ტვირთის გადაზიდვა

მარტივად, რომ ავხსნათ ტვირთის გადაზიდვა გულისხმობს სხვადასხვა სახის ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას.
არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ტვირთზეა საუბარი, იქნება ეს პირადი ნივთები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ სამშენებლო მასალები.
ნებისმიერ შემთხვევაში მათი ტრასპორტირებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ტვირთის გადაზიდვის სერვისი.
ჩვენს ვებგვერდზე სხვადასხვა კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ განთავსებულია განცხადებები ტვირთის გადაზიდვის შესახებ. 
თუ გჭირდებათ:
და სხვა ამ ტიპის მომსახურებები, Servisebi.ge-ზე საძიებო ველში მიუთითეთ შესაბამისი სერვისის დასახელება, გადაავლეთ თვალი ძიების შედეგებს და დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდით შერჩეული განცხადების ავტორს.

ტვირთის გადაზიდვის სერვისი

ტვირთის გადაზიდვის სერვისი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი მომსახურებაა, როგორც პირადი მიზნებისთვის, ასევე ბიზნესს საქმიანობისთვისაც.
საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის შეცვლისას, როცა სხვა მრავალი საკითხის მოგვარებაზეც ვართ პასუხისმგებელი, ჩალაგებისა და ნივთების გადატანის პროცედურა შესაძლოა საკმაოდ რთულ გამოწვევად გვექცეს.

მაგალითად: ჯერ ნივთები სათანადოდ უნდა შევფუთოთ და დავახარისხოთ, რათა ტრანსპორტირებისას არ დაგვიზიანდეს, შემდეგ ვიპოვოთ ჩვენი ტვირთის მოცულობის და სიმძიმის გათვალისწინებით ავტომობილი, ხოლო თუ დამოუკიდებლად ვერ ვახერხებთ სიმძიმეების აწევას, ამ შემთხვევაში ტრანსპორტზე დატვირთვისას მუშახელიც დაგვჭირდება, რომელთა მოძიებაც საკმაოდ ჭირს და საბოლოოდ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ პრობლემად გადაიქცევა ხოლმე.
საუკეთესო ალტერნატივაა გადაზიდვა მიანდოთ საქმის პროფესიონალებს, რომლებიც ნებისმიერ ტვირთს უპრობლემოდ გადაიტანენ სასურველ უბანში, ქალაქში თუ ქალაქგარეთ ლოკაციებზე.
ტვირთის/სამშენებლო მასალების გადაზიდვის სერვისი საქართველოს მაშტაბით
ტვირთის/სამშენებლო მასალების გადაზიდვის სერვისი საქართველოს მაშტაბით
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გთავაზობთ ნებისმიერი ტვირთის გადაზიდვას, დაზიანების გარეშე. გვყავს პატარა ტვირთის გადაზიდვისთვის მინივენეი საკმაოდ ტევადი. ასევე გვყავს მუშები, რომლებიც მოგემსახურებიან უმაღლეს დონეზე. დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე.

ტვირთის გადაზიდვა ავეჯის გადატანა პიანინოს გადატანა გადაზიდვის სერვისი avejis gadazidva ავეჯის გადაზიდვა რუსთავში ავეჯის გადაზიდვა ვარკეთილი ავეჯის გადაზიდვა გლდანში ავეჯის გადაზიდვა თბილისი ავეჯის გადაზიდვა იაფად ავეჯის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით ავეჯის გადაზიდვა 24 საათი ავეჯის გადაზიდვა ბათუმი

მომხმარებლის შეფასებები

ტვირთისა და ავეჯის გადატანა სურათი
ტვირთისა და ავეჯის გადატანა
ირაკლი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-10-05 08:02:49

ძალიან პასუხისმგებლიანი გულიანი პუნქტუალური პიროვნება, არ ინანებთ

ავეჯის და სხვა ტვირთის გადაზიდვა სურათი
ავეჯის და სხვა ტვირთის გადაზიდვა
ნათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-09-30 19:27:13

კმაყოფილი ვარ უმაღლესი მომსახურეობით, მოწესრიგებული და სუფთა მანქანა.რეკომენდაციას ვუწევ სოსოს

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა სურათი
ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა
თეონა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-09-12 17:10:43

ძალიან კარგი ადამიანი და შრომისმოყვარე ბიჭია დავითი ჩემგან მაღალი შეფასება

ავეჯის გადაზიდვის სერვისი სურათი
ავეჯის გადაზიდვის სერვისი
ლექსო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-19 11:53:43

დიდ რეკომენდაციას უწევ ამ ბიჭებს სწრაფად მოვიდნენ და მომსახურეობა იყო ხარისხიანი დიდი მადლობა მათ და წარმატებები

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა სურათი
ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა
Levani
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-08 22:22:54

მადლობა დავითს სწრაფი და ხარისხიანი მომსახურეობისთვის რეკომენდაცია ჩემგან ამ ბიჭს

ავეჯის გადაზიდვის სერვისი სურათი
ავეჯის გადაზიდვის სერვისი
დავითი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-08 18:08:01

თბილისიდან სოფელში წავიღე ტვირთი. სწრაფად ხარისხიანად არც მიგნება გასჭირვებიათ.

