სამუხრუჭე სითხის შეცვლა რეგულარულად არის აუცილებელი, რადგან მისი ხშირი გამოყენების შემდეგ (ე.წ. აპორნების გადახურების შემდეგ) რთულ გზებზე, ხურდება სამუხრუჭე სითხეც. ამის შემდეგ სამუხრუჭე სისტემა ჭუჭყიანდება, სითხე იცვლის ფერს და მასში წყლის დიდი შემცველობა ჩნდება. დიდი რაოდენობით წყალს უამრავი პრობლემის გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა მაგალითად სამუხრუჭე სისტემის ჟანგვა.
იმისთვის, რომ გავიგოთ გამოსაცვლელია თუ არა სამუხრუჭე სითხე, გამოიყენება სპეციალური აპარატურა, რომელიც წყლის შემცველობას ზომავს. მდგომარეობის შესწავლა სპეციალისტს უნდა ანდოთ, რომლის შერჩევაშიც servisebi.ge დაგეხმარებათ.
ჟიტკოსტის შეცვლა აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ სამუხრუჭე სითხე მუქი მოყვითალო/მოშავო შეფერილობისაა და მასში წყლის კონცენტრაცია მაღალია. ამ დროს სამუხრუჭე სისტემის გამართული მუშაობა ფერხდება. მუხრუჭი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლის და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას განსაზღვრავს, ამიტომ ჟიტკოსტის შეცვლა 2 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს.
სამუხრუჭე სისტემის დაჰაერება გულისხმობს სამუხრუჭე სითხეზე წნევით ზემოქმედებას და მის გაწოვას. თუ პადუშკების აღდგენა, ან სხვა ნებისმიერი სერვისი გჭირდებათ, ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ სპეციალისტებს დაუკავშირდით.