Notification bell icon დაამატე შესვლა / რეგისტრაცია

ალექსანდრიტის ეპილაცია

ალექსანდრიტის ეპილაცია ტარდება ლაზერით, რომელიც წარმოქმნის სინათლის სპეციფიკურ ტალღის სიგრძეს ინფრაწითელ სპექტრში 755 ნანომეტრი (ნმ). როდესაც ლაზერი იმპულსირებს, ენერგია შეიწოვება თმის ღეროში არსებული პიგმენტის მიერ, გარდაიქმნება სითბოდ და ანადგურებს თმის ფოლიკულს მიმდებარე ქსოვილის დაზიანების გარეშე. ეს პროცესი ცნობილია როგორც შერჩევითი ფოტოთერმოლიზი. ალექსანდრიტის ეპილაცია გამოირჩევა მაღალეფექტურობით, რომელიც, სხვა მეთოდებთან შედარებით, დიდი ხნის განმავლობაში ტოვებს სასურველ შედეგს. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ალექსანდრიტის ეპილაცია უზრუნველყოფს ბევრად უფრო ეფექტურ შედეგს. დიოდურ ეპილაციასთან შედარებით ალექსანდრიტის ლაზერი ძალიან ეფექტურია ღია ფერის კანზე მუქი თმის მოსაცილებლად.

ალექსანდრიტის ეპილაციის პროცედურა

ალექსანდრიტის ეპილაციის პროცედურა სხვა ეპილაციისგან განსხვავებით არ მოითხოვს წინასწარ გაპარსვას. ალექსანდრიტი ეპილაციამდე და პროცედურის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში აუცილებლად უნდა მოერიდოთ მზეს და სოლარიუმს. თუ ტარდება ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით გახსოვდეთ, რომ ალექსანდრიტის ლაზერმა რუჯზე შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს. ალექსანდრიტის ეპილაცია ფასი როგორც წესი უფრო ძვირია, ვიდრე დიოდური, რადგან აპარატურა და მისი შენახვა უფრო ხარჯიანია. ალექსანდრიტის ლაზერის ფასები ხშირად დამოკიდებულია აპარატის მოდელზე. ალექსანდრიტის ლაზერი აშორებს თხელ და ღია ფერის თმასაც, რომელსაც სხვა ტიპის ლაზერი ვერ ხედავს.

ალექსანდრიტის ლაზერი დიოდური ლაზერისა და სხვა სისტემების წინააღმდეგ: რომელია საუკეთესო

ალექსანდრიტის ლაზერი მუშაობს 755 ნმ ტალღის სიგრძით, რომელიც მიზანმიმართულად აღწევს კანში და თერმულად აზიანებს თმის ფოლიკულებს არ აზიანებს კანის სხვა უბანს და ხელს უწყობს კანის სიგლუვეს.  მაღალი ენერგიის სინათლე ალექსანდრიტის კრისტალით იკვრება და ზუსტად თმის ძირზეა მიმართული. კვლევები აჩვენებს, რომ თმის 85%-მდე მუდმივი შემცირება შესაძლებელია ალექსანდრიტის ლაზერის გამოყენებიდან 5-8 სესიის შემდეგ. ალექსანდრიტის ლაზერის გამოყენება ასევე შესაძლებელია პიგმენტაციის დარღვევების, ასაკობრივი ლაქების ან კანის მუქი ფერის შეცვლის სამკურნალოდ.

ალექსანდრიტის ლაზერი დიოდურ ლაზერთან შედარებით:

ორივე ტექნოლოგია მოწინავედ ითვლება - მაგრამ კანისა და თმის ტიპის მიხედვით განსხვავებულ შედეგებს იძლევა.
ტკივილის შეგრძნება - ალექსანდრიტის ლაზერი ხშირად აღიქმება უფრო სასიამოვნოდ ან თითქმის უმტკივნეულოდ, ხოლო დიოდურ ლაზერს ზოგიერთი პაციენტი უფრო ინტენსიურად აღიქვამს.
კანის ტონები - ალექსანდრიტის ლაზერი განსაკუთრებით შესაფერისია ღია ფერის კანისთვის.
პიგმენტური ცვლილებების რისკი - მუქი კანის შემთხვევაში, ალექსანდრიტის ლაზერმა შეიძლება გამოიწვიოს პიგმენტური ცვლილებების უფრო მაღალი რისკი -დიოდური ლაზერი ასევე უსაფრთხო ალტერნატივაა.

