ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაცია

ფსიქოლოგი
ფსიქოლოგი

ვარ ფსიქოლოგი და შემიძლია ბავშვებთან ინდივიდუალური და თერაპიული სესიების ჩატარება. ჩემს მუშაობაში მთავარი მიზანია თითოეული ბავშვის პოტენციალის აღმოჩენა, მისი ძლიერი მხარეების წინ წამოწევა და ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერა. ვმუშაობ ინდივიდუალური მიდგომით, თითოეული ბავშვის საჭიროებებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. სესიების ფარგლებში ვმუშაობ: მოტივაციის ამაღლებაზე; თვითშეფასების გაძლიერებაზე; ძლიერი მხარეების აღმოჩენასა და განვითარებაზე; ემოციური სირთულეების გადალახვაზე; პიროვნული უნარების განვითარებაზე; ჩემთვის მნიშვნელოვანია ბავშვთან უსაფრთხო, მხარდამჭერი და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა, სადაც ის თავისუფლად გამოხატავს საკუთარ თავს და იგრძნობს თავს კომფორტულად. ? სესიები შესაძლებელია როგორც ჩემს სივრცეში, ასევე ადგილზე მისვლით (სახლში). ? დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით პირადში.

ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა
ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

მოგესალმებით, მე ვარ კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ასევე სუპერვიზანტი გეშტალტ თერაპევტი. ვეხმარები ადამიანებს ისეთი გამოწვევების დაძლევაში, როგორიცაა სტრესი, შფოთვა, დეპრესია და ურთიერთობის სირთულეები. სესიებს ვატარებ როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური მიღების ფორმატში. კონსულტაციები შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე, რაც გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ პროფესიული დახმარება თქვენთვის კომფორტულ გარემოში. პირველი გაცნობითი სესია არის 30-წუთიანი და უფასო. ეს შეხვედრა დაგვეხმარება განვსაზღვროთ თქვენი საჭიროებები და თანამშრომლობის სამომავლო გზები. ძირითადი თერაპიული სესიის ხანგრძლივობა კი 50 წუთია. დამატებითი კითხვებისთვის ან სესიაზე ჩასაწერად, გთხოვთ, დამიკავშირდეთ WhatsApp-ის მეშვეობით.

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
ფსიქოლოგი ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოლოგის მომსახურება
ფსიქოლოგის კონსულტაცია
ფსიქოლოგის კონსულტაცია
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 15 შეფასება

- როცა პანიკური შეტევა ცხოვრებას გიკონტროლებს… - როცა შიში არ გაძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას… - როცა ურთიერთობა აღარ გიხარია და თქვენი თანაცხოვრება მხოლოდ დაძაბულობაა… - როცა მოზარდის ქცევა გაშინებს და არ იცი როგორ დაეხმარო… ამ ყველაფერთან მარტო დარჩენა არ არის აუცილებელი. ✅️ ვარ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფსიქოლოგი. მზად ვარ მოგისმინო და დაგეხმარო პრობლემის მოგვარებაში. ვმუშაობ შფოთვასთან, პანიკურ შეტევებთან, შიშებთან, თვითშეფასების პრობლემებთან. ასევე ვმუშაობ წყვილებთან და მოზარდებთან. ✅️ ერთად ჩვენ შევძლებთ შენი ცხოვრების რეალურად შეცვლას. ✅️ თუ გრძნობ, რომ დროა დაიწყო საკუთარ თავზე ზრუნვა და დაიბრუნო შინაგანი სიმშვიდე — დამირეკე, გავისაუბროთ და ჩავნიშნოთ შეხვედრის თარიღი. პირველი ნაბიჯი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!

ფსიქოლოგი ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოლოგის მომსახურება