ისტორიაში ვამზადებ აბიტურიენტებს. ვცხოვრობ მეტრო მარჯანიშვილთან. ჩემი აბიტურიენტების საუკეთესო შედეგია, 60 მაქსიმალურიდან, 59 - 58 ქულა.
ვარ სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი 21 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. დამთავრებული მაქვს თსუ-ს ასპირანტურა. მეცადინეობები 2 საათიანია და ტარდება კვირაში 2-ჯერ, მარტიდან ემატება მე-3 გაკვეთილი. მაქვს შემუშავებული სწავლების ჩემეული მეთოდი, რაც საშუალებას მაძლევს აბიტურიენტს უზარმაზარი მასალა მოკლე დროში ავათვისებინო. მოტივირებული და უნარიანი ბავშვების შემთხვევაში, მაღალი შედეგები გარანტირებულია.
მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება.
თავისუფალი უნივერსიტეტი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი.
სწავლების გამოცდილება მიღებული მაქვს ესპანეთის ქ. ბარსელონაში საგრადა ფამილიასა და ფუნდასიო ქოისეროლას სკოლაში.
მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში.
დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო კვლევა.
სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიაზე, ისე - თითოეული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ თანამედროვე წყაროებს, აგრეთვე - რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს, რაც ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას.
სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილული იქნება გაკვეთილზე.
მოსწავლის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია.
დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე, ან whatsapp-ზე.
ვამზადებ აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს სასერტიფიკატო გამოცდებისთვის ისტორიაში. ვამზადებ, როგორც ონლაინ, ასევე ვიღებ ბინაზე. მეცადინეობები მიმდინარეობს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში ( თუ ორივეს აქვთ დაახლოებით იგივე ბაზა) ვარ ისტორიის მაგისტრი, მაქვს 22 წლიანი რეპეტიტორობის გამოცდილება... ფასზე და სხვა დეტალებზე შემეხმიანეთ.
მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
განათლება: თბილისის სულხან-საბას სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი - ისტორიის მიმართულება.
სწავლებას ვაწარმოებ თანამედროვე მიდგომებით, სადაც ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ ფაქტების ცოდნაზე, არამედ თითოეული ეპოქის არსისა და ატმოსფეროს გააზრებაზე. ამის მისაღწევად ვიყენებ თანამედროვედ შერჩეულ წყაროებს, რუკებსა და ვიზუალურ მასალებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას და თემისადმი მრავალმხრივი, სიღრმისეული ხედვის ჩამოყალიბებას.
რეგულარულად ტარდება შემაჯამებელი ტესტები, რომელთა შედეგების ანალიზი საშუალებას იძლევა გამოავლინოს მოსწავლის სუსტი მხარეები კონკრეტული ეპოქის შესწავლაში. ამ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ტესტების განხილვა და ანალიზი ჩატარდება გაკვეთილზე.
დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე.
ვამზადებ ბინაზე ან სახლში მოსვლით.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ისტორიაში, სახლში მისვლით ან ონლაინ, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, მაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ვარ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეს კარგად გავაცნო და შევაყვარო ეს საგანი. ფასზე და სხვა დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე
მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
ახალი სასწავლო წლისთვის ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებას ისტორიასა
ვამზადებ როგორც მოსწავლეებს, ისე - აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდისათვის. ვარ მოქმედი, სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. მოსწავლეებს ვაწვდი მრავალი სახის სისტემურად / თემატურად დამუშავებულ წყაროსა და დამხმარე ლიტერატურას, რაც ყოველთვის აისახება მათ მაღალ შედეგებზე.
კვირაში ორი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეთნოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - შუა საუკუნეების მკვლევარი;
ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში;
მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
გახლავართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ბაკალავრიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრატურის კურსდამთავრებული. ასევე, ვმუშაობ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. მაქვს სწავლების გამოცდილება. საგაკვეთილო პროცესში ვიყენებ სწავლის უახლეს მეთოდებს. მოვამზადებ როგორც აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ისე ჩვეულებრივ მოსწავლეებსაც. მომზადება ხდება ბინაზე მისვლით ან ონლაინ. სწავლების პროცესში ვაქცენტირდებით უფრო მეტად ანალიტიკურ ფაქტორზე, ვიდრე ფაქტების დაზეპირებაზე. სწავლების ენა შეიძლება იყოს როგორც ქართული, ისე - ინგლისური.
ისტორიის ეროვნული გამოცდის პროგრამის სრულყოფილი გავლა;
კურსი მოიცავს:
• თემების დეტალური ახსნა და ანალიზი;
• ისტორიული წყაროებისა, რუკების დამუშავება;
• მოვლენის ანალიზი;
• პირადად შედგენილი ტესტებისა და გამოცდის ფორმატის პრაქტიკა;
• ინდივიდიალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან;
• ისტორიული ფაქტების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების განსაზღვრა;
• ერთიანი ეროვნული გამოცდის ფორმატთან შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება, მაღალი შედეგის მისაღწევად;
სწავლის შედეგები
• ეროვნული გამოცდისთვის საჭირო თეორიების საფუძვლიანი ცოდნა;
• ისტორიული მოვლენების ანალიზისა და შეფასების უნარის განვითარება;
• მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სწორად განსაზღვრა;
• თავდაჯერებულობა და ეფექტიანი დროის მართვა გამოცდის პროცესში;
სასწავლო პროცესი
• გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური სწავლება, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი;
როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ რეჟიმში;
გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისთვის, დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
სწავლის ღირებულება შეადგენს თვეში 120 ლარს;
განათლება:
• საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის ისტორიის დოქტორანტი;
პროფესიული გამოცდილება:
- სამ წლიანი გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლექტორის პოზიციაზე მუშაობის;
საგნები:
• დიპლომატიის ისტორია;
• კონფლიქტის ფსიქოლოგია;
? ჩემ შესახებ:
?️ თსუ კავკასიოლოგიის მაგისტრი & ისტორიის დოქტორანტი
?? უფროსი მასწავლებლის სტატუსი (საგნის გამოცდა ჩაბარებული 2018 წელს)
? 12-წლიანი გამოცდილება აბიტურიენტებთან და 5+ წელი სკოლაში
✨ ვისთვის არის კურსი?
