აღწერა
ვამზადებ 5–12 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ და ინგლისურ ენებზე! - ვარ კომაროვის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი. მონაწილეობა მაქვს მიღებული კომაროვის სკოლისა და ეროვნულ ოლიმპიადებში. - მაქვს მასწავლებლობის 4-წლიანი გამოცდილება. მარტივად და გასაგებად გადმოვცემ მასალას და ვეხმარები მოსწავლეებს მათემატიკის საფუძვლიანად გააზრებაში. - ვამზადებ მოსწავლეებს როგორც სასკოლო პროგრამით, ისე გაძლიერებულად. გაკვეთილებზე ვმუშაობთ სკოლის მასალაზე, საშინაო დავალებებზე, რთული საკითხების გააზრებასა და დამატებითი ამოცანების ამოხსნაზე, მოსწავლის ცოდნის დონისა და მიზნების გათვალისწინებით. - ამჟამად ვსწავლობ გერმანიაში, ამიტომ გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ონლაინ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მასალა კარგად გაიგოს, კითხვების დასმის არ შეეშინდეს და დამოუკიდებლად ამოხსნის უნარებიც განივითაროს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით Whatsapp - ზე.
სწავლების მიმართულება
სწალების ფორმატი
მდებარეობა
გადახდის მეთოდები
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.