Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ავეჯის ქიმწმენდა

ავეჯის ქიმწმენდა, როგორც ქიმიური ისე სხვა საშუალებებით რბილ ავეჯს აშორებს ზედმეტ მტვერს, ჭუჭყს, ლაქებს, უსიამოვნო სუნს და უნარჩუნებს პირვანდელ იერსახეს. არსებობს სხვადასხვა ტიპის ავეჯის ქიმწმენდა, მათ შორის: სველი, მშრალი და ორთქლის. იმაზე თუ რომელი ტიპის ქიმწმენდას გამოიყენებთ დამოკიდებულია ავეჯის ქსოვილზე, არსებულ ლაქებზე, ჭუჭყსა და მტვერზე. ავეჯის ქიმწმენდის დროს მნიშნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ავეჯი მუშავდება ანტიბაქტერიული და ანტიალერგიული ხსნარით. ეს პროცესი, ასევე აშორებს ავეჯს შინაური ცხოველის ბეწვს, აქრობს არასასიამოვნო სუნს და აშორებს ჩამჯდარ ლაქებს. 
პრემიუმი
რბილი ავეჯის ქიმწმენდა ორთქლით
pin თბილისი
რბილი ავეჯის ქიმწმენდა ორთქლით

რატომ უნდა აირჩიოთ ჩემი სერვისი? მინიმუმ 3 მიზეზის გამო: 1) არ ვიყენებ ძლიერ და მავნე ქიმიურ ხსნარებს, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს. ლაქების მოსაშორებლად ვიყენებ თანამედროვე Kärcher ორთქლის გამწმენდს, რომელიც თბება 150 გრადუსამდე, აშორებს ღრმა ლაქებს და ანადგურებს ყველა სახის ბაქტერიას, მხოლოდ წყლის გამოყენებით, სრულიად უსაფრთხოა. ფოტო გალერეა შეგიძლიათ ნახოთ ჩემს პროფილში. 2) არ ვიყენებ იაფფასიან ჩოთქებს, რომლებსაც შეუძლიათ ავეჯის ზედაპირის დაზიანება. 3) ავეჯს ვწმენდ არამხოლოდ ზედაპირულად, არამედ იმ დეტალებშიც, სადაც ყველაზე მეტი მტვერია, რომლის შესახებაც მომხმარებელმა შეიძლება არც იცოდეს. კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!

profile avatar
სუფთა სივრცე
star icon 5.0 (2)
video icon 6
პრემიუმი
ქიმწმენდის აპარატის გაქირავება
pin თბილისი
ქიმწმენდის აპარატის გაქირავება

ქირავდება ქიმწმენდის აპარატი, ადგილზე მიტანის სერვისსით. ფასი: 4სთ- 50₾ 24სთ-80₾ შეგიძლიათ გაწმინდოთ: ✅ რბილი ავეჯი ✅ სავარძლები ✅ სკამები ✅ მატრასები/ლეიბები ✅ რბილი იატაკი ✅ ხალიჩები ✅ მანქანის სალონი აპარატს ამოყავს სიღრმისეულად ჭუჭყი, მიკრობები, მტვერი და ლაქები. რბილ ავეჯს უტარდება სრული დეზინფექცია. წმენდა ხდება ანტიალერგიული, ხსნარებით ✅ რომელიც უსაფრთხოა ცხოველებისთვის და ბავშვებისთვის ✅ არ აუხეშებს მატერიას, არ ტოვებს უსიამოვნო სუნს. ასევე გვაქვს მომსახურების სერვისიც! ჩვენი პროფესიონალთა გუნდა თავად გაწმინდავს თქვენს რბილ ავეჯს. რბილი ავეჯის ქიმწმენდა / ავტომობილის ქიმწმენდა / რბილი ავეჯის ქიმწმენდის აპარატის გაქირავება / ორთქლის აპარატის გაქირავება / მანქანის ქიმწმენდა / ავეჯის ორთქლით წმენდა .

profile avatar
ქიმწმენდის აპარატი
star icon 5.0 (8)
video icon 2
პრო
Kärcher Puzzi 10/1 ქიმწმენდის აპარატი ქირით
Kärcher Puzzi 10/1 ქიმწმენდის აპარატი ქირით

პროფესიონალური Kärcher-ის ტექნიკის ქირაობა — CLEANPRO GEORGIA. ქირავდება პროფესიონალური Kärcher Puzzi 10/1 ქიმწმენდის აპარატი. აპარატი განკუთვნილია რბილი ავეჯის, დივნის, ხალიჩის, მატრასის, სკამების, სავარძლებისა და ავტომობილის სალონის ღრმა წმენდისთვის. შეგიძლიათ თავად ჩაატაროთ ქიმწმენდა და დაზოგოთ პროფესიონალური მომსახურების ხარჯი. ქირაობის ფასი: 4 საათი — 40 ლარი 24 საათი — 70 ლარი ქირაობას მოყვება ქიმწმენდის ფხვნილის 1 პაკეტი. შესაძლებელია ტექნიკის მიტანა ცენტრალურ უბნებში. გამოსაყენებელი მიმართულებები: - დივნისა და რბილი ავეჯის წმენდა - ხალიჩისა და ნოხის წმენდა - მატრასის წმენდა - სკამებისა და სავარძლების წმენდა - ავტომობილის სალონის ქიმწმენდა - სხვადასხვა ქსოვილის ზედაპირის წმენდა თუ არ გსურთ სამუშაოს თავად შესრულება, შესაძლებელია ქიმწმენდის მომსახურების ადგილზე შესრულებაც, წინასწარი შეთანხმებით.

star icon 5.0 (5)

ავეჯის ქიმწმენდა გამოძახებით

ავეჯის ქიმწმენდა გამოძახებით, არის სპეციალისტის მომსახურება, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველ ადგილზე და დროს გამოიძახოთ პროფესიონალი, ვინც დაგეხმარებათ სხვადასხვა ტიპის ავეჯის ქიმწმენდის პროცესში. ეს სერვისი მოიცავს:
რბილი ავეჯის;
სკამების;
დივნების;
პუფების;
მატრასების;
საწოლების;
რბილი იატაკის;
სავარძლების;
დეკორატიული ბალიშების და ხალიჩების ქიმწმენდას.
ავეჯის ქიმწმენდა გამოძახებით, განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან არ გიწევთ თქვენი ავეჯის გადატანა სხვა ადგილას, ხსნარების და საჭირო ტექნიკის შეძენა. ავეჯის ქიმწნედა მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას და გამოცდილებას, რადგან სხვადასხვა ტიპის ლაქებს საჭიროა განსხვავებული მეთოდით ვებრძოლოთ. შესაბამისად, ავეჯის ქიმწმენდა გამოძახებით, ზოგავს თქვენს დროს, ბიუჯეტს და უზრუნველყოფს სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას. 
ქიმწმენდის და ორთქლის აპარატის გაქირავება
ქიმწმენდის და ორთქლის აპარატის გაქირავება

ქირავდება ქიმწმენდის აპარატი გერმანული წარმოების. გამოიყენება სახლის პირობებში ხალიჩების და დივნების, ასევე ავტომობილის სალონის ქიმწმენდისათვის. არის ძალიან ეფექტური. ფასი - 24 საათი 70 ლარი, რომელშიც შედის მიტანის სერვისი. თქვენი ტრანსპორტირების შემთხვევაში ფასი იქნება 60 ლარი. საჩუქრად მოყვება 1 ლიტრი ხსნარი. გვაქვს ასევე კერხერის ფირმის ორთქლის აპარატი, რომელიც გამოიყენება სახლის პირობებში ნებისმიერი მყარი ზედაპირის (კაფელი, მეტლახი, პარკეტი, შუშა და ა.შ.) დასამუშავებლად. აშორებს დაგროვებულ ნადებს და ჟანგებს. მოყვება კერხერის ფირმის მინების საწმენდი აპარატი უფასოდ. ფასი - 24 საათი 80 ლარი, რომელშიც შედის მიტანის სერვისი. თქვენი ტრანსპორტირების შემთხვევაში ფასი იქნება 60 ლარი.

