რამაზი არის ძალიან ყურადღებიანი და საქმის პროფესიონალი ადამიანი. ლისზე მაქვს სტენდი რომელიც იდეალურად გამიკეთა როგორც ში...
როგორც თქვა ისე გააკეთა,რა დროც თქვა უფრო ადრე მორჩა,აკეთებს ნახაზის მიხედვით,როგორც დახაზა ისე ააწყო.პუნქტუალური და ზრდ...
ძალიან ყოჩაღი ბიჭია, სწრაფად ასრულებს სხვა მოხელეებისგან განსხვავებით და ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი არის, დასაფასე...
ძალიან სწრაფად ხარისხიანად და ადეკვატურ ფასებში მუშაობენ დიდი რეკომენდაცია ჩემგან დაუკავშირდით
გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას საუკეთესო ოსტატთან! ჩემი სახლის გიფსო ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა – იდეალურად სწო...
ძალიან კარგი მომსახურეობა გაგვიწია . თანხა ადეკვატური . დროული სამუშაოების ჩაბარება და შედეგით კმაყოფილები ვართ
თაბაშირ მუყაოს ხელობის ფასი სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით გამოითვლება და ფიქსირებული არ არის, ღირებულება ანგარიშდება ფართის ანუ კვადრატული მეტრის მიხედვით.
ზუსტი ხარჯების დასადგენად გირჩევთ მიმართოთ თაბაშირ მუყაოს ხელოსანს, მათ მოძიებაში Servisebi.ge დაგეხმარებათ. ჩვენს საიტზე, მოძებნეთ სერვისი, გაფილტრეთ შეთავაზებები და დავუკავშირდით შერჩეულ შემსრულებელს, განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
ცეცხლგამძლე ფილები გამოიყენება ხანძრის რისკის შემცველ სივრცეებში, რადგან მათ აქვთ მაღალი ტემპერატურისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი და შეუძლიათ ცეცხლის ალის გავრცელების შეზღუდვა.
ძირითადად არის წითელი ან ვარდისფერი ფერის და ქართულ სამშებელო ბაზარზეც აქტიურად შეხვდებით.
უკარკასო მონტაჟის დროს თაბაშირ მუყაოს ფილები უშუალოდ კედლის ზედაპირზე ეკვრება წებოთი ან სპეციალური ქაფით,დამატებითი კონსტრუქციის გარეშე გარეშე.
კარკასული მონტაჟისას კი ჯერ იგება ლითონის ან ხის პროფილებისგან კარკასი, შემდეგ ამ კონსტრუქციაზე იკვრება თაბაშირ მუყაოს ფილები.
კარკასული მონტაჟის უპირატესობებია:
▶ კომუნიკაციების (სადენები, მილები) მარტივად დამალვა კონსტრუქციაში, რაც ესთეტიკურად უფრო მიმზიდველია.
▶ იძლევა მრავალფეროვანი დიზაინის შესაძლებლობებს, მათ შორის განათების მოწყობილობების ინტეგრირებას.
უკარკასო უფრო ბიუჯეტური მეთოდია, თუმცა არანაკლებ შრომატევადი:
სჭირდება
▶ ზედაპირის მომზადება - საჭიროა კედლების/ჭერის გასუფთავება ძველი საღებავის, ჭუჭყის და სხვა ნარჩენებისგან. ზედაპირი უნდა იყოს სწორი, დაბზარულის შემთხვევაში საჭიროა ბზარების გასწორება.
▶ ფილის მყარი დაფიქსირება სწორი მიმართულებით
რაც მოითხოვს შესაბამის გამოცდილებასა და უნარებს.
უპირატესობებია: კარგი თერმოიზოლაციის უნარი, ფილების ასე თუ ისე მრავალფეროვანი არჩევანი, საიმედოობა, ეკოლოგიურად სუფთა მასალა და ხანგრძლივად გამოყენების ვადა.