Notification bell icon დაამატე შესვლა / რეგისტრაცია

ბიოეპილაცია

ბიოეპილაცია არასასურველი თმის მოცილების ეფექტური მეთოდია. ბიოეპილაცია უსაფრთხოა ყველა ზონისთვის და პრაქტიკულად არ გააჩნია უკუჩვენებები. პროცედურა გულისხმობს თმის მოშორებას ძირებიდან, რაც კანს ანიჭებს სიგლუვეს და შედეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში ნარჩუნდება. ფესვიდან, რაც უზრუნველყოფს გლუვ კანს რამდენიმე კვირის განმავლობაში. ბიოეპილაცია შესაფერისია სხეულის ნებისმიერი ზონისთვის, მათ შორის: ფეხები, სახე, ბიკინის ზონა.  ბიოეპილაციის პროცედურამდე ერთი საათით ადრე სასურველია შხაპის მიღება - ეს ხელს შეუწყობს კანის ცხიმის მოცილებას.  ბიოეპილაცია მნიშვნელოვანია ჩატარდეს გამოცდილი სპეციალისტის მიერ. თუ აქამდე ვერ იპოვეთ სასურველი სპეციალისტი გაეცანით servisebi.ge - ზე განთავსებულ განცხადებებს.

ეპილაცია ცვილით

ეპილაცია ცვილით თმის მოშორების სხვა პროცედურებთან შედარებით,  უსაფრთხო და საკმაოდ გამოცდილი მეთოდია. ბიო ეპილაცია თმას სამი კვირის მანძილზე გაშორებთ, რაც გიზოგავთ დროს, ფინანსებს და არ გიწევთ ყოველკვირეულად სალონში წასვლა. ბიო ეპილაცია ფასების მიხედვით საკმაოდ ბიუჯეტურია და ღირებულება დამოკიდებულია იმ ზონაზე, რომლის დამუშავებაც უწევს სპეციალისტს. ცვილით ეპილაცია სახეზე 45-50 გრადუს ცელსიუსამდე გამთბარი ცვილით ხორციელდება და ხის შპატულის გამოყენებით სქელ ფენად ისმევა საჭირო ადგილზე. ცვილის გამკვრივების შემდეგ კი, თმა მარტივად შორდება კანის გაღიზიანების გარეშე.

​ბიოპილაცია - უსაფრთხო მეთოდი თმის მარტივად მოსაშორებლად

ბიოეპილაცია, რომელიც ფართოდ არის ცნობილი როგორც ეპილაცია ცვილით, სხეულიდან და სახიდან არასასურველი თმის მოცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ნატურალური მეთოდია. ეს არის პროცედურა, რომელიც თმას ფესვიანად აშორებს და კანს ხანგრძლივი დროით (3-დან 4 კვირამდე) ანიჭებს სიგლუვეს. ბიო ეპილაცია განსაკუთრებით პოპულარულია მისი ბუნებრივი შემადგენლობის გამო, ცვილი, რომლითაც ეპილაცია კეთდება შეიცავს ფიჭვის ფისს, ფუტკრის ცვილსა და მცენარეულ ექსტრაქტებს, რაც პროცესს უსაფრთხოსა და ჰიგიენურს ხდის.

პროცედურა იყოფა რამდენიმე ეტაპად და ცვილი სხვადასხვა ტემპერატურის მიხედვით გამოიყენება სხვადასხვა ზონაზე, ცხელი ცვილი გამოიყენება უხეში თმისთვის, ხოლო თბილი კი მგრძნობიარე ზონებისთვის. განსაკუთრებით მოთხოვნადია ცვილით ეპილაცია სახეზე, რომლის დროსაც გამოიყენება ცხელი ცვილი (45-50°C). ამ გრადუსამდე გაცხელებული ცვილი ქმნის „საუნის ეფექტს“, რაც აფართოებს ფორებს და თმის მოცილებას ნაკლებად მტკივნეულს ხდის. ეს მეთოდი იდეალურია მათთვის, ვისაც აწუხებს მუქი თმა ზედა ტუჩზე ან ნიკაპზე.

სახის ეპილაცია ყველაზე ხშირად შემდეგ ზონებზე ტარდება: ზედა ტუჩი; ნიკაპი; ლოყები; ყელი; წარბებს შორის (თუ საჭიროა ზედმეტი თმის მოცილება მათი ფორმირებისთვის).

