ინგლისურის შესწავლა ონლაინ

 ინგლისურის შესწავლა ონლაინ დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ და პრაქტიკულ გზად ითვლება ენის დასაუფლებლად. სწავლა აღარ არის მიბმული კონკრეტულ ადგილზე და დროზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის. ონლაინ ფორმატი საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტზე გაქვთ წვდომა. სწორად შერჩეული პედაგოგის შემთხვევაში სწავლების ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება ფიზიკურ გაკვეთილებს. პირიქით, ინდივიდუალური მიდგომა ხშირად უფრო შედეგიანიც არის. ინგლისურის შესწავლა ონლაინ გულისხმობს ცოცხალ კომუნიკაციას, საუბარს, პრაქტიკულ დავალებებს და მუდმივ უკუკავშირს, რაც ცოდნის გამყარებას უწყობს ხელს. ასეთი სწავლება იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს კომფორტს, ეფექტურობას და პროგნოზირებად შედეგს.
verify badge პრო
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 27 შეფასება

მე მინდა გაგიმარტივო ინგლისურის სწავლა. თუკი შენ: 1) ენა იცი, მაგრამ საუბარი გიჭირს და კომპლექსდები; 2) სწავლას ნულიდან იწყებ; 3) გაქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ გინდა ბუნებრივი, მაღალი დონის ცოცხალი, და არა “სახელმძღვანელოს” ინგლისური; სამივე შემთხვევაში, დაგეხმარები. გთავაზობ: ✅ შენზე მორგებულ, ინდივიდუალურ ონლაინ გაკვეთილებს —TEFL სერტიფიცირებულ მასწავლებელთან 12 წლიანი გამოცდილებით. ✅ თანამედროვე და ეფექტურ მეთოდებს — PPP, ESA, TTT, Task-Cycle, Dogme და სხვ. ✅ საუბარი პირველ ადგილზეა! პრაქტიკული გრამატიკის, ლექსიკის, კითხვის და მოსმენის პარალელურად. ✅ ცხოვრობ უცხოეთში? შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე მომწერე ან დამირეკე - ერთად მივხედოთ შენს ინგლისურს.

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო
ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი

ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ კურსი სკოლის მოსწავლეების, აბიტურიენტების და სასაუბრო ინგლისურის შესწავლის მსურველებისათვის. პროფესიული კუთხით - ბიზნეს ინგლისური და სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის: FCE, TKT,CAE, IELTS, Pre-TOEFL, TOEFL, PSAT, SAT. ESL Teacher (English as a Second Language Teacher) განათლება: 1.აწსუ-ინგლისური ენის ფილოლოგია-ბაკალავრი 2. IBSU-განათლების ადმინისტრირება-მაგისტრი 3. IBSU-განათლების მეცნიერებების დოქტორი 4. TEYL, TEAL, TESOL/TEFL Certificates (World TESOL Academy) 5. Teaching English as a Foreign Language (TEFL) (Gatehouse Awards, i-to-i) 6. Civic and Tech through the English Language 7. Training of Trainers, E-Learning Theory & Practice (Alison) 8. English Language Teaching (NAEC) 9. Professional Career Skills-International Business Management Institution in Germany 10. Leader of Learners-Education Leadership-Harvard University (US) 11. University of Cambridge - CELTA-Certificate in Teaching English to Speakers of Other Languages 12. Michigan State University- Write Your First Novel ზოგადი ინგლისური (A1, A2, B1, B2) საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის (C1) სასაუბრო ინგლისური სწავლება მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწას, და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსს. მეცადინეობა კვირაში ორჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი. ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით. დამიკავშირდით მხოლოდ WhatsApp-ის ან Viber-ის საშუალებით.

video icon სერტიფიკატი
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო
ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

ინგლისური (სკოლის მოსწავლეებისთვის და ზრდასრულთათვის ) საყვარელი და ჭკვიანი პატარების ინგლისურის გაკვეთილები ინოვაციური მეთოდებით, უახლესი საბავშვო ლიტერატურით და მხიარული აქტივობებით ,რომელიც მოიცავს ინტელექტუალურ თამაშებს, ვიდეო გაკვეთილებს, მუსიკალურ და სახალისო თავსატეხებს, ეს არ უნდა გამოტოვო ... ზრდასრულთათვის დონეების შესაბამისად (a1-c1)სწრაფად ამეტყველება და ლექციის მსვლელობა ინგლისურ ენაზე , ინოვაციური მეთოდით სწავლა შეგძენს უნარებს იდეალურად ამეტყველდე სწრაფად და მარტივად ჩაწვდე იუთუბ პოდქასთებს, Brain Storming საინტერესო სავარჯიშოებს და Speaking-skill-ის გაუმჯობესება. დეტალებისთვის დამიკავშირდით.

ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები
ტელეფონი
პრო
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 19 შეფასება

გახსენით კარი ინგლისურენოვანი სამყაროსკენ! ოცნებობთ თავდაჯერებულად და სრულყოფილად ისაუბროთ ინგლისურად? გსურთ შექმნათ ახალი შესაძლებლობები სწავლისა და კარიერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე? მე დაგეხმარებით ამ ოცნებების ასრულებაში! ინდივიდუალური ონლაინ მეცადინეობები! ყოველი გაკვეთილი იქნება სპეციალურად თქვენზე მორგებული, თქვენი დონისა და მიზნების გათვალისწინებით. მე შეგიქმნით პერსონალურ სასწავლო გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად განავითაროთ თქვენი ინგლისურის ცოდნა. პერსონალურად თქვენზე მორგებული ყველა საჭირო მასალა გამოგეგზავნებათ იმეილზე. გაკვეთილის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა ყველა საჭირო უნარის განვითარებას, როგორიცაა:speaking, writing, reading, listening . ჩვენ ვიმუშავებთ ინტერაქტიული სავარჯიშოების, რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების სიმულაციებისა და საინტერესო დისკუსიების გამოყენებით. თქვენ არა მხოლოდ ისწავლით ენას, არამედ შეიყვარებთ მას! • პირველი გაკვეთილი სრულიად უფასოდ! ონლაინ ვამზადებ მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აშშ-დან, ირლანდიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან. ონლაინ ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ვისწავლოთ კომფორტულად და ეფექტურად, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა. დამიკავშირდით დღესვე და დავიწყოთ თქვენი ინგლისურენოვანი მოგზაურობა! WhatsApp/Viber ერთი თვის სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, პირველი საცდელი გაკვეთილის შემდგომ. ნუ გადადებთ თქვენს ოცნებებს! ინგლისური ენის შესწავლა არასდროს არ არის გვიან!

video icon ვიდეო
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო
ინგლისურის პედაგოგი
ინგლისურის პედაგოგი

გსურს ისაუბრო ინგლისურ ენაზე თავისუფლად და თავდაჯერებულად? მე ვარ სერთიფიცირებული ინგლისურის მასწავლებელი 9 წლიანი გამოცდილებით. გთავაზობთ ინდივიდუალურ ინგლისური ენის გაკვეთილებს — მარტივად, გასაგებად და საინტერესო ფორმატში! - ყველა ასაკისა და დონის მსმენელისათვის; - ინდივიდუალური მიდგომა; - მოქნილი განრიგი; - საუბრის პრაქტიკა; დამიკავშირდი და ერთად გავიუმჯობესოთ შენი ინგლისური!

სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
მომზადება ინგლისურ ენაში ნებისმიერი მსურველისთვის
მომზადება ინგლისურ ენაში ნებისმიერი მსურველისთვის

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ინგლისურ ენაში. გაკვეთილზე განხილული იქნება შემდეგი ასპექტები (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწა და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსი. მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით . ერთი თვის საფასური ჯგუფში 100 ლარი. ინდივიდუალურად 160 ლარი. ასევე შესაძლებელია სწავლა აუდიტორიაშიც მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ

 ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ პოპულარული გახდა მათ შორის, ვისაც სურს ენა აითვისოს საკუთარ ტემპში და კომფორტულ გარემოში. ონლაინ ფორმატი საშუალებას იძლევა სწავლა მოერგოს როგორც დამწყებებს, ისე მათ, ვისაც ცოდნის გაუმჯობესება სჭირდება. ინგლისურის სწავლა ონლაინ განსაკუთრებით მიმზიდველია მოქნილობისა და ხელმისაწვდომობის გამო, რადგან სწავლა შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული გრაფიკისა და გადაადგილების გარეშე. ინტერნეტში ხშირად გვხვდება დაინტერესება შეთავაზებებზე - „შეისწავლე ინგლისური ონლაინ“, რაც სწორედ ამ მოდელის პოპულარობაზე მიუთითებს. ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ მოსახერხებელია რეგიონებში მცხოვრები ან უცხოეთში მყოფი ადამიანებისთვისაც.
საბოლოოდ ინგლისურის ონლაინ შესწავლა აერთიანებს დროის ეკონომიას, სწავლის თავისუფლებასა და თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს.
ინგლისური ენის კურსები ევროპული სტანდარტებით
ინგლისური ენის კურსები ევროპული სტანდარტებით

გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას თანამედროვე მეთოდოლოგიით. ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი, მრავალწლიანი პედაგოგიური პრაქტიკით როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჩემი საერთაშორისო გამოცდილება მოიცავს მუშაობას პოლონეთისა და თურქეთის სასწავლო დაწესებულებებში, რაც საშუალებას მაძლევს, სასწავლო პროცესი წარვმართო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. სასწავლო პროგრამები: სასწავლო კურსი მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სკოლის მოსწავლეები: სასკოლო პროგრამის გაძლიერება და ენობრივი უნარების განვითარება. აბიტურიენტები: ინტენსიური მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის. ნებისმიერი ასაკის მსურველები: ზოგადი ინგლისური (General English) – ნებისმიერი დონიდან ცოდნის გაღრმავება და სასაუბრო ბარიერის დაძლევა. სწავლის ღირებულება (8 გაკვეთილი): ინდივიდუალური გაკვეთილი: 250 ლარი წყვილში ან ჯგუფური სწავლება: 200 ლარი სპეციალური შეთავაზება: ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში, თითოეულის საფასური იქნება 180 ლარი. ფორმატი და გრაფიკი: ლოკაცია: მეცადინეობა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მისვლით (დიდი დიღომი, IV მიკრორაიონი). ინტენსივობა: კვირაში 2 დღე. ხანგრძლივობა: 1 სთ ან 1:30 სთ. დონის დამდგენი ტესტი და პირველი (სადემონსტრაციო) გაკვეთილი უფასოა. პროგრამა ფოკუსირებულია ოთხივე ძირითადი უნარის (მეტყველება, მოსმენა, კითხვა, წერა) კომპლექსურ განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს ენის ბუნებრივად და თავისუფლად ათვისებას.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ინგლისურში მომზადება (დისტანციურად)
ინგლისურში მომზადება (დისტანციურად)

გამარჯობა! ვამზადებ ინგლისურში C1 დონის ჩათვლით, როგორც ინდივიდუალურად, ისე მცირე ჯგუფებში (მაქსიმუმ 3 ადამიანი ერთად). ჩემს შესახებ: • დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტი • გავლილი მაქვს თანამედროვე სწავლების მეთოდების ტრენინგი 10-მდე ევროპულ ქვეყანაში • მაქვს 5-წლიანი გამოცდილება სწავლების მიმართულებით როგორც ონლაინ, ისე სკოლაში • ვარ მაგისტრატურის სტუდენტი გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, გერმანიის სახელმწიფო დაფინანსებით • პარალელურად ვმუშაობ არაფორმალური განათლების სფეროში საგაკვეთილო პროცესის დროს ვმუშაობთ ყველა უნარზე: ლაპარაკი, მოსმენა, კითხვა, წერა, გრამატიკა. საუბარს ვიწყებთ პირველივე გაკვეთილიდან. სასწავლო პროცესი, გარდა პროგრამული მასალისა, მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ფილმების/სერიალების (პატარა ასაკის შემთხვევაში მულტფილმების) ეპიზოდური ყურება და განხილვა, სხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობებთან ერთად. ასევე, ვამზადებ მოსწავლეებს IELTS გამოცდისთვის. დაკავშირება მხოლოდ WhatsApp-ით.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის
ინგლისური ენის შესწავლა / TOEFL
ინგლისური ენის შესწავლა / TOEFL

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია, რაც ვასწავლი ინგლისურს. განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ინგლისურის რეპეტიტორი
ინგლისურის რეპეტიტორი

