თანამედროვე დიოდური ლაზერები აღჭურვილია მძლავრი გამაგრილებელი სისტემით, რაც პროცედურას თითქმის უმტკივნეულოს ხდის. პაციენტების უმეტესობა მხოლოდ მსუბუქ სითბოს ან ჩხვლეტას გრძნობს.
დიოდური ეპილაციის პროცედურამდე 24 საათით ადრე აუცილებელია სასურველი ზონის გაპარსვა. ეპილაციის შემდეგ, კი 2-3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია მოერიდოთ მზის აბაზანებს, საუნას და ცხელ წყალს.