Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

დალაგება

თქვენი სივრცის დალაგება აუცილებელია კომფორტული და სტრესისგან თავისუფალი გარემოს შესანარჩუნებლად. რეგულარული დალაგება გულისხმობს ნივთების ორგანიზებას, ზედაპირების მტვრის მოწმენდას და ნივთების შესაბამის ადგილებზე დაბრუნებას. მოწესრიგებული სივრცე არა მხოლოდ უკეთ გამოიყურება, არამედ ხელს უწყობს სიმშვიდეს და პროდუქტიულობას. ის ამცირებს არეულობას, აადვილებს ნივთების პოვნას და თქვენი სივრცის სისუფთავის შენარჩუნებას. იქნება ეს თქვენი სახლი თუ ოფისი. პერიოდული დალაგება ქმნის ბევრად უფრო მოწესრიგებულ სივრცეს და ამარტივებს გენერალურ დალაგებას.   საფუძვლიანი დასუფთავებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ პროფესიონალური დასუფთავების სერვისებით,  რათა შეინარჩუნოთ მუდმივად მოწესრიგებული სივრცე.
პრემიუმი
დასუფთავება / დალაგება
დასუფთავება / დალაგება
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

ProfCleaning — პროფესიონალური დასუფთავების სერვისი ⸻ სახლის დასუფთავება გთავაზობთ ერთჯერად და რეგულარულ სახლის წმენდას. ვაშორებთ მტვერს, ლაქებს და ცხიმს მხოლოდ უსაფრთხო და ეკოლოგიური ხსნარებით. გაასუფთავეთ თქვენი სივრცე მარტივად და კომფორტულად! ⸻ საოფისე დასუფთავება ჩვენ ვუზრუნველყოფთ ოფისების ყოველდღიურ ან პერიოდულ წმენდას თქვენი გრაფიკის მიხედვით, ისე რომ არ დავარღვიოთ სამუშაო პროცესი. ⸻ რემონტის შემდგომი დასუფთავება რემონტის შემდეგ დაგრჩათ მტვერი და ნარჩენები? ჩვენი გუნდი არ დატოვებს რომონტის კვალს. ⸻ ღონისძიების განმავლობაში და შემდგომ დასუფთავება თქვენ ზრუნავთ ღონისძიებაზე — ჩვენ ვზრუნავთ სისუფთავეზე! ვახორციელებთ დასუფთავებას როგორც ღონისძიების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ. დავალაგებთ, მოვაწესრიგებთ და სივრცეს დავაბრუნებთ პირვანდელ მდგომარეობაში. ⸻ ვიტრაჟების და ფანჯრების წმენდა ვაწარმოებთ ვიტრაჟებისა და ფანჯრების პროფესიონალურ წმენდას სპეციალური მოწყობილობებით — ლაქების, მტვრის და ნალექის გარეშე. ბრწყინვალე სისუფთავე გარედანაც და შიგნიდანაც! ⸻ ✅ გამოცდილი გუნდი ✅ პროფესიონალური ტექნიკა (Karcher) ✅ გარანტირებული შედეგი 1. სახლის დასუფთავება 2. რემონტის შემდგომი დასუფთავება 3. ოფისის დასუფთავება 4. ღონისძიებებზე დასუფთავების შენარჩუნება 5. ვიტრაჟების წმენდა 6. აგარაკების დასუფთავება

video icon ვიდეო
ProfCleaning
პრო
დალაგების სერვისი
დალაგების სერვისი

დასუფთავების სრული მომსახურეობა ჩვენ გთავაზობთ: *გენერალური დასუფთავება; *ნაწილობრივი დასუფთავება ( აბანო ან სამზარეულო პირობითად); *რემონტის შემდგომი დასუფთავება; *სადარბაზოების დასუფთავება; მომსახურეობაში შედის: *ორთქლის აპარატები *ჩვენი ქიმია ( რაც ფოტოზეა ) *მტვერსასრუტი *რბილი ავეჯის ქიმწმენდის აპარატი ( სურბილისამებრ) დასაჯავშნად დაგვირეკეთ და მოგვწერეთ, გენერალურის შეკვეთის შემთხვევაში -40% რბილი ავეჯის ქიმწმენდაზე. ფასი განისაზღვრება კვადრატულობის და დაბინძურების მიხედვით.