რბილი ავეჯის ქიმწმენდა
რბილი ავეჯის ქიმწმენდა

ვმუშაობთ კერხერის პროფესიონალური აპარატით: ✅ რბილი ავეჯის, მარტრასების, ხალიჩებისა და სკამების წმენდა ხარისხიანად; ✅ დივანი, კუთხე სავარძელი; ✅ ანტიალერგიული ხსნარით; ✅ აქრობს არასასიამოვნო სუნს და იწმინდება ცხოველის ბეწვისგან; ✅ რბილი ავეჯი; ✅ სავარძლები; ✅ სკამები; ✅ მატრასები/ პუფები; ✅ რბილი იატაკი; ✅ ხალიჩები; ✅ აპარატს ამოყავს სიღრმისეულად ჭუჭყი, მიკრობები, მტვერი და ლაქები. რბილ ავეჯს უტარდება სრული დეზინფექცია. წმენდა ხდება ანტიალერგიული, ხსნარებით, რომელიც უსაფრთხოა ცხოველებისთვის და ბავშვებისთვის; ✅ არ აუხეშებს მატერიას, და არ ტოვებს უსიამოვნო სუნს;

star icon 5.0 (2)
ქლინინგ რუსთავი
ქლინინგ რუსთავი

სისუფთავის სრული სერვისი თქვენს ქალაქში! ??? ქლინინგრუსთავი გთავაზობთ პროფესიონალური მომსახურების ყველაზე ფართო არჩევანს, ადგილზე გამოძახებით, ანდეთ საქმე პროფესიონალებს და ისიამოვნეთ იდეალური შედეგით: ✨ ჩვენი სერვისები: ?️ რბილი ავეჯის ქიმწმენდა (ადგილზე მომსახურებით): თუ თქვენი დივანი, სავარძელი ან ლეიბი ჩაჯდა, გაუჩნდა უსიამოვნო სუნი, ლაქები ან ბაქტერიები ?, ჩვენი გუნდი კერხერის უმაღლესი ხარისხის აპარატურითა და გერმანული, უსაფრთხო ქიმიკატებით დაუბრუნებს მათ პირვანდელ სახეს!. ?️ აპარატების გაქირავების სერვისი: გსურთ თავად იზრუნოთ სისუფთავეზე? გთავაზობთ წამყვანი ბრენდების (Kärcher) პროფესიონალური ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატების იჯარას ყველაზე ხელსაყრელი პირობებით! ? როგორ გაიგოთ ღირებულება? გადმოგვიგზავნეთ ავეჯის ფოტო/ვიდეო პირად შეტყობინებაში და ჩვენი ოპერატორი დეტალურად აგიხსნით მომსახურების პირობებსა და საუკეთესო ფასებს. ანდე შენი გარემოს სისუფთავე პროფესიონალებს! ❤️

მომხმარებლის შეფასებები

ქიმწმენდის მომსახურება სურათი
ქიმწმენდის მომსახურება
თემო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

ძალიან კმაყოფილი ვარ, დიდ რეკომენდაცის გავუწევ ქალბატონს. დივანი, სავარძელი და მატრასი ისე გაასუფთავეთ. დიდი მადლობა, წა...

ქიმწმენდის მომსახურება სურათი
ქიმწმენდის მომსახურება
ელენა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

მართლა ძან გამაოცა ამ ქალბატონმა ისე გულით აკეთეთებდა თავის საქმეს. ჩემი ავეჯი ისევ ახალოვითაა. წარმატებები ქალბატონო ლ...

