fb

ინგლისურის შესწავლა ონლაინ

ინგლისურის შესწავლა ონლაინ საუკეთესო შეთავაზებაა მათთვის, ვისაც სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სურს დაეუფლოს ინგლისურს. ონლაინ სწავლება დაგიზოგავთ უამრავ დროს და  თავიდან აგაცილებთ დამღლელ გზას.

სტატისტიკის მიხედვით, დისტანციური სწავლების დადებით ეფექტად მოსახლეობის უმეტესობა დროის დაზოგვას ასახელებს, მნიშვნელოვანია ასევე ჯანმრთელობის უსაფრთხოება, სწავლის შესაძლებლობა ავადმყოფობისას, შეთავსება სხვა სასწავლებელთან და ფინანსების დაზოგვა. 
არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ რეგიონში ტერიტიულად ახლოს არ მოიძებნება ინგლისური ენის სპეციალისტი, ან არჩევანია ძალზედ მცირე,  ინგლისურის შესწავლა ონლაინ საუკეთესო გამოსავალია!   შეარჩიე ინგლისურის მასწავლებელი  საქართველოში, ან თუნდაც საზღვრებს გარეთ და ისწავლე ნებისმიერი ადგილიდან! 
ინგლისურის შესწავლა ონლაინ
პრემიუმი
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
eyeნანახი
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
pin თბილისი
5.0
| 15 შეფასება

არსებობს უამრავი სასწავლო პროგრამა, რეპეტიტორი და მეთოდიკა. ხშირ შემთხვევაში 3 ვარიანტია: 1.სასწავლო კურსი ზედმეტად აკადემიური და გაწერილია, შესაბამისად მოსაწყენი 2.აქცენტი ენის მარტივ კომპონენტებზეა გამახვილებული (მეტყველება და მოსმენა), წერა, კითხვა და სხვა ასპექტები კი უგულვებელყოფილი. სილაბუსი ხშირად არც არსებობს (სად ვართ და სად უნდა მივიდეთ). 3. ჯგუფები ზედმეტად დიდია,ამიტომ ვერ ხერხდება ინდივიდუალური მიდგომის რეალიზება. რას გთავაზობთ მე? ✅ თქვენს საჭიროებებზე, მოთხოვნებზე მორგებულ, საინტერესო და პრაქტიკულ ონლაინ გაკვეთილებს (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური) საშინაო დავალებების გარეშე; ✅აკადემიურ მიდგომას, გაწერილ სასწავლო გეგმას და მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, როგორებიცაა PPP, ESA, TTT, CAP, The Task-Cycle, Dogme და ა.შ., რაც უშუალოდ თქვენზე ადაპტირდება და არ გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან. ✅ გაკვეთილები ტარდება ონლაინ, შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე (მყავს მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში)

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
გიორგიგიორგი
598-54-**-**
პრემიუმი
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL
eyeნანახი
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL
pin თბილისი

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია რაც ვასწავლი ინგლისურს, განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

ლევან თოფურიძე
599-25-**-**
პრო
სასაუბრო ინგლისურის ინდივიდუალური ონლაინ კურსი
eyeნანახი
სასაუბრო ინგლისურის ინდივიდუალური ონლაინ კურსი

გაქვთ ბაზა, თუმცა, ინგლისურად მაინც ვერ საუბრობთ და გსურთ რეალურად ალაპარაკდეთ ან სრულიად საწყის დონეზე ხართ? იმყოფებით ემიგრაციაში? ჩაეწერეთ ახლავე, თუ ნამდვილად გსურთ რეალური შედეგის მიღება, გაიარეთ ინგლისური ენის 3-6 თვიანი ინდივიდუალური ონლაინ კურსი დისტანციურად და ალაპარაკდით მარტივად. კვირაში 2 ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი; ერთი გაკვეთილი-25$, თვეში- 225$; 3 თვიანი ონლაინ კურსის შეძენისას მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება- 675$-ის ნაცვლად იხდით 540$(27 გაკვეთილი); 6 თვეზე 30%- 1350$-ის ნაცვლად-950$ (54 გაკვეთილი); ბინაზე მისვლით- თვეში 450$(თბილისი); გადახდა ხდება დასაწყისში. გასაუბრების შემდეგ ტარდება ერთი უ ფ ა ს ო გაკვეთილი, ვთანხმდებით დროებზე; იხდით კურსის ან თვის ჰონორარს და ვიწყებთ სწავლას. კურსს უძღვება 22 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე (აქედან 9 წლიანი ონლაინ რეჟიმში სწავლების გამოცდილებით) ინგლისური ენის სპეციალისტი-თარჯიმანი უნიკალური მეთოდით, ინდივიდუალური ინტერესის გათვალისწინებით, რომლის გავლის შემდეგაც თქვენ შეძლებთ ნებისმიერ თემაზე დალაპარაკებას. კურსი განსაზღვრულია მხოლოდ სერიოზული, კონკრეტული მიზნის მქონე და საქმიანი მსურველებისთვის( ყველა ასაკისთვის);.ტექსტობრივი თარგმანი, გარჩეული სიტყვები, ფრაზები და აუდიო-ვიდეო მასალა გეგზავნებათ მეილზე, რომელიც კურსის გავლის შემთხვევაში ბონუსად (უფასოდ) გადმოგეცემათ მსვლელობისას. ცალკე მასალის ღირებულებაა 300$. აბიტურიენტებს მაღალი ქულების გარანტიით; ასევე ვამზადებ FCE, IELTS, TOEFL-ში( გაკვეთილი-40$); ემიგრანტები დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე(ვაიბერით/ვოთსაპით);