ვარ გამოცდილი,სერთიფიცირებული 20 წლიანი გამოცდილების პედაგოგი. სპეციალობით (მთარგმნელ-რეფერენტი) მონიჭებული მაქვს გიდის კვალიფიკაციაც. ნათარგმნი მაქვს როგორც სამედიცინო წიგნები,ასევე სტატიები და. ა.შ. მოვამზადებ ინგლისურ ენაში აბიტურიენტებს,მაგისტრანტებს და ნებისმიერ მსურველს ხარისხიანად და საფუძვლიანად ოთხივე კომპონენტის გამოყენებით...სასაუბრო ინგლისური linguaphone -ის გაძლიერებული მეთოდით.FCE,TOEFL. წერა, კითხვა, მოსმენა, ესეების წერა და გრამატიკა. გამოყენებული იქნება აუდიო+ვიდეო მასალა.დონეების და პროგრამების მიხედვით.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 5 შეფასება

გამარჯობა, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და ზრდასრულებს ინგლისურ ენაში. ✅ ვარ ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი; ✅️ გავიარე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ✅️ სტაჟირება გავიარე გორის მე-12 საჯარო სკოლაში; ✅️ მაქვს კერძო სკოლაში მუშაობის გამოცდილება - IB სისტემა; ✅️ მაქვს საკუთარი ინგლისური ენის სკოლა; ✅️ სწავლას ვაგრძელებ ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ✅ გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად (მხოლოდ დისტანციურად); ✅ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) 2021 წელს - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✅ გავიარე სტაჟირება ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვრებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies); ✅ სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში; ✅ როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი მოზარდებსა და ზრდასრულებს ინგლისურ ენაში; ✅ მაქვს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაშიი მუშაობის გამოცდილება (Peace Corps), რაც დამეხმარა ამერიკული კულტურისა და ენის ცოდნის განვითარებასა და პრაქტიკაში უფრო მეტად დახვეწაში; ❇️ ინდივიდუალურად მეცადინეობის საფასური იწყება 170 ლარიდან (ზრდასრულებისთვის); 120 ლარი სკოლის მოსწავლეებისთვის; ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება - 150ლ;

video icon სერტიფიკატი
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი

მომხმარებლის შეფასებები

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
მარიამი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 დღის წინ

ძალიან მარტივად და ეფექტურად მიდის სასწავლო პროცესი. გაკვეთილზე ინგლისურად განვიხილავთ სხვადასხვა თემებს, რაც საშუალებას გაძლევს ისწავლო ინგლისურად ფიქრი

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
ქეთი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 კვირის წინ

კომუნიკაბელური,თემების გადმოცემის კარგი უნარი,ყოველ გაკვეთილზე მუდმივად ინგლისურად საუბარი და კომპლექსების მოხსნაზე მუშაობა. ძალიან მიხარია თქვენი აღმოჩენა. დიდი რეკომენდაცია ჩემგაან 🤍 როგორც იტყოდით ვისწავლოთ მარტივად ისე რო არ გავართულოთ ცხოვრება.

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ელენე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

თქვენ ხართ ნამდვილად ყველაზე გამორჩეული მასწავლებელო, მას აქვს უნარი, რთული გრამატიკა და წესები მაქსიმალურად მარტივად, გასაგებად და სტრუქტურირებულად ახსნას. გაკვეთილები ყოველთვის ორგანიზებულია, ნათლად დაგეგმილი და საინტერესოა. მასწავლებელი ზედმიწევნით აკვირდება ჩემს პროგრესს და ყოველ ნაბიჯზე ზუსტად იცის, რა მიმართულებით მჭირდება მეტი ყურადღება. ის ქმნის სასიამოვნო, დამხმარე გარემოს, სადაც არ გეშინია შეცდომების, რადგან ყოველი ახსნა არის მშვიდი, მოთმინებით სავსე და ძალიან პროფესიონალური. სწორედ ამიტომ, სწავლა მასთან არ არის სტრესი პირიქით, მოტივაციას გმატებს და თვითდაჯერებულობას გიღრმავებს. შედეგი თვალსაჩინოა სიტყვათა მარაგი გამიძლიერდა, გრამატიკა სრულფასოვნად ვისწავლე მისი წყალობით და თავისუფლად ვსაუბრობ ინგლისურად. ვისაც სურს რეალური პროგრესი, ხარისხიანი სწავლება და პედაგოგი, რომელიც გულწრფელად ზრუნავს სტუდენტის განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობით ვურჩევ ამ მასწავლებელს.

