მუყაოს(გიფსოკარდონი) და ბარისოლი(ფრანგული გასაჭიმი ჭერი) ხელოსნების განცხადებებს. რემონტისას აღარ დარდობენ კედლებისა და ჭერის ლესვასა თუ შეთეთრებაზე. თაბაშირმუყაოს გაკვრით ეს პრობლემა მარტივად გვარდება. ის გამოირჩევა თბოიზოლაციითაც. გიფსოკარდონი, ანუ თაბაშირმუყაოს უპირატესობა ისიცაა, რომ ზოგს ბევრ დროსა და თანხას. მისი დახმარებით ტიხრებიც მარტივად კეთდება ოთახებს შორის. თაბაშირმუყაოს მონტაჟისას ფილები სწორად უნდა ავარჩიოთ. ზუსტად უნდა იცოდეთ, კონკრეტულად, რა ფართზე გნებავთ გაკვრა; არის თუ არა ეს ადგილი ნესტიანი. როცა ისეთ ადგილას გვსურს მისი დაყენება, სადაც მაღალი ტემპერატურაა, მაშინ ცეცხლგამძლე ფილების ყიდვა მოგვიწევს. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდით, შემსრულებლებს.
ბათუმური, იგივე ფრანგული გასაჭიმი ჭერი დღეს ძალიან პოპულარულია. ბათუმთან რა კავშირი აქვს, ნამდვილად არ ვიცით, თუმცა ამბობენ, რომ ძალიან მოთხოვნადია ჩვენს ზღვისპირა ქალაქში. მისი უპირატესობა ისაა, რომ ზედაპირზე მარტივად მონტაჟდება. ფრანგული გასაჭიმი ჭერი დააყენეთ, თუ გსურთ მალე მორჩეთ ჭერის რემონტს. ჭერს ბზარები ეტყობა ან მისი ზედაპირი უსწორმასწოროა? მარტივად იფარება ამ საშუალებით. აქ ნახავთ პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება. სურათებზე ასახულია შემსრულებლების რეალური ნამუშევრები. ღირებულებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდით მათ განცხადებებზე მითითებულ ნომრებზე.