ტელეფონი
პრო
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
eyeნანახი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
5.0
| 1 შეფასება

მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ონლაინ მოვამზადებ ნებისმიერი ასაკის მსურველს ინგლისურში. სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალურად. 8 გაკვეთილის ფასია 200 ლარი. ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობაა ერთი საათი (თუ საჭირო იყო უფრო მეტ დროსაც დავუთმობთ). პირველი საცდელი გაკვეთილი უფასოა. დამიკავშირდით ვოთსაფზე ან ვაიბერზე. P.S.ვამზადებ მხოლოდ ონლაინ,მყავს მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან(თურქეთი,Გერმანია,ნორვეგია,იტალია,საბერძნეთი და ა.შ.) და შესაბამისად ონლაინ ფორმატი უფრო მოსახერხებელია,თან მეცადინეობები ინდივიდუალურად მიმდინარეობს თითოეულ მოსწავლესთან, ყოველი მეცადინეობის შემდეგ გეგზავნებათ შესაბამისი, თქვენს დონეზე მორგებული მასალა, როგორც გრამატიკის მასალა, ასევე ახალი სიტყვების თარგმანი, ადაპტირებული ინგლისურენოვანი წიგნები, მოსასმენები და ა.შ. თუ ახალი მასალის სწავლის შემდეგ რამეს ვერ გაიგებთ, ყოველ გაკვეთილზე დეტალურად გავარჩევთ გაუგებარ საკითხს და ასეთი მიდგომით მოკლე დროში ძაან კარგ შედეგს დადებთ.

ტელეფონი
პრო
მოვამზადებ ინგლისურში
eyeნანახი
მოვამზადებ ინგლისურში

მოვამზადებ ინგლისურ ენაში: სტუდენტებს, აბიტურიენტებს, ემიგრანტებს, მაღალი კლასის მოსწავლეებს და ნებისმიერ მსურველს ინდივიდუალური მიდგომით და სპეციფიურად მორგებული პროგრამით. შევასწავლი როგორც სასაუბრო, ასევე აკადემიურ ინგლისურს თანამედროვე ტესტებისა და აუდიო- ვიდეო მასალის გამოყენებით, TOEFEL, IELTS სასწავლო და ტესტირების პროგრამებით, ასევე დამატებითი სავარჯიშოებით და ლიტერატურით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სწორად მეტყველებას და ინტონაციას. განათლება და გამოცდილება მიღებული მაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. დეტალეტზე ინდივიდუალურად გავისაუბრებთ. მოვამზადებ ონლაინ ან ადგილზე მისვლით (გააჩნია ლოკაციას). 8 გაკვეთილის ღირებულება 250 ლარი.

ტელეფონი
პრო
ინგლისური ენის რეპეტიტორი
eyeნანახი
ინგლისური ენის რეპეტიტორი

ინგლისურ ენა ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ კურსი სკოლის მოსწავლეების,აბიტურიენტების და სასაუბრო ინგლისურის შესწავლის მსურველებისათვის. პროფესიული კუთხით - ბიზნეს ინგლისური და სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის: FCE, TKT,CAE, IELTS, Pre-TOEFL, TOEFL. ESL Teacher (English as a Second Language Teacher) განათლება: 1.აწსუ-ინგლისური ენის ფილოლოგია-ბაკალავრი 2. IBSU-განათლების ადმინისტრირება-მაგისტრი 3. IBSU-განათლების მეცნიერებების დოქტორი 4. TEYL, TEAL, TESOL/TEFL Certificates (World TESOL Academy) 5. Teaching English as a Foreign Language (TEFL) (Gatehouse Awards, i-to-i) 6. Civic and Tech through the English Language 7. Training of Trainers, E-Learning Theory & Practice (Alison) 8. English Language Teaching (NAEC) 9. Professional Career Skills-International Business Management Institution in Germany 10. Leader of Learners-Education Leadership-Harvard University (US) 11. University of Cambridge - CELTA-Certificate in Teaching English to Speakers of Other Languages 12. Michigan State University- Write Your First Novel ზოგადი ინგლისური (A1, A2, B1, B2) საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის (C1) სასაუბრო ინგლისური სწავლება მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწას, და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსს მეცადინეობა კვირაში ორჯერ გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით დამიკავშირდით მხოლოდ WhatsApp, Viber ან Email _ის საშუალებით elizakintsurashvili@gmail.com

