განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სახლის დალაგება

სახლის დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება შრომატევადი და რთული პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეთავსება აქტიურ ცხოვრების რეჟიმთან გვიწევს. პროცესის გასამარტივებლად  შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალებს, რომლებიც  უზრუნველყოფენ თქვენი სახლის საფუძვლიან და საიმედო დასუფთავებას უმოკლეს დროში.   
ჩვენს ვებგვერდზე გამოცდილი დამლაგებლებისა და დასუფთავების კომპანიების მრავალფეროვან შეთავაზებებს ნახავთ, თქვენთვის სასურველი სერვისით და მდებარეობით.  სახლის დალაგება შეგიძლიათ როგორც ერთჯერადად, ასევე დღიურად და გარკვეული პერიოდულობით. გამოცდილი დამლაგებლები ითვალისწინებენ თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს და დაგეხმარებიან შეინარჩუნოთ სუფთა და კეთილმოწყობილი გარემო.   არ აქვს მნიშვნელობა გსურთ ერთჯერადი დალაგება,  რემონტის შემდგომი დასუფთავება თუ აბაზანისა და სამზარეულოს ძირფესვიანი წმენდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ნებისმიერი სერვისი და შეათანხმოთ პირობები შემსრულებელთან.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

დალაგება

ვალაგებ ბინებს, ოფისებსა და აგარაკებს Ჩემი ხსნარებით. - ზედაპირული 3-ლ - გენერალური 5-ლ - რემონტის Შემდგომ 5-დან 6 ლარამდე

ლეილა
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

დალაგების სერვისი

გთავაზობთ დალაგების შემდეგ სერვისებს: - გენერალური დალაგება; - რემონტის შემდგომი დალაგება; - ფანჯრების / ვიტრაჟების წმენდა; - სახლების, ოფისების, კომერციული ფართების დალაგება / დასუფთავება; დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე.

დალაგება
შეფასება 5.0 , 4 შეფასება
11 ნამუშევარი,
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

დალაგება-დასუფთავება

დალაგება-დასუფთავების სერვისი გთავაზობთ: ბინების, აგარაკების, კერძო სახლების, რემონტის შემდგომ, გენერალურ და ასევე სტანდარტულ დალაგებას. გთავაზობთ ასევე ფანჯრების წმენდასა და მიმწვარი ლენტების მოხსნას. ფასი შეთანხმებით, ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულის ობიექტებზე.

ანი
შეფასება 5.0 , 1 შეფასება
7 ნამუშევარი,
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

დალაგება-დასუფთავება

ვალაგებ სახლებს რემონტის შემდგომ, აგარაკებს, ოფისებს, ასევე კორპუსებს და სადარბაზოებს. - როგორც რეგულარულს ასევე გენერალურს - ხელმისაწვდომ ფასებში - მაღალი ხარისხით ვმუშაობ თბილისსა და მის შემოგარენში. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

ზოია
შეფასება 5.0 , 22 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

დასუფთავება / დალაგება

ProfCleaning — პროფესიონალური დასუფთავების სერვისი ⸻ სახლის დასუფთავება გთავაზობთ ერთჯერად და რეგულარულ სახლის წმენდას. ვაშორებთ მტვერს, ლაქებს და ცხიმს მხოლოდ უსაფრთხო და ეკოლოგიური ხსნარებით. გაასუფთავეთ თქვენი სივრცე მარტივად და კომფორტულად! ⸻ საოფისე დასუფთავება ჩვენ ვუზრუნველყოფთ ოფისების ყოველდღიურ ან პერიოდულ წმენდას თქვენი გრაფიკის მიხედვით, ისე რომ არ დავარღვიოთ სამუშაო პროცესი. ⸻ რემონტის შემდგომი დასუფთავება რემონტის შემდეგ დაგრჩათ მტვერი და ნარჩენები? ჩვენი გუნდი არ დატოვებს რომონტის კვალს. ⸻ ღონისძიების განმავლობაში და შემდგომ დასუფთავება თქვენ ზრუნავთ ღონისძიებაზე — ჩვენ ვზრუნავთ სისუფთავეზე! ვახორციელებთ დასუფთავებას როგორც ღონისძიების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ. დავალაგებთ, მოვაწესრიგებთ და სივრცეს დავაბრუნებთ პირვანდელ მდგომარეობაში. ⸻ ვიტრაჟების და ფანჯრების წმენდა ვაწარმოებთ ვიტრაჟებისა და ფანჯრების პროფესიონალურ წმენდას სპეციალური მოწყობილობებით — ლაქების, მტვრის და ნალექის გარეშე. ბრწყინვალე სისუფთავე გარედანაც და შიგნიდანაც! ⸻ ✅ გამოცდილი გუნდი ✅ პროფესიონალური ტექნიკა (Karcher) ✅ გარანტირებული შედეგი 1. სახლის დასუფთავება 2. რემონტის შემდგომი დასუფთავება 3. ოფისის დასუფთავება 4. ღონისძიებებზე დასუფთავების შენარჩუნება 5. ვიტრაჟების წმენდა 6. აგარაკების დასუფთავება

