ინტერიერის დიზაინი ხელოვნების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ერთობლიობაა. სივრცის ფორმების, ტექსტურის ფერის, განათების ფორმების და სხვადასხვა დეტალების დამატებით მიიღწევა ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც მაქსიმალურად ემსახურება ადამიანისთვის კომფორტის შექმნას. არსებობს სხვადასხვა სივრცის და სტილის ინტერიერის დიზაინი, მათ შორის:
საცხოვრებელი
სახლის ან ბინის ინტერიერის დიზაინი
კომერციული ფართის ან შენობის დიზაინი;
სადღესასწაულო ან
გასართობი სივრცის ინტერიერის დიზაინი;
ინტერიერის დიზაინი არ მოიცავს მხოლოდ ჰარმონიული და მყუდრო გარემოს შექმნას. ის აერთიანებს ფუნქციურ და პრაქტიკულ დეტალებსაც, რაც უფრო ამარტივებს ცხოვრების სტილს და ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობას.
ბინის დიზაინი ინტერიერში აერთიანებს ისეთ დეტალებს, როგორიცაა:
- სწორად შერჩეული ფერი, როგორც ავეჯის ისე კედლების და იატაკის შემთხვევაში;
- განათების სწორად შერჩევა და იმის განსაზღვრა თუ სად რა ტიპის განათების გამოყენებაა ეფექტური;
- მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული ავეჯის და სხვა საჭირო დეტალების შემოტანა დიზაინში, რაც ამარტივებს ადამიანებისთვის ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობებს;
ვინ არის ინტერიერის დიზაინერი ?
ინტერიერის დიზაინერი არის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სივრცის კონცეფციის შექმნას, მის ანალიზს და ეფექტურ დაგეგმვას. ინტერიერის დიზაინერი უნდა იყოს კრეატიული და ითვალისწინებდეს მომხმარებლის მოთხოვნებს ინდივიდუალურად. ინტერიერის დიზაინერი გეხმარებათ სწორად მოახდინოთ თქვენი შიდა და გარე სივრცის ე.წ
ექსტერიერის დიზაინის შექმნა.
ინტერიერის დიზაინერი უძღვება ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა:
- ბინის, სახლის ან სხვა სასურველი სივრცის ინტერიერის აზომვითი ნახაზების და რენდერების შექმნა და კონცეფციის განსაზღვრა;
- ფერების შერჩევა, როგორც კედლებისთვის ისე ავეჯის და აქსესუარებისთვის ;
- განათების შერჩევა და სტილის განსაზღვრა თუ რომელი განათების ტიპი იქნება ინტერიერში უკეთესი;
- სხვადასხვა კონკრეტული ოთახის ან სივრცის დიზაინის შექმნა, მაგალითად ზალის დიზაინი;
- სარემონტო პროცესის ზედამხედველობა და მუდმივი კომუნიკაცია ხელოსნებთან, დამკვეთთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ ინტერიერის დიზაინში ?
- იქამდე სანამ, ბინის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებთ ან შეუდგებით უკვე არსებული მზა ინტერიერის დიზაინის გამოყენება, უმჯობესია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
- მოახდინეთ სივრცის გეგმარება და აზომვითი სამუშაოების ჩატარება. ეს დაგეხმარებათ რომ წარმოიდგინოთ სივრცის მოცულობა და კიდევ უფრო დეტალურად განსაზღვროთ ტექნიკური მახასიათებელი, ბინის გეგმარება და ყველა საჭირო დეტალი.
- განსაზღვრეთ თუ რა საჭიროებით უნდა გამოიყენოთ სივრცე. იქნება ეს საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული თუ სხვა ტიპის. ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ მარტივად შექმნათ თქვენზე მორგებული ჰარმონიული გარემო;
- მოახდინეთ ავეჯის განლაგების გეგმის შედგენა. განსაზღვრეთ სტილი, მასალა და ავეჯის ფუნქციურობა. თუ თქვენი სივრცე მცირე ზომისაა უმჯობესია, გამოიყენოთ ფუნქციური ავეჯი;
- მიჰყევით საერთო გეგმას და ნუ ეცდებით რაიმე კონკრეტულ ფერს ან დეტალს მოარგოთ მთლიანი ბინის დიზაინი.
- შეიძინეთ ის აქსესუარები და დეტალები, რაც გჭირდებათ იყენებთ და ნუ გადატვირთავთ თქვენს სივრცეს, ყველა ლამაზი დეკორატიული ნივთით თუ აქსესუარით.
- და ბოლოს, ნუ ეცდებით სხვისი დიზაინის ისე დაკოპირებას, რომ არ მოარგოთ ის თქვენს სურვილებს და საჭიროებებს.
გახსოვდეთ, რომ ინტერიერის დიზაინი იქნება ეს ბინის,
აივნის თუ სხვა სივრცის, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ერგებოდეს თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად და ხდიდეს მის გარემოს უფრო ჰარმონიულს და მყუდროს.