Notification bell icon დაამატე შესვლა / რეგისტრაცია

შუგარინგი

შუგარინგი საკმაოდ პოპულარული ეპილაციის მეთოდია, რომელიც ბუნებრივი შაქრის პასტის გამოყენებით არასასურველი თმის მოცილებას უზრუნველყოფს. პროცედურა გამოირჩევა ეფექტურობით, რადგან თმა ფესვიდან შორდება, რის შედეგადაც კანი რამდენიმე კვირის განმავლობაში რჩება გლუვი და მოვლილი. შუგარინგით ეპილაცია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში სხვადასხვა ზონაზე ტარდება, შესაძლებელია შუგარინგით თმის მოშორება სხეულის თითქმის ყველა ზონაზე: ფეხებზე, ხელებზე, იღლიებში, ბიკინის არეში და სახეზე. შუგარინგის პროცედურა განსაკუთრებით პოპულარულია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებში, რადგან ეპილაციის ეს მეთოდი ნაკლებად იწვევს სიწითლესა და დისკომფორტს.

შუგარინგით ეპილაცია

შუგარინგით ეპილაცია თმის მოცილების ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება. პროცედურა თმას ფესვიდან აშორებს და კანს 4-6 კვირის განმავლობაში გლუვსა და მოვლილს ტოვებს. შუგარინგით ეპილაციას მთავარი უპირატესობა აქვს ის, რომ ის ბუნებრივი შემადგენლობისაა. გამოყენებული მასა არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, რაც პროცედურას კანისთვის შედარებით უსაფრთხოს ხდის. შუგარინგის დროს პასტა ძირითადად თმის ღერს ეკვრის და არა კანს, რის გამოც პროცედურა ნაკლებად მტკივნეულია ცვილით დეპილაციასთან შედარებით და ამცირებს კანის გაღიზიანების რისკს. შუგარინგი ფასების მიხედვით განსხვავდება. შუგარინგი იაფად შეგიძლიათ ჩაიტაროთ სხვადასხვა სალონში, როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში. შუგარინგი ფასის მიხედვით ეპილაციის სხვა მეთოდებთან შედარებით ხელმისაწვდომია.

დაემშვიდობეთ არასასურველ თმას შუგარინგის გამოყენებით

შუგარინგი სხეულიდან არასასურველი თმის მოცილების ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია. პროცედურა ტარდება სპეციალური შაქრის პასტის გამოყენებით, რომელიც თმის ღერებს ფესვიდან აშორებს და კანს გლუვს ხდის. შუგარინგის პროცედურის შემდეგ შედეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში ნარჩუნდება. შუგარინგი განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც სურს ბუნებრივი შემადგენლობის მქონე, შედარებით უსაფრთხო და ეფექტური ეპილაციის ჩატარება. შუგარინგი არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. სწორად მომზადებული შაქრის პასტა თმის ღერს ეჭიდება და ძირიდან მარტივად იღებს, თუმცა კანს ნაკლებად ეკვრის. სწორედ ამიტომ, შუგარინგი ცვილით დეპილაციასთან შედარებით ნაკლებად მტკივნეულად მიიჩნევა და კანის გაღიზიანების რისკიც შედარებით ნაკლებია. შუგარინგით პროცედურის დაწყებამდე კანი კარგად იწმინდება. შემდეგ სპეციალისტი დასამუშავებელ ზონაზე აყრის პუდრს, რომელიც კანსა და შაქრის მასას შორის თხელ დამცავ ბარიერს ქმნის. თბილი შაქრის პასტა კანზე თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით დაიტანება, ხოლო შემდეგ თმის ზრდის მიმართულებით სწრაფად შორდება. შუგარინგის ჩატარება შესაძლებელია სხეულის თითქმის ყველა ზონაზე: ფეხებზე, ხელებზე, იღლიებში, ბიკინის ზონაში, მუცელზე, ზურგზე და სახის გარკვეულ უბნებზეც. პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დასამუშავებელ ზონაზე. მაგალითად, იღლიის ზონის დამუშავება გამოცდილ სპეციალისტთან დაახლოებით რამდენიმე წუთს მოითხოვს, ხოლო ხელების ან ფეხების სრული ეპილაცია უფრო მეტ დროს საჭიროებს. შუგარინგის ეფექტი საშუალოდ ექვს კვირამდე ნარჩუნდება, თუმცა ეს დამოკიდებულია თმის ზრდის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. რეგულარული პროცედურების შედეგად თმა ნელ-ნელა თხელდება, უფრო იშვიათად ამოდის და ფოლიკულები სუსტდება. ამიტომ დროთა განმავლობაში პროცედურა ნაკლებად მტკივნეულია. შუგარინგის პროცედურამდე სასურველია, თმის სიგრძე იყოს საკმარისი იმისთვის, რომ შაქრის პასტა კარგად მოეჭიდოს ღერს და ფესვიდან ამოიღოს. ძალიან მოკლე თმაზე შედეგი შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს. თუ ადამიანს აქვს კანის დაავადება, აქტიური გამონაყარი, მზის დამწვრობა, ჩალურჯებული უბნები ან გაღიზიანებული კანი, პროცედურამდე აუცილებელია დერმატოლოგთან კონსულტაცია. გაითვალისწინეთ, შუგარინგის შემდეგ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. პირველი 24 საათის განმავლობაში რეკომენდებულია აუზის, საუნის, სოლარიუმის, აქტიური ვარჯიშისა და კანის პილინგისგან თავის შეკავება. სასურველია თავისუფალი, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმლის ჩაცმა, განსაკუთრებით ბიკინის ზონის ეპილაციის შემდეგ. ბანაობა შესაძლებელია იმავე დღეს, თუმცა არ არის რეკომენდებული სქრაბის, უხეში ღრუბლის ან ჯაგრისის გამოყენება. შუგარინგი არ არის რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი იყენებს რეტინოლის ან C ვიტამინის შემცველ აქტიურ საშუალებებს დასამუშავებელ ზონაზე, იღებს სტეროიდებს, მკურნალობს როაკუტანით, აქვს დამწვრობა, გამონაყარი ან კანის დაზიანება. ასეთ შემთხვევებში პროცედურამდე სპეციალისტთან ან დერმატოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია. შუგარინგი ეფექტური, ბუნებრივი და შედარებით უსაფრთხო მეთოდია მათთვის, ვისაც სურს გლუვი კანი ხანგრძლივი პერიოდით.