ProfCleaning
შეფასება 5.0 , 2 შეფასება
1 ვიდეო
პრო

დალაგება, დასუფთავება

დავალაგებ ბინებს, როგორც გენერალურს, ასევე რემონტის შემდგომ. ასევე ოფისებსა და სადარბაზოებს, სწრაფად და ხარისხიანად. ფასი შეთანხმებით, დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.

შეფასება 5.0 , 8 შეფასება
პრო

დალაგება - დასუფთავება

რემონტის შემდგომი დასუფთავება, გენერალური დასუფთავება, აგარაკების და ოფისების დალაგება, ფანჯრებისა და ვიტრაჟების დაწმენდა ჩემი ხსნარებით, მუშაობ ყოველდღე, ფასი შეთანხმებით.

პრო

რემონტის შემდგომი დასუფთავება

ვალაგებ ჩემი ხსნარებით ყველანაირი სირთულის ბინებსა და ოფისებს, როგორც რემონტის შემდგომს, ასევე გენერალურს. ყურადღება ექცევა ყველა დეტალს.

მესაჭიროება სახლის დალაგება

მესაჭიროება სახლის დალაგება -  დალაგება დასუფთავების სერვისები შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ საჭირო დროს საჭირო დახმარება მიიღოთ, არ აქვს მნიშვნელობა სამუშაოს ხანგრძლივობას, ადგილმდებარეობას და მოთხოვნებს,  პროფესიონალური სერვისები შექმნილია ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროების დასაკმაყოფილებლად.  ჩვენი ვებგვერდი კი მარტივად გაკავშირებთ მათთან.
სწორედ მაშინ, როდესაც მესაჭიროება სახლის დალაგება მარტივად შემიძლია მომსახურების შერჩევა SERVISEBI.GE-ზე.  პროფესიონალი სახლის დამლაგებელი  მრავალწლიანი გამოცდილებით,  სპეციალური ხსნარებითა და ტექნიკით შეძლებს გაგვიწიოს საუკეთესო მომსახურება სახლის საფუძვლიანად დასალაგებლად. სუფთა და მოწესრიგებული სახლი მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე, ქმნის სასიამოვნო გარემოს და ამცრებს სტრესს.
პრო

დალაგება - დასუფთავება

ვალაგებ ბინებს, ოფისებს, რემონტის შემდგომსა და გენერალურს, მაღალი ხარისხით და ჩვენი სითხეებით.

პრო

დასუფთავების სამსახური "ელმანი"

20% საზაფხულო ფასდაკლება! დასუფთავების სამსახური "ელმანი" მოგემსახურებათ: * რემონტის შემდგომი დასუფთავება; * გენერალური დასუფთავება; * აგარაკებისა და ოფისების დალაგება; * გარეფასადების, ვიტრინების, ფანჯრების, მინის ზედაპირების უმაღლესი ხარისხით წმენას; დასუფთავება ხდება საჭირო ხსნარებით და ინვენტარით. ჩვენთან შეფასების ვიზიტი უფასოა. დაზოგე დრო და შეიქმენი კომფორტი!

შეფასება 5.0 , 13 შეფასება
პრო

ყველა სახის დალაგება

დაგილაგებთ ბინებს, ოფისებს, ვაკეთებ რემონტის შემდგომ გენერალურ დალაგებას, მაქვს მრავლ წლიანი გამოცდილება. სამუშაოს შეგისრულებთ საუკეთესი ხარისხით და ხელმისაწვდომ ფასად. ისანი, სამგორი და ვარკეთილის ტერიტორიაზე. თბილისის და მის მიმდებარე რეგიონებში.

