Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ფსიქოლოგი სპეც პედაგოგი

ფსიქოლოგი
ფსიქოლოგი

ვარ ფსიქოლოგი და შემიძლია ბავშვებთან ინდივიდუალური და თერაპიული სესიების ჩატარება. ჩემს მუშაობაში მთავარი მიზანია თითოეული ბავშვის პოტენციალის აღმოჩენა, მისი ძლიერი მხარეების წინ წამოწევა და ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერა. ვმუშაობ ინდივიდუალური მიდგომით, თითოეული ბავშვის საჭიროებებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. სესიების ფარგლებში ვმუშაობ: მოტივაციის ამაღლებაზე; თვითშეფასების გაძლიერებაზე; ძლიერი მხარეების აღმოჩენასა და განვითარებაზე; ემოციური სირთულეების გადალახვაზე; პიროვნული უნარების განვითარებაზე; ჩემთვის მნიშვნელოვანია ბავშვთან უსაფრთხო, მხარდამჭერი და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა, სადაც ის თავისუფლად გამოხატავს საკუთარ თავს და იგრძნობს თავს კომფორტულად. ? სესიები შესაძლებელია როგორც ჩემს სივრცეში, ასევე ადგილზე მისვლით (სახლში). ? დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით პირადში.

ფსიქოლოგი
ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი-კონსულტანტი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი, არტთერაპევტი. 5+ წლიანი გამოცდილება, ვმუშაობ ონლაინ და კაბინეტში (თბილისი, რუსთაველის მეტროსთან). • რაში შემიძლია დაგეხმარო: ხანგრძლივი გადაულახავი პრობლემა, ყოველდღიური შიშები და შფოთვები, რომანტიული ურთიერთობების სირთულეები, გადაწვის განცდა, პროკრასტინაცია, მარტოობის შეგრძნება, დაბალი თვითშეფასება, კონფლიქტები ოჯახში, ბავშვის/მოზარდის აღზრის სირთულეები, ასაკობრივი კრიზისები და სხვ. • შეხვედრებზე ვსაუბრობთ შენს გულის ტკივილზე, გაძლევ საშინაო დავალებებს, ვიყენებთ თანამედროვე მუშა ტექნიკებს, გეხმარები ახალი უნარების ათვისებაში და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. • ქართულად და რუსულად. • ინდივიდუალური სესიები, წყვილებთან მუშაობა, ოჯახური თერაპია. "მე მჯერა შენი და შენს გვერდით ვარ, რომ შენც დაიჯერო შენი თავის"

video icon სერტიფიკატი
ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგიური დახმარება

ნინო მინდორაშვილი არის ფსიქოლოგი და გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, რომელიც პაციენტებს ეხმარება ემოციური სირთულეების, სტრესისა და პიროვნული განვითარების საკითხების გააზრებასა და დაძლევაში. იგი აქტიურად ეწევა როგორც კერძო პრაქტიკას, ასევე მონაწილეობს მედია სივრცეში, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობასა და ყოველდღიური გამოწვევების მართვაზე საუბრობს. მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და პროფესიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

ფსიქოლოგი ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოლოგის მომსახურება
ფსიქოლოგის მომსახურება
ფსიქოლოგის მომსახურება

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც ეხმარება ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს სხვადასხვა ემოციური და ფსიქოლოგიური სირთულის დაძლევაში. წლების განმავლობაში მუშაობს სახელმწიფო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე კრიზისულ შემთხვევებსა და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მიმართულებით. კონსულტაციებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შექმნას, თითოეული ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებასა და ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.ბინაზე მისვლით, ისანი-ვარკეთილის ტერიტორია

ფსიქოლოგი ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოლოგის მომსახურება
ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა
ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

მოგესალმებით, მე ვარ კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ასევე სუპერვიზანტი გეშტალტ თერაპევტი. ვეხმარები ადამიანებს ისეთი გამოწვევების დაძლევაში, როგორიცაა სტრესი, შფოთვა, დეპრესია და ურთიერთობის სირთულეები. სესიებს ვატარებ როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური მიღების ფორმატში. კონსულტაციები შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე, რაც გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ პროფესიული დახმარება თქვენთვის კომფორტულ გარემოში. პირველი გაცნობითი სესია არის 30-წუთიანი და უფასო. ეს შეხვედრა დაგვეხმარება განვსაზღვროთ თქვენი საჭიროებები და თანამშრომლობის სამომავლო გზები. ძირითადი თერაპიული სესიის ხანგრძლივობა კი 50 წუთია. დამატებითი კითხვებისთვის ან სესიაზე ჩასაწერად, გთხოვთ, დამიკავშირდეთ WhatsApp-ის მეშვეობით.