მსგავსი ძიებები

hash
ლაზერული ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი 0 განცხადება
arrow right
hash
ნემსით ეპილაცია 1 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია თბილისში 0 განცხადება
arrow right
hash
ალექსანდრიტის ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
ბრაზილიური ეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
ბიოეპილაცია 0 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია ბათუმში 0 განცხადება
arrow right
hash
ნემსით ეპილაცია ბათუმში 0 განცხადება
arrow right
hash
დიოდური ეპილაცია ქუთაისში 0 განცხადება
arrow right
hash
ლაზერული ეპილაცია რუსთავში 0 განცხადება
arrow right
hash
თმის მოშორება ძაფით 0 განცხადება
arrow right
hash
ლაზერული ეპილაცია მამაკაცი 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი სახეზე 0 განცხადება
arrow right
hash
ბიკინის შუგარინგი 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი თბილისში 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი რუსთავში 0 განცხადება
arrow right
hash
შუგარინგი ქუთაისში 0 განცხადება
arrow right

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

შუგარინგი უფრო ეფექტურია თუ ცვილით ეპილაცია ?

შუგარინგიც და ცვილით თმის მოშორებაც არასასურველ თმას ძირიდან მარტივად გაშორებთ, თუმცა შუგარინგი ხშირად ნაკლებად მტკივნეულად მიიჩნევა, რადგან შაქრის პასტა ძირითადად თმას ეკვრის და არა კანს.

რამდენი უნდა იყოს თმის სიგრძე შუგარინგის პროცედურამდე ?

საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია თმის სიგრძე იყოს დაახლოებით 4-6 მმ, რათა შუგარინგის მასას თმა კარგად მოეჭიდოს და ფესვიდან ამოიღოს.

წვევს თუ არა შუგარინგი თმის ჩაბრუნებას ?

პირიქით, სწორად ჩატარებული შუგარინგის პროცედურა ამცირებს ჩაბრუნებული თმის წარმოქმნის რისკს. დამატებით რეკომენდებულია კანის რეგულარული ექსფოლიაცია პროცედურის შემდეგ.

შეიძლება თუ არა შუგარინგის გაკეთება ორსულობის დროს ?

შუგარინგი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ეპილაციის მეთოდად ითვლება და ხშირ შემთხვევაში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც გამოიყენება, თუმცა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოთ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.

რამდენად ხშირად არის რეკომენდებული შუგარინგის ჩატარება ?

პროცედურა საშუალოდ 4-6 კვირაში ერთხელ ტარდება. ზუსტი ინტერვალი დამოკიდებულია თმის ზრდის სიჩქარესა და ინდივიდუალურ თავისებურებებზე.