სერვის + შეფასება 4.8 , 26 შეფასება
პრო

დალაგება ხარისხიანად

გთავაზობთ პროფესიონალურ დასუფთავებას სწრაფად და ხარისხიანად. ვმუშაობთ, როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართებზე. - ბინების და სახლების დასუფთავება - ოფისების დასუფთავება - რემონტის შემდგომი დასუფთავება - ფანჯრების წმენდა - გენერალური და პერიოდული დასუფთავება. თბილისის მიმდებარედ აგარაკების და სახლების დალაგება,განსაკუთრებით შაბათ კვირის დღეებში. ვალაგებთ როგორც თქვენი,ასევე ჩვენი ხსნარებით.

შეფასება 5.0 , 11 შეფასება
6 ნამუშევარი,

დასუფთავება

Tidy Batumi გთავაზობთ ბინების, სახლების, ოფისებისა და კომერციული ფართების პროფესიონალურ დასუფთავებას ბათუმში. ვმუშაობთ საკუთარი ინვენტარით, პროფესიონალური ტექნიკითა და საწმენდი საშუალებებით. ჩვენი მომსახურებები: • ბინებისა და სახლების გენერალური დალაგება; • რემონტის შემდგომი დასუფთავება; • სტანდარტული და რეგულარული დალაგება; • ოფისების, მაღაზიებისა და რესტორნების დასუფთავება; • სასტუმროებისა და გასაქირავებელი აპარტამენტების დალაგება; • ფანჯრების, ვიტრაჟებისა და აივნების წმენდა; • სამზარეულოსა და აბაზანის ღრმა წმენდა; • დივნის, სავარძლების, მატრასებისა და ხალიჩების ქიმწმენდა; • სასტუმროების დამლაგებელი პერსონალით უზრუნველყოფა. გჭირდებათ დამლაგებელი ბათუმში ერთჯერადად ან რეგულარულად? ჩვენი გამოცდილი გუნდი იზრუნებს თქვენი სივრცის სისუფთავეზე. ავეჯის ქიმწმენდა სრულდება ადგილზე, Kärcher-ის პროფესიონალური აპარატით. ვთანამშრომლობთ კერძო პირებთან, კომპანიებთან, სასტუმროებთან და ბინების მმართველებთან. სამუშაოს მოცულობას, გრაფიკსა და ფასს წინასწარ ვათანხმებთ. ფასის დასაზუსტებლად მოგვწერეთ ფართობი, სასურველი მომსახურება და გამოგვიგზავნეთ ფოტოები ან ვიდეო. მომსახურება ბათუმის მასშტაბით. Tidy Batumi • სისუფთავე სრულყოფილია!

დამლაგებელი

გთავაზობთ რემონტის შემდგომ და გენერალურ დალაგებას, კარფანჯრებისა და ვიტრაჟების დასუფთავებას ორთქლის აპარატით, მიმწვარი ლენტებისა და დიდი სარეკლამო სტიკერების მოშორებას დაზიანებების გარეშე. ვალაგებთ აგარაკებს, ოფისებს, კორპუსებსა და სხვადასხვა ფართებს, მივდივართ ყველა მიმართულებით ჩვენი ხსნარებითა და ინვენტარით.

ბათუმში სახლებისა და კომერციული ობიექტების უმაღლეს ხარისხში დალაგება

ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სახისა და სირთულის დალაგება-დასუფთავებას, ფანჯრების წმენდას როგორც ყოველდღიურს, ასევე რემონტის შემდგომ. გვაქვს მაღალხარისხიანი ხსნარები და ინვენტარი. ფასებთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დარეკოთ მითითებულ ნომერზე.ხარისხზე პასუხისმგებლები ვართ... დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით...

ეკო-დასუფთავება

სისუფთავე, რომელიც პირველივე შეხედვიდან იგრძნობა! გჭირდებათ პროფესიონალური დასუფთავება? ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად რთულია დაბინძურება — ვუმკლავდებით ნებისმიერი ტიპისა და ნებისმიერი სირთულის სამუშაოს. რემონტის შემდგომი დასუფთავება გენერალური დასუფთავება ბინები, სახლები, ოფისები, კომერციული და ინდუსტრიული ობიექტები ვიტრაჟებისა და ფანჯრების წმენდა დიდი ვერანდები, ეზოები და საერთო სივრცეები ვმუშაობთ პროფესიონალური ტექნიკითა და ხარისხიანი საშუალებებით, რათა თითოეული სივრცე იდეალურ მდგომარეობაში ჩავაბაროთ. თქვენი დრო ძვირფასია — სისუფთავეზე ჩვენ ვიზრუნებთ.

დამლაგებელი გორში

გჭირდებათ სისუფთავე და წესრიგი სახლში, ოფისში ან ბინაში? გთავაზობთ სანდო, ხარისხიან და პასუხისმგებლიან დამლაგების სერვისს გორში. ვიზრუნებ თითოეულ დეტალზე, რათა თქვენი სივრცე იყოს მყუდრო, სუფთა და ჰიგიენურად მოწესრიგებული. ვმუშაობ სწრაფად, სუფთად და პროფესიული მიდგომით. დეტალებისთვის დამიკავშირდით.

ნარემონტალი ფართის დალაგება.

დალაგება და დასუფთავება ქუთაისსა და სამტრედიაში გთავაზობთ პროფესიონალურ დასუფთავების მომსახურებას ბინებისთვის, კერძო სახლებისთვის, ოფისებისა და კომერციული ფართებისთვის. მომსახურება მოიცავს: * გენერალურ დალაგებას * რემონტის შემდგომ სრულ დასუფთავებას * ბინებისა და სახლების დალაგებას * ოფისებისა და სხვადასხვა ობიექტების დასუფთავებას სამუშაოები სრულდება პროფესიონალური აპარატურითა და ხარისხიანი საწმენდი ხსნარებით, რომლებიც ჩვენი უზრუნველყოფილია. სწრაფი, სუფთა და პასუხისმგებლიანი მომსახურება — სისუფთავე თქვენი კომფორტისთვის.

დამლაგებელი გორში

ჩემს მომსახურებაში შედის: გენერალური დასუფთავება: სრული წესრიგი ყველა კუთხე-კუნჭულში. რემონტის შემდგომი დასუფთავება: მტვრისა და სამშენებლო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ყოველდღიური პერიოდული დასუფთავება: სისუფთავის შენარჩუნება თქვენს სახლში. სამზარეულოსა და სველი წერტილების დეზინფექცია: რთულად მისადგომი ადგილების გასუფთავება. ფანჯრებისა და ვიტრაჟების წმენდა: იდეალური გამჭვირვალობა. რატომ უნდა ამირჩიოთ მე? ინდივიდუალური მიდგომა: ვითვალისწინებ თქვენს ყველა შენიშვნას. სანდოობა: თქვენი სახლი საიმედო ხელშია. ხელმისაწვდომი ფასი: ხარისხიანი სერვისი ზედმეტი დანახარჯების გარეშე. შენიშვნა: დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარსა და საშუალებებს უზრუნველყოფს დამკვეთი. დამიკავშირდით დღესვე

Teo’s Cleaning Group

Teo’s Cleaning Group ქმნის გარემოს, სადაც სიმშვიდე, ელეგანტურობა და წესრიგი ერთ მთლიანობად იქცევა. დალაგება დასუფთავება გთავაზობთ დალაგების შემდეგ სერვისებს: რემონტის შემდგომი დალაგება; გენერალური დალაგება; სახლების, ოფისების დალაგება; კომერციული ფართების დალაგება; დაგვიკავშირდით და წინასწარ დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი თრიღი

დამლაგებელი გორში

ბინებისა და ოფისების პროფესიონალური დალაგება გთავაზობთ ბინების, კერძო სახლების, ოფისების და კომერციული ობიექტების ხარისხიან და პასუხისმგებლიან დასუფთავებას. ვასრულებთ როგორც ერთჯერად, ასევე გენერალურ დალაგებას თანამედროვე ინვენტარითა და ორთქლის აპარატით. გენერალური დალაგება ყოველდღიური და პერიოდული დასუფთავება სამზარეულოსა და სველი წერტილების ღრმა წმენდა იატაკის, კაფელის და შუშების განწმენდა ავეჯისა და სხვადასხვა ზედაპირის ორთქლით დამუშავება მტვრის, ცხიმისა და რთული ლაქების მოცილება ოფისების, მაღაზიებისა და სხვა ობიექტების დალაგება ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო დასუფთავება სისუფთავე, ხარისხი და პასუხისმგებლობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სივრცე გახდება სუფთა, მოწესრიგებული და სასიამოვნო გარემო საცხოვრებლად თუ სამუშაოდ.

