მათემატიკაში მომზადება
მოგესალმებით! ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს მათემატიკის შესწავლა. სწავლება შესაძლებელია ზაფხულის პერიოდშიც. თითოეულ მოსწავლესთან ვმუშაობ ინდივიდუალურად. სკოლის პროგრამის პარალელურად, ვიყენებ სხვადასხვა დამხმარე ლიტერატურას: ღვაბერიძე, თოფურია, გოშხეთელიანი, ნურკი, გოგიშვილი და სხვა. გაკვეთილებზე ვცდილობ, თბილ, მეგობრულ და მოტივირებულ გარემოში შევუწყო ხელი მოსწავლეს. ამავდროულად, ვარ შედეგზე ორიენტირებული და მომთხოვნი. ვიყენებ დამატებით სავარჯიშოებს, ვაძლევ დამატებით დავალებებსა და ვატარებ შემაჯამებელ წერებს ცოდნის გასამყარებლად.
გაკვეთილები ტარდება მხოლოდ დისტანციურად, კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, მოსწავლის სურვილისა და საჭიროების მიხედვით.
ერთი გაკვეთილის ღირებულებაა: 1 საათი — 25 ლარი, ხოლო 1 საათი და 20 წუთი — 30 ლარი.
აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მეცადინეობა (1 საათი და 20 წუთი) — 35 ლარი.
დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მოპოვებული მაქვს ეკონომიკის ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მაქვს 6-წლიანი სამუშაო გამოცდილება მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან. ვმუშაობდი მოსწავლეთა მოსამზადებელ ცენტრში „IQ აიქიუ“, ამჟამად ვასწავლი კერძო სკოლა „ფესვებში“. ჩაბარებული მაქვს დაწყებითი საფეხურის მათემატიკის (I-VI) მასწავლებლის გამოცდა და გავდივარ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას, გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები. დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით. გისურვებთ წარმატებებს!
4.9
(22)