certificates icon სერტიფიკატი
ტელეფონი

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ დღეს უკვე ყველგან შეგიძლიათ! საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საკმარისია მხოლოდ ინტერნეტი და სამუშაო მოწყობილობა(კომპიუტერი, მობილური ტელეფონი,პლანშეტი).

დღევანდელი მსოფლიოს მუდმივად ცვალებადმა რეჟიმმა ნათელი გახადა, რომ ინგლისურის ონლაინ შესწავლა არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ფიზიკური გაკვეთილები. დისტანციური გაკვეთილების მსურველების რაოდენობა დღითიდღე იმატებს მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე, დაზოგო დრო და ენერგია, ჩაერთო სწავლებაში ნებისმიერი ადგილიდან, აარიდო თავი დამღლელ გზას, უამინდობას, ვირუსულ ინფექციებს, შეარჩიო მასწავლებელი ნებისმიერ ადგილზე და იმუშაო ინგლისურის საუკეთესო სპეციალისტებთან მარტივად. - inglisuris swavla 
აღარ გადადო, შეისწავლე ინგლისური ონლაინ საუკეთესო სპეციალისტებთან და გაიმარტივე სწავლების პროცესი!
ვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში
ვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში

დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი (ინგლისური ფილოლოგია) ამჟამად ვსწავლობ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე. ვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში ხარისხიანად და გარანტიით. მართლწერის, გრამატიკის, ლექსიკური მარაგის, კარნახის და ტესტირებულ დავალებებზე მუშაობა და სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავება. გავივლით მსოფლიო ლიტერატურას, ასევე What a World, What a Life, Round Up, Destination და სხვა, რაც ბავშვს ეხმარება საგამოცდო ტესტებზე მუშაობაში. კონცენტრირებული ვიქნებით კლასგარეშე დავალებებზე,ყოველი რვა გაკვეთილის შემდეგ ჩავატარებთ ტესტირებას და გავაკეთებთ შემაჯამებელ დავალებებს,რაც მოიცავს არა მხოლოდ საწერ,არამედ მოსასმენ დავალებებსაც. 1-3 კლასის ჩათვლით 120 ლარი; 4-6კლასის ჩათვლით 140 ლარი; 7-10 კლასი 150 ლარი ლარი; 11 კლასი 170 ლარი; 12 კლასი 180 ლარი. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი და 10 წუთი , კვირაში 2-ჯერ. მეტროსთან ახლოს მდებარეობის შემთხვევაში შესაძლებელია ბინაზე მისვლაც. თანხას ავიღებ თვის იმ რიცხვში რა რიცხვშიც დავიწყებთ მეცადინეობას ანუ მითითებულია ყოველთვიური გადასახადი.

ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
5.0
| 1 შეფასება

გამარჯობა, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში. ✏️ გაკვეთილები ჩატარდება როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად, დისტანციურად. ✏️ მაქვს ბავშვებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში; ✏️ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) წითელ დიპლომზე 2021 წელს (განათლების, ჰუმანიტარული და მეცნიერებების სკოლა) - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✏️ სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვარებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies). სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში. როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში; ✅მაქვს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიაზებში მუშაობის გამოცდილება, რამაც ხელი შეუწყო ამერიკული კულტურისა და ენის ცოდნის განვითარებასა და პრაქტიკაში უფრო მეტად დახვეწას.

certificates icon სერტიფიკატი
ინგლისური ენის შესწავლა
ინგლისური ენის შესწავლა

მოვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში II-VII კლასის ჩათვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა: 60 წუთი გაკვეთილების რაოდენობა: თვეში 8 გაკვეთილი ღირებულება:120 ლარი მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი (დიდუბის მეტროდან 7-10 წუთის ფეხით სავალი გზაზე). ცოტაოდენი ჩემს შესახებ: ვასწავლიდი ბავშვებს ინგლისურ ენასა და კულტურას ამერიკულ კუთხეში. მაქვს ინგლისურ ენაზე მიღებული განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულს. ასევე, როოგრც Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული 1 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ინგლისურ ენაზე ევროპაში. ჩემს მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოხმარდება თქვენი პატარების სრულფასოვანი ცოდნის მიღებასა და წარმატებული მომავლისათვის საფუძვლის ჩაყრას.