დალაგება/დასუფთავება რუსთავი

დაგილაგებთ ბინებს და დაგიწკრიალებთ თქვენს სივრცეს. ვასრულებ ბინების გენერალურ დასუფთავებასა და რემონტის შემდგომ სრულ დალაგებას. ვმუშაობ საკუთარი, მაღალი ხარისხის საწმენდი ხსნარებით, რაც უზრუნველყოფს სისუფთავესა და საუკეთესო შედეგს. სისუფთავე, ხარისხი და პასუხისმგებლიანი მომსახურება თქვენი კომფორტისთვის.

დალაგება დასუფთავების სერვისი

გთავაზობთ დასუფთავების ახალ სერვის ვაკეთებთ გენერალურ და რემონტის შემდგომ დასუფთავებას სახლების ოფისების აგარაკების კორპუსებისა და კომერციული ფართების გენერალური დასუფთავება — 4 ლარიდან / მ² რემონტის შემდგომი დასუფთავება — 5 ლარიდან / მ² ვმუშაობთ პროფესიონალური აპარატურითა და სპეციალური ხსნარებით. რემონტის შემდეგ ვაშორებთ: ლენტებს წებოს კრასკის/საღებავის კვალს სამშენებლო მტვერსა და ჭუჭყს სუფთა, მოწესრიგებული და სასიამოვნო გარემო — ჩვენ ვიზრუნებთ!

დალაგების სერვისი ქუთაისი 24/7 • Cleaning Service Kutaisi

გენერალური დალაგება ქუთაისში. ბინების, ოფისებისა და რემონტის შემდეგ სრული დასუფთავება 24/7. ყველა სამუშაო სრულდება პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი ხსნარებით, რომლებიც სრულად ჩვენი უზრუნველყოფილია. თქვენ დამატებით არაფრის მომზადება არ გჭირდებათ — ჩვენ ვიზრუნებთ ყველაფერზე.

დალაგება/დასუფთავება ქუთაისი

პროფესიონალური დასუფთავების მომსახურება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ვთავაზობთ ბინების, სახლების, ოფისების, კომერციული ფართების, სასტუმროების, რესტორნების, კვების ობიექტებისა და საწარმოების ხარისხიან დასუფთავებას. ვასრულებთ ერთჯერად და რემონტის შემდგომ დალაგებას, გენერალურ დასუფთავებას, სამშენებლო მტვრისა და ნარჩენების მოცილებას, ფანჯრების რეცხვასა და სხვადასხვა ტიპის დასუფთავების მომსახურებას. სამუშაოები სრულდება თანამედროვე პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი ხსნარებით, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ, უსაფრთხო და მაღალ სტანდარტებზე მორგებულ შედეგს. სუფთა გარემო, პასუხისმგებლიანი მომსახურება და ხარისხი, რომელზეც შეგიძლიათ თამამად დაეყრდნოთ.

თაკოს დალაგების სერვისი

ვალაგებ ბინებს და ოფისებს დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე .ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი და პასუხისმგებლიანი.ერთი წუთითაც არინანებთ ჩემთან თანამშრომლობას და არდარჩებით უკმაყოფილო.

წკრიალა- დასუფთავება რუსთავში

პროფესიონალური დასუფთავების მომსახურება რუსთავში გთავაზობთ სახლებისა და ბინების საფუძვლიან დასუფთავებას, როგორც ერთჯერადად, ასევე საჭიროების მიხედვით. ვზრუნავთ თქვენი სივრცის სრულ მოწესრიგებაზე და ვასუფთავებთ ყველა საჭირო ზედაპირსა და ზონას. მომსახურებაში შედის როგორც ყოველდღიური და გენერალური დალაგება, ასევე რემონტის შემდგომი დასუფთავება, ვიტრაჟებისა და კარ-ფანჯრების წმენდა და სხვა საჭირო სამუშაოები. სამუშაოები სრულდება პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი საშუალებებით. ჩვენთვის მთავარი არის ხარისხიანი შედეგი, სისუფთავე და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილება.

დამლაგებელი გორში

Fresh Home - პროფესიონალური დასუფთავების სერვისი გთავაზობთ: გენერალურ დალაგებას რემონტის შემდგომ დასუფთავებას რბილი ავეჯისა და ხალიჩების ქიმწმენდას ორთქლის აპარატით ღრმა წმენდას ფანჯრებისა და ვიტრაჟების პროფესიონალურ წმენდას ხარისხიანი მომსახურება თანამედროვე პროფესიონალური აპარატურა სისუფთავე ყველა დეტალში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და დაჯავშნეთ სასურველი დრო!

დალაგების სერვისი რუსთავი

დაჯავშნეთ სასურველი თარიღი ბინის,ოფისის და სადარბაზოს რემონტის შემდეგ დასუფთავება. ჩვენი აპარატურით და ინვენტარით.

დასუფთავების მომსახურება რუსთავში

გთავაზობთ ბინებისა და კერძო სახლების პროფესიონალურ გენერალურ და ერთჯერად დასუფთავებას. ვუზრუნველყოფთ თქვენი საცხოვრებელი სივრცის საფუძვლიან მოწესრიგებას — ვასუფთავებთ ოთახებს, სამზარეულოს, სველ წერტილებს, იატაკს, ავეჯსა და სხვა ზედაპირებს. ჩვენი მიზანია, თქვენი სახლი იყოს სუფთა, მოვლილი და სასიამოვნო გარემო ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ხარისხიანი მომსახურება, სისუფთავე და ყურადღება თითოეულ დეტალზე.

ბინებისა და სახლების დასუფთავება რუსთავში

გთავაზობთ ბინებისა და კერძო სახლების პროფესიონალურ დასუფთავებას რუსთავში. სამუშაოები სრულდება ჩემი მაღალი ხარისხის, პროფესიონალური საწმენდი ხსნარებით. ვასრულებ: * გენერალურ დასუფთავებას * რემონტის შემდგომ დალაგებას პასუხისმგებლიანი მიდგომა, ხარისხიანი მომსახურება და სისუფთავე თქვენს სივრცეში.

დასუფთავების სამსახური შაინ ჰაუსი

რემონტის შემდეგ დარჩენილ მტვერსა და დაბინძურებას სრულად ჩვენ მივხედავთ. ვასუფთავებთ სახლსა და მის ყველა სივრცეს — იატაკს, კარ-ფანჯარას, ვიტრაჟებს, კედლებს, სამზარეულოს, სველ წერტილებსა და სხვა ზედაპირებს. სამუშაოები სრულდება პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი ხსნარებით. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხიანი, საფუძვლიანი და პასუხისმგებლიანი მომსახურება, რათა რემონტის შემდეგ თქვენი სახლი სუფთა და მოწესრიგებული დაგხვდეთ.

დასუფთავების სერვისი რუსთავი

ვისაც სურს ხარისხიანად დალაგება დაა პასუხის მგებლიანი გუნდი ჩვენ შეგვიძლია ფანჯრების წმენდა რემონტის შემდგომ დალაგება გენერალური დალაგება ეზოების მოწესრიგება სადარბაზოს დალაგება მინა -ვიტრაჟების წმენდა სარდაფის დალაგება სტანდარტული დალაგება ფარდების დაუთოვება დიდი კომერციული ფართების წმენდა დალაგება ხსნარებით მომარაგება ყველა აღჭურვილი ინვენტრაით 100% ყველა წესით და პირობის დაცვით შესაკვეთად დაგვიკავშირდით ნომერზე წინა დღეს ან იმავე დღეს დაა დაგიწკრიალებთ თქვენთვის სასურველ ფართს მადლობა ნდობისთვის

ჰელფ ქლინერ-Help cleaner

მოგემსახურებით სხვადასხვა ტიპის დალაგებებზე.გენერალური დალაგება რემონტის შემდგომი დალაგება შერეული ტიპის დალაგება სასიმაღლო და საფასადე დასუფთავება კორპუსების, სადარბაზოების, ოფისების დასუფთავება კორპორატიული დასუფთავება

დალაგების სერვისი ქუთაისი ნიმა

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს გარემოსა და სისუფთავეზე, რათა თქვენს ოჯახებში შევქმნათ იდეალური სიწკრიალე. ვემსახურებით დასავლეთ საქართველოს რეგიონებს — ზესტაფონს, ქუთაისს, თერჯოლას, ბაღდათსა და მიმდებარე ტერიტორიებს. გთავაზობთ ბინების, კერძო სახლებისა და სხვადასხვა ობიექტების პროფესიონალურ დასუფთავებას. სამუშაოებს ვასრულებთ ჩვენი ხარისხიანი საწმენდი ხსნარებითა და პროფესიონალური აპარატურით. სისუფთავე, ხარისხი და პასუხისმგებლობა — თქვენი კომფორტისთვის.

მომხმარებლის შეფასებები

დალაგება-დასუფთავება

შეფასების ავტორი: გიორგი

ძალიან კარგი სერვისა, მოხერხებული მარჯვე და თავაზიანი ქალბატონი!

