ფსიქოლოგი, ონლაინ კონსულტაციები
გთავაზობთ ფსიქოლოგის მომსახურებას, ონლაინ კონსულტაციები. საჭიროა წინასწარი დაჯავშნა.
გთავაზობთ ფსიქოლოგის მომსახურებას, ონლაინ კონსულტაციები. საჭიროა წინასწარი დაჯავშნა.
მაგდა კოტრიკაძე არის გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ტრენერი და ასოცირებული პროფესორი, რომელიც მუშაობს პიროვნული განვითარების, თვითშემეცნებისა და ემოციური კეთილდღეობის მიმართულებით. მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, აკადემიური საქმიანობა და ტრენერული პრაქტიკა მას საშუალებას აძლევს, თითოეულ ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომით იმუშაოს. იგი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალურ პროექტებში, ასევე მონაწილეობს კვლევით საქმიანობაში, რაც მის პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე მიდგომების გამოყენებას უწყობს ხელს. კონსულტაციების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, უსაფრთხო გარემოსა და ადამიანის პიროვნული რესურსების გაძლიერებას.
ლოგოპედ-ფსიქოლოგი, რომელიც ინდივიდუალური მიდგომით ეხმარება ბავშვებსა მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. კონსულტაციებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მხარდამჭერი და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რაც ეფექტური მუშაობის მნიშვნელოვანი საფუძველია.
მე თერაპევტი ვარ და შენი შვილი ჩემთვის არ არის უბრალოდ “პაციენტი” ან “ბენეფიციარი” შენი შვილი ჩემთვის არის უნიკალური პატარა ადამიანი – საკუთარი ინტერესებით, ტემპითა და შესაძლებლობებით. შენი შვილი ჩემთვის არის ნდობა – ნდობა, რომელსაც შენ, როგორც მშობელი, მიცხადებ. შენი შვილი ჩემთვის არის მომავალი – ნათელი და ძლიერი, მიუხედავად ყველა სირთულისა. შენი შვილი ჩემთვის არის პასუხისმგებლობა – დავიცვა, დავეხმარო, გავაძლიერო და მის გვერდით ვიდგე რთულ და ბედნიერ წუთებში. შენი შვილი ჩემთვის არის პარტნიორი – მასთან ერთად ვსწავლობ სიყვარულსა და მოთმინებას. მე მის გვერდით ვარ არა მხოლოდ როგორც სპეციალისტი, არამედ როგორც საიმედო პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს მის ღირსებას, უსაფრთხოებასა და არჩევანს. ყოველი მისი ღიმილი ჩემთვის იმედია. ყოველი ახალი სიტყვა – გამარჯვება. ყოველი პატარა ნაბიჯი – დიდი ზეიმი. მე ვარ თერაპევტი და ხშირად ჩემთვისაც რთულია… ზოგჯერ მეც ვიღლები,ზოგჯერ მეც მიპყრობს განცდა, რომ ნელია პროცესი. ზოგჯერ მეც მიჩნდება კითხვა – “ვარ კი საკმარისი?” მაგრამ მაშინ, როცა შენი შვილი მიყურებს – ვხვდები, რომ ყველა მცდელობას აქვს აზრი. მისი ყოველი სიტყვა ჩემთვისაც ისეთივე სიხარულია, როგორც შენთვის. მისი ღიმილი,ჩემს შრომას უფრო ღირებულს ხდის. მისი პატარა ნაბიჯები მახსენებს, რატომ ავირჩიე ეს გზა. მე ვარ თერაპევტი და შენი შვილი ჩემთვის არის მეტი, ვიდრე პროფესიული მოვალეობა. ონლაინ კონსულტაციისთვის და დამაებითი დეტალებისთვის , გთხოვთ დამიკავშირდეთ ნომერზე.
თუ კითხვაზე “როგორ ხარ”? შენი გულწრფელი პასუხი არ არის “კარგად ვარ”, - ამის მოგვარება შესაძლებელია ძალიან მარტივად. მოდი და თავად სცადე სწრაფი ტრანსფორმაციული თერაპიის ძალა. ინდივიდუალური შეხვედრის გარდა შესაძლებელია ჯგუფურ სეანსებზე დარეგისტრირებაც. გელოდები დიდი სიყვარულით!
