admin

admin admin

16/09/24 282 ნახვა

როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ლაქები ?

დროთა განმავლობაში ტანსაცმლის წარმოება და მისი მოვლა მნიშვნელოვნად შეიცვალა.
შეიქმნა ათასგვარი ქსოვილი თუ დიზაინი, რომელიც იდეალურად აკმაყოფილებს ჩვენს სხვადასხვა საჭიროებებს.
ამ პროგრესის პარალელურად კი გაჩნდა ახალი გამოწვევებიც რაც ამ ქსოვილებისგან წარმოებული ტანსაცმლის მოვლას უკავშირდება.
წმენდისა და მოვლის თვალსაზრისით სხვადასხვა ტიპის ქსოვილები - ბუნებრივი თუ სინთეტიკური - ხშირად მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას, ზოგიერთი ქსოვილი ადვილად ზიანდება ჩვეულებრივი რეცხვის დროს, ზოგს კი სპეციალური დამუშავება სჭირდება ფერისა და ფორმის შესანარჩუნებლად.
ამას თან ერთვის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიცაა მოულოდნელი ლაქა ტანსაცმელზე, რაც განსაკუთრებით ხშირად ყველაზე არასასურველ მომენტებში ხდება - მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, საზეიმო ღონისძიებაზე, ან უბრალოდ, მაშინ, როცა ჩვენი ყველაზე საყვარელი სამოსი გვაცვია და წარმოადგენს დამატებით გამოწვევას ტანსაცმლის მოვლის პროცესში.
აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა: როგორ უნდა მოვაშოროთ ეს ლაქა ისე, რომ არ დავაზიანოთ ქსოვილი და შევინარჩუნოთ ტანსაცმლის პირვანდელი იერსახე ?
თუ ფიქრობ, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლას დამოუკიდებლად შეძლებ და ლაქებს უკვალოდ გააქრობ, წარმატება მისურვებია, ხოლო თუ გამოსავალს ეძებ, მარტივს და კომფორტულს, რაც ლაქებთან ბრძოლის დროსა და ენერგიას დაგიზოგავს, მაშინ კითხვა განაგრძე და დეტალურად მოგიყვები სერვისზე, რომელსაც ტანსაცმლის ქიმწმენდა ჰქვია.

როგორია ქიმწმენდის პროცესი?
ქიმწმენდა ტანსაცმლის წმენდისას წყლისა და სარეცხი საშუალებების ნაცვლად, იყენებს ქიმიურ გამხსნელებს, რომლებიც ეფექტურად აშორებს ჭუჭყს, ლაქებს და სუნს ქსოვილიდან, ამავდროულად ინარჩუნებს მის სტრუქტურას, ფერს და ფორმას.
ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგია ნაზი ქსოვილებისთვის და ისეთი ლაქებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივი რეცხვით არ შორდება.
ქიმწმენდის ზოგადი პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

  • ტანსაცმლის მიტანის შემდგომ, ქიმწმენდის სპეციალისტი ყურადღებით ათვალიერებს თითოეულ ნივთს.

  • ამოწმებს, ხომ არ არის გახეული, ხომ არ აკლია ღილები და ა.შ.

  • ეძებს და აღნიშნავს ლაქებს.

  • გეკითხებათ, საიდან გაჩნდა ლაქები - ეს მათ ეხმარებათ სწორად შეარჩიონ წმენდის მეთოდი

  • ანიჭებს თქვენს ნივთებს სპეციალურ ნომერს, რომ არ აერიოს სხვის ტანსაცმელში.

  • თუ რთული ლაქებია წინაწარ ამუშავებს მას

  • ახარისხებს ტანსაცმელს ქსოვილის ტიპის, ფერის და შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით და იწყებს ქიმიური წმენდის პროცესს, წმენდის შემდეგ ტანსაცმელი გადადის საშრობში, რომლის შემდგომაც ასწორებს მცირე დეფექტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში და სამოსს აუთოვებენ.

თუ თავად ვერ ახერხებთ ქიმწმენდაში მისვლას, ან გსურთ დროის დაზოგვა, შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისით - ტანსაცმლის ქიმწმენდა ადგილზე მოსვლით.
ქიმწმენდა თუ რეცხვა, რომელი უფრო ეფექტურია ლაქებთან საბრძოლველად?
ამ კითხვაზე საპასუხოდ, პირველ რიგში, განვიხილოთ ლაქების ტიპები და მათი წარმოშობის მიზეზები, ეს კი დაგვეხმარება უკეთ განვსაზღვროთ, რა სჯობს მაღალი ხარისხის ქიმწმენდა თუ რეცხვა.
ლაქები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა შეგვიძლია ოთხ ძირითად ჯგუფად დავყოთ:

 
  • ცხიმოვანი ლაქები - ამ ტიპის ლაქები ყველაზე გავრცელებულია და  რთულად მოსაშორებელი, საკვები პროდუქტები, თავის მოვლის საშუალებები, ჭუჭყი და მტვერი - ყველა ჩამოთვლილი შეიძლება გახდეს ცხიმოვანი ლაქის მიზეზი 

  •  ფერადი ლაქები - ამ ტიპის ლაქების წყაროს ძირითადად სასმელები და საკვები წარმოადგენს (ჩაი, ყავა, კაკაო, ღვინო, ხილის წვენი და სხვა) აღნიშნულიც რთულად შორდება, განსაკუთრებით კი ნათელი ფერის ქსოვილებზე და სჭირდება სპეციალური მიდგომა.

  •  ცილოვანი ლაქები - ძირითადად მოყვითალო ან მომწვანო-მოყავისფრო შეფერილობისაა და თუ დროულად არ მოშორდა, უფრო ინტენსიური ხდება, მყარდება და ღრმად იჭრება ქსოვილში.

  • ქიმიური ლაქები - წარმოიქმნება სხვადასხვა სინთეტიკური ნივთიერების ზემოქმედებით, როგორიცაა ბენზინი, აცეტონი, მჟავები და ა.შ. მათ განსაკუთრებით ძლიერი გამაღიზიანებელი მოქმედება აქვთ ბოჭკოებზე და შეუძლიათ შეცვალონ ქსოვილის ფერი და სტრუქტურა.
     

თითოეული ტიპის ლაქა მოითხოვს სპეციფიკურ მიდგომას, შესაბამისად ყოველდღიური რეცხვა გამოდგება მსუბუქი და ახალი დაბინძურების მოსაცილებლად ისეთი ქსოვილებიდან, რომლებიც კარგად იტანენ წყალს და მაღალ ტემპერატურას (ბამბა, თეთრეული, ჯინსი).
ხოლო რთული, ძველი და ჩამჯდარ ლაქებისთვის გამოიყენეთ ტანსაცმლის ან თუ ფეხსაცმელზე გჭირდებათ, ფეხსაცმლის ქიმწმენდა.

