მოვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ბიოლოგიაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტი. სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე. მაქვს აბიტურიენტების მომზადების ხუთწლიანი გამოცდილება. აგრეთვე ვამზადებ მასწავლებლებს ბიოლოგიის სასერთიფიკატო გამოცდისთვის. ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ბიოლოგიაში. სწავლების პროცესი მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით. გრიფირებული სახელმძღვანელოების გარდა ვხელმძღვანელობ დამატებითი სამედიცინო ლიტერატურითა და საილუსტრაციო მასალებით (ატლასებით), რაც მოსწავლეს ეხმარება მასალის უკეთ გაგებასა და ვიზუალიზაციაში, გარდა ამისა მომავალში ისეთი საგნების უკეთ ათვისებაში, როგორებიცაა ჰისტოლოგია, ბიოქიმია, ანატომია და სხვა. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს ელექტრონულად ეგზავნება გაკვეთილის შესაბამისი თემატური პრეზენტაცია (PowerPoint) ან პოსტერი. ყოველი თემის დასრულებისას ტარდება საკონტროლო ტესტირება, რომელიც მთლიანად მორგებულია ეროვნული გამოცდის ფორმატზე. აღნიშნული პრეზენტაციების ნაწილი თემების მიხედვით ატვირთულია ჩემ მიერ შექმნილ Facebook გვერდზე. გაკვეთილები სურვილისამებრ შეიძლება ჩატარდეს კვირაში 3-ჯერ(12 გაკვეთილის ღირებულება: 250ლ) ან კვირაში 2-ჯერ (8 გაკვეთილის ღირებულება: 200 ლარი) გაკვეთილის ხანგრძლივობა ცვალებადია 1.5სთ დან 2 სთ-მდე. ტერიტორიულად ვიმყოფები ნუცუბიძის მე-4 პლატოზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.