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც ეხმარება ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს სხვადასხვა ემოციური და ფსიქოლოგიური სირთულის დაძლევაში. წლების განმავლობაში მუშაობს სახელმწიფო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე კრიზისულ შემთხვევებსა და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მიმართულებით. კონსულტაციებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შექმნას, თითოეული ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებასა და ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.ბინაზე მისვლით, ისანი-ვარკეთილის ტერიტორია
ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც ინდივიდუალური მიდგომით ეხმარება ადამიანებს ემოციური სირთულეების, შფოთვის, სტრესის, ურთიერთობებთან დაკავშირებული გამოწვევებისა და პიროვნული განვითარების საკითხების გააზრებასა და დაძლევაში. კონსულტაციებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უსაფრთხო, ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისუფლად ისაუბროს საკუთარ განცდებსა და გამოცდილებაზე. მუშაობის მიზანია, ხელი შეუწყოს შინაგანი რესურსების აღმოჩენას, ემოციური კეთილდღეობის გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ფსიქოლოგი-კონსულტანტი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი, არტთერაპევტი. 5+ წლიანი გამოცდილება, ვმუშაობ ონლაინ და კაბინეტში (თბილისი, რუსთაველის მეტროსთან). • რაში შემიძლია დაგეხმარო: ხანგრძლივი გადაულახავი პრობლემა, ყოველდღიური შიშები და შფოთვები, რომანტიული ურთიერთობების სირთულეები, გადაწვის განცდა, პროკრასტინაცია, მარტოობის შეგრძნება, დაბალი თვითშეფასება, კონფლიქტები ოჯახში, ბავშვის/მოზარდის აღზრის სირთულეები, ასაკობრივი კრიზისები და სხვ. • შეხვედრებზე ვსაუბრობთ შენს გულის ტკივილზე, გაძლევ საშინაო დავალებებს, ვიყენებთ თანამედროვე მუშა ტექნიკებს, გეხმარები ახალი უნარების ათვისებაში და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. • ქართულად და რუსულად. • ინდივიდუალური სესიები, წყვილებთან მუშაობა, ოჯახური თერაპია. "მე მჯერა შენი და შენს გვერდით ვარ, რომ შენც დაიჯერო შენი თავის"
ფსიქოლოგი, რომელიც ორიენტირებულია მეტყველების განვითარებისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ერთიან მიდგომაზე. მუშაობის პროცესში ქმნის მშვიდ და მეგობრულ გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი იღებს მის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიულ დახმარებას.
ნინო მინდორაშვილი არის ფსიქოლოგი და გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, რომელიც პაციენტებს ეხმარება ემოციური სირთულეების, სტრესისა და პიროვნული განვითარების საკითხების გააზრებასა და დაძლევაში. იგი აქტიურად ეწევა როგორც კერძო პრაქტიკას, ასევე მონაწილეობს მედია სივრცეში, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობასა და ყოველდღიური გამოწვევების მართვაზე საუბრობს. მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და პროფესიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაცია თქვენი შვილის ემოციური კეთილდღეობა და განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. ინდივიდუალური კონსულტაციები ბავშვებსა და მოზარდებს, საჭიროების შემთხვევაში კი მშობლებთან მუშაობა. კონსულტაციები ხელმისაწვდომია როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატში. დეტალებისა და ჩასაწერად დაგვიკავშირდით.
მოგესალმებით, მე ვარ კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ასევე სუპერვიზანტი გეშტალტ თერაპევტი. ვეხმარები ადამიანებს ისეთი გამოწვევების დაძლევაში, როგორიცაა სტრესი, შფოთვა, დეპრესია და ურთიერთობის სირთულეები. სესიებს ვატარებ როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური მიღების ფორმატში. კონსულტაციები შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე, რაც გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ პროფესიული დახმარება თქვენთვის კომფორტულ გარემოში. პირველი გაცნობითი სესია არის 30-წუთიანი და უფასო. ეს შეხვედრა დაგვეხმარება განვსაზღვროთ თქვენი საჭიროებები და თანამშრომლობის სამომავლო გზები. ძირითადი თერაპიული სესიის ხანგრძლივობა კი 50 წუთია. დამატებითი კითხვებისთვის ან სესიაზე ჩასაწერად, გთხოვთ, დამიკავშირდეთ WhatsApp-ის მეშვეობით.
გივი მაზმიშვილი არის ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც მრავალწლიანი პრაქტიკის ფარგლებში ეხმარება პაციენტებს ემოციური, ფსიქოლოგიური და ფსიქოსომატური სირთულეების მართვაში. მუშაობს ინდივიდუალური მიდგომით და კონსულტაციებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის შინაგანი რესურსების გააქტიურებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მისი პრაქტიკა მოიცავს შფოთვით მდგომარეობებთან, სტრესთან, სხვადასხვა მავნე ჩვევებთან და ფსიქოლოგიურ გამოწვევებთან მუშაობას, ასევე სპორტსმენების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი 23 წლიანი პროფესიული გამოცდილებით ვთავაზობთ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას ,20 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ახალგაზრდებს. ინდივიდუალური მიდგომა, პროფესიონალური კონსულტაცია და მხარდაჭერა.
ვარ ფსიქოლოგი და შემიძლია ბავშვებთან ინდივიდუალური და თერაპიული სესიების ჩატარება. ჩემს მუშაობაში მთავარი მიზანია თითოეული ბავშვის პოტენციალის აღმოჩენა, მისი ძლიერი მხარეების წინ წამოწევა და ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერა. ვმუშაობ ინდივიდუალური მიდგომით, თითოეული ბავშვის საჭიროებებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. სესიების ფარგლებში ვმუშაობ: - მოტივაციის ამაღლებაზე; - თვითშეფასების გაძლიერებაზე; - ძლიერი მხარეების აღმოჩენასა და განვითარებაზე; - ემოციური სირთულეების გადალახვაზე; - პიროვნული უნარების განვითარებაზე; ჩემთვის მნიშვნელოვანია ბავშვთან უსაფრთხო, მხარდამჭერი და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა, სადაც ის თავისუფლად გამოხატავს საკუთარ თავს და იგრძნობს თავს კომფორტულად. სესიები შესაძლებელია როგორც ჩემს სივრცეში, ასევე ადგილზე მისვლით (სახლში). დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით პირადში. ძირითადად მაწყობს ინდივიდუალურად მუშაობა შაბათ-კვირას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სხვა დღეების განხილვაც შესაძლებელია.
- როცა პანიკური შეტევა ცხოვრებას გიკონტროლებს… - როცა შიში არ გაძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას… - როცა ურთიერთობა აღარ გიხარია და თქვენი თანაცხოვრება მხოლოდ დაძაბულობაა… - როცა მოზარდის ქცევა გაშინებს და არ იცი როგორ დაეხმარო… ამ ყველაფერთან მარტო დარჩენა არ არის აუცილებელი. ✅️ ვარ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფსიქოლოგი. მზად ვარ მოგისმინო და დაგეხმარო პრობლემის მოგვარებაში. ვმუშაობ შფოთვასთან, პანიკურ შეტევებთან, შიშებთან, თვითშეფასების პრობლემებთან. ასევე ვმუშაობ წყვილებთან და მოზარდებთან. ✅️ ერთად ჩვენ შევძლებთ შენი ცხოვრების რეალურად შეცვლას. ✅️ თუ გრძნობ, რომ დროა დაიწყო საკუთარ თავზე ზრუნვა და დაიბრუნო შინაგანი სიმშვიდე — დამირეკე, გავისაუბროთ და ჩავნიშნოთ შეხვედრის თარიღი. პირველი ნაბიჯი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!
თავის საქმის მცოდნე,პროფესიონალი და უბრალოდ საუკეთესო ადამიანი, მისი კონსულტაციიდან სულ სხვა, უკეთესი ადამიანი გამოდიხარ...
უღრმესი მადლობა რუსუდანს გაწეული დახმარებისთვის! ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანა ჩემი მოზარდი შვილი და ცხოვრებას ხალი...
თუ გჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება,თერაპია ან უბრალოდ საღად მოაზროვნე ადამიანთან თქვენს პრობლემებზე საუბარი,ლანა არის პრო...
ქალბატონო რუსუდან, უღრმესი მადლობა თქვენი თავდაუზოგავი შრომისთვის, ჩემგან და სრულიად ჩვენი ოჯახისგან მადლიერება მილიონი ...
მადლიერი ვარ ლანასთან სიანსებით, ძალიან დამხმარეა ჩემთვის, მიხარია რომ გიპოვე
უღრმესი მადლობა ქალბატონო რუსა! ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით! ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს, ბევრი რამ მასწავლეთ და ბევრ ...
ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის საერთო კეთილდღეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა. თუ სხეულის ტკივილი…