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ლიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 თვის წინ

ძალიან მობილიზებული და მოტივირებული პედაგოგია, იცის, როგორ დააინტერესოს მოსწავლეები. გაკვეთილები ეფექტურია და შედეგი სწრაფად ჩანს.

ინგლისური ენის რეპეტიტორი სურათი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
Misho
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

ანუკის დიდ რეკომენდაციას ვუწევ. იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, არის მეგობრული და რთულ საკითხებს მარტივად და გასაგებად ხსნის. მისმა გაკვეთილებმა კიდევ უფრო შემაყვარა ინგლისური ენა.

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ლელა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 თვის წინ

თქვენმა დახმარებამ და მხარდაჭერამ ნამდვილად გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს წარმატებაში. თქვენთან ინგლისურის სწავლა არ იყო უბრალოდ გაკვეთილების გავლა, ეს იყო საინტერესო, მოტივაციის მომცემი და გულწრფელი პროცესი, სადაც თითოეულ ეტაპზე ვგრძნობდი, რომ ჩემს განვითარებაზე გულით ზრუნავდით. თქვენ ზუსტად იცოდით, როგორ მორგებოდით ჩემს საჭიროებებს, როგორ აგეხსნათ რთული თემები მარტივად და როგორ შეგექმნათ ისეთი გარემო, სადაც მეც თავდაჯერებულად ვგრძნობდი თავს. ახლა, როცა ამერიკაში ასეთ მაღალი დონის სამსახურში ვმუშაობ, კარგად ვიცი, რომ ეს თქვენი დიდი წვლილის შედეგია. ყველას, ვისაც სურს რეალური პროგრესი, გულწრფელად ვურჩევ, რომ ისწავლოს თქვენთან.

ინგლისურის შესწავლა ონლაინ — რატომ გახდა ეს ფორმატი ყველაზე პოპულარული?

 ინგლისური ენის შესწავლა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა და სულ უფრო მეტად გადადის ციფრულ სივრცეში. თუ ადრე ინგლისურის სწავლა ძირითადად ფიზიკურ საკლასო ოთახს უკავშირდებოდა, დღეს ადამიანების დიდი ნაწილი ირჩევს ონლაინ ფორმატს, როგორც უფრო მოქნილ და პრაქტიკულ გზას. ცხოვრების ტემპის დაჩქარებამ, დისტანციური მუშაობის გავრცელებამ და ტექნოლოგიების განვითარებამ პირდაპირ მოახდინა გავლენა იმაზე, თუ რატომ გახდა ონლაინ სწავლება ასეთი პოპულარული.

 ინგლისურის შესწავლა ონლაინ განსაკუთრებით მოთხოვნადია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს დრო ფიქსირებულ გრაფიკზე მორგებისთვის. სამსახური, სწავლა და ოჯახური პასუხისმგებლობები ხშირად ართულებს რეგულარულ ფიზიკურ გაკვეთილებზე დასწრებას, მაშინ როცა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები საშუალებას გაძლევთ თავად განსაზღვროთ დრო და ადგილი. სწორედ ეს თავისუფლება გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ დღეს ბევრისთვის პირველ არჩევანად იქცა.

 ონლაინ ფორმატის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის გეოგრაფიული შეზღუდვების მოხსნა. აღარ აქვს მნიშვნელობა ცხოვრობთ დიდ ქალაქში, რეგიონში თუ საერთოდ უცხოეთში — სწორი ინტერნეტკავშირის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისწავლოთ ნებისმიერ პედაგოგთან და არ იყოთ შეზღუდული მხოლოდ ერთ ინგლისური ენის ცენტრზე. სწორედ ამიტომ ინგლისურის ონლაინ შესწავლა ხშირად უფრო ფართო არჩევანსა და უკეთ მორგებულ სწავლებას ნიშნავს.

 ბოლო წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა სხვადასხვა საგანმანათლებლო აპლიკაციამ და პლატფორმამ. ბევრი სწავლას იწყებს ან ავსებს ისეთ რესურსებზე მუშაობით, როგორიცაა Duolingo, BBC Learning English ან Quizlet. ეს ხელსაწყოები განსაკუთრებით გამოსადეგია ინგლისური ენის შესასწავლად დამწყებთათვის, ლექსიკის გასამდიდრებლად და ყოველდღიური პრაქტიკის შესანარჩუნებლად. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ აპლიკაციები საუკეთესო შედეგს იძლევა მაშინ, როცა ისინი გამოიყენება ინგლისური ენის კურსების ან მასწავლებელთან სწავლის პარალელურად.

