ამორტიზატორის აღდგენა აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმართაობა. ყველაზე გავრცელებული პრობლემაა სითხის გაჟონვა დაზიანებული ლუქის მეშვეობით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ნაწილების ცვეთა, ან დაბალი ტემპერატურა. ზამთრის პირობებში შესაძლოა არსებული რესურსის განახევრების გარეშეც დაფიქსირდეს გაჟონვა, რა დროსაც ამორტიზატორის ხელოსანი უნდა დაიქირავოთ.
ამორტიზატორების შემოწმება დღესდღეობით მოთხოვნადი სერვისია, ამიტომ ჩვენს პლატფორმაზე ამ მიმართულების წამყვანი სპეციალისტები არიან წარმოდგენილნი. სხვების დახმარების გარეშე საჭირო ოსტატს ერთი ზარის მეშვეობით დაუკავშირდებით და სასურველ მისამართზე გამოიძახებთ.
ამორტიზატორის შეკეთება შესაძლოა აუცილებელი გახდეს დაკიდების სისტემის შემოწმების შემდგომ. იმ შემთხვევაში, თუ ამორტიზატორის საყრდენი არ არის მწყობრში, საჭირო ხდება ამორტიზატორების შეცვლა. ამ დროს ამორტიზატორის მთავარი ფუნქცია ირღვევა, რომელიც გზის საფარსა და ბორბალს შორის მუდმივი კონტაქტის შენარჩუნებას გულისხმობს.
ყველაზე გავრცელებულია ჰიდრავლიკური და აირჰიდრავლიკური მოდელები. ამორტიზატორის შეცვლა უმჯობესია წყვილად. ეს ნიშნავს, რომ წინა ხიდზე პრობლემურ ამორტიზატორთან ერთად უმჯობესია შეიცვალოს მისი მეწყვილეც.
თუ ამორტიზატორის დატენვა, ან მისი შეცვლა დაუყოვნებლივ გჭირდებათ, ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ სპეციალისტებს დაუკავშირდით. პრობლემის გადაჭრას ხელსაყრელი პირობებით შეძლებთ.