დალაგება რემონტის შემდგომი დალაგება დასუფთავება სადარბაზოს დალაგება სახლის დალაგება სასტუმროს დალაგება ბინების დასუფთავება დამლაგებელი ოფისში დამლაგებელი დილის საათებში დალაგება დღიურად ერთჯერადი დალაგება დამლაგებელი თბილისში სახლის დასუფთავება
ტელეფონი
პრო
ყველა სახის დალაგება
ყველა სახის დალაგება
სერვის +
4.8
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 26 შეფასება

დაგილაგებთ ბინებს, ოფისებს, ვაკეთებ რემონტის შემდგომ გენერალურ დალაგებას, მაქვს მრავლ წლიანი გამოცდილება. სამუშაოს შეგისრულებთ საუკეთესი ხარისხით და ხელმისაწვდომ ფასად. ისანი, სამგორი და ვარკეთილის ტერიტორიაზე. თბილისის და მის მიმდებარე რეგიონებში.

დალაგება რემონტის შემდგომი დალაგება დასუფთავება სადარბაზოს დალაგება სახლის დალაგება სასტუმროს დალაგება ბინების დასუფთავება დამლაგებელი ოფისში დამლაგებელი დილის საათებში დალაგება დღიურად ერთჯერადი დალაგება დამლაგებელი თბილისში სახლის დასუფთავება
ტელეფონი

გენერალური დალაგება

გენერალური დალაგება  გულისხმობს ნებისმიერი სივრცის საფუძვლიან და ყოვლისმომცველ გაწმენდას, რომელიც ხშირად საუკეთესოდ მიიღწევა პროფესიონალი დამლაგებლის დახმარებით.  ამ ტიპის დასუფთავება სცილდება რუტინულ მოწესრიგებას, მოიცავს ყველა კუთხეს და სრულყოფილად ასუფთავებს გარემოს.  პროფესიონალი დასუფთავების სერვისები იყენებენ საჭირო ტექნიკას და მაღალი ხარისხის პროდუქტებს ზედაპირების ღრმად გასაწმენდად, ჩამჯდარი ლაქებისა და ჭუჭყის მოსაშორებლად, იქნება ეს სახლი,  აგარაკი, ოფისი თუ სხვა სივრცე.
გენერალური დალაგება უზრუნველყოფს სრულყოფილ და ეფექტურ დასუფთავებას.  საფუძვლიანი წმენდა  ხელს უწყობს უფრო ჯანსაღი, კომფორტული საცხოვრებელი ან სამუშაო გარემოს შექმნას.
პრო
დალაგება ხარისხიანად
დალაგება ხარისხიანად
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 11 შეფასება

გთავაზობთ პროფესიონალურ დასუფთავებას სწრაფად და ხარისხიანად. ვმუშაობთ, როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართებზე. - ბინების და სახლების დასუფთავება - ოფისების დასუფთავება - რემონტის შემდგომი დასუფთავება - ფანჯრების წმენდა - გენერალური და პერიოდული დასუფთავება. თბილისის მიმდებარედ აგარაკების და სახლების დალაგება,განსაკუთრებით შაბათ კვირის დღეებში. ვალაგებთ როგორც თქვენი,ასევე ჩვენი ხსნარებით.

works icon 6 ნამუშევარი
დალაგება რემონტის შემდგომი დალაგება დასუფთავება სადარბაზოს დალაგება სახლის დალაგება სასტუმროს დალაგება ფანჯრების წმენდა ბინების დასუფთავება დამლაგებელი ოფისში დამლაგებელი დილის საათებში დალაგება დღიურად ერთჯერადი დალაგება დამლაგებელი თბილისში სახლის დასუფთავება
ტელეფონი
დამლაგებელი
დამლაგებელი

გთავაზობთ რემონტის შემდგომ და გენერალურ დალაგებას, კარფანჯრებისა და ვიტრაჟების დასუფთავებას ორთქლის აპარატით, მიმწვარი ლენტებისა და დიდი სარეკლამო სტიკერების მოშორებას დაზიანებების გარეშე. ვალაგებთ აგარაკებს, ოფისებს, კორპუსებსა და სხვადასხვა ფართებს, მივდივართ ყველა მიმართულებით ჩვენი ხსნარებითა და ინვენტარით.

დალაგება რემონტის შემდგომი დალაგება დასუფთავება სადარბაზოს დალაგება სახლის დალაგება სასტუმროს დალაგება ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა ბინების დასუფთავება დამლაგებელი ოფისში დამლაგებელი დილის საათებში დალაგება დღიურად ერთჯერადი დალაგება დამლაგებელი თბილისში სახლის დასუფთავება
verify badge
ბათუმში სახლებისა და კომერციული ობიექტების უმაღლეს ხარისხში დალაგება
ბათუმში სახლებისა და კომერციული ობიექტების უმაღლეს ხარისხში დალაგება

ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სახისა და სირთულის დალაგება-დასუფთავებას, ფანჯრების წმენდას როგორც ყოველდღიურს, ასევე რემონტის შემდგომ. გვაქვს მაღალხარისხიანი ხსნარები და ინვენტარი. ფასებთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დარეკოთ მითითებულ ნომერზე.ხარისხზე პასუხისმგებლები ვართ... დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით...

