Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მათემატიკის მასწავლებელი.

აღწერა

მათემატიკის მომზადება 1-9 კლასის მოსწავლეებისთვის. გსურთ, თქვენს შვილს მათემატიკაში ცოდნა გაუუმჯობესდეს და სკოლაში უკეთესი შედეგები ჰქონდეს? დაგეხმარებით მასალის მარტივად და გასაგებად ათვისებაში. ჩემ შესახებ: * ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტროინჟინერიის მიმართულებით, 100%-იანი გრანტით. * დავამთავრე კომაროვის სკოლა. * აქამდე ვეხმარებოდი ჩემს ორ ძმას ვეკუას სკოლაში მათემატიკის მომზადებაში. * ვფლობ ინგლისურ ენას B2+ დონეზე და შემიძლია გაკვეთილების ინგლისურად ჩატარებაც. რას გთავაზობთ: * სკოლის მასალის უკეთ ათვისება * საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარება * ცოდნის გაძლიერება და აკადემიური შედეგების გაუმჯობესება * ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან ფასები: (1 თვის საფასური, კვირაში 2 საათი მეცადინეობა): ონლაინ გაკვეთილები: * ქართულად — 120 ლარი * ინგლისურად — 140 ლარი მოსწავლესთან სახლში მისვლით: * ქართულად — 180 ლარი * ინგლისურად — 200 ლარი მეცადინეობის დროები: ორშაბათი და ხუთშაბათი — 18:00 საათიდან. შაბათი და კვირა — შეთანხმებით, თქვენთვის სასურველ დროს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: (Whatsapp-ზეც მოწერა შესაძლებელია). დავეხმაროთ ბავშვებს, მათემატიკა უფრო მარტივად და საინტერესოდ ისწავლონ!

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები (I - VI კლასი) საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII - X კლასი)
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ონლაინ მოსწავლესთან ბინაზე მისვლით
clock icon
ორშ / პარ
10:00 - 22:00
შაბათი
10:00 - 22:00
კვირა
10:00 - 22:00

მდებარეობა

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Transfer Payment icon გადარიცხვით
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

მსგავსი განცხადებები
verify badge პრემიუმი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები
pin თბილისი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები

მომზადება - სწავლება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, კალკლუსი, კალკულუსი I, კალკულუსი II, კალკულუსი III, წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია, სტატისტიკა, დიფ განტოლებები და ფიზიკა ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების მიხედვით. მიიღებიან მოსწავლეები და სტუდენტები შესაბამისი საგნის მიხედვით. მოსწავლეებისთვის მომზადება მათემატიკაში და ფიზიკაში IB DP (International Diploma Program). მომზადება IGCSE (International General Certificate of Secondary Education) A and As levels გამოცდებისთვის - მათემატიკა და ფიზიკა. მომზადება SAT(Scholastic Assessment Test) და PSAT გამოცდებისთვის - მათემატიკა. მომზადება EJU (Examination for Japanese University Admission for International Students) გამოცდებისთვის - მათემატიკა, მომზადება Gaokao 高考 (China's National Higher Education Entrance Examination) გამოცდებისთვის - მათემატიკა. სტუდენტებისთვის მომზადება კალკულუსში, წრფივი ალგებრაm ანალიზური გეომეტრია და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები, მომზადება GRE Advanced Physics Test. მომზადება GRE Mathematics Subject Test. მიღება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.

profile avatar
გიორგი
star icon 5.0 (6)
certificate icon 3
პრო
მათემატიკის მასწავლებელი.
მათემატიკის მასწავლებელი.

გამარჯობა! მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მათემატიკაში, მხოლოდ ონლაინ ფორმატში. მაქვს 5 წლიანი გამოცდილება, დავამთავრე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ახლა ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. გაკვეთილებზე ვმუშაობ როგორც სასკოლო მასალის გასამყარებლად, ასევე გამოცდებისთვის მოსამზადებლად. მასალის ახსნისას ყოველთვის ინდივიდუალურად ვერგები თითოეული მოსწავლის საჭიროებას. გთავაზობთ 1 უფასო საკონსულტაციო გაკვეთილს, რომელიც დაგვეხმარება გეგმების დასახვაში. ფასები(1 გაკვეთილის): მე-7 კლასი - 20 ლარი(8 გაკვეთილი - 160 ლარი) მე-8 კლასი - 22.5 ლარი(8 გაკვეთილი - 180 ლარი) მე-9 კლასი - 22.5 ლარი(8 გაკვეთილი - 180 ლარი) მე-10 კლასი - 25 ლარი(8 გაკვეთილი - 200 ლარი) მე-11 კლასი - 25 ლარი(8 გაკვეთილი - 200 ლარი) სტუდენტი - 50 ლარი თითოეული გაკვეთილის ხანგძლივობაა საათანახევარ, საჭიროებისამებრ, ვამატებ უშუალოდ გაკვეთილზე. ასევე, შემიძლია, შემოგთავაზოთ, შერეული პრინციპით სწავლება: კვირაში 2 ჯერ მათემატიკა, ხოლო 1 ხელ - ფიზიკა. ფიზიკის გაკვეთილის ხანგძილოვობა 1 საათი იქნება, ხოლო გაკვეთილი 15 ლარი.

star icon 5.0 (1)
SAT Math / მათემატიკა /  - ინდივიდუალური მომზადება
SAT Math / მათემატიკა / - ინდივიდუალური მომზადება

რას ვასწავლი: ვამზადებ მე-8 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებს SAT Math-ში, სკოლის მათემატიკას. ჩემს შესახებ: გამარჯობა! მე ვარ თამარ კუკავა, კომაროვის სკოლის მედალოსანი და ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით. ვარ FLEX-ის კურსდამთავრებული. წარმატებით ჩაბარებული მაქვს AP Calculus BC და AP Physics C. ასევე, SAT-ის მათემატიკის ნაწილში მიღებული მაქვს 800/800. ჩემი მიზანი: ჩემი მიზანია, მოსწავლეებს დავეხმარო მათემატიკისა და ფიზიკის არა მხოლოდ სწავლაში, არამედ საგნის ლოგიკისა და ძირითადი პრინციპების რეალურად გაგებაში. ვფიქრობ, კარგი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმულების დამახსოვრება, არამედ ამოცანის სწორად გაანალიზება, ლოგიკური აზროვნება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამიტომ ვცდილობ, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მივუდგე და სწავლების პროცესი მის ცოდნის დონესა და მიზნებს მოვარგო. მოვამზადებ მოსწავლეებს: • SAT Math-ისთვის • სასკოლო მათემატიკასა და ფიზიკაში • რთული თემების საფუძვლიანად გააზრებაში • ამოცანების ამოხსნისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ჩემი მიზანია, მოსწავლემ საბოლოოდ შეძლოს ამოცანის დამოუკიდებლად გაანალიზება და ამოხსნა და არა მხოლოდ კონკრეტული ფორმულის გამოყენება.

verify badge
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში

მათემატიკის მომზადება 5–11 კლასის მოსწავლეებისთვის. ჩემ შესახებ: ვარ 19 წლის, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული და ამჟამად ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით. მაქვს ბავშვებთან მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება. გაკვეთილებზე გავივლით და გავამყარებთ სკოლის პროგრამას, ვიმუშავებთ დამატებით მასალებსა და ამოცანებზე და ყურადღებას მივაქცევთ არა მხოლოდ პასუხის მიღებას, არამედ მასალის სწორად გაგებასა და ლოგიკურ აზროვნებას. შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური მომზადება. გაკვეთილები ტარდება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მისვლით. დაინტერესების შემთხვევაში დამიტოვეთ კომენტარი ან დამიკავშირდით.

მოვამზადებ მათემატიკაში მაღალ დონეზე
მოვამზადებ მათემატიკაში მაღალ დონეზე

ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოვხვდი ტოპ 100 აბიტურიენტს შორის. მაქვს 4 წლიანი გამოცდილება სკოლის დონის მასწავლებლობაში და 2 წელი – უმაღლესი მათემატიკის (კალკულუსი) სწავლებაში. ✅ მოვამზადებ: სკოლის მოსწავლეებს – პროგრამის საფუძვლიან შესწავლაში მე-11 კლასელებსა და აბიტურიენტებს – ეროვნული გამოცდებისთვის სტუდენტებს – კალკულუსსა და სხვა სასწავლო კურსებში გაკვეთილები მხოლოდ ონლაინ, გამონაკლისების გარდა. გაკვეთილის ხანგრძლივობა და საფასური ინდივიდუალურად განისაზღვრება.