განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სამუხრუჭე დისკის გაშლიფოვკება

სამუხრუჭე დისკის ,,გაშლიფოვკება“ საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ დამუხრუჭებისას იგრძნობა ვიბრაცია, დისკი გამრუდებულია. ასევე დისკზე შეინიშნება ღრმა ხაზები, რაც ხუნდების ნაადრევი ცვეთის მანიშნებელია.  ამ დროს იზრდება სამუხრუჭე მანძილი, დისკები დატალღულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არათანაბრადაა გაცვეთილი. 
შლიფოვკა-ხეხვა ყველა ჩამოთვლილი პრობლემის მოგვარებას გულისხმობს. სერვისი მოიცავს როგორც სტანდარტული, ასევე დახვრეტილი დისკების მოხეხვას. ზოგიერთი სპეციალისტი ამ პროცედურას დისკების მოხსნის გარეშე ატარებს. თქვენს მოთხოვნებზე მორგებული სერვისის მისაღებად, ჩვენს ვებგვერდზე, მექანიკოსი შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიქირავოთ. 

განცხადებები

სავალი ნაწილების შემოწმება, შეცვლა-აღდგენა

Guria motors გთავაზობთ თქვენი საყვარელი ავტომობილისთვის სრული სერვის სავალი ნაწილების შეცვლა-აღდგენას. გვაქვს ყველანაირი ავტომობილის მარკის დეტალები. გელოდებით, ჩვენთან ფასზე მაღალი ხარისხია!

სავალი ნაწილის შეკეთება

ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება და სრული სერვისი (ხადავიკი). გთავაზობთ ნებისმიერი მარკისა და მოდელის ავტომობილის სავალი ნაწილის დიაგნოსტიკას, აღდგენასა და შეცვლას მაღალი ხარისხითა და გარანტიით. ჩვენი მომსახურება მოიცავს: - სავალი ნაწილი: გიტარების, ამორტიზატორების, მორგვის საკისრის (ცაბკის პაჩებნიკის), ყუმბარების სტერჟინებისა და დაზიანებული რეზინების (ვტულკების) შეცვლა და განახლება; - სამუხრუჭე სისტემა: სამუხრუჭე ხუნდების (კალოდკების) შეცვლა და საყრდენი დისკების (აპორნების) მოხეხვა/აპარატზე გაჩარხვა; - ძრავი და გადაცემათა კოლოფი: ძრავისა და კოლოფის ბალიშების (პადმატორნი, პადკარობაჩნი), შეცვლა; - პერიოდული სერვისი: ძრავსა და კოლოფში ზეთისა და ფილტრების შეცვლა. რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სერვისი? სამუშაოს შესრულების მაღალი ხარისხი და პასუხისმგებლობა; მისაღები და ხელმისაწვდომი ფასები; სრული სავალი ნაწილის კომპლექსური განახლება ერთ სივრცეში.

შეფასება 5.0 , 2 შეფასება

სამუხრუჭე დისკების მოხეხვა

სამუხრუჭე დისკების მოხეხვა (იგივე აპორნების შლიფოვკა) უმნიშვნელოვანესია სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობისთვის. რეკომენდებული პერიოდია 6 თვე, რა დროშიც დიაგნოსტიკა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. სამუხრუჭე დისკები ხარვეზებით მუშაობს იმ შემთხვევაში, როცა დამუხრუჭებას სჭირდება მეტი ძალისხმევა, მანქანა არათანაბრად იხრება, ან დისკებზე შეინიშნება ცვეთის მანიშნებელი ხაზები. თუ დამუხრუჭებისას მაღალ სიჩქარეზე გრძნობთ ვიბრაციას, შესაძლოა აპორნი (დისკი) დეფორმირებულიც კი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში სპეციალისტის დროული ჩარევა აუცილებელია. Servisebi.ge-ის საშუალებით სანდო მექანიკოსს რამოდენიმე წუთში დაიქირავებთ. 

მომხმარებლის შეფასებები

სავალი ნაწილის შეკეთება

შეფასების ავტორი: ანი

თავისი საქმის პროფესიონალი. სწრაფად, მისაღებ ფასად და რაც მთავარია ხარისხიანად მომიგვარა პრობლემა.

სავალი ნაწილის შეკეთება

შეფასების ავტორი: ლელა

ძალიან ყურადღებიანი ადამიანი და პროფესიონალი, მომემსახურა საუკეთესოდ, ვუწევ რეკომენდაციას

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები