Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში

აღწერა

გთავაზობთ ისტორიის კურსს აბიტურიენტებისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. სასწავლო პროცესის შესახებ: გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5-2 საათი. მოსწავლეებს შევასწავლი: ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამით გათვალისწინებული საკითხებს; წყაროს ანალიზს; მოვლენის ანალიზს; რუკაზე მუშაობას; გაკვეთილებზე რეგულარულად დავწერთ ტესტებს. მოკლედ ჩემ შესახებ: ვარ გამოცდილი პედაგოგი და მკვლევარი, მრავალწლიანი გამოცდილებით. განათლება: დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მოვიპოვე ისტორიის ბაკალავრის (2016) და ისტორიის მაგისტრის (2018) აკადემიური ხარისხები. 2018 წლიდან ვარ ისტორიის მიმართულების დოქტორანტი. პროფესიული გამოცდილება: 2017 წლიდან ვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. 2022 წლიდან ვარ თსუ აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ისტორიის მასწავლებელი, ასევე, მოწვეული ლექტორი ამავე უნივერსიტეტში. სამეცნიერო საქმიანობა: ვარ არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი/მონაწილე, რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და ორი წიგნის ავტორი („ამერიკელი მოგზაურები საქართველოში (XIX საუკუნის I ნახევარი)“; "ამერიკული პრესა საქართველოსა და ქართველების შესახებ (XX საუკუნის დასაწყისი)"). ადგილმდებარეობა: online, ვარკეთილი დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
საშუალო საფეხურის მოსწავლეები (X - XI კლასი) სააბიტურო პროგრამა
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ონლაინ ოფლაინ
clock icon
ორშ / პარ
13:00 - 20:00
შაბათი
13:00 - 21:00
კვირა
13:00 - 21:00

მდებარეობა

location pin icon
თბილისი, ვარკეთილი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა #55 (მეტროსთან ახლოს)

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Transfer Payment icon გადარიცხვით

განათლება / სერტიფიკატი

certificate icon
დიპლომი
2016-09-19 - 2018-08-14
ისტორიის მაგისტრის დიპლომი
შეფასება
star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review

მიიღე მომსახურება? შეაფასე პავლე

მსგავსი განცხადებები
პრო
ისტორიის რეპეტიტორი
ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება. თავისუფალი უნივერსიტეტი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი. სწავლების გამოცდილება მიღებული მაქვს ესპანეთის ქ. ბარსელონაში საგრადა ფამილიასა და ფუნდასიო ქოისეროლას სკოლაში. მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო კვლევა. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიაზე, ისე - თითოეული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ თანამედროვე წყაროებს, აგრეთვე - რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს, რაც ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილული იქნება გაკვეთილზე. მოსწავლის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე, ან whatsapp-ზე.

star icon 5.0 (3)
certificate icon 1
ისტორიის რეპეტიტორი
ისტორიის რეპეტიტორი

? ჩემ შესახებ: ?️ თსუ კავკასიოლოგიის მაგისტრი & ისტორიის დოქტორანტი ?‍? უფროსი მასწავლებლის სტატუსი (საგნის გამოცდა ჩაბარებული 2018 წელს) ? 12-წლიანი გამოცდილება აბიტურიენტებთან და 5+ წელი სკოლაში ✨ ვისთვის არის კურსი? ✅ მოსწავლეებისთვის — სასკოლო პროგრამის გაღრმავება და მაღალი აკადემიური მოსწრება. ✅ აბიტურიენტებისთვის — ეროვნული გამოცდებისთვის სრული, შედეგზე ორიენტირებული მომზადება. ? სწავლების ფორმატი: ? ინდივიდუალური მიდგომა — თითოეული მოსწავლის საჭიროებებსა და ტემპზე მორგებული სწავლება. ? მცირე ჯგუფები (4-5 მოსწავლე) — მაქსიმალური ყურადღება და ჯანსაღი ინტერაქცია. ? მეცადინეობა — ონლაინ ან ადგილზე. ? რას მოიცავს სწავლება? ⏳ მასალის სიღრმისეული დამუშავება – მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრება. ? ელექტრონული რესურსები – კონსპექტები და დამხმარე სასწავლო მასალები. ? რუკებისა და წყაროების ანალიზი – მაღალქულიანი დავალებების მარტივად დაძლევა. ? 60 ქულიანი ტესტის სიმულაციები – პრაქტიკული ვარჯიში ეროვნული გამოცდების ფორმატში. ? ფასი: შეთანხმებით (საფეხურის მიხედვით) ? ადგილები შეზღუდულია!