ქიმწმენდის მომსახურება სურათი
ქიმწმენდის მომსახურება
ანასტასია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

რეკომენდაციას ვუწევ უმაგრეს ქალბატონ ლიკას, გამიპრიალა ავეჯი, მატრასი, დივანიი. წარმატებები თქვეენნ

რბილი ავეჯის ქიმწმენდა სურათი
რბილი ავეჯის ქიმწმენდა
შიკო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
7 თვის წინ

ძალიან კმაყოფილი ვარ მისი მომსახურებით რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის იყენებს საუკეთესო ხსნარებს

რბილი ავეჯის ქიმწმენდა სურათი
რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ქრისტინე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
8 თვის წინ

ვუწევ რეკომენდაციას თავის საქმე შეასრულა უმაღლეს დონეზე თავის საქმის პროფესიონალი

ავეჯის ქიმწმენდა სურათი
ავეჯის ქიმწმენდა
ხათუნა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
12 თვის წინ

კმაყოფილი ვარ და ვუწევ ნამდვილად რეკომენდაციას, სწრფად და ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოს

ავეჯის ქიმწმენდა ფასი - ყველა დეტალი ავეჯის ქიმწმენდის შესახებ

ავეჯის ქიმწმენდა, სხვადასხვა ქიმიური ან ჰიპოალერგიული საშუალებებით ავეჯს აშორებს ზედმეტ მტვერს, ჭუჭყს, ლაქებს, უსიამოვნო სუნს და უნარჩუნებს პირვანდელ იერსახეს. უმეტესად ტარდება ქიმწმენდა მშრალი, სველი ან ორთქლის მეთოდით. იმაზე თუ რომელი ტიპის ქიმწმენდას გამოიყენებთ დამოკიდებულია ავეჯის ქსოვილზე, არსებულ ლაქებზე, ჭუჭყსა და მტვერზე.  ავეჯის ქიმწმენდის გარდა შეგიძლიათ ქიმწმენდა ჩაუტაროთ თქვენს რბილ იატაკს, ორთქლით დაამუშაოთ ავეჯი და ისარგებლოთ სხვადასხვა ქალაქში, მაგალითად, თბილისსა და რუსთავში ქიმწმენდის სერვისით. 

რატომ უნდა ჩაუტარდეს ავეჯის ქიმწმენდა რეგულარულად ? 

ხშირ შემთხვევაში ჭუჭყი, მტვერი, ან ცხოველის ბეწვი მარტივად ჯდება ავეჯის კუთხეებში ან მის ქსოვილში. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის ალერგიის გამომწვევი მიკროორგანიზმები ან მტვრის ტკიპები დიდი ხნის განმავლობაში რჩება რბილ ავეჯზე. ამიტომ, საჭიროა ჩატარდეს ავეჯის ქიმწმენდა, რაც გარდა იმისა რომ თქვენს ავეჯს უბრუნებს პირვანდელ სახეს, ქმნის ჰარმონიულ და ჯანსაღ გარემოს. 

რას სერვისს მოიცავს ავეჯის ქიმწმენდა გამოძახებით ?

ავეჯის ქიმწმენდა გამოძახებით, არის სპეციალისტის მომსახურება, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველ ადგილზე და დროს გამოიძახოთ პროფესიონალი. ეს სერვისი მოიცავს: განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან არ გიწევთ თქვენი ავეჯის გადაზიდვა, სხვა ადგილას, ხსნარების და საჭირო ტექნიკის შეძენა.

რა ღირს ავეჯის ქიმწმენდა ?

ავეჯის ქიმწმენდის ფასი დამოკიდებულია, უშუალოდ, ავეჯის ტიპზე, ქსოვილზე და მის ზომაზე. ქვემოთ ჩამოთვლილია თითოეულის შემთხვევაში ქიმწმენდის საშუალო ფასები:
რა ღირს ავეჯის ქიმწმენდის აპარატის გაქირავება ?

