აღწერა
რას ვასწავლი: ვამზადებ მე-8 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებს SAT Math-ში, სკოლის მათემატიკას. ჩემს შესახებ: გამარჯობა! მე ვარ თამარ კუკავა, კომაროვის სკოლის მედალოსანი და ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით. ვარ FLEX-ის კურსდამთავრებული. წარმატებით ჩაბარებული მაქვს AP Calculus BC და AP Physics C. ასევე, SAT-ის მათემატიკის ნაწილში მიღებული მაქვს 800/800. ჩემი მიზანი: ჩემი მიზანია, მოსწავლეებს დავეხმარო მათემატიკისა და ფიზიკის არა მხოლოდ სწავლაში, არამედ საგნის ლოგიკისა და ძირითადი პრინციპების რეალურად გაგებაში. ვფიქრობ, კარგი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმულების დამახსოვრება, არამედ ამოცანის სწორად გაანალიზება, ლოგიკური აზროვნება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამიტომ ვცდილობ, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მივუდგე და სწავლების პროცესი მის ცოდნის დონესა და მიზნებს მოვარგო. მოვამზადებ მოსწავლეებს: • SAT Math-ისთვის • სასკოლო მათემატიკასა და ფიზიკაში • რთული თემების საფუძვლიანად გააზრებაში • ამოცანების ამოხსნისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ჩემი მიზანია, მოსწავლემ საბოლოოდ შეძლოს ამოცანის დამოუკიდებლად გაანალიზება და ამოხსნა და არა მხოლოდ კონკრეტული ფორმულის გამოყენება.
სწავლების მიმართულება
სწალების ფორმატი
მდებარეობა
გადახდის მეთოდები
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.