სწრაფად და ხარისხიანად შეძლო გიორგიმ ჩემი დახმარება კერძო სახლის პროექტთან დაკავშირებით. ვუწევ რეკომენდაციას!
მომსახურება შესრულდა იდეალურად, იყო ხშირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინება, რაც მთავარია დროშ...
სახლის დიზაინი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტაა, რათა სწორად მოახდინოთ თქვენთვის სასურველი სივრცის მოწყობა. დიზაინის შექმნის პროცესში საშუალება გაქვთ შეარჩიოთ თუ რა სტილში იქნება სახლის ინტერიერი ან გარე სივრცე მოწყობილი. როგორი სტილის ავეჯი, განათება და დეკორაციები ქინება გამოყენებული. როგორ მოხდება ოთახების განლაგება და სხვა.
პატარა სახლის დიზაინის შექმნის პროცესში უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ რბილ ან სხვა ტიპის ავეჯს, რომელიც არის მრავალფუნქციური. მაგალითად - შეარჩიეთ გასაშლელი დივანი ან მაგიდა. მაქსიმალურად გამოიყენეთ სივრცეში სარკეები, რათა ვიზუალურად უფრო მეტად გაზარდოთ საცხოვრებელი ზონა.
სახლის ინტერიერის შექმნის პროცესში, ყურადღება მიაქციეთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა განათება, კედლების ფერი, ნახატები ანს ხვა დეკორატიული ელემენტები. ეს დეტალები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გავლენას ახდენს სივრცესა და ადამანის გუნება-განწყობაზე. მაგალითად - ნეიტრალური ფერების გამოყენება ინტერიერში ქმნის კომფორტის და სიმშვიდის შეგრძნებას.
სახლის დიზაინის აწყობის პროცესში ხდება გადაწყვეტა ისეთიი დეტალების, როგორიცაა: სივრცის გეგმარება/ზონირება, ოთახების განლაგება, ავეჯის და განათების შერჩევა, სტილის გადაწყვეტა და ამ ყველა დეტალის საბოლოოდ გაერთიანება.
სახლის დიზაინერის მომსახურება საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ თქვენი სივრცე ისე რომ გამოირჩეოდეს ინდივიდუალურობით, ერგებოდეს თქვნე სურვილებს და აკმაყოფილებდეს საჭიროებებს. დიზაინერის მომსახურების ღირებულება სხვადასხვაა, დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებსა და დიზაინერის გამოცდიელბაზე. ვებ-გვერდზე servisebi.ge - შეგიძლიათ გაეცნოთ სახლის დიზაინერის განცხადებებს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სპეციალისტის მომსახურება.