რადგან სხვადასხვა ტიპის კანი განსხვავებულად რეაგირებს ლაზერულ ტექნოლოგიაზე, სწორი სისტემის არჩევა უმნიშვნელოვანესია. ალექსანდრიტის ლაზერი ძალიან ეფექტურია ღია ფერის კანზე. დიოდური ლაზერი იდეალურია მუქი კანის ტონებისთვის, რადგან მისი ტალღის სიგრძე ღრმად აღწევს კანში ეპიდერმისის პიგმენტურ უჯრედებზე ზემოქმედების გარეშე.

ალექსანდრიტის ეპილაციის პროცედურამდე სპეციალისტი აფასებს თქვენი კანის და თმის მდგომარეობას. ამის შემდეგ ხდება შესაბამისი პარამეტრების შერჩევა, რათა პროცედურა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო. ალექსანდრიტის ლაზერის იმპულსი აღწევს თმის ფოლიკულამდე და ანადგურებს მას. პროცედურის ერთი სესია, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე, დრო დამოკიდებულია სასურველი ზონის ზომის მიხედვით. პროცედურის შემდეგ შესაძლებელია კანზე გქონდეთ მცირე სიწითლე, რომელიც ჩვეულებრივ რამდენიმე საათში ქრება. სრულყოფილი შედეგის მისაღებად საჭიროა ჩაიტაროთ 6-8 სესია, რადგან ლაზერი მოქმედებს მხოლოდ აქტიური ზრდის ფაზაში მყოფ თმაზე. რეგულარული სესიების შედეგად კანი ხდება გლუვი, თმის რაოდენობა მცირდება, ხოლო ახალი თმა უფრო თხელი და სუსტი იზრდება. სწორედ ამიტომ, ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით ითვლება თანამედროვე და ეფექტურ გადაწყვეტად ესთეტიკური მოვლის სფეროში.

თმის მოცილების სხვა მეთოდები, როგორიცაა: ბრაზილიური ეპილაცია, გაპარსვა, ბიოეპილაცია და სხვა  ხშირად იწვევს თმის ჩაბრუნებას. ალექსანდრიტის ლაზერი უშუალოდ თმის ფოლიკულს ანადგურებს და ამცირებს ჩაზრდილი თმის წარმოქმნის რისკს. ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციის ჩატარება საუკეთესო არჩევანია, მათთვის ვინც მიდრეკილია მსგავსი არასასურველი პროცესებისკენ.

მსგავსი ძიებები

hash
ლაზერული ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი 0 განცხადება
arrow right
hash
ნემსით ეპილაცია 1 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია თბილისში 0 განცხადება
arrow right
hash
ალექსანდრიტის ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
ბრაზილიური ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
ბიოეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია ბათუმში 0 განცხადება
arrow right
hash
ნემსით ეპილაცია ბათუმში 0 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია ქუთაისში 0 განცხადება
arrow right
hash
ლაზერული ეპილაცია რუსთავში 0 განცხადება
arrow right
hash
თმის მოშორება ძაფით 0 განცხადება
arrow right
hash
ლაზერული ეპილაცია მამაკაცი 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი სახეზე 0 განცხადება
arrow right
hash
ბიკინის შუგარინგი 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი თბილისში 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი რუსთავში 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი ქუთაისში 0 განცხადება
arrow right

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რით განსხვავდება ალექსანდრიტის ლაზერი დიოდური ლაზერისგან ?

მთავარი განსხვავება ტალღის სიგრძესა და მოქმედების პრინციპშია. ალექსანდრიტი უფრო ეფექტურია ღია ფერის კანზე. დიოდური ლაზერი კი უფრო უსაფრთხოა გარუჯული კანისთვის, თუმცა თმის ცვენას სჭირდება 10-14 დღე.

არის თუ არა ალექსანდრიტის ეპილაცია მტკივნეული ?

თანამედროვე აპარატების მძლავრი გამაგრილებელი სისტემების წყალობით, პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა. პაციენტების უმეტესობა მხოლოდ მსუბუქ ჩხვლეტას ან სიცივეს გრძნობს.

საჭიროა თუ არა თმის გაპარსვა პროცედურამდე ?

დიახ, ალექსანდრიტის ეპილაციის წინ (ჩვეულებრივ 1-2 დღით ადრე) საჭიროა ზონის გაპარსვა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში სპეციალისტები გვირჩევენ თმის მცირე სიგრძის (1-2 მმ) დატოვებას უკეთესი ეფექტისთვის. ეს აპარატის მოდელზეა დამოკიდებული.

რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ პროცედურის შემდეგ ?

პროცედურის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდებული აქტიური რუჯის მიღება (მზე ან სოლარიუმი). ასევე, პირველი 24 საათი მოერიდეთ ცხელ აბაზანას, საუნას და აუზს. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი დამუშავებულ ზონებზე.