სავალი ნაწილების აღდგენა პროფესიონალურ ცოდნას და ინსტრუმენტებს მოითხოვს. ამ პროცესში სპეციალური მოწყობილობები გამოიყენება, როგორიცაა ვიბრაციის სადგამები, უკუქცევის დეტექტორები და სხვა. სავალი ნაწილების აღდგენა გულისხმობს იმ ელემენტების შეცვლას/შეკეთებას, რომლებიც გზის ზედაპირთან უშუალოდ ურთიერთქმედებენ. მაგალითად, საბურავების დროული შემოწმებით, შესაძლებელია მარტივად გამოვლინდეს შასის სერიოზული გაუმართაობები. ამასთან, საბურავების კონტროლი აუცილებელია ხანგრძლივი მოძრაობის დაწყების წინ და მისი დასრულების შემდეგ.
სავალი ნაწილების შესამოწმებლად დაიქირავეთ სანდო სპეციალისტი ჩვენი პლატფორმის საშუალებით. ყურადღებით გაეცანით განცხადებებს და სასურველ მექანიკოსს ინდივიდუალურად შეუთანხმდით.
ავტომობილის სავალი ნაწილის აღდგენა მის უსაფრთხო და გამართულ მუშაობაზეა პასუხისმგებელი. სავალი ნაწილების შემოწმებისას ყურადღება რამოდენიმე დეტალზე უნდა გაამახვილოთ
საბურავების შემთხვევაში ყურადღება გაამახვილეთ ზოლებზე -მათი ვიზუალი ცვეთის გარკვეულ ზღვარზე მიგანიშნებთ;
გარკვეული პერიოდის შემდეგ გაცვეთილი სამუხრუჭე ხუნდების შეცვლაც აუცილებელია, რადგან დაზიანებული ხუნდებით მოძრაობა სარისკოა.
არათანაბარი ცვეთის დროს შეიძლება ავტომობილი არჩეული გეზიდან გადავიდეს, შემცირდეს მისი სიმძლავრე და გამოსცეს ხრიალის მსგავსი ხმა.
ნებისმიერი ჩამოთვლილი გაუმართაობის შემთხვევაში მიმართეთ გამოცდილ მექანიკოსს, რომლის მოძიებასაც servisebi.ge-ზე, რამოდენიმე წუთში, შეძლებთ.