დალაგება რემონტის შემდგომი დალაგება დასუფთავება სადარბაზოს დალაგება სახლის დალაგება სასტუმროს დალაგება ფანჯრების წმენდა ბინების დასუფთავება დამლაგებელი ოფისში დამლაგებელი დილის საათებში დალაგება დღიურად ერთჯერადი დალაგება დამლაგებელი ბათუმში სახლის დასუფთავება
ორთქლის იტალიური ტექნიკით რემონტის შემდგომი დალაგება
ორთქლის იტალიური ტექნიკით რემონტის შემდგომი დალაგება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

გთავაზობთ , იტალიური მაღალი წნევის ორთქლის ტექნიკით , რემონტის შემდგომ სამუშაოებს; მყარი და რბილი იატაკი ნებისმიერი მასალისგან დამზადებული , იწმინდება სპეციალური იტალიური ორთქლის აპარატებით , ამოყავს ძლიერი დაბინძურება (საღებავი, ცემენტი და სხვა) ასევე კაფელი ,იწმინდება სპეციალური ორთქლის აპარატით , რაც მარტივად უმკლავდება ნებისმიერი სირთულის ლაქების ამოყვანას , ფანჯრის ჩარჩოდან ჩამჯდარი წებოვანი სტიკერები მუშავდება ასევე ორთქლის წნევით და ჩარჩოს ზედაპირს გარანტირებულად დაზიანების გარეშე ცილდება , ნებისმიერი სირთულის შემთხვევაშიც , არ მოვიხმართ; საკანცელარიო დანებს, საფხეკ საშვალებებს , ბლაგვ საგნებს , სამუშაოს ვასრულებთ მაღალ ტექნოლოგიური იტალიური ორთქლის ტექნიკით , რაც განაპირობებს უმაღლეს შედეგს, პროფესიონალურ მომსახურეობას, მოკლე დროში ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენი გუნდი მოგემსახურებათ პროფესიონალური ტექნიკით. ფასი დამოკიდებულია ფართობზე და სამუშაოს მაშტაბზე, ენდეთ პროფესიონალებს!

დალაგება რემონტის შემდგომი დალაგება დასუფთავება დალაგება დღიურად
დასუფთავების სამსახური "სუფთა კუთხე"
დასუფთავების სამსახური "სუფთა კუთხე"

ჩვენ გთავაზობთ სახლების, აგარაკებისა და კომერციული ფართების დალაგებას, გენერალურ დასუფთავებასა და ექსპრეს მოწესრიგებას(გაქირავების ბინების). ასევე ქალაქგარეთ ვრცელდება ჩვენი სერვისი. ვმუშაობთ უახლესი აპარატურით და ჩვენივე ხსნარებით, შესაბამისად ვართ პასუხისმგებელი ჩატარებულ სამუშაოებზე.

დალაგება რემონტის შემდგომი დალაგება დასუფთავება სადარბაზოს დალაგება სახლის დალაგება სასტუმროს დალაგება ბინების დასუფთავება დამლაგებელი ოფისში დამლაგებელი დილის საათებში დალაგება დღიურად ერთჯერადი დალაგება დამლაგებელი თბილისში სახლის დასუფთავება

მომხმარებლის შეფასებები

დალაგება-დასუფთავება სურათი
დალაგება-დასუფთავება
Ზურა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 დღის წინ

Კეთილსინდისიერი ადამიანი, ალაგებს ყველაფერს დეტალურად ისე როგორც საკუთარ სახლში, ჩემგან დიდი რეკომენდაცია

ყველა სახის დალაგება სურათი
ყველა სახის დალაგება
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

კმაყოფილი ვარ მომსახურებით, არის კეთილსინდისიერი, პატიოსანი თავისი საქმის საუკეთესო მცოდნე, ვუწევ რეკომენდაციას გირჩევთ

ყველა სახის დალაგება სურათი
ყველა სახის დალაგება
ნინი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

საოცრად გულმოდგინედ და ხარისხიანად ასრულებს თავის საქმეს. ძალიან კარგი პიროვნება. მადლობა გაწეული შრომისთვის. მოლოდინს გ...