მოვამზადებ ისტორიაში აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს
მოვამზადებ ისტორიაში აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს

მოგესალმებით, მეგობრებო. გადავწყვიტე, ახალი სასწავლო წლიდან კვლავ ავიყვანო აბიტურიენტთა ჯგუფები ისტორიის ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებლად მოკლედ მოგახსენებთ ჩემზე: ვარ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ასევე ვარ ნიუტონის თავისუფალი სკოლის ისტორიის მასწავლებელი. ვარ ისტორიის კლუბი "სამანის" თანადამფუძნებელი. ვარ რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორი და თანაავტორი ასევე 10-მდე მოხსენება მაქვს წარდგენილი სხვადახვა სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაზე (მათ შორის საერთაშორისოზე) რამდენჯერმე მოპოვებული მაქვს სახელმწიფო სტიპენდია. ჩემი მეთოდებით და იმ მაღალი სტანდარტით, რასაც ჩემს თავს და მოსწავლეებს ვუწესებ, მოწადინებულ აბიტურიენტს ზედმეტი ნერვიულობის გარშე შეუძლია საგრანტო ქულის აღება. მთელი წლის განმავლობაში ჩემივე შედგენილი ტესტებით შევაჯამებთ და გამოვიყენებთ დაგროვილ ცოდნას. ჩემი მოსწავლეები დამეთანხმებიან, რომ ეროვნულის ტესტი უადვილესად მოგეჩვენებათ, იმასთან, რასაც ჩემთან დაწერთ. ჯგუფები გაკეთდება როგორც ონლაინ ფორმატში, ისე ჩემს ბინაში მოსვლით. ორივე ფორმატში სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. გამონაკლისის სახით შესაძლებელია ინდივიდუალურად მომზადებაც. თანხაზე, გაკვეთილის რაოდენობაზე და სხვა ტექნიკური ხასიათის კითხვებზე, გთხოვთ დამირეკოთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე

მომზადება ისტორიაში
მომზადება ისტორიაში

ემზადები ეროვნული გამოცდებისთვის? ან ასწავლი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას? გთავაზობთ პროფესიულ დახმარებას! ✅ მოვამზადებ აბიტურიენტებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ისტორიაში ეროვნული გამოცდების სრული პროგრამით, გასაგები, გააზრებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით. ✅ დავეხმარები მასწავლებლებს – პროგრამის გარშემო მუშაობაში, მეთოდიკაში, გაკვეთილების ინოვაციურ დაგეგმვასა და ეფექტურ სწავლება-სწავლის პროცესში. მაქვს შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა და მოტივაცია, რომ მოგცეთ შედეგზე ორიენტირებული მხარდაჭერა. სწავლება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ოფლაინ და ონლაინ ფორმატში. დამიკავშირდით დეტალებისთვის.

ისტორიის მასწავლებელი აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის
ისტორიის მასწავლებელი აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის

სექტემბრიდან ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ისტორიაში. შესაძლებელია ინდიიდუალური მომზადება, როგორც აბიტურიენტებისათვის, ისე სკოლის მოსწავლეებისთვის. მოკლედ ჩემს შესახებ: გახლავართ ისტორიის ბაკალავრი, უფროსი მასწავლებელი. ასევე, წარდგენილი მაქვს მოხსენება სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებზე. მოპოვებული მაქვს სახელმწიფო სტიპენდია. მთელი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ ეროვნული გამოცდების სავარჯიშოებზე. შევასწავლი თანამედროვე მეთოდებით, მოსწავლეებს დახვდებათ მეგობრული, სასიამოვნო გარემო, შემუშავებული მაქვს ჩემი პროგრამა. განვიხილავ ონლაინ მომზადებასაც! დამატებითი ინფორმაციისათვის დამიკავშირდით ნომერზე.

