკს ქმნის, რაც ლაზერის სხივის ფოლიკულამდე მიღწევას ართულებს. პროცედურამდე ორი კვირით ადრე მოერიდეთ მზის აბაზანების მიღებას - არც პლაჟზე და არც სოლარიუმში, რადგან გარუჯული კანი დიდი რაოდენობით მელანინს შეიცავს და ეს პიგმენტი ლაზერული სხივის „სამიზნეა“. ასევე რეკომენდებულია თმის მოცილებამდე დერმატოლოგთან ვიზიტი კანის შესაფასებლად.

დიოდური ლაზერულით ეპილაციის შემდეგ კანის გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად უნდა დაიცვათ წესები:

მსგავსი ძიებები

hash
ლაზერული ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი 0 განცხადება
arrow right
hash
ნემსით ეპილაცია 1 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია თბილისში 0 განცხადება
arrow right
hash
ალექსანდრიტის ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
ბრაზილიური ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
ბიოეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია ბათუმში 0 განცხადება
arrow right
hash
ნემსით ეპილაცია ბათუმში 0 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია ქუთაისში 0 განცხადება
arrow right
hash
ლაზერული ეპილაცია რუსთავში 0 განცხადება
arrow right
hash
თმის მოშორება ძაფით 0 განცხადება
arrow right
hash
ლაზერული ეპილაცია მამაკაცი 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი სახეზე 0 განცხადება
arrow right
hash
ბიკინის შუგარინგი 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი თბილისში 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი რუსთავში 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი ქუთაისში 0 განცხადება
arrow right

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა არის დიოდური ეპილაცია ?

დიოდური ეპილაცია არის თანამედროვე და ინოვაციური მეთოდი სხეულიდან არასასურველი თმის მოსაშორებლად. დიოდური ლაზერის სხივი მარტივად აღწევს თმის ფოლიკულებში და ანადგურებს მას.

რა შუალედით კეთდება დიოდური ეპილაცია ?

დიოდური ეპილაცია, 4-6 კვირიანი შუალედით კეთდება. კეთდება 4 - 6 კვირამდე შუალედით. პროცედურების საწყის ეტაპზე, უმჯობესია, ჩაიტაროთ ყოველ 28 დღეში ერთხელ, ხოლო თმის ზრდის შენელებასთან ერთად, ინტერვალები იზრდება.

რა ღირს დიოდით ეპილაცია ?

დიოდური ეპილაციის ფასი დამოკიდებულია იმ ზონაზე, რომელსაც სპეციალისტი ამუშავებს. საშუალოდ, მთლიანი სხეულის შემთხვევაში ფასი 70- 150 ლარამდეა.

რეკომენდებულია თუ არა დიოდური ეპილაციის გაკეთება გარუჯულ კანზე ?

იმისთვის, რომ დაიცვათ კანი და არ მოხდეს დამწვრობა ან კანის აქერცვლა, უმჯობესია დიოდური ეპილაცია გარუჯვიდან 7-10 დღის შემდეგ ჩაიტაროთ.