დასუფთავება / დალაგება

შეფასების ავტორი: ლევანი

ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებით. გირჩევთ, ნამდვილად პროფესიონალები არიან

დალაგება-დასუფთავება

შეფასების ავტორი: გიორგი

საოცარი მომსახურება, საოცარი ხარისხი, დაუზარელი და დაუღალავი შრომა. ყველაფერი გაწმინდეს დეტალურად და ხარისხიანად.

დალაგება-დასუფთავება

შეფასების ავტორი: ნათია

კეთილსინდისიერი, პასუხიმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული ასევე თავისი საქმის პროფედიონალი. ჩემი რეკომენდაცია მას

დალაგების სერვისი

შეფასების ავტორი: გიორგი

საუკეთესო ჯგუფი, მივიღე მაღალი ხარისხი რემონტის შემდგომი დალაგება. ჩემგან დიდი რეკომენდაცია..

დალაგება-დასუფთავება

შეფასების ავტორი: Ზურა

Კეთილსინდისიერი ადამიანი, ალაგებს ყველაფერს დეტალურად ისე როგორც საკუთარ სახლში, ჩემგან დიდი რეკომენდაცია

სახლის დალაგების მნიშვნელობა და პროფესიონალური სერვისის უპირატესობები

სუფთა სახლის შენარჩუნება აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი კეთილდღეობისთვის. უნაკლო საცხოვრებელი ფართი არა მხოლოდ მიმზიდველად გამოიყურება, არამედ ქმნის უფრო მყუდრო და სასიამოვნო გარემოს.
დატვირთული გრაფიკით და უამრავი პასუხისმგებლობით, თქვენი სახლის საფუძვლიანად დასუფთავებისთვის დროის გამონახვა შეიძლება რთული იყოს. სწორედ ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალს გვთავაზობენ დალაგების პროფესიონალური სერვისები და გამოცდილი დამლაგებლები,  ისინი გვთავაზობენ თქვენს საჭიროებებზე, გრაფიკზე და ბიუჯეტზე მორგებულ დასუფთავების სერვისებს.

სახლში სისუფთავე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, სუფთა სახლი ამცირებს ისეთი ალერგენების არსებობას, როგორიცაა მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველების ქერქი და ობი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია და რესპირატორული პრობლემები. რეგულარული გაწმენდა ხელს უწყობს ამ მავნე ნაწილაკების აღმოფხვრას, აუმჯობესებს  ჰაერის ხარისხს და ზოგად ჯანმრთელობას. უფრო მეტიც, მოწესრიგებულ სახლში ნაკლებად გვხვდება ბაქტერიები და ვირუსები, რაც ამცირებს ინფექციების და დაავადებების რისკს.
გარდა ჯანმრთელობის სარგებელისა, სუფთა სახლს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური უპირატესობები აქვს. მოუწესრიგებელმა გარემომ და სიბინძურემ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და შფოთვა. მეორეს მხრივ, კარგად ორგანიზებული და სუფთა საცხოვრებელი ფართი ხელს უწყობს სიმშვიდისა და წესრიგის განცდას. სისუფთავე ასევე პოზიტიურ მაგალითს აძლევს ბავშვებს, ასწავლის მათ მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობას.
პროფესიონალური სახლის დასუფთავების მომსახურება სხვადასხვა საჭიროებისთვის
სახლის დასუფთავების პროფესიონალური სერვისები ითვალისწინებენ საჭიროებების ფართო სპექტრს, მაშინ როოდესაც ყველაზე მეტად მესაჭიროება სახლის დალაგება .  სახლის დალაგება პროფესიონალების მიერ უზრუნველყოფს თქვენი სახლის საფუძვლიანად გაწმენდას და მოვლას. ეს სერვისები მოიცავს:

1. რუტინულ დასუფთავებას: რეგულარული დასუფთავების სამუშაოები, როგორიცაა მტვრის მოწმენდა, მტვერსასრუტი, ზედაპირების გაწმენდა და სველი წმენდა, რათა თქვენი სახლი გათავისუფლდეს მტვრისგან და მუდმივად სუფთა იყოს.

2. ღრმა წმენდას: უფრო ინტენსიური დასუფთავების სესია, რომელიც მიზნად ისახავს რუტინული გაწმენდის დროს ხშირად შეუმჩნეველი ადგილების, ლაქების, ცხიმების და ჩამჯდარი ჭუჭყის წმენდას.   

