დამლაგებელი
დამლაგებელი ნებისმიერი დანიშნულების ობიექტში აუცილებელი კადრია, რომლის დაქირავება როგორც დღიურად, ასევე სისტემატიური მომსახურების მიზნით არის მიზანშეწონილი. ხშირად შეხვდებით განცხადებებს სახელწოდებით ,,ვეძებ დამლაგებელს“, რადგან სანდო და გამოცდილი სპეციალისტის პოვნა, რომელიც გამოძახებით მუშაობს, დღეს არცთუ ისე მარტივია. საათობრივად დამლაგებლის დაქირავება რეკომენდებულია გენერალური დალაგებისთვის, ავეჯის წმენდისთვის, ფარდების დარეცხვა/დაუთოების, სტანდარტული დალაგების, ან სხვა მიზნით. დილის საათებში სპეციალისტის გამოძახება მოხერხებულია მაშინ, თუ თქვენ ოფისში ყოფნა გიწევთ და დამლაგებლის დაქირავება ნახევარი განაკვეთით გადაწყვიტეთ. Servisebi.ge შეიქმნა იმისთვის, რომ სასურველ უბანსა (ვარკეთილში, გლდანში ა.შ) და ქალაქში (ქუთაისში, ბათუმში) გამოცდილი დამლაგებელი დაუყოვნებლივ გამოიძახოთ.