სახის დეპილაციის კომფორტული და კარგი შედეგის უზრუნველსაყოფად, გირჩევთ, მოერიდეთ აგრესიულ პილინგს და პროცედურამდე 2-3 დღით ადრე (თუ იყენებთ) არ გამოიყენოთ მჟავები/რეტინოლი. წინა დღეს არ მიიღოთ მზის აბაზანები და არ ეწვიოთ სოლარიუმს. მიეცით თმას საშუალება, გაიზარდოს. ეპილაციას უფრო გაუჭირდება ძალიან მოკლე თმის დაჭერა.

პროფესიონალური მიდგომა უზრუნველყოფს კანის წინასწარ დეზინფექციას და შემდგომ დამუშავებას სპეციალური ლოსიონებით. ბიო ეპილაციის ფასები, სხვა აპარატურულ მეთოდებთან შედარებით, გაცილებით ხელმისაწვდომია, ხოლო რეგულარული ვიზიტების შემთხვევაში თმა საგრძნობლად თხელდება, ფერმკრთალდება და მისი ზრდის ინტენსივობა იკლებს.

მსგავსი ძიებები

hash
ლაზერული ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი 0 განცხადება
arrow right
hash
ნემსით ეპილაცია 1 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია თბილისში 0 განცხადება
arrow right
hash
ალექსანდრიტის ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
ბრაზილიური ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
ბიოეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია ბათუმში 0 განცხადება
arrow right
hash
ნემსით ეპილაცია ბათუმში 0 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია ქუთაისში 0 განცხადება
arrow right
hash
ლაზერული ეპილაცია რუსთავში 0 განცხადება
arrow right
hash
თმის მოშორება ძაფით 0 განცხადება
arrow right
hash
ლაზერული ეპილაცია მამაკაცი 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი სახეზე 0 განცხადება
arrow right
hash
ბიკინის შუგარინგი 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი თბილისში 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი რუსთავში 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი ქუთაისში 0 განცხადება
arrow right

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს ბიო ეპილაცია და რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი ?

ბიო ეპილაცია ნატურალური მასალების (ცვილი, ფისი) გამოყენებით თმის ფესვიანად ამოღებას ნიშნავს. არასასურველი თმის მოცილების ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ბუნებრივი მეთოდი ბიოეპილაციაა. ის ხანგრძლივ შედეგს იძლევა და მისი გაკეთება სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

რამდენად უსაფრთხოა სახის ეპილაცია ცვილით და რა უკუჩვენებები აქვს ?

სახის ეპილაცია ცვილით უსაფრთხო პროცედურაა, თუმცა უკუჩვენებებია: შაქრიანი დიაბეტი, ვარიკოზი, კანის ინფექციური დაავადებები და ანთებითი პროცესები. სახის ეპილაცია უნდა ჩატარდეს პროფესიონალის მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული დამწვრობა ან კანის გაღიზიანება.

როგორ უნდა მოვემზადოთ თუ გვსურს, ბიო ეპილაცია ცვილით ჩავიტაროთ ?

ეპილაციამდე რამდენიმე დღით ადრე არ მიიღოთ მზის აბაზანები და არ გამოიყენოთ საპარსი. სასურველია სკრაბის გამოყენება ჩაზრდილი თმების პრევენციისთვის. ასევე, პროცედურის დღეს ჩაიცვით ნატურალური ქსოვილის (ბამბის) სამოსი, რათა თავიდან აიცილოთ კანის დამატებითი გაღიზიანება.

რა უპირატესობა აქვს ცვილის ეპილაციას სხვა მეთოდებთან შედარებით ?

მთავარი პლუსია ხელმისაწვდომობა, სისწრაფე და კანის დამატებითი მოვლა. ცვილი თმასთან ერთად აცილებს კანის გარქოვანებულ, მკვდარ ფენასაც (პილინგის ეფექტი), რაც კანს უფრო ნაზს ხდის. გარდა ამისა, ის ეფექტურია ნებისმიერი ფერისა და სტრუქტურის თმაზე.

რამდენად ეფექტურია ცვილით ეპილაცია სახის ზონაზე ?

ცვილით ეპილაცია სახის ზონაზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რადგან ის თმას ფესვიანად აშორებს, რაც კანს 3-4 კვირის განმავლობაში იდეალურ სიგლუვეს უნარჩუნებს.