ნებისმიერი ავტომობილი ყველაზე ხშირად სავალი ნაწილების შეცვლას საჭიროებს. ეს იმის ბრალია, რომ ავტომობილის სავალი ნაწილების ელემენტები მართვის დროს მექანიკურ დატვირთვას განიცდიან. ყველაზე მოთხოვნად მომსახურებებს შორისაა:
ამორტიზატორის შეცვლა;
სტუპიცის შეცვლა;
ზამბარის შეცვლა;
ამორტიზატორის საყრდენის შეკეთება და საბურავის ხუნდის ბუდის შეცვლა;
როცა სავალი ნაწილების დიაგნოსტიკით გაუმართაობების მიზეზები დადგინდება, შესაძლოა საჭირო გახდეს სავალი ნაწილების შეცვლა. დიაგნოსტირებიდან გაუმართაობების აღმოფხვრის ჩათვლით, აუცილებელია გამოცდილი მექანიკოსის მომსახურებით ისარგებლოთ, რაშიც ჩვენი პლატფორმა დაგეხმარებათ.
სავალი ნაწილების გამოცვლა აუცილებელია მაშინ, თუ თქვენი ავტომობილი რამოდენიმე მინიშნებას გაძლევთ:
მართვის დროს ავტომობილის რწევა;
დამუხრუჭების დროს მანქანის ცხვირის წინ გადახრა;
ცუდ გზებზე მართვისას ვიბრაციის შეგრძნება;
მომატებული ხმაური და საბურავების სწრაფი ცვეთა;
სავალი ნაწილების გამოცვლის ღირებულების დასადგენად რამდენიმე დეტალს ითვალისწინებენ. მნიშვნელოვანია დაზიანების ხარისხი, დაკიდების სისტემის აგებულება და სამუშაოს საერთო მოცულობა. ზუსტი რეკომენდაციების მისაღებად ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ სპეციალისტებთან შეგიძლიათ სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ.