Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება მათემატიკაში

აღწერა

ვამზადებ 5–12 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ და ინგლისურ ენებზე! - ვარ კომაროვის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი. მონაწილეობა მაქვს მიღებული კომაროვის სკოლისა და ეროვნულ ოლიმპიადებში. - მაქვს მასწავლებლობის 4-წლიანი გამოცდილება. მარტივად და გასაგებად გადმოვცემ მასალას და ვეხმარები მოსწავლეებს მათემატიკის საფუძვლიანად გააზრებაში. - ვამზადებ მოსწავლეებს როგორც სასკოლო პროგრამით, ისე გაძლიერებულად. გაკვეთილებზე ვმუშაობთ სკოლის მასალაზე, საშინაო დავალებებზე, რთული საკითხების გააზრებასა და დამატებითი ამოცანების ამოხსნაზე, მოსწავლის ცოდნის დონისა და მიზნების გათვალისწინებით. - ამჟამად ვსწავლობ გერმანიაში, ამიტომ გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ონლაინ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მასალა კარგად გაიგოს, კითხვების დასმის არ შეეშინდეს და დამოუკიდებლად ამოხსნის უნარებიც განივითაროს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით Whatsapp - ზე.

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII - X კლასი) საშუალო საფეხურის მოსწავლეები (X - XI კლასი) სააბიტურო პროგრამა
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ონლაინ ჯგუფური მეცადინეობა
clock icon
ორშ / პარ
24 საათი
შაბათი
24 საათი
კვირა
24 საათი
warranty icon
გარანტია
დიახ

მდებარეობა

გადახდის მეთოდები

Card Payment icon ბარათით
Transfer Payment icon გადარიცხვით
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

მსგავსი განცხადებები
პრო
SAT/IB მათემატიკაში მომზადება
SAT/IB მათემატიკაში მომზადება

გსურს მაღალი ქულა SAT-ის მათემატიკაში ან გინდა უკეთ გაერკვე მათემატიკის საკითხებში? მე ვარ კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მათემატიკის სწავლების 7 წლიანი გამოცდილება მაქვს და წარმატებით ვამზადებ მოსწავლეებს ონლაინ, ინდივიდუალურად მორგებული მეთოდებით. მე შემიძლია დახმარება: • SAT-ისა და IB Math-ის გამოცდებისთვის მომზადებაში • სპეციალური/სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაში • უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების ათვისებაში • სკოლის მათემატიკის გაუმჯობესებაში გაკვეთილები ტარდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

მომზადება მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებისთვის
მომზადება მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებისთვის

ვარ 22 წლის გოგო. ვსწავლობ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით. მაქვს მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით რეპეტიტორად მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება. ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკასა და ფიზიკაში — როგორც მიმდინარე სასკოლო პროგრამის გასაუმჯობესებლად, ისე გამოცდებისთვის მოსამზადებლად. - ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან - მასალის მარტივად და გასაგებად ახსნა - ცოდნის დონის მიხედვით შედგენილი სასწავლო გეგმა - სირთულეების აღმოჩენა და მათზე ეტაპობრივად მუშაობა - დავალებების შესრულებასა და გამოცდებისთვის მომზადებაში დახმარება - შესაძლებელია ონლაინ და პირისპირ გაკვეთილები - გრაფიკი შეთანხმებით - დეტალებისა და ფასის გასაგებად მომწერეთ ან დამიკავშირდებით ნომერზე

კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)
კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე

verify badge
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

მათემატიკაში მოვამზადებ: მოსწავლეებს, აბუტურიენტებს , სტუდენტებსა და მასწავლებლებს (ქართულ/ინგლისურ/რუსულ/გერმანულ ენოვანს) როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვის (ეროვნული პროგრამა, IB, SAT, Linear Algebra, Differential Calculus, Stats and Probability). ყველას ვთავაზობ უფასო საცდელ გაკვეთილს/გასაუბრებას, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. დავმთავრე კომაროვი, შემდეგ NRNU. მაქვს 20 წლიანი გამოცდილება. უმაღლესი ქულა მასწავლებლის გამოცდაში. მოსწავლეთა შედეგები: ყველა აბიტურიენტმა მოიპოვა გრანტი ეროვნულ გამოცდებში, უმაღელსი შეფასება - 7 IB Mathematics HL დასკვნით გამოცდაში. გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ მოსწავლეს ერთ წელიწადშიც შეუძლია მაღალი ქულების მოპოვება, თუნდაც არ ჰქონდეს თვალსაჩინო მიღეწევები სკოლაში. სწავლა იქნება საინტერესო და სახალისო.

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი

მომზადება - სწავლება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, კალკლუსი, კალკულუსი I, კალკულუსი II, კალკულუსი III. მიიღებიან მოსწავლეები და სტუდენტები შესაბამისი საგნის მიხედვით. მოსწავლეებისთვის მომზადება მათემატიკაში და ფიზიკაში IB DP (International Diploma Program). მომზადება IGCSE (International General Certificate of Secondary Education) A and As levels გამოცდებისთვის - მათემატიკა და ფიზიკა. მომზადება SAT(Scholastic Assessment Test) და PSAT გამოცდებისთვის - მათემატიკა. მომზადება EJU (Examination for Japanese University Admission for International Students) გამოცდებისთვის - მათემატიკა, მომზადება Gaokao 高考 (China's National Higher Education Entrance Examination) გამოცდებისთვის - მათემატიკა. სტუდენტებისთვის მომზადება კალკულუსში, მომზადება GRE Advanced Physics Test. მომზადება GRE Mathematics Subject Test. მიღება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.

star icon 5.0 (6)
ვამზადებთ 5-11 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში
ვამზადებთ 5-11 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში

MSA აკადემია არის მათემატიკის საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც 5–11 კლასის მოსწავლეებს ეხმარება მათემატიკის უკეთ გააზრებასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. ჩვენთან გაკვეთილები ტარდება მცირე, 3–5 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებში, რაც თითოეულ მოსწავლეზე მეტი ყურადღების დათმობისა და ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას იძლევა. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც სასკოლო პროგრამის საფუძვლიანად ათვისებას, ასევე ცოდნის გაძლიერებას, პრაქტიკული ამოცანების განხილვას, საშინაო დავალებებსა და მოსწავლის პროგრესის მუდმივ მონიტორინგს. აკადემიაში გაკვეთილებს ატარებენ კვალიფიციური და გამოცდილებით გამორჩეული მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ, მათემატიკა მოსწავლისთვის არა მხოლოდ მარტივი, არამედ საინტერესო და გასაგებიც გახადონ. MSA აკადემიის მიზანია არა უბრალოდ დავალებების შესრულებაში დახმარება, არამედ მოსწავლისთვის ძლიერი მათემატიკური საფუძვლის შექმნა.