​ტვირთის გადაზიდვის სერვისი - ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოგწევიათ ნივთების გადატანა ერთი მისამართიდან მეორეზე, იქნებოდა ეს მაღაზიაში შეძენილი ახალი ავეჯი თუ ტექნიკა, სამშენებლო მასალები თუ რემონტის დროს  დაგროვილი ნაგვის გატანა და ზუსტად იცით, თუ რაოდენ შრომატევადია ეს პროცესი.
ტვირთის გადაზიდვა, გარდა ფიზიკური ჩართულობისა, მოითხოვს საკმაოდ დიდ გონებრივ რესურსსაც, რაც გულისხმობს  ყოველი ეტაპის ზუსტად დაგეგმვსა და და შესრულებას ნივთის ჩალაგება-შეფუთვიდან დაწყებული, მისი ტრანსპორტირებით დამთავრებული. 
უნდა გავითვალისწინოთ ისეთი დეტალები, როგორიცაა მარშრუტის დაგეგმვა, სწორი სატრანსპორტო საშუალების შერჩევა, გამოცდილი დამხმარე პერსონალის შერჩევა და ა.შ. გადაბარგების ქაოსთან ერთად კი, ამ ყოველივეს გათვლა საკმაოდ რთულია, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ  საქმეს თქვენს ნაცვლად სხვები გააკეთებენ, რომელთაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და ყველა საჭირო რესურსი ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვისთვის.

პლატფორმა Servisebi.ge საშუალებას გაძლევთ დროისა და  ენერგიის მაქსიმალური დაზოგვით, სახლიდან გაუსვლელად, თქვენივე კომპიუტერიდან ან მობილურიდან იპოვოთ ნივთების გადასაზიდად საჭირო კომპანია თუ ფიზიკური პირი, რომლებიც ნივთის ზომა/მოცულობის  შესაბამისად შეგირჩევენ ტრანსპორტს და საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩართავენ გამოცდილ, დამხმარე მუშახელს.

მიზეზები თუ რატომ უნდა ისარგებლოთ ტვირთის გადაზიდვის სერვისით

ტვირთის დამოუკიდებლად გადაზიდვისას გასათვალისწინებელია ის რისკები, რაც ამ პროცედურას ახლავს.
თუ ამ საქმეში დიდი გამოცდილება არ გაქვთ, შესაძლოა ნივთები ტრანსპორტირებისას მათი არასწორი შეფუთვის გამო დააზიანოთ, ხოლო სიმძიმეების დატვირთვა-ჩამოტვრითვისას თავადაც დაზიანდეთ.
მაგალითად: თუ მძიმე საგანს ხელით, არასწორი მოძრაობით აწევთ, შესაძლოა ზიანი მიაყენოთ ხერხემლის ჯანმრთელობას.
მსგავს შეცდომებს ნაკლებად ან საერთოდ არ დაუშვებს პროფესიონალთა გუნდი და უზრუნველყოფენ, როგორც თქვენი, ასევე ნივთის უსაფრთხოებასაც.
ტვირთის გადაზიდვის სერვისს აქვს ასევე შემდეგი უპირატესობებიც: ერთიანობაში, ასე მათი სერვისის ფასი უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ვიდრე ის ხარჯები, რაც დამოუკიდებლად გადაზიდვისას მხოლოდ ორგანიზების ნაწილში დაგვჭირდებოდა.


Servisebi.ge-ზე განთავსებულია 100-ზე მეტი განცხადება, როგორც ინდივიდუალური გადამზიდველების, ასევე კომპანიების მხრიდან.
ტვირთის გადაზიდვის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი მდებარეობის მიხედვით.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი ?

ჩვენი პლატფორმიდან არ გაგიჭირდებათ ისეთი კომპანიისა თუ ფიზიკური პირის მოძიება,  ვინც დაგეხმარება პროცესის ორგანიზებაში.
მიმდინარედ, Servisebi.ge-ზე განთავსებულია განცხადებები მცირე, საშუალო და დიდი ზომის ტვირთების გადაზიდვის შესახებ. 

ოფისიდან მაქვს ნივთები გადასატანი, ამ შემთხვევაში შემიძლია ტვირთის გადაზიდვის სერვისი გამოვიყენო?

ტვირთის გადაზიდვა ოფისიდან ან ნებისმიერი სხვა ობიექტიდან შეგიძლიათ, სერვისი ხელმისაწვდომია, როგორც ფიზიკური პირების, ასევე ორგანიზაციებისთვისაც.
განცხადებებს ჩვენს პლატფორმაზე ნახავთ, ხოლო დამატებით დეტალებზე შემსრულებელ მხარეს გაესაუბრეთ და შემოგთავაზებენ თქვენზე მორგებულ პირობებს.

რა ტიპის ტრანსპორტი გამოიყენება გადაზიდვებისთვის?

ტრანსპორტის განსაზღვრა ტვირთის ზომისა და მოცულობის შესაბამისად ხდება. მცირე ზომის, მაქსიმუმ 300 კგ ნივთების გადატანა ფურგონის ან მინივენის ტიპის ავტომობილითაც შეგიძლიათ, ხოლო უფრო დიდისთვის სატვირთოს ტიპის მანქანა დაგჭირდებათ.
ამ დეტალებს გადამზიდი მხარე დაგიზუსტებთ, როცა ეცოდინებათ ინფორმაცია ტვირთის ჯამურ წონასა და ზომაზე.

რა ღირს ტვირთის გადაზიდვა?

ტვირთის გადაზიდვის ღირებულება სხვადასხვა ფაქტორთა ერთობლიობით განისაზღვრება, დამოკიდებულია მანძილსა და ტვირთის მოცულობაზე, ასევე რა რაოდენობის მუშახელი ასრულებს საქმეს და ა.შ
წინასწარ განსაზღვრა რთულია ამ დეტალების გარეშე, ზუსტ ფასს გადამზიდი გეტყვით, როცა ექნება სრულყოფილი ინფორმაცია თქვენგან.