ისტორიის რეპეტიტორი/მომზადება ისტორიაში
ისტორიის რეპეტიტორი/მომზადება ისტორიაში

ვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ისტორიაში. ჩვენი მიზანია სასკოლო და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. განათლება/გამოცდილება: ✅ბაკალავრი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის მიმართულება. ✅მაგისტრატურა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულება. ✅მასწავლებელთა მომზადების სამოცკრედიტიანი პროგრამა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ✅ვარ მოქმედი სერტიფიცირებული მასწავლებელი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში. ✅დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. ✅მაქვს საერთაშორისო სტუდენტურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ?სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებსაც. აქცენტი კეთდება იმ უნარების გამომუშვებაზე, რაც გამოცდის წარმატებით ჩაბარებას უზრუნველყოფს. ?პროცესში ვიყენებთ ისტორიულ წყაროებს, რუკებს, კარიკატურებს, ფოტო-ვიდეო მასალებსა და სლაიდებს. ?აქტიურად ვმუშობთ ტესტებზე, ვაფასებთ მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ვაუმჯობესებთ. ?ვიყენებთ სწავლების ინდივიდუალურ მიდგომას. ?მაღალი შედეგი გარანტირებულია მოსწავლის ჩართულობიდან გამომდინარე. - გაკვეთილის ხანგრძლივობა 1-დან 2-საათამდე. - ვამზადებ როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ რეჟიმში, ადგილზე დაგხვდებათ მეგობრული და კომფორტული გარემო. - ფასი შეთანხმებით გრაფიკის მიხედვით. დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. გისურვებთ წარმატებებს! ✅

ისტორიაში მომზადება
ისტორიაში მომზადება

მოვამზდებ აბიტურიენტებს 2025 წლის ისტორიის ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის. მომზადება შესაძლებელია ორ ლოკაციაზე: თემქა და ვარკეთილი. სურვილის შემთხვევაში მოვამზადებ დისტანციურადაც. მუშაობის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ფაქტობრივი ცოდნის დაუფლებასა და მსჯელობა-ანალიზის უნარის განვითარებაზე. ვიმუშაობთ კონკრეტული სავარჯიშოების სპეციფიკის გააზრებასა და მეთოდოლოგიის დაუფლებაზე. რაც მთავარია, გაკვეთილები იქნება საინტერესო, სახალისო და შედეგზე ორიენტირებული!!! მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემი მოსწავლეები გამოცდაზე მიღწეული მაღალი შედეგებით სწავლას აგრძელებენ უმაღლეს სასწავლებლებში. დავასრულე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულება უმაღლესი აკადემიური მოსწრებით. დამატებით პროგრამად გავიარე პედაგოგიკა - 60 კრედიტიანი პროგრამა, რამაც საშუალება მომცა დავუფლებოდი მოსწავლეებისათვის ცოდნის გადაცემის ოპტიმალურ მეთოდებს. 2021-2023 წლებში 100%-იანი დაფინანსებითა და უმაღლესი აკადემიური მაჩვენებლებით გავიარე შუა საუკუნეების ისტორიის სამაგისტრო პროგრამა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ვარ შუა საუკუნეების ისტორიის მაგისტრი. ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ისტორიაში. ვარ 176-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. ვარ სამეცნიერო სტატიების ავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აბიტურიენტის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობისა და მოტივაციის შემთხვევაში უმაღლესი შედეგი გარანტირებულია! 571010479.

ისტორიაში მომზადება
ისტორიაში მომზადება

მოვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ისტორიაში. დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. ამავე უნივერსიტეტში გავიარე სამაგისტრო პროგრამა, ამჟამად ვსწავლობ სადოქტორო საფეხურზე. ჩაბარებული მაქვს ისტორიის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ (თვეში 8 გაკვეთილი). გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5-2 საათი. გამოცდამდე ერთი თვით ადრე კი კვირაში სამჯერ. საგაკვეთილო პროცესის დროს ვიყენებ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, რომლებიც მაქსიმალურადაა მორგებული მოსწავლის საჭიროებებზე. პირველივე გაკვეთილებიდან აბიტურიენტები დაიწყებენ მუშაობას ეროვნული გამოცდების ფორმატის მსგავს სავარჯიშოებსა და იმიტირებულ ტესტებზე. სააბიტურიენტო კურსის ღირებულება შეადგენს 150 ლარს.

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში
მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში

მოვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიაში ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუსდამთავრებული, ისტორიის მაგისტრანტი და ისტორიის მოქმედი სერთიფიცირებული მასწავლებელი, აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ(ხანგრძლივობა 1,5-2 სთ). სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით: თეორიული მასალის უკეთ გასააზრებლად, გამოვიყენებთ სხვადასხვა ვიზუალურ წყაროებს, ვიდეორესურსებს, სისტემატიურად შევასრულებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების იმიტირებულ ტესტებს. დაინტერსებული პირები დამიკავშირდით.