3. რემონტის შემდგომ დალაგებას:  სპეციალიზებული დასუფთავება იმ სახლებისთვის, რომლებშიც  სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ასეთ დროს სახლს ესაჭიროება ღრმა წმენდა სპეციალური ტექნიკისა  და საწმენდი საშუალებების მეშვეობით. 

4. სეზონურ დასუფთავებას: ყოვლისმომცველი დასუფთავების მომსახურება, რომელიც მორგებულია წლის კონკრეტულ პერიოდზე, როგორიცაა საგაზაფხულო დასუფთავება ან დღესასწაულისთვის მომზადება.

5. შუშების/ვიტრაჟების წმენდას:  მინის წმენდის მომსახურება,  რომელიც მორგებულია სახლის შუშებისა და ვიტრაჟების სრულფასოვნად გასაწმენდად დაზიანების გარეშე.   

6. სპეციალიზებულ დასუფთავებას: მომსახურება კონკრეტული სიტუაციებისთვის, იქნება ეს მორგებული დასუფთავება, კონკრეტული ოთახების, სააბაზანო სამზარეულოს ღრმა წმენდა, დაუთოვება და სხვა ცალკეული სერვისები დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე.  
 
სახლის დასუფთავების პროფესიონალური მომსახურების უპირატესობები:
·        პროფესიონალური სერვისი
·         გამოცდილი დამლაგებლები
·        დროის დაზოგვა  
·        ხარისხიანი პროდუქცია და საწმენდი ტექნიკა
·        მორგებული დასუფთავების პირობები
 
სუფთა სახლის შენარჩუნება გადამწყვეტია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. სახლის დალაგების პროფესიონალური სერვისები გთავაზობთ მოხერხებულ გადაწყვეტას,  სასიამოვნო სერვისს და სუფთა გარემოს.   არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ ყოველდღიური მოვლა თუ საფუძვლიანი ღრმა წმენდა, პროფესიონალი დამლაგებლების დაქირავება უზრუნველყოფს, რომ თქვენი სახლი დარჩეს სუფთა  და მიმზიდველ სივრცედ.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ გამოვიძახო დასუფთავების სანდო სპეციალისტი?

სერვისებზე პროფესიონალური დასუფთავების სერვისების და გამოცდილი დამლაგებლების მრავალფეროვანი არჩევანია. შეგიძლათ დაათვალიეროთ შეთავაზებები თქვენს ლოკაციაზე, შეადაროთ მომსახურების პირობები, ფასები და დაუკავშირდეთ სასურველ სპეციალისტს.   სანდო დამლაგებლის მოძებნაში ვებგვერდზე არსებული შეფასებების ფუნქციონალიც დაგეხმარებათ, რომელსაც მომხმარებლები მომსახურების მიღების შემდეგ აფიქსირებენ.

რა ჯდება სახლის დალაგება?

სახლის დალაგების მომსახურების ფასი განსხვავებულია დალაგების ტიპის, ხანგრძლივობის და სირთულის მიხედვით.  შეთავაზებების ველში გაეცნობით მომსახურების ფასებს დალაგების ტიპების მიხედვით, თუმცა დეტალური ინფორმაციისათვის უმჯობესია დაუკავშირდეთ სასურველ სპეციალისტის და დააზუსტოთ საფასური თქვენი სივრცისა და საჭიროების შესაბამისად.

​რას მოიცავს სახლის დალაგება?

სახლის დალაგება ხშირ შემთხვევაში რეგულარულ დასუფთავებას მოიცავს, თუმცა როგორც წესი, გენერალურ და რემონტის შემდგომ დალაგებებსაც ამ სახელწოდებით მოიხსენიებენ.  დამლაგებლების მორგებულ სერვისს შეუძლია ნებისმიერი ტიპის დალაგება დასუფთავების მომსახურების გაწევა, თუნდაც არასტანდარტულ შემთხვევებში. ამიტომ, სჯობს განსაზღვროთ თქვენი საჭიროებები და შეათანხმოთ პირობები სასურველ სპეციალისტთან.

რა შედის დალაგების მომსახურებაში?

დალაგების მომსახურებაში ძირითადად შედის რუტინული დასუფთავება, გენერალური დალაგება, რემონტის შემდგომი დალაგება, ოფისების დალაგება, სადარბაზოების დალაგება,  ფასადების / ფანჯრების /ვიტრაჟების წმენდა და სხვა მორგებული სპეც სერვისები.