ლაქების მოშორების ტრადიციული მეთოდები
სამოსსა თუ საყვარელ ნივთზე ლაქის აღმოჩენისას ხშირად პირველი რეაქცია არის მათი ხელით მოშორება - ფხეკა, ხეხვა ან თბილ წყალში ჩალბობა.
თუმცა ამ მეთოდით ლაქები უფრო ღრმად შედის ქსოვილში და ფართოვდება, შეიძლება გაუფერულდეს და დატოვოს კვალი.
ამ და მსგავს ტრადიციულ მეთოდებს ხშირად უფრო არასასურველ შედეგამდე და ქსოვილის დაზიანებამდეც კი მივყავართ.
თუ მაინც გადაწყვეტთ ლაქებთან ტრადიციული მეთოდებით ბრძოლას, სწორად შეარჩიეთ პრეპარატი ქსოვილისა და ლაქის ტიპის მიხედვით, ყურადღებით გაეცანით მოხმარების ინსტრუქციას და ზუსტად დაიცავით დოზირება.
არსებობს მზა საყოფაცხოვრებო საშუალებები ლაქებისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომია სუპერმარკეტებში. ისინი ჩვეულებრივ გათვლილია კონკრეტულ ჯგუფებზე - ცხიმზე, ჟანგზე, ბალახზე და ა.შ.
თუ ჩვენ ზუსტად ვიცით ლაქის ტიპი, შეგვიძლია ავირჩიოთ შესაბამისი პრეპარატი და ვიმოქმედოთ მისი ინსტრუქციის მიხედვით.
არ გირჩევთ ისეთი პროდუქტების გამოყენებას როგორიცაა:
მარილი, ძმარი, ლიმონის წვენი ან სოდა, ამ ტიპის მჟავა და ტუტე ნივთიერებებმა შეიძლება უფრო მეტად დაგიზიანოთ საყვარელი ნივთი.
Ასევე არ გირჩევთ ექსპერიმენტებს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ლაქას ან ჩამჯდარ ჭუჭყს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით, აუცილებლად მიანდეთ ეს პროცესი პროფესიონალებს, მითუმეტეს, ამ პირობებში როცა თითქმის ყველა დიდ ქალაქში შეგიძლიათ იპოვოთ უახლოესი ქიმწმენდის სერვისი.
მაგალითად, თუ ტანსაცმლის ქიმწმენდა თბილისში გჭირდებათ, Servisebi.ge-ზე მარტივად იპოვნით მდებარეობის მონიშვნის ან საძიებო ველში კონკრეტული დასახელების ჩაწერით.

მცდარი წარმოდგენები ქიმწმენდის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ ქიმწმენდა ხშირად პრაქტიკულ გადაწყვეტად გვევლინება, საზოგადოებაში მაინც არსებობს გარკვეული მითები და სტერეოტიპები ამ სერვისის შესახებ, რაც ნაწილობრივ ინფორმაციის ნაკლებობას ეფუძნება, ნაწილობრივ კი არასწორ გამოცდილებას ან უბრალოდ სპეციალისტების რჩევების უგულებელყოფას.

მითი #1: ქიმწმენდა აფუჭებს ტანსაცმელს
ბევრს მიაჩნია, რომ ქიმწმენდის პროცესი ძალიან აგრესიულია და უარყოფითად მოქმედებს ქსოვილის ხარისხზე. სინამდვილეში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერტიფიცირებული პრეპარატების გამოყენებით, ქიმწმენდა სრულიად უსაფრთხოა ტანსაცმლისთვის და პირიქით, უნარჩუნებს მათ პირვანდელ სახეს. რა თქმა უნდა, აქ მთავარია პროფესიონალიზმი და გამოცდილება - თუ ქიმწმენდას ჩაატარებს კვალიფიციური სპეციალისტი და სწორად შეარჩევს პროგრამას, არანაირი დაზიანების რისკი არ არსებობს.

მითი #2: ქიმწმენდა ძალიან ძვირია
კიდევ ერთი გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ქიმწმენდა ძვირადღირებული სიამოვნებაა და მხოლოდ მდიდრებს შეუძლიათ რეგულარულად ისარგებლონ ამ მომსახურებით. სინამდვილეში, ქიმწმენდის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია საშუალო მომხმარებლისთვისაც.
ტანსაცმლის ქიმწმენდა ფასები დამოკიდებულია კონკრეტული კომპანიის ტარიფებზე, შემოთავაზებულ სერვისსა და შესასრულებელ სამუშაოზე.
ასევე ხანგრძლივი თანამშრომლობის შემთხვევაში არსებობს სხვადასხვა აქციები და შეღავათიანი პაკეტები.


მითი #3: ქიმწმენდა საშიშია ჯანმრთელობისთვის
ეს მითი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ქიმწმენდაში გამოიყენება ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება იყოს ტოქსიკური და ალერგიული. თუმცა თანამედროვე პრეპარატები გაცილებით უფრო უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე მათი წინამორბედები. მეტიც, კარგ სამრეცხაოებში პროცესი წარიმართება უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით - გამოიყენება სპეცტანსაცმელი, სავენტილაციო სისტემები და ა.შ. რაც შეეხება თვითონ ტანსაცმელს, ის გადის მრავალჯერად გავლებას და გაშრობას, რაც სრულად აცილებს ტოქსინებისა და ალერგენების ნარჩენებს.

მითი #4 - ქიმწმენდა მხოლოდ ძვირადღირებულ ნივთებსა და ტანსაცმელს სჭირდება
მართალია, ამ ტიპის ტანსაცმელსა თუ ნივთებს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებათ და მწარმოებლების უმეტესობა  პირდაპირ, ეტიკეტზევე მიუთითებს ქიმწმენდის აუცილებლობაზე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მასიური წარმოების ტანსაცმელი არ უნდა გაიწმინდოს ქიმიურად.
ყველა ადამიანის გარდერობში არის ისეთი ნივთები, რომელთა გასუფთავება მანქანაში რეცხვით შეუძლებელია - პალტოები, პიჯაკები, კოსტიუმები, კაბები და სხვა.

რეკომენდირებული სერვისები

ელექტრო ინჟინერი
ელექტრო ინჟინერი

. შენობების ელექტრო დაქსელვა - განათება, როზეტები, ინტერნეტი, საკომუნკაციო ხაზები ა.შ. . კარადების აწყობა, ავტომატების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შერჩევა, უსაფრთხოების განსაზღვრა. . ელექტროობის და სუსტი დენების პროექტორება . ძალოვანი და მართვის კარადების აწყობა . ელექტრობის და საჭირო მოწყობილობების ინსტალაცია საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართებში . შენობების ავტომატიზაცია _ გაციფრულება და ტელეფონიდან მართვა: განათება, ელექტრო მომარაგება, გათბობა-გაგრილება, ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობის მართვა დისტანციურად. . ელექტროობის ხარჯის შემცირება საქმეს, რომელსაც ვიწყებთ პასუხისმგებლობით ვეკიდებით და მაქსიმალურად ვცდილობთ ხარისხი დავდოთ თქვენი უსაფრთხოების და კმაყოფილების პარალელურად. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. სატელეფონო კონსულტაცია უფასოა.

რეკომენდირებული სტატიები

​რა უნდა ვიცოდეთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის შეძენამდე?

​რა უნდა ვიცოდეთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის შეძენამდე?

3 ნოე 2024

 წარმოიდგინეთ, როგორ ანათებს მზის პირველი სხივები თქვენს სახლს სუფთა და ელეგანტური ფანჯრებიდან, რომლებიც არა მხოლოდ სიმყუდროვეს ქმნის, არამედ სახლს თანამედროვე იერს აძლევს. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა არ არის უბრალოდ დეტალი; ეს არის პრაქტიკული და ესთეტიკური ელემენტი, რომელიც სივრცეს უფრო ენერგოეფექტურს, მყუდროს და დაცულს ხდის.
 თუ ოდესმე გიგრძვნიათ, რომ თქვენს საცხოვრებელს მეტი ბუნებრივი სინათლე და ეფექტური იზოლაცია სჭირდება, მაშინ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები შეიძლება ის გადაწყვეტილებაა, რაც სახლს სჭირდება. ისინი არა მხოლოდ ჰაერის გამტარიანობის კონტროლსა და სითბოს შენარჩუნებაში ეხმარებიან, არამედ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაც აქვთ.
 ერთად გადავხედოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ყველა ნიუანსს – რატომ არის ის დღეს ასე პოპულარული, რა უნდა იცოდეთ შეძენამდე და როგორ აირჩიოთ ის მოდელი, რომელიც თქვენს სახლს საუკეთესოდ მოერგება. 
 

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ძირითადი უპირატესობებია:
 
1.      ენერგოეფექტურობა და თერმული იზოლაცია
ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც
მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებს გამოარჩევს. ეს ფანჯრები ხასიათდება თერმული იზოლაციით, რაც ხელს უწყობს ოთახის ტემპერატურის შენარჩუნებას ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი სიგრილის შენარჩუნებას. მაღალი ხარისხის იზოლაციის მეშვეობით, თქვენი საცხოვრებელი ენერგიის მინიმალური დანახარჯით ხდება კომფორტული. ხარისხიან მეტალოპლასტმასის ფანჯრებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს გათბობის და კონდიცირების ხარჯები, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ცენტრალური გათბობის მქონე შენობებში.
2.      ხმაურის იზოლაცია
ხმაურის იზოლაცია ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი სახლი ან ოფისი ქალაქის ხმაურიან ნაწილში მდებარეობს. მეტალოპლასტმასის ფანჯრის დამზადება ისე ხდება, რომ მას შეუძლია გააკონტროლოს ხმაურის გადაცემა და მნიშვნელოვნად შეამციროს შიდა ხმაური.
3.      მრავალფეროვანი დიზაინი და სტილი
მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის არჩევისას მრავალი დიზაინი და ფერი გაქვთ, რითაც შეგიძლიათ მოარგოთ ისინი თქვენს ინტერიერსა და ექსტერიერს. არსებობს სხვადასხვა სტილის ფანჯარა, რომელიც თქვენს გემოვნებას შეესაბამება, იქნება ეს თანამედროვე თუ ტრადიციული დიზაინი. დიზაინის მრავალფეროვნების გარდა, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ფანჯრებზე ფარდა ჟალუზები ან სხვა დამცავი ელემენტები, რაც კიდევ უფრო მოამატებს სივრცეს ესთეტიკას და პრაქტიკულობას.
4.      უსაფრთხოება და გამძლეობა
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები ცნობილი არიან თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით, რაც მათ გამძლეობას წლების განმავლობაში უზრუნველყოფს. გარე დამცავი ჟალუზი და სხვა დამცავი საშუალებები კი კიდევ უფრო აძლიერებენ მათ უსაფრთხოებას. ალუმინის გარედამცავი ჟალუზი ფანჯრების ერთ-ერთი პოპულარული დამცავი მოწყობილობაა, რაც ფანჯრებს იცავს დაზიანებებისგან და ასევე ეხმარება ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში.
5.      მოვლის სიმარტივე
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები ძალიან მარტივია მოსავლელად. ისინი არ მოითხოვენ ხშირ შეღებვას ან სარემონტო სამუშაოებს. უბრალოდ პერიოდული გაწმენდა საკმარისია მათი სისუფთავისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის. პლასტმასის მასალა გამძლეა ნესტისა და ტენის მიმართ, რაც ხელს უშლის წლებთან ერთად მათ სტრუქტურის დაზიანებას.
როგორ შევარჩიოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა?
მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე მახასიათებელი. ყურადღება მიაქციეთ პროფილის ხარისხს, გამჭვირვალობას და საიზოლაციო პარამეტრებს. ასევე გაითვალისწინეთ, თუ რომელია საუკეთესო სტილი, რომელიც თქვენს ინტერიერს უხდება.
ფანჯრების სხვადასხვა სახეობას გამოარჩევს მათი მასალა, გახსნის მექანიზმი და დიზაინი. ფანჯრის ძირითადი ტიპებია:
  • ფიქსირებული ფანჯრები – არ იღება და მხოლოდ განათებისთვის გამოიყენება.
  • გადმოსაწევი (Tilt) ფანჯრები – ნაწილობრივ იხსნება ვერტიკალურად, უზრუნველყოფს ვენტილაციას.
  • მბრუნავი (Tilt and Turn) ფანჯრები – შესაძლებელია როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად გადახრა.
  • სასრიალო ფანჯრები – ერთი ან რამდენიმე პანელი სრიალებს გვერდულად და ეკონომიას უკეთებს სივრცეს.
  • ორმაგი ფანჯრები – მეტი იზოლაციისთვის ორი შუშა აქვს, გაზით შევსებული შიდა სივრცე.
  • ფრანგული ფანჯრები – ფართო, ორიანი ფრთიანი ფანჯრები, რომლებიც სრულად იხსნება.
  • ვიტრაჟული ფანჯრები – მორგებული დიზაინით, ხშირად დეკორაციისთვის იყენებენ.
  • ალუმინის ფანჯრები – გამძლე და თანამედროვე, ენერგოეფექტური ჩარჩოთი.
  • მეტალო-პლასტმასის ფანჯრები – თბოიზოლაციით გამორჩეული, პოპულარულია სახლში და ოფისებში.
ამ სახეობებისგან შესაძლებელი არჩევანის გაკეთება ფართობის სპეციფიკისა და დიზაინის მიხედვით, რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
 
ჟალუზების, მათ შორის ფარდა ჟალუზები დამზადება ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გსურთ ფანჯრების დაცვისა და ოთახის განათების მართვა. ჟალუზები ფანჯრებს დამატებით ეფექტურობას ანიჭებს და ამცირებს მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას. გარდა ამისა, შეგიძლიათ აირჩიოთ ვერტიკალური ჟალუზების დამზადება, რაც ასევე ფართო არჩევანს იძლევა ფარდების მიმართ.
შეიტანეთ მეტი კომფორტი სივრცეში აივნის ჟალუზებისა და ტენტების დამზადებით. აივნის ჟალუზების დამზადება კომფორტს მატებს ნებისმიერ სახლს. აივნის ჟალუზები ხშირად გამოიყენება მზისგან დაცვისთვის და გარე გარემოს ზემოქმედების შესამცირებლად. ასევე, ტენტების დამზადება სახლის ექსტერიერის გასალამაზებლად და ფუნქციონალურობის ასამაღლებლად კარგი ვარიანტია. მომსახურებები ხშირად მოიცავს ალუმინის გარედამცავი ჟალუზების და მწერებისგან დამცავი ბადეების სერვისსაც, თქვენი სივრცის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად/
პროფესიონალის შერჩევა და მონტაჟი
მეტალო-პლასტმასის ფანჯრების ინსტალაციისას, უმჯობესია პროფესიონალის დახმარებით ისარგებლოთ. მეტალო პლასტმასის ხელოსანი გამოძახებით იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისაც სურს ხარისხიანი ინსტალაცია. გამოცდილი ხელოსანი უზრუნველყოფს, რომ ფანჯრები სწორად იყოს დამონტაჟებული, რაც გაზრდის მათ ხანგრძლივობას და გაუმჯობესებულ იზოლაციას. პროფესიონალი ხელოსანი შეგიძლიათ მოძებნოთ SERVISEBI.GE-ზე, ვებგვერზე სხვადასხვა სპეციალისტების მრავალფეროვანი შეთავაზებები დაგხვდებათ მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული პირობებით.
ტემპერატურის კონტროლი და გათბობის სისტემები
მეტალოპლასტმასის ხელოსნები გვეხმარებიან დავამზადოთ კარადები გათბობის შესაფუთად. ცენტრალური გათბობის მქონე სახლებში საჭიროა ფანჯრების კარგი თერმული იზოლაცია, რათა ხარჯები შემცირდეს და თბოეფექტურობა გაუმჯობესდეს. აქ ასევე მნიშვნელოვანია ცენტრალური გათბობის ქვაბის შეფუთვა, რათა ოთახში სითბოს შენარჩუნება მოხერხდეს. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები განკუთვნილია ცენტრალური გათბობის სისტემის მქონე სივრცეებისთვის, რადგან ისინი ეხმარება სითბოს შენარჩუნებას და ამცირებს სიცივის ზემოქმედებას.
 
მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების არჩევა თქვენს სახლს ან ოფისს მრავალ უპირატესობას სთავაზობს. მაღალი თერმული და ხმაურის იზოლაცია, მრავალფეროვანი დიზაინი, გამძლეობა და უსაფრთხოება მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელია, რაც ამ ფანჯრებს ასე პოპულარულს ხდის. კარ-ფანჯრების არჩევისა და ინსტალაციის პროცესში მნიშვნელოვანია მათი სწორად შერჩევა და გამოცდილი ხელოსნის დახმარება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ისინი მაქსიმალურ ეფექტურობას და ხანგრძლივობას მოიტანენ.
SERVISEBI.GE-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც დაგეხმარებიან მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადება-დამონტაჟებაში და დამატებით მომსახურებებში, როგორიცაა ფარდა ჟალუზების დამზადება, ტენტების დამზადება, გათბობის შეფუთვა და სხვა სერვისები. ისარგებლეთ ვებგვერდის მომსახურებით და მიიღეთ საუკეთესო მოომსახურება პროფესიონალებისაგან.

მთარგმნელი თუ თარჯიმანი? - როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი

მთარგმნელი თუ თარჯიმანი? - როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი

5 ნოე 2024

 თანამედროვე სამყაროში საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო ღრმავდება, კომპანიებსა თუ კერძო პირებს, წარმატების მისაღწევად ხშირად უწევთ ენობრივი ბარიერების გადალახვა.
იქნება ეს საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება, მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის
თარგმნა თუ საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება.
ამ ყოველივეს პარალელურად იზრდება თარგმნის სერვისებზე მოთხოვნა, პროცესებში საჭირო ხდება კომპეტენტური პირების ჩართულობა, ვინც უზრუნველყოფს წერილობითი მასალებისა თუ ზეპირი კომუნიკაციის თარგმნას.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტულ სიტუაციაში რომელი სპეციალისტის ჩართულობა და რა ტიპის მომსახურება გვჭირდება.
უპირველესად განვიხილოთ, რას მოიცავს მთარგმნელის და თარჯიმნის პროფესიები.
მთარგმნელი მუშაობს წერილობით ტექსტებზე, ისეთი ტიპის დოკუმენტებზე, როგორიცაა :

  • იურიდიული დოკუმენტაცია - იურიდიული დოკუმენტაციის თარგმნისას, მთარგმნელს უწევს მუშაობა ხელშეკრულებებზე, სასამართლო დოკუმენტებზე, საკანონმდებლო აქტებსა და კორპორატიულ დოკუმენტაციაზე. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი ტერმინოლოგიის ზედმიწევნითი ცოდნა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო სისტემების თავისებურებების გათვალისწინება.
  • სამედიცინო დოკუმენტაცია - სამედიცინო თარგმანი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს მთარგმნელობით საქმიანობაში. ეს არის დარგი, სადაც სიზუსტე და დეტალური ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამედიცინო მთარგმნელები მუშაობენ ფართო სპექტრის დოკუმენტებზე, დაწყებული სამედიცინო ჩანაწერებიდან, დამთავრებული კლინიკური კვლევების ანგარიშებით. თარგმანის სფერო მოიცავს პაციენტების სამედიცინო ისტორიებს, დიაგნოზებს, მკურნალობის გეგმებს, ფარმაცევტულ დოკუმენტაციას, სამედიცინო ხელსაწყოების ინსტრუქციებსა და სამეცნიერო კვლევებს.  მთარგმნელი ამ სფეროში უნდა ფლობდეს არა მხოლოდ სამედიცინო ტერმინოლოგიას, არამედ კარგად უნდა ერკვეოდეს სამედიცინო პროცედურებში, ანატომიაში, ფიზიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში. პაციენტებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო მასალების თარგმნა წარმოადგენს განსაკუთრებულ გამოწვევას. აქ მთარგმნელმა უნდა შეძლოს რთული სამედიცინო ტერმინების გადმოცემა მარტივი, გასაგები ენით, ისე რომ არ დაიკარგოს სამედიცინო სიზუსტე. მთარგმნელმა უნდა დაიცვას პაციენტთა კონფიდენციალურობა და სამედიცინო ეთიკის ნორმები.
  • ტექნიკური სპეციფიკაციები - ტექნიკური სპეციფიკაციების გადათარგმნა მოითხოვს განსაკუთრებულ სიზუსტესა და ტექნიკური ტერმინოლოგიის სრულყოფილ ფლობას. მთარგმნელი მუშაობს პროდუქტების აღწერილობებზე, მომხმარებლის სახელმძღვანელოებზე, უსაფრთხოების ინსტრუქციებსა და საინჟინრო დოკუმენტაციაზე.  ამ ტიპის თარგმანებში უმნიშვნელო უზუსტობამაც კი შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს, ამიტომ მთარგმნელს მოეთხოვება მაღალი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი.
  • მარკეტინგული მასალები - მარკეტინგული მასალების თარგმნა წარმოადგენს შემოქმედებით გამოწვევას, სადაც მთარგმნელმა უნდა შეძლოს არა მხოლოდ ტექსტის შინაარსის გადმოცემა, არამედ მისი ადაპტირება სამიზნე აუდიტორიის კულტურულ კონტექსტთან. ეს მოიცავს სარეკლამო ტექსტების, ბროშურების, სოციალური მედიის კონტენტის და პრეს-რელიზების თარგმნას. ამ პროცესში მთარგმნელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნება და მარკეტინგული კომუნიკაციის პრინციპების ცოდნა.
  • ლიტერატურული ნაწარმოებები -  განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნა. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მხატვრული ლიტერატურა თუ პოეზია, ორივე შემთხვევაში მთარგმნელმა უნდა შეძლოს ავტორის სტილის, ემოციური ნიუანსებისა და კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, ამავდროულად კი ტექსტის თარგმნა სამიზნე ენაზე, ისე, რომ კარგად იკითხებოდეს.
  • სამეცნიერო პუბლიკაციები - ამ ტიპის თარგმანისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო ტერმინოლოგიის სიზუსტე და აკადემიური წერის სტილის დაცვა.
შესაბამისად, მთარგმნელის მომსახურება გამოგადგებათ, როდესაც :
  • გჭირდებათ დოკუმენტების გადათარგმნა
  • ვებ-გვერდის კონტენტის თარგმნა
  • სათარგმნი გაქვთ სამეცნიერო ნაშრომი ან პუბლიკაცია 
  • გჭირდებათ მარკეტინგული მასალების მომზადება უცხოურ ენაზე და სხვა მსგავსი პროცედურები, როცა საქმე ტექსტების თარგმნას ეხება.

მაშ, როდის გვჭირდება თარჯიმანი?

თარჯიმნის მომსახურება დაგჭირდებათ, მაშინ, როცა გვჭირდება ზეპირი თარგმნა ყველა ენაზე, მაგალითად:
  • გაქვთ საერთაშორისო შეხვედრა ან კონფერენცია
  • გეგმავთ საქმიან მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან
  • გჭირდებათ თანხლება უცხოელ სტუმრებთან
  • მონაწილეობთ საერთაშორისო ღონისძიებებში
 მთარგმნელისგან განსხვავებით, ნაცვლად ტექსტისა, თარჯიმანი ზეპირ კომუნიკაციას თარგმნის, სწორედ მასზეა დამოკიდებული სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შორის ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა.
როგორც წესი ფლობენ მინიმუმ 2 სამუშაო ენას, პირობითად, თუ გჭირდებათ თარგმნა ქართულიდან ან თარგმნა ინგლისურიდან შეგიძლიათ აიყვანოთ შესაბამისი ენების მცოდნე კადრი.
თარჯიმნის მომსახურება სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება მოიცავდეს როგორც სინქრონულ, ისე თანმიმდევრულ თარგმანს.
დიდ, საერთაშორისო კონფერენციებზე, როგორც წესი, გამოიყენება სინქრონული თარგმანი, რაც გულისხმობს თარგმანის ისეთი ფორმას, როდესაც თარჯიმანი თარგმნის მოსაუბრის პარალელურად, თითქმის რეალურ დროში.
წარმოიდგინეთ, რომ კონფერენციაზე უსმენთ მომხსენებელს უცხო ენაზე, მაგალითად რუსულად და არ გესმით ენა, თარჯიმანს უწევს თარგმნა რუსულიდან, თქვენ კი დაახლოებით 2-3 წამის დაგვიანებით, სპეციალურ ყურსასმენში გესმით მისი საუბრის თარგმანი თქვენთვის მშობლიურ ენაზე.
ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ რუსული ტექსტის თარგმნა ისე, რომ შენარჩნუდეს კონტექსტი და შინაარსი.
სინქრონული თარგმანი გამოირჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით.
ზოგავს დროს, რადგან არ სჭირდება დამატებითი პაუზები თარგმნისთვის, განსაკუთრებით ეფექტურია დიდი აუდიტორიისთვის, რადგან საშუალებას აძლევს ყველა მსმენელს სპეციალური ყურსასმენების მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია თავიანთ ენაზე.
სინქრონული თარგმანი ინარჩუნებს მოსაუბრის ემოციური მუხტსა და გამოსვლის დინამიკას.
რაც შეეხება თანმიმდევრულ თარგმანს, თანმიმდევრული თარგმანი არის თარგმანის ისეთი ფორმა, როდესაც მოსაუბრე აკეთებს პაუზებს, და ამ პაუზების დროს თარჯიმანი თარგმნის ნათქვამს. 
წარმოიდგინეთ საქმიანი შეხვედრა, სადაც მოსაუბრე ამთავრებს აზრს და შემდეგ თარჯიმანი გადმოსცემს ამ ინფორმაციას მეორე ენაზე.
თარჯიმანი დგას მოსაუბრის გვერდით
აკეთებს ჩანაწერებს სპეციალური სისტემით
თარგმნის მოსაუბრის პაუზების დროს
საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დააზუსტოს ინფორმაცია
ეს მეთოდი ეფექტურია მცირე ჯგუფებთან მუშაობისას და დეტალური მოლაპარაკებების წარმოებისას. 
ხშირად, ბიზნეს ურთიერთობების ენას ძირითადად ინგლისური წარმოადგენს, სწორედ ამიტომ  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართული თარგმანი ქართულ-ინგლისური ენებისა,თარჯიმანმა უნდა გაითვალისწინოს ამ ორი ენისთვის მახასიათებელი დეტალები და საუბარი თარგმნოს ტერმინოლოგიის სიზუსტის დაცვით.
თანმიმდევრული თარგმანი საშუალებას აძლევს მხარეებს უკეთ გაიაზრონ და დააზუსტონ ინფორმაცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს გარიგებების დროს. 
თარჯიმანთა ბიურო ხშირად გვთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას სხვადასხვა ენაზე. 
მაგალითად, ინგლისურ ენაზე მოგემსახურებათ ინგლისური ენის თარჯიმანი.
გაზრდილია მოთხოვნა ისეთ სპეციალისტებზეც, როგორებიც არიან სპარსული ენის თარჯიმანი , პოლონური ენის თარჯიმანიბერძნული ენის თარჯიმანი.
პროფესიონალი თარჯიმნის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი გამოცდილება კონკრეტულ სფეროში.
მაგალითად, ბიზნეს მოლაპარაკებებისთვის სასურველია თარჯიმანი იცნობდეს ბიზნეს ტერმინოლოგიას. 
გასათავალისწინებელია ისიც, რომ თარჯიმანი უნდა მეგობრობდეს ტექნოლოგიებთან, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ გავლენა მოახდინა თარჯიმნის პროფესიაზეც, დღეს უკვე შესაძლებელია ონლაინ თარგმნა დისტანციური პლატფორმების საშუალებით, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში და შემდგომაც შენარჩუნდა, როგორც მოქნილი და ეფექტური გადაწყვეტილება.
თუ დაგჭირდება თარჯიმანი ონლაინ , მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ ჩვენს პლატფორმაზე servisebi.ge.

როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი მთარგმნელსა და თარჯიმანს შორის?

არჩევანი დამოკიდებულია თქვენს კონკრეტულ საჭიროებასა და რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე.
პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ პროექტის მასშტაბია, საერთაშორისო კონფერენციებზე, სადაც ბევრი უცხოელი სტუმარია, აუცილებლად დაგჭირდებათ თარჯიმნის მომსახურება, ასეთი ტიპის ღონისძიებებზე წერილობითი თარგმანი უბრალოდ ვერ იმუშავებს. თუმცა, თუ გჭირდებათ კომპანიის დოკუმენტების, ხელშეკრულებების ან მარკეტინგული მასალების თარგმნა, ამ შემთხვევაში მთარგმნელის მომსახურება იდეალური გადაწყვეტილება იქნება.
ასევე არჩევანზე მნიშვნელოვნად მოქმედებს დროის ფაქტორი. 
თუ მყისიერი კომუნიკაცია გჭირდებათ უცხოენოვან პარტნიორებთან შეხვედრაზე, ცხადია თარჯიმანის მომსახურება უნდა გამოიყენოთ,
თუ სათარგმნი გაქვთ დოკუმენტი ან ტექსტი, მთარგმნელი შეძლებს ამ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას. 
არჩევანის გაკეთებისას გასათვალისწინებელია ბიუჯეტიც.
განსხვავებულია თარგმნის ღირებულება ენების სპეფიციკის მიხედვით, მაგალითად: რუსულ - ქართული თარგმნა შესაძლოა უფრო ნაკლები დაჯდეს, ვიდრე თარგმნა სპარულიდან ქართულზე.
სწორი არჩევანის გაკეთება მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას და დეტალურ კომუნიკაციას სერვისის მომწოდებელთან. 
გირჩევთ, ნათლად ჩამოაყალიბოთ თქვენი მოთხოვნები, მოლოდინები და პროექტის სპეციფიკური საჭიროებები, შემდგომ კი მიმართოთ თარჯიმანთა ბიუროს ან მთარგმნელობით სააგენტოს. ისინი კი თავის მხრივ შემოგთავაზებენ თქვენი კონკრეტული სიტუაციისთვის შესაფერის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.
პირობითად, თუ თარჯიმანი გჭირდება ორენოვანი პროექტებისთვის, როგორიცაა იტალიური და გერმანული ენები, მათი დახმარებით შეძლებთ ერთ სივრცეში იპოვოთ როგორც იტალიური ენის თარჯიმანი, ისე გერმანული ენის თარჯიმანი.

​როგორ ავირჩიოთ შესაფერისი ნოტარიუსი: რჩევები და რეკომენდაციები

​როგორ ავირჩიოთ შესაფერისი ნოტარიუსი: რჩევები და რეკომენდაციები

1 ნოე 2024

  ნოტარიუსის მომსახურება ყოველდღიურად მრავალი იურიდიული საკითხის სწორად მოგვარების აუცილებელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს ეს პროცესი შეიძლება არასაჭიროდ ეჩვენოს, ნოტარიუსის დახმარებით დოკუმენტების დამოწმება რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი გარიგებების სანდოობას. ნოტარიუსის მომსახურება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა იურიდიულ და ფინანსურ პროცესში. მისი პროფესიული ჩართულობა აუცილებელია დოკუმენტების დამოწმების, გარიგებების ლეგალიზაციისა და მხარეების ხელმოწერების სისწორის დადასტურებისათვის. სწორად არჩეული ნოტარიუსი უზრუნველყოფს იურიდიული პროცესების გამართულობას, უსაფრთხოებას და თავიდან აგარიდებთ შესაძლო შეცდომებს, რომლებიც შეიძლება სამართლებრივად ან ფინანსურად საზიანო იყოს.
 სწორი ნოტარიუსის არჩევა ბევრ საკითხს მოიცავს: მისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, სერვისების ხელმისაწვდომობა და თქვენს მოთხოვნებზე ადაპტირება. ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევასა და რეკომენდაციას, რომლებიც დაგეხმარებათ სწორ ნოტარიუსთან თანამშრომლობაში.

1. ნოტარიუსის პროფესიული გამოცდილება
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც ნოტარიუსის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, მისი გამოცდილებაა. გამოცდილება არა მხოლოდ პროფესიული ცოდნის და უნარების გამომუშავებას გულისხმობს, არამედ იმას, თუ რამდენად კარგად იცნობს ნოტარიუსი სამართლებრივ სისტემას, კანონებსა და რეგულაციებს. გამოცდილ ნოტარიუსს შეეძლება უფრო სწრაფად და გამართულად მოაგვაროს რთული საკითხები და თავიდან აგარიდოთ შეცდომები.
ამასთან, პროფესიული გამოცდილება პირდაპირ კავშირშია ნოტარიუსის რეპუტაციასთან. შეამოწმეთ მისი პროფილი, გაიგეთ, აქვს თუ არა მას სპეციალური სერტიფიკატები და ლიცენზიები, რომლებიც ადასტურებს მის კომპეტენციას.

2. სერვისების მრავალფეროვნება
ნოტარიუსის არჩევისას მნიშვნელოვანია, გაიგოთ, თუ რამდენად მრავალფეროვანი სერვისები აქვს ნოტარიუსს. ზოგჯერ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს შეზღუდული სერვისები, რაც ნიშნავს, რომ ის ყველა ტიპის გარიგებას ან დოკუმენტს ვერ დაამოწმებს. მაგალითად, ნოტარიუსები ხშირად სთავაზობენ სერვისებს, როგორიცაა უძრავი ქონების გარიგებების დამოწმება, მემკვიდრეობის დოკუმენტების ფორმალიზება, ქორწინებისა და განქორწინების დოკუმენტების დამოწმება, ბიზნეს გარიგებების ლეგალიზაცია და სხვა.
თუ გჭირდებათ კონკრეტული სერვისი, მნიშვნელოვანია, რომ ნოტარიუსთან წინასწარ დააზუსტოთ, შეუძლია თუ არა მას ამ კონკრეტული მომსახურების გაწევა.

3. ლოკაცია და ხელმისაწვდომობა
ლოკაცია და ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ნოტარიუსის მომსახურების სისწრაფესა და კომფორტზე. ნოტარიუსის ოფისის მდებარეობა უნდა იყოს თქვენთვის მოსახერხებელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირად გჭირდებათ სანოტარო სერვისები. მაგალითად, თუ თქვენ მუშაობთ თბილისში, მოსახერხებელია, რომ ნოტარიუსის ოფისი ახლოს იყოს თქვენი სამუშაო ადგილის ან საცხოვრებელი ადგილისთან. თბილისის გარდა, ნოტარიუსის მომსახურების მიღეა შესაძლებელია ბათუმში, რუსთავში, გორში და სხვა ქალაქებში.
ასევე, ზოგი ნოტარიუსი გვთავაზობს ნოტარიუსის 24 საათიან მომსახურებას ან ნოტარიუსის გამოძახების სერვისს. ეს მომსახურება განსაკუთრებით სასარგებლოა გადაუდებელი სიტუაციებისთვის, როდესაც საჭიროა სწრაფი მოქმედება ან დოკუმენტების დამოწმება არასტანდარტულ საათებში.

4. მომხმარებლის შეფასებები და რეკომენდაციები
თანამედროვე ციფრულ სამყაროში ძალიან მარტივია, გაარკვიოთ სხვების გამოცდილება კონკრეტულ ნოტარიუსთან. მომხმარებელთა შეფასებები და რეკომენდაციები გეხმარებათ უკეთ გაიგოთ ნოტარიუსის სერვისის ხარისხი და პროფესიონალიზმი. ჩვენს საიტზე ყველა შეთავაზებაზე მითითებულია შეფასებების ფუნქციონალი, რომელზეც მომხმარებლები აფიქსირებენ უკვე მიღებულ გამოცდილებას. შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ მათ დაწერილ შეფასებებს და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.
შეფასებები ხშირად აღნიშნავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნოტარიუსის სამუშაოს სისწრაფე, მომსახურების ხარისხი, კეთილგანწყობა, და შესაძლო დამატებითი ხარჯები. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ უკეთ აირჩიოთ ნოტარიუსი, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელი და სანდოა.

5. მომსახურების ფასი
ნოტარიუსის მომსახურების ფასები საკმაოდ განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის სერვისს ითხოვთ. ნოტარიუსის ტარიფები კანონით არის რეგულირებული, თუმცა ინდივიდუალური ნოტარიუსები შეიძლება დამატებითი სერვისებისთვის მიიღონ დამატებითი თანხა. მაგალითად, ნოტარიუსის გამოძახების, ან 24/7 სერვისისთვის შესაძლოა იყოს მეტი საფასური, ვიდრე სტანდარტული სამუშაო საათების სერვისებისთვის.
სანოტარო ბიურო უნდა გვთავაზობდეს გამჭვირვალე ფასებს.  გირჩევთ წინასწარ დააზუსტოთ ხარჯები, რათა თავიდან აირიდოთ გაუგებრობა. თუ არ ხართ დარწმუნებული ფასებში, შეგიძლიათ მოიძიოთ რამდენიმე ნოტარიუსის შეთავაზება და შეადაროთ ისინი ერთმანეთს.

6. პროფესიონალიზმი და კომუნიკაცია
ნოტარიუსის მუშაობისას პროფესიონალიზმი და კომუნიკაცია გადამწყვეტი ფაქტორებია. ნოტარიუსი უნდა იყოს მზად, რომ დაგეხმაროთ ყველა ნაბიჯში, გაგიწიოთ კონსულტაცია და დეტალურად აგიხსნათ ის პროცედურები, რომლებიც უნდა განხორციელდეს.
პროფესიონალური ნოტარიუსი დროულად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს და ზუსტად მიჰყვება კანონით გათვალისწინებულ წესებსა და რეგულაციებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნოტარიუსთან კომუნიკაცია იყოს მარტივი და შედეგიანი. ის უნდა იყოს მზად, რომ უპასუხოს თქვენს შეკითხვებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

7. ნოტარიუსის იურიდიული ცოდნა და კანონის დაცვა
ნოტარიუსი არის იურიდიული სისტემის ნაწილი და მისი მუშაობა რეგულირდება შესაბამისი კანონებითა და რეგულაციებით. პროფესიონალი ნოტარიუსი იცავს ყველა კანონიერ მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია იურიდიული დოკუმენტების ნამდვილობისა და ლეგალურობისთვის. მას უნდა ჰქონდეს ფართო იურიდიული ცოდნა, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა პროცედურა სწორად არის შესრულებული და არ არსებობს იურიდიული შეცდომები.
ამიტომ, ნოტარიუსთან მუშაობისას დარწმუნდით, რომ ის იცნობს თქვენს იურიდიულ მოთხოვნებს და სრულად მიჰყვება საქართველოს კანონმდებლობას.
 

როგორ ავიცილოთ შეცდომები ნოტარიუსთან მუშაობისას?
 
ნოტარიუსთან თანამშრომლობა შეიძლება რთული იყოს, თუ არ იცით, რა უნდა მოითხოვოთ და როგორ უნდა დააკვირდეთ პროცესს. აქ არის რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შეიძლება თავიდან აიცილოთ შეცდომები:
  • წინასწარ დარწმუნდით ყველა დოკუმენტში: სანამ ნოტარიუსთან წახვალთ, გადაამოწმეთ ყველა საჭირო დოკუმენტი და დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორადაა შევსებული.
  • დააზუსტეთ სერვისების ხარჯები: წინასწარ შეისწავლეთ ნოტარიუსის მომსახურების ფასები, რათა თავიდან აირიდოთ დამატებითი ხარჯები.
  • გადამოწმება პროცედურის შემდეგ: ნოტარიულად დამოწმების შემდეგ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ დოკუმენტები, რომ ყველა ინფორმაცია სწორად იყოს შეტანილი.
 
ნოტარიუსის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს იურიდიულ პროცესებზე და დოკუმენტების სისწორეზე. სწორი ნოტარიუსი დაგეხმარებათ უზრუნველყოთ სამართლებრივი დაცვა და სანდოობის განცდა. ესტუმრეთ ნოტარიუსის მომსახურების კატეგორიას servisebi.ge-ზე და მიიღეთ მომსახურება საუკეთესო სპეციალისტებისგან.

​10 ცრურწმენა, რომელიც დაკავშირებულია დაკრძალვის რიტუალთან

​10 ცრურწმენა, რომელიც დაკავშირებულია დაკრძალვის რიტუალთან

3 ოქტ 2024

   სიკვდილი - ადამიანის არსებობის საბოლოო ეტაპი, ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება კაცობრიობისთვის უდიდეს საიდუმლოდ. 
ამ მოვლენის ირგვლივ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა მრავალი რელიგიური, კულტურული და ხალხური ტრადიცია. დაკრძალვის რიტუალები, რომლებიც ამ ტრადიციების განუყოფელი ნაწილია, ხშირად მოიცავს არა მხოლოდ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, არამედ მრავალ ცრურწმენასაც.
ეს ცრურწმენები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ხშირად იმდენად ღრმადაა ფესვგადგმული საზოგადოებაში, რომ მათ მიჰყვებიან არა მხოლოდ მორწმუნე ადამიანები, არამედ ისინიც, ვინც თავს სკეპტიკოსად მიიჩნევს. 
გარდაცვალების მომენტში, როდესაც ადამიანი სიკვდილის რეალობასთან პირისპირ დგება, ხშირად ყველაზე ურწმუნო პიროვნებაც კი მზადაა დაიცვას ყველა არსებული წესი და ტრადიცია, თუნდაც ის ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარებოდეს.

განვიხილოთ 10 ცრურწმენა, რომელიც დაკავშირებულია დაკრძალვის რიტუალთან.
  • ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა ეხება მიცვალებულის თვალებსა და პირს.
 ითვლება, რომ არ შეიძლება მიცვალებულს თვალები გახელილი ჰქონდეს. ეს ცრურწმენა უკავშირდება შიშს, რომ გარდაცვლილი გახელილი თვალებით ეძებს ვიღაცას, ვისაც თავისთან წაიყვანს. ასევე მიიჩნევა, რომ მიცვალებულს პირიც დახურული უნდა ჰქონდეს.
დამკრძალავი ბიუროები ხშირად ითვალისწინებენ ამ ცრურწმენას, ცხედრის გაპატიოსნების პროცესში სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მიცვალებულის სახის გამომეტყველებას.
მიღებული პრაქტიკაა ყბის ახვევაც. 
  • მეორე მნიშვნელოვანი ცრურწმენა კუბოში ცოცხალი ადამიანების ნივთების ჩადებას კრძალავს. 
ძველი ხალხური რწმენის თანახმად, თუ მიცვალებულს საფლავში ცოცხალი ადამიანის ნივთს ჩაატანენ, ეს უკანასკნელიც მალე გარდაიცვლება.
სარიტუალო მომსახურების დროს, დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები ხშირად აფრთხილებენ ოჯახის წევრებს, რომ თუ რაიმეს ჩატანება სურთ გარდაცვლილისთვის, ყურადღებით შეარჩიონ ის ნივთები, რომლებსაც გატანენ.
 
  • მესამე ცრურწმენა ეხება კუბოს სახურავს, არ შეიძლება კუბოს სახურავის მიცვალებულის სახლში დატოვება.
ხალხში გავრცელებული წარმოდგენით, თუ სახურავი სახლში დარჩება, ოჯახს კიდევ ერთი სიკვდილი ელის.
ამავე ცრურწმენის გაგრძელებით, კუბო სახლიდან აუცილებლად იმ მამაკაცებმა უნდა გაიტანონ, რომლებიც გარდაცვლილის ნათესავები არ არიან. მიიჩნევა, რომ სისხლი სისხლისკენ მიილტვის და მიცვალებული ნათესავებს თან გაიყოლებს.
 
  • რიგით მეოთხე ცრურწმენა მიცვალებულის გამოსვენების ფორმას ეხება.
გამოსვენებისას მიცვალებულს თავი წინ არ უნდა ჰქონდეს. უძველესი დროიდან მიიჩნევა, რომ გასვენების დროს მიცვალებულის კუბო ფეხების მხრიდან წინ უნდა გაიტანონ, რათა სულმა უკან დაბრუნება შეძლოს.
 
  • კიდევ ერთი გავრცელებული ცრურწმენაა, რომ კუბოს გამოსვენების დროს, ცოცხლები უკან არ უნდა მიბრუნდნენ. ითვლება, რომ უკან შებრუნება ან თუნდაც უკან ყურება შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.
 
  • რიგით მეექვსე ცრურწმენა, მეტნაკლებად შინაარსობრივად გასაგებია და ეხება ორსული ქალებისა და ბავშვების დაკრძალვის რიტუალზე დასწრებას. 
მიიჩნევა, რომ დაკრძალვას ორსული ქალები და ბავშვები არ უნდა ესწრებოდნენ. ეს აკრძალვა უკავშირდება შეხედულებას, რომ ახალი სიცოცხლე სიკვდილთან შეუსაბამოა, ხოლო ბავშვების ფსიქიკა არასათანადოდ მყარია სამგლოვიარო რიტუალებისთვის.
 
  • მეშვიდე ადგილს დაკრძალვის დრესკოდი იკავებს, დაკრძალვაზე ღია ფერის სამოსით მისვლა არ არის მიზანშეწონილი, სასურველია ჩავიცვათ შავი ან სხვა მუქი ფერის ტანისამოსი.  ეს ცრურწმენასთან მეტნაკლებად შეიძლება დავაკავშიროთ, რომ არა გავრცელებული მოსაზრება, რომ ნათელი ტანისამოსი, კაშკაშა ფერები იქცევს სიკვდილის ყურადღებას და ამ შემთხვევაში,  მუქი ტანსაცმელი ერთგვარი კამუფლაჟია, სიკვდილისგან თავდასაცავად.
 
  • მერვე ცრურწმენა ეხება სამგლოვიარო პროცესიის ეტიკეტს, მიიჩნევა, რომ არ შეიძლება კუბოს წინ სიარული ან მისთვის გასწრება. ამის მიზეზი არის რწმენა, რომ ადამიანი, რომელიც კუბოს წინ გაივლის ან გაუსწრებს, შეიძლება იყოს შემდეგი, ვინც გარდაიცვლება. 
ეს ცრურწმენა ეფუძნება იდეას, რომ სიკვდილს შეუძლია "დაინახოს" და "აირჩიოს" შემდეგი მსხვერპლი, და თუ ვინმე კუბოს წინ აღმოჩნდება, ის თავს "შესთავაზებს" სიკვდილს.
იგივე ეხება კატაფალკის გასწრებას,
კატაფალკა არის სპეციალური მანქანა, რომელიც გადააქვს კუბო
ცრურწმენის თანახმად, კატაფალკისთვის გასწრებაც არ არის მიზანშეწონილი. ითვლება, რომ ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობის ან სხვა უსიამოვნებების მომასწავებელი. 
ეს წარმოდგენა უკავშირდება იდეას, რომ სიკვდილთან "შეჯიბრმა" ან  "გასწრებამ" შეიძლება გამოიწვიოს მისი"წყენა" ან "ყურადღების მიქცევა", რაც შემდგომში უბედურებას მოიტანს.
 
  • მეცხრე ცრურწმენა ეხება დაკრძავლის პროცესიაზე მისალმების აკრძალვას, სასაფლაოზე ან სახლთან მისვლისას, სადაც გარდაცვლილი იმყოფება, ჭირისუფალსა და დამსწრეებს სასურველია მხოლოდ თავისქნევით მიესალმოთ, რათა გავრცელებული ცრურწმენის თანახმად არ დაარღვიოთ მიცვალებულის სიმშვიდე და არ მიიზიდოთ უბედურება.
 
  • და ბოლო, მეათე ცრურწმენა ეხება სარკეებს, უფრო კონკრეტულად კი  სარკეების დაფარვას გარდაცვლილის სახლში.
როცა ოჯახში ვინმე გარდაიცვლება, სახლში არსებულ ყველა სარკეს თეთრ ნაჭრერს, პირსახოცს ან ნებისმიერი სხვა ქსოვილის აფარებენ.
ბევრს სჯერა, რომ გარდაცვლილის სული შეიძლება "გაიჭედოს" სარკეში. სარკის დაფარვით, კი ცდილობენ დაეხმარონ სულს თავისუფლად გადაადგილებაში და საბოლოო დანიშნულების ადგილზე მშვიდობიანად მისვლაში. 
ზოგიერთ კულტურაში სარკეებს განიხილავენ როგორც "კარებს" ან "პორტალებს" სულების სამყაროში.
 წარმოიდგინეთ, თითქოს სარკე ფანჯარაა, რომლიდანაც სულები შემოდიან და გადიან. ამ რწმენის თანახმად, სარკეების დაფარვა იცავს ცოცხლებს არასასურველი სულების შემოჭრისგან.
საფლავის ქვის შერჩევა და საფლავის ქვაზე ხატვა, ასევე წარწერაც ხშირად ხდება ცრურწმენების საგანი. 
ზოგიერთი სჯერა, რომ გარკვეული სიმბოლოები ან ფრაზები საფლავის ქვაზე დაეხმარება გარდაცვლილის სულს სიმშვიდის პოვნაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეს ცრურწმენა მეცნიერულად დაუსაბუთებელია, კვლავაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ დაკრძალვის რიტუალებში, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ საზოგადოება მოწიწებით ეპყრობა სიკვდილის აქტს და გარკვეული რიტუალ-ჩვევებით გამოხატავენ პატივისცემას გარდაცვლილის მიმართაც.
დამკრძალავი ბიუროები და სარიტუალო მომსახურების სპეციალისტები ხშირად აწყდებიან ამ ცრურწმენებს თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. 
მათი ჩართულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარდაცვლილის უკანასკნელი გზის ორგანიზებაში.
სარიტუალო მომსახურება მოიცავს მრავალ ასპექტს, რაც ეხმარება ოჯახებს ამ რთულ პერიოდში, მათი შემოთავაზებული ძირითადი სერვისებია:
ცხედრის მომზადება: მოიცავს ბალზამირებას, კოსმეტიკურ პროცედურებს და ცხედრის გაპატიოსნებას.
დოკუმენტაციის მოწესრიგება: სპეციალისტები ეხმარებიან ოჯახს ძირითადი დოკუმენტების მომზადებაში, რაც გარდაცვლილის დაკრძალვისთვის და შემდგომი პროცედურებისთვისაა საჭირო.
დაკრძალვის ცერემონიის ორგანიზება: მოიცავს სასაფლაოს ადგილის შერჩევას, კუბოს (იგივე ჩასასვენებელი) შეძენას, მიცვალებულის მაცივრის ქირაობას, ყვავილების შეკვეთას და სხვა დეტალების მოგვარებას.
ტრანსპორტირება: დამკრძალავი ბიუროები უზრუნველყოფენ ცხედრის გადასაყვანად სპეციალურ ავტომობილს კატაფალკას.
კატაფალკის გამოძახება 24/7-ზეა შესაძლებელი.
და სხვა დამატებითი სერვისები, რაც გულისხმობს სარიტუალო დარბაზის მომსახურებას, საფლავების მოპირკეთებას, საფლავის ქვას და ა.შ
დამკრძალავი ბიუროები ცდილობენ გაითვალისწინონ ოჯახის სურვილები და ტრადიციები, მათ შორის ზემოთ ნახსენები ცრურწმენებიც, რათა უზრუნველყონ ღირსეული დამშვიდობება გარდაცვლილთან.
ჩვენი პლატფორმა გთავაზობთ მარტივ და მოსახერხებელ გზას სარიტუალო მომსახურების მოსაძებნად. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ თქვენს რეგიონში არსებული დამკრძალავი ბიუროების სია, იქნება ეს თბილისი, ქუთაისი, ბათუმი ან სხვა. ნახოთ მათი მომსახურების დეტალური აღწერა და ფასები. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა მომხმარებლების შეფასებებს და გამოცდილებას.

რეკომენდირებული კატეგორიები
ტანსაცმლის ქიმწმენდა