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ დღევანდელი მსოფლიოს მთავარ გამოწვევად იქცა!

პანდემიამ გვასწავლა, რომ სწავლება და მუშაობა სახლიდანაც შესაძლებელია იგივენაირად ეფექტური იყოს, როგორც მასწავლებელთან, სასწავლებელში ან სამსახურში.   
ინგლისურის შესასწავლად ონლაინ დაგჭირდებათ მხოლოდ ინტერნეტი, მობილური ტელეფონი ან კომპიუტერი.  სასწავლო პროცესებში ტექნიკის გამოყენება, ონლაინ სწავლასთან ერთად, უდიდეს შესაძლებლობას გაძლევთ თანამედროვე მეთოდებით, სასწავლო თამაშებით, სახალისო აპლიკაციებით, პრეზენტაციებით  გაიხალისოთ სასწავლო პროცესი და გაიმარტივოთ სწავლება.  სწორად შერჩეული ინგლისურის სპეციალისტი კი, იზრუნებს იმაზე, რომ სწავლების პროცესი სასიამოვნო და საინტერესო იყოს. 
თუ ქვეყნიდან გახვედით და ინგლისურის სწავლა ვერ მოასწარით, ან იცოდით, მაგრამ საუბარი გაგიჭირდათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინგლისური მასწავლებელს და ონლაინ გაკვეთილების მეშვეობით ის შეძლებს თქვენს დახმარებას. 
 
 ონლაინ სწავლების ეფექტური მაგალითებია:   ვიდეო გაკვეთილები,   პრეზენტაციები, ელ. სწავლების პლათფორმები  და კურსები,   ვირტუალური საკლასო ოთახები და ვებინარები,    ინტერაქტიური  სიმულაციები, საგანმანათებლო თამაშები,  დისკუსიები, პოდკასტები და აუდიო სწავლება.
 
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ონლაინ სწავლების მსურველების რაოდენობა საოცარი ტემპით იზრდება. 2020 წლიდან 2024 წლამდე, მათი რაოდენობა, დაახლოებით 200%-ით არის გაზრდილი. ონლაინ სწავლება განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკასა და ჩინეთში.
მსოფლიოს სტუდენტების უმეტესი ნაწილი მინიმუმ ერთ ონლაინ სწავლებაშია ჩართული, რომლის  95% რეკომენდაციას უწევს ამ ტიპის სწავლებას.
ონლაინ სწავლების სხვადასხვა ტიპები არსებობს,  ყველაზე გავრცელებულია:
1.  სრული ონლაინ კურსები, ასევე ცნობილი როგორც ასინქრონული კურსები, საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მიიღონ სასწავლო მასალები საკუთარი ტემპით. ეს კურსები, როგორც წესი, შედგება წინასწარ ჩაწერილი ვიდეო ლექციებისგან, ინტერაქტიული დავალებების, ვიქტორინებისა და სადისკუსიო ფორუმებისგან. მოსწავლეებს აქვთ მოქნილობა ისწავლონ როდის და სად ივარჯიშონ,  რაც ამ ვარიანტს იდეალურს ხდის დატვირთული გრაფიკის მქონეთათვის.
2.  ცოცხალი ონლაინ გაკვეთილები, ან სინქრონული კურსები, მოიცავს რეალურ დროში ურთიერთქმედებებს ინსტრუქტორებსა და მოსწავლეებს შორის. პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა Zoom ან Microsoft Teams, მონაწილეები უერთდებიან ვირტუალურ კლასებს დაგეგმილ გაკვეთილებზე, დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებზე. ეს ფორმატი უზრუნველყოფს სტრუქტურის განცდას და ხელს უწყობს უშუალო ჩართულობას ინსტრუქტორებთან და თანატოლებთან.
3.  შერეული სწავლება აერთიანებს როგორც ონლაინ, ისე პირად ელემენტებს, რაც გთავაზობთ განათლების ჰიბრიდულ მიდგომას. მოსწავლეებს შეუძლიათ დაესწრონ ტრადიციულ გაკვეთილებს ადგილზე და ასევე შეასრულონ ონლაინ მოდულები ან დავალებები. ეს მოდელი იძლევა ბალანსს პირისპირ ინტერაქციასა და ონლაინ სწავლის მოქნილობას შორის, რაც უზრუნველყოფს დინამიურ და პერსონალიზებულ საგანმანათლებლო გამოცდილებას.
 
გახსოვდეთ, ახალი ენის შესწავლისას მთავარია თანმიმდევრულობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რჩევები დაგეხმარებათ ინგლისური ენის უფრო სწრაფად სწავლაში, აუცილებელია რეგულარულად ივარჯიშოთ და დარჩეთ თქვენი   მიