გთავაზობთ ისტორიის კურსს აბიტურიენთებისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. სასწავლო პროცესის შესახებ: გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5-2 საათი. მოსწავლეებს შევასწავლი: ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამით გათვალისწინებული საკითხებს; წყაროს ანალიზს; მოვლენის ანალიზს; რუკაზე მუშაობას; გაკვეთილებზე რეგულარულად დავწერთ ტესტებს. მოკლედ ჩემ შესახებ: ვარ გამოცდილი პედაგოგი და მკვლევარი, მრავალწლიანი გამოცდილებით. განათლება: დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მოვიპოვე ისტორიის ბაკალავრის (2016) და ისტორიის მაგისტრის (2018) აკადემიური ხარისხები. 2018 წლიდან ვარ ისტორიის მიმართულების დოქტორანტი. პროფესიული გამოცდილება: 2017 წლიდან ვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. 2022 წლიდან ვარ თსუ აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ისტორიის მასწავლებელი, ასევე, მოწვეული ლექტორი ამავე უნივერსიტეტში. სამეცნიერო საქმიანობა: ვარ არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი/მონაწილე, რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და ორი წიგნის ავტორი („ამერიკელი მოგზაურები საქართველოში (XIX საუკუნის I ნახევარი)“; "ამერიკული პრესა საქართველოსა და ქართველების შესახებ (XX საუკუნის დასაწყისი)"). ადგილმდებარეობა: online, ვარკეთილი დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.