✅ მოსწავლეებისთვის — სასკოლო პროგრამის გაღრმავება და მაღალი აკადემიური მოსწრება.
✅ აბიტურიენტებისთვის — ეროვნული გამოცდებისთვის სრული, შედეგზე ორიენტირებული მომზადება.
? სწავლების ფორმატი:
? ინდივიდუალური მიდგომა — თითოეული მოსწავლის საჭიროებებსა და ტემპზე მორგებული სწავლება.
? მცირე ჯგუფები (4-5 მოსწავლე) — მაქსიმალური ყურადღება და ჯანსაღი ინტერაქცია.
? მეცადინეობა — ონლაინ ან ადგილზე.
? რას მოიცავს სწავლება?
⏳ მასალის სიღრმისეული დამუშავება – მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრება.
? ელექტრონული რესურსები – კონსპექტები და დამხმარე სასწავლო მასალები.
? რუკებისა და წყაროების ანალიზი – მაღალქულიანი დავალებების მარტივად დაძლევა.
? 60 ქულიანი ტესტის სიმულაციები – პრაქტიკული ვარჯიში ეროვნული გამოცდების ფორმატში.
? ფასი: შეთანხმებით (საფეხურის მიხედვით)
? ადგილები შეზღუდულია!
მოგესალმებით, მეგობრებო.
გადავწყვიტე, ახალი სასწავლო წლიდან კვლავ ავიყვანო აბიტურიენტთა ჯგუფები ისტორიის ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებლად
მოკლედ მოგახსენებთ ჩემზე:
ვარ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
ასევე ვარ ნიუტონის თავისუფალი სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
ვარ ისტორიის კლუბი "სამანის" თანადამფუძნებელი.
ვარ რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორი და თანაავტორი
ასევე 10-მდე მოხსენება მაქვს წარდგენილი სხვადახვა სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაზე (მათ შორის საერთაშორისოზე)
რამდენჯერმე მოპოვებული მაქვს სახელმწიფო სტიპენდია.
ჩემი მეთოდებით და იმ მაღალი სტანდარტით, რასაც ჩემს თავს და მოსწავლეებს ვუწესებ, მოწადინებულ აბიტურიენტს ზედმეტი ნერვიულობის გარშე შეუძლია საგრანტო ქულის აღება. მთელი წლის განმავლობაში ჩემივე შედგენილი ტესტებით შევაჯამებთ და გამოვიყენებთ დაგროვილ ცოდნას. ჩემი მოსწავლეები დამეთანხმებიან, რომ ეროვნულის ტესტი უადვილესად მოგეჩვენებათ, იმასთან, რასაც ჩემთან დაწერთ.
ჯგუფები გაკეთდება როგორც ონლაინ ფორმატში, ისე ჩემს ბინაში მოსვლით. ორივე ფორმატში სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. გამონაკლისის სახით შესაძლებელია ინდივიდუალურად მომზადებაც.
თანხაზე, გაკვეთილის რაოდენობაზე და სხვა ტექნიკური ხასიათის კითხვებზე, გთხოვთ დამირეკოთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე
ემზადები ეროვნული გამოცდებისთვის? ან ასწავლი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას?
გთავაზობთ პროფესიულ დახმარებას!
✅ მოვამზადებ აბიტურიენტებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ისტორიაში ეროვნული გამოცდების სრული პროგრამით, გასაგები, გააზრებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით.
✅ დავეხმარები მასწავლებლებს – პროგრამის გარშემო მუშაობაში, მეთოდიკაში, გაკვეთილების ინოვაციურ დაგეგმვასა და ეფექტურ სწავლება-სწავლის პროცესში.
მაქვს შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა და მოტივაცია, რომ მოგცეთ შედეგზე ორიენტირებული მხარდაჭერა.
სწავლება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.
ოფლაინ და ონლაინ ფორმატში.
დამიკავშირდით დეტალებისთვის.
სექტემბრიდან ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ისტორიაში. შესაძლებელია ინდიიდუალური მომზადება, როგორც აბიტურიენტებისათვის, ისე სკოლის მოსწავლეებისთვის.
მოკლედ ჩემს შესახებ:
გახლავართ ისტორიის ბაკალავრი, უფროსი მასწავლებელი. ასევე, წარდგენილი მაქვს მოხსენება სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებზე.
მოპოვებული მაქვს სახელმწიფო სტიპენდია.
მთელი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ ეროვნული გამოცდების სავარჯიშოებზე. შევასწავლი თანამედროვე მეთოდებით, მოსწავლეებს დახვდებათ მეგობრული, სასიამოვნო გარემო, შემუშავებული მაქვს ჩემი პროგრამა. განვიხილავ ონლაინ მომზადებასაც!
დამატებითი ინფორმაციისათვის დამიკავშირდით ნომერზე.
მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.
მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ვარ ისტორიის ბაკალავრი (თსუ), წარმატებით ჩავაბარე მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ისტორიაში- 52/55.
გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 1.5-2 საათი, ჯგუფში 3-4 ბავშვი.
სასწავლო პროცესი წარიმართება თანამედროვე მეთოდებით. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტი. საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული იქნება ვიზუალური მასალა(რუკები, ილუსტრაციები, კარიკატურა).