დასუფთავების სამსახური "ელმანი" სურათი
დასუფთავების სამსახური "ელმანი"
ნიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

საუკეთესო გუნდი, უმაღლესი ხარისხი და ხსნარები. დიდი მადლობა თქვენ გუნდს. 100%რეკომენდაცია კომპანია ელმანს. ამიერიდან ხში...

დასუფთავების სამსახური "ელმანი" სურათი
დასუფთავების სამსახური "ელმანი"
ინგა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

დიდი მადლობა ასეთი ხარისხიანი მომსახურებისთვის. სახლი იდეალურად დაასუფთავეს, ყველაფერი სუფთა, მოწესრიგებული და სასიამოვ...

დალაგება ხარისხიანად სურათი
დალაგება ხარისხიანად
ლია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

სახლის გენერალური დალაგება ძალიან კარგად უზრუნველყვეს, სწრაფად, ხარისხიანად, მადლობა თქვენ

გენერალური დალაგება და დასუფთავების სერვისის უპირატესობები

საცხოვრებლისა თუ სამუშაო სივრცის პერიოდული დალაგება მნიშვნელოვანი პროცესია სისუფთავისა და კეთილმოწყობის შესანარჩუნებლად.   ჩვენს გარემო სივრცეში მუდმივად ხდება მტვრის ნაწილაკების გადაადგილება,  ნივთების ქაოსური დაყრა, სიარულის დროს კი ჭუჭყი გადადის სხვადასხვა სივრცეში.   იმისათვის რომ სივრცის სერიოზული დაბინძურება ავირიდოთ თავიდან საჭიროა მისი მუდმივი მოვლა, რაც მარტივი ნამდვილად არ არის.   დატვირთული გრაფიკისა და აქტიური ცხოვრების მიმდევარ ადამიანებს უჭირთ დროის გამონახვა დალაგებისთვის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ოჯახში ბევრი მაცხოვრებელი, ბავშვები ან შინაური ცხოველები არიან. 
ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად არსებობს ისეთი დასუფთავების სერვისები, რომლებსაც აქვთ მომხმარებელზე მორგებული მიდგომები მათი საჭიროებიდან გამომდინარე. გთავაზობთ პროფესიონალების დაქირავების რამდენიმე უპირატესობას თქვენი დალაგების საჭიროებისთვის:
 
1. პროფესიონალიზმი და ეფექტურობა: პროფესიონალ დამლაგებლებს აქვთ  გამოცდილება და ცოდნა საფუძვლიანი და ეფექტური დალაგებისთვის. ისინი იყენებენ სპეციალიზებულ იარაღებს და მაღალი ხარისხის საწმენდ საშუალებებს უმაღლესი შედეგების მისაღწევად. მათი ცოდნა უზრუნველყოფს ყველა სივრცისა თუ ზედაპირის სრულყოფილ დასუფთავებას, მაქსიმალური ეფექტით მინიმალურ ვადებში, დაზიანების გარეშე.  

2. დროის დაზოგვა: მთელი სახლის, კოტეჯის, აგარაკის ან ოფისის დასუფთავებას შეიძლება რამდენიმე საათი ან დღეებიც კი დასჭირდეს. პროფესიონალ დამლაგებლებს შეუძლიათ სამუშაოს დასრულება დროის მცირე მონაკვეთში, რაც საშუალებას მოგცემთ ფოკუსირება მოახდინოთ სხვა მნიშვნელოვან ამოცანებზე ან უბრალოდ ისიამოვნოთ თქვენი თავისუფალი დროით.

3. ყოვლისმომცველი დასუფთავება:  პროფესიონალური სერვისები გვთავაზობენ დასუფთავების ყოვლისმომცველ მიდგომას. გენერალური დალაგება პროფესიონალების მხირდან მოიცავს სრული სივრცის ღრმა წმენდას, მტვრის მოშორებას, ზედაპირების გაწმენდას,  ავეჯის გასუფთავებას, ჩამჯდარი ჭუჭყის, ლაქებისა და ცხიმის მოშორებას, ფანჯრების წმენდას და  ნივთების ორგანიზებას. 

4. ჯანმრთელობის სარგებელი: რეგულარული პროფესიონალური დასუფთავება ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას მტვრის, ალერგენების და პათოგენების არსებობის შემცირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიის, ასთმის ან სხვა რესპირატორული დაავადებების  მქონე პირებისათვის.  