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
ფსიქოლოგი ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოლოგის მომსახურება
ფსიქოლოგის კონსულტაცია
ფსიქოლოგის კონსულტაცია
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 15 შეფასება

- როცა პანიკური შეტევა ცხოვრებას გიკონტროლებს… - როცა შიში არ გაძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას… - როცა ურთიერთობა აღარ გიხარია და თქვენი თანაცხოვრება მხოლოდ დაძაბულობაა… - როცა მოზარდის ქცევა გაშინებს და არ იცი როგორ დაეხმარო… ამ ყველაფერთან მარტო დარჩენა არ არის აუცილებელი. ✅️ ვარ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფსიქოლოგი. მზად ვარ მოგისმინო და დაგეხმარო პრობლემის მოგვარებაში. ვმუშაობ შფოთვასთან, პანიკურ შეტევებთან, შიშებთან, თვითშეფასების პრობლემებთან. ასევე ვმუშაობ წყვილებთან და მოზარდებთან. ✅️ ერთად ჩვენ შევძლებთ შენი ცხოვრების რეალურად შეცვლას. ✅️ თუ გრძნობ, რომ დროა დაიწყო საკუთარ თავზე ზრუნვა და დაიბრუნო შინაგანი სიმშვიდე — დამირეკე, გავისაუბროთ და ჩავნიშნოთ შეხვედრის თარიღი. პირველი ნაბიჯი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!

ფსიქოლოგი ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოლოგის მომსახურება
ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგიური დახმარება

გივი მაზმიშვილი არის ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც მრავალწლიანი პრაქტიკის ფარგლებში ეხმარება პაციენტებს ემოციური, ფსიქოლოგიური და ფსიქოსომატური სირთულეების მართვაში. მუშაობს ინდივიდუალური მიდგომით და კონსულტაციებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის შინაგანი რესურსების გააქტიურებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მისი პრაქტიკა მოიცავს შფოთვით მდგომარეობებთან, სტრესთან, სხვადასხვა მავნე ჩვევებთან და ფსიქოლოგიურ გამოწვევებთან მუშაობას, ასევე სპორტსმენების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.

ფსიქოლოგი ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოლოგის მომსახურება
ფსიქოლოგის მომსახურება
ფსიქოლოგის მომსახურება

მაგდა კოტრიკაძე არის გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ტრენერი და ასოცირებული პროფესორი, რომელიც მუშაობს პიროვნული განვითარების, თვითშემეცნებისა და ემოციური კეთილდღეობის მიმართულებით. მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, აკადემიური საქმიანობა და ტრენერული პრაქტიკა მას საშუალებას აძლევს, თითოეულ ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომით იმუშაოს. იგი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალურ პროექტებში, ასევე მონაწილეობს კვლევით საქმიანობაში, რაც მის პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე მიდგომების გამოყენებას უწყობს ხელს. კონსულტაციების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, უსაფრთხო გარემოსა და ადამიანის პიროვნული რესურსების გაძლიერებას.

ფსიქოლოგი ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოლოგის მომსახურება
ფსიქოლოგის მომსახურება
ფსიქოლოგის მომსახურება

ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც ინდივიდუალური მიდგომით ეხმარება ადამიანებს ემოციური სირთულეების, შფოთვის, სტრესის, ურთიერთობებთან დაკავშირებული გამოწვევებისა და პიროვნული განვითარების საკითხების გააზრებასა და დაძლევაში. კონსულტაციებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უსაფრთხო, ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისუფლად ისაუბროს საკუთარ განცდებსა და გამოცდილებაზე. მუშაობის მიზანია, ხელი შეუწყოს შინაგანი რესურსების აღმოჩენას, ემოციური კეთილდღეობის გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ფსიქოლოგი ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოლოგის მომსახურება