არკების გაკეთება გვჭირდება, დროულად და ხარისხიანად შეასრულეს საქმე
ნამდვილად თავის საქმის პროფესიონალია 100% ხარისხიანად და დროულად შეასრულა საქმე,ძალიან კმაყოფილი ვარ!!!მადლობაა!!!❤️
უმაღლესი ხარისხით შესრულებული სამუშაო, ნამდვილად ვუწევ რეკომენდაციას!
სანდო და პროფესიონალი ადამიანი, სამუშაო შეასრულა ზუსტად დათქმულ ვადებში
პროფესიონალი, ყურადღებიანი და ძლიერი სპეციალისტი!❤️
თქვა და შეასრულა. იდეალური ხარისხი, კარგი სიტყვა პასუხი და რაც მთავარია სისუფთავე. ბრავო
თაბაშირ მუყაოს ხელობის ფასი სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით გამოითვლება და ფიქსირებული არ არის, ღირებულება ანგარიშდება ფართის ანუ კვადრატული მეტრის მიხედვით.
ზუსტი ხარჯების დასადგენად გირჩევთ მიმართოთ თაბაშირ მუყაოს ხელოსანს, მათ მოძიებაში Servisebi.ge დაგეხმარებათ. ჩვენს საიტზე, მოძებნეთ სერვისი, გაფილტრეთ შეთავაზებები და დავუკავშირდით შერჩეულ შემსრულებელს, განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
ცეცხლგამძლე ფილები გამოიყენება ხანძრის რისკის შემცველ სივრცეებში, რადგან მათ აქვთ მაღალი ტემპერატურისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი და შეუძლიათ ცეცხლის ალის გავრცელების შეზღუდვა.
ძირითადად არის წითელი ან ვარდისფერი ფერის და ქართულ სამშებელო ბაზარზეც აქტიურად შეხვდებით.
უკარკასო მონტაჟის დროს თაბაშირ მუყაოს ფილები უშუალოდ კედლის ზედაპირზე ეკვრება წებოთი ან სპეციალური ქაფით,დამატებითი კონსტრუქციის გარეშე გარეშე.
კარკასული მონტაჟისას კი ჯერ იგება ლითონის ან ხის პროფილებისგან კარკასი, შემდეგ ამ კონსტრუქციაზე იკვრება თაბაშირ მუყაოს ფილები.
კარკასული მონტაჟის უპირატესობებია:
▶ კომუნიკაციების (სადენები, მილები) მარტივად დამალვა კონსტრუქციაში, რაც ესთეტიკურად უფრო მიმზიდველია.
▶ იძლევა მრავალფეროვანი დიზაინის შესაძლებლობებს, მათ შორის განათების მოწყობილობების ინტეგრირებას.
უკარკასო უფრო ბიუჯეტური მეთოდია, თუმცა არანაკლებ შრომატევადი:
სჭირდება
▶ ზედაპირის მომზადება - საჭიროა კედლების/ჭერის გასუფთავება ძველი საღებავის, ჭუჭყის და სხვა ნარჩენებისგან. ზედაპირი უნდა იყოს სწორი, დაბზარულის შემთხვევაში საჭიროა ბზარების გასწორება.
▶ ფილის მყარი დაფიქსირება სწორი მიმართულებით
რაც მოითხოვს შესაბამის გამოცდილებასა და უნარებს.
უპირატესობებია: კარგი თერმოიზოლაციის უნარი, ფილების ასე თუ ისე მრავალფეროვანი არჩევანი, საიმედოობა, ეკოლოგიურად სუფთა მასალა და ხანგრძლივად გამოყენების ვადა.