5. მორგებული სერვისები: პროფესიონალური დასუფთავების კომპანიები გთავაზობთ თქვენს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს.  არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ დამლაგებელი ერთჯერადად,  საათობრივად, დღიურად, ყოველვირეულად თუ მუდმივი საჭიროებისათვის. არ ხართ შეზღუდული სერვისებში, იქნება ეს სტანდარტული დალაგება,   გენერალური დალაგება, რემონტის შემდგომი დალაგება, შუშების წმენდა, სპეციალიზირებული მომსახურება,  საპირფარეშოსა და სამზარეულოს დასუფთავება, დაუთოვება, ნივთების დახარისხება თუ ქიმწმენდა.   დასუფთავების სერვისებს აქვთ მრავალფეროვანი მომსახურება ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად.
 
6. სიმშვიდე: იმის ცოდნა, რომ თქვენს სივრცეს პროფესიონალები ასუფთავებენ, გიხსნით ზედმეტ ტვირთს და განიჭებთ სიმშვიდეს.  შეგიძლიათ დატკბეთ მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოთი და სასურველი შედეგით, ისიამოვნოთ სრულყოფილად სუფთა და კომფორტული სივრცით.  
სტანდარტული და გენერალური დალაგება აუცილებელი პროცესია სუფთა, ორგანიზებული და ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად ნებისმიერ სივრცეში, იქნება ეს სახლი, აგარაკი თუ ოფისი. სისუფთავის შენარჩუნება არის რთული და შრომატევადი პროცესი, პროფესიონალური დასუფთავების სერვისები კი გვთავაზობენ მათ  ეფექტურ გადაწყვეტას. გამოცდილებისა და საჭირო ატრიბუტების  გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უნაკლო და კარგად ორგანიზებული სივრცე მოკლე დროში. პროფესიონალურ დასუფთავებაში ინვესტიცია არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი გარემოს სისუფთავეს და ჰიგიენას, საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და აიმაღლოთ განწყობა თქვენი კეთილმოწყობილი სივრცით.

მსგავსი ძიებები

hash
დალაგება 14 განცხადება
arrow right
hash
რემონტის შემდგომი დალაგება 15 განცხადება
arrow right
hash
დასუფთავება 16 განცხადება
arrow right
hash
სადარბაზოს დალაგება 11 განცხადება
arrow right
hash
სახლის დალაგება 14 განცხადება
arrow right
hash
სასტუმროს დალაგება 12 განცხადება
arrow right
hash
ვიტრაჟების წმენდა 10 განცხადება
arrow right
hash
ფანჯრების წმენდა 11 განცხადება
arrow right
hash
ბინების დასუფთავება 15 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი ოფისში 15 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი დილის საათებში 13 განცხადება
arrow right
hash
დალაგება დღიურად 15 განცხადება
arrow right
hash
ერთჯერადი დალაგება 14 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი ქუთაისში 0 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი თბილისში 14 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი ბათუმში 1 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი გორში 0 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი რუსთავში 0 განცხადება
arrow right
hash
სახლის დასუფთავება 15 განცხადება
arrow right

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ვისარგებლო დალაგების სერვისებით?

ვებგვერდზე დასუფთავების სერვისების და დამლაგებლების მრავალფეროვანი შეთავაზებებია მოცემული.  შეარჩიეთ დალაგების სასურველი შეთავაზება ვებგვერდზე, დაუკავშირდით მის ავტორს მითითებულ ნომერზე და შეათანხმეთ მომსახურების პირობები.

როგორ ხდება გადახდა?

თანხას უხდით კონკრეტულად იმ სპეციალისტს, რომელისგანაც გადაწყვეტთ მომსახურების მიღებას. გადახდა შესაძლებელია როგორც უნაღდო ანგარიშწორებით, ასევე გადარიცხვითაც.  მომსახურების პირობები და გადახდის მეთოდები უმჯობესია დააზუსტოთ წინასწარ.

რა შედის გენერალური დალაგების მომსახურებაში?

გენერალური დალაგება ძირითადად გულისხმობს სივრცის უფრო ძირფესვიან და ღრმა დასუფთავებას, რომელსაც რეგულარული ყოველდღიური დალაგება ვერ უმკლავდება. ამ სერვისით ხშირად სარგებლობენ როდესაც სჭირდებათ სივრცის ღრმა დასუფთავება ან რემონტის შემდგომ სივრცის მოსაწესრიგება.  გენერალური და რემონტის შემდგომი დალაგების ფასი ძირითადად უფრო მაღალია ვიდრე სტანდარტული დალაგებისას.

​ სად შემიძლია მომსახურების მიღება?

მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით.  დასუფთავების სერვისები და დამლაგებლები სხვადასხვა ქალაქებიდან აქვეყნებენ შეთავაზებებს.  გაფილტრეთ სასურველი ქალაქი ვებგევრდზე და გაეცანით აქტიურ შეთავაზებებს.