 ინგლისურის სწავლა ონლაინ რეპეტიტორთან საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ინდივიდუალურად მორგებული პროგრამა, რომელიც თქვენს დონესა და მიზნებზეა აგებული. ასეთი ფორმატი ეფექტურია როგორც ზოგადი ინგლისურის სწავლისთვის, ისე სასაუბრო ინგლისურის განვითარებისთვის. ონლაინ გაკვეთილები კარგად მუშაობს ბავშვებთანაც — ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისათვის შესაძლებელია თამაშებით, ვიზუალური მასალებით და ასაკზე მორგებული მიდგომებით.

 იმისათვის, რომ ონლაინ სწავლა ნამდვილად შედეგიანი იყოს, მნიშვნელოვანია სწორი პედაგოგის შერჩევა. რეპეტიტორების შეთავაზებები განსხვავდება ფასებით, გამოცდილებით და სწავლების სტილით, ამიტომ არჩევანის გაკეთება ხშირად რთულია. სწორედ ამ პროცესში განსაკუთრებით განსაკუთრებით გეხმარებათ ჩვენი პლატფორმა SERVISEBI.GE, ჩვენთან ერთ სივრცეშია თავმოყრილი სხვადასხვა მასწავლებლის, ინგლისური ენის კურსებისა და სასწავლო ცენტრების შეთავაზებები.

 საბოლოოდ, ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ არ არის უბრალოდ დროებითი ტენდენცია. ეს არის სწავლების თანამედროვე ფორმა, რომელიც აერთიანებს მოქნილობას, ხელმისაწვდომობას და ხარისხს, და სწორად შერჩეული მიდგომით რეალურად მუშაობს.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რატომ გახდა ონლაინ სწავლება პოპულარული ინგლისური ენის შესწავლისას?

ონლაინ სწავლება პოპულარული გახდა მოქნილობის გამო. მოსწავლეს შეუძლია თავად აირჩიოს დრო, ადგილი და სწავლის ტემპი. ინგლისურის სწავლა ონლაინ განსაკუთრებით მოსახერხებელია დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც რეგიონებში ან უცხოეთში ცხოვრობს.

​ვისათვის არის შესაფერისი ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ?

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ კარგად მუშაობს როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვისაც ცოდნის გაუმჯობესება სურს. ეს ფორმატი ეფექტურია მოზრდილებისთვის, სტუდენტებისთვის და ასევე ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისათვის, როცა სწავლება ასაკზე მორგებული მეთოდებით მიმდინარეობს.

​შეუძლია თუ არა ონლაინ გაკვეთილებს ჩაანაცვლოს ინგლისური ენის ცენტრი?

ონლაინ სწავლება ბევრ შემთხვევაში სრულფასოვან ალტერნატივას წარმოადგენს. ინგლისურის ონლაინ შესწავლა საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ინდივიდუალურ პედაგოგთან ისე, რომ არ იყოთ მიბმული ერთ კონკრეტულ ინგლისური ენის ცენტრზე ან ფიზიკურ მისამართზე.

​საკმარისია თუ არა აპლიკაციები ინგლისურის სასწავლად?

აპლიკაციები, როგორიცაა Duolingo ან Quizlet, კარგია პრაქტიკისა და ლექსიკისთვის, თუმცა ისინი სრულად ვერ ცვლის სტრუქტურირებულ სწავლებას. საუკეთესო შედეგს იძლევა, როცა აპლიკაციები გამოიყენება ინგლისური ენის კურსების ან ინგლისურის გაკვეთილების პარალელურად.

​როგორ ავირჩიოთ სწორი მასწავლებელი ონლაინ სწავლებისთვის?

მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ პედაგოგის გამოცდილებას, სწავლების მეთოდს და იმას, მუშაობს თუ არა სასაუბრო ინგლისური-ის განვითარებაზე. სხვადასხვა შეთავაზების შედარება და სწორი არჩევანის გაკეთება მარტივდება ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა servisebi.ge.