საშუალო ფასები ქიმწმენდის აპარატის ქირაობის შემთხვევაში განისაზღვრება დროის მიხედვით: ავეჯის ქიმწმენდის ეს მეთოდი უფრო ბიუჯეტურია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში პროფესიონალის მომსახურება ქიმწმენდის აპარატის გაქირავების სერვისში არ შედის.

რას მოიცავს ორთქლის, იტალიური ტექნიკით ქიმწმენდა ?

ცხელი ორთქლის მაღალტექნოლოგიური იტალიური დანადგარების საშუალებით, შეიძლება ყველა ტიპის ქსოვილის რეცხვა და დეზინფექცია. ეს მეთოდი გამოირჩევა მომენტალურ შრობით და უზრუნველყოფს ქსოვილიდან ლაქების მოშორებას და სიღრმისეულ რეცხვას. ავეჯის ორთქლით ქიმწმენდის შემდგომ ქსოვილი შრება ერთ საათში. ეს მეთოდი ეფექტურია, როგორც ავეჯის, ისე მატრასების, ხალიჩების და სხვა რბილი ქსოვილების წმენდის დროს. 

რა დრო სჭირდება ავეჯის ქიმწმენდას ?

ავეჯის ქიმწმენდისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია, ავეჯის ტიპზე, მისი ზომაზე, ქსოვილზე და არსებულ ლაქებზე. 
  1. სკამების და მცირე ზომის ავეჯის ქიმწმენდა – გრძელდება 20-40 წუთი
  2. დივნის ან სავარძლის  წმენდა - გრძელდება 1-1,5 სთ, როცა საშუალო დონის გაწმენდა სჭირდება. ხოლო, თუ უფრო მეტად ჩამჯდარი ლაქებია მოსაშორებელი სჭირდება 2-3 სთ. 
  3. მატრასის ქიმწმენდა– ერთადგილიანი მატრასი 30-60 წუთში იწმინდება, ხოლო ორადგილიანის შემთხვევაში საჭიროა 1-2 სთ.  

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა ავეჯის ქიმწმენდა ხმაურიანი პროცესი ?

ავეჯის ქიმწმენდის აპარატს აქვს ისეთივე ხმაურის დონე, როგორიც თქვენს მტვერსასრუტს. 

იცვლება თუ არა ქსოვილის ფერი ავეჯის ქიმწმენდის შემდეგ ?

ქსოვილის ფერი უბრუნდება პირვანდელ იერსახეს, შესაბამისად ცვლილება მხოლოდ დადებითი კუთხით ხდება. 

რა დრო სჭირდება ქიმწმენდის შემდეგ ავეჯის გაშრობას ?

ავეჯის შრობის პროცესი ქიმწმენდის შემდეგ დამოკიდებულია ქსოვილზე, ტემპერატურაზე და ავეჯის ზომაზე. საშუალოდ, ამ პროცესს რბილი ავეჯის შემთხვევაში 2-5 საათი სჭირდება. 

რა უპირატესობა აქვს ავეჯის ქიმწმენდას გამოძახებით ?

ეს სერვისი დაგიზოგავთ დროს და ფულად რესურსს. ავეჯის ქიმწმენდა გამოძახებით შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ დროს და სასურველ ადგილზე. 

ავეჯის ქიმწმენდა, გამოძახების სერვისი და ყველა საჭირო დეტალი ავეჯის სისუფთავის შესანარჩუნებლად
ავეჯის ქიმწმენდა, გამოძახების სერვისი და ყველა საჭირო დეტალი ავეჯის სისუფთავის შესანარჩუნებლად
ავეჯი ინტერიერის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. სხვადასხვა ტიპის ავეჯი ქმნის კომფორტს, როგორც სახლში, ისე სამუშაო, გარე და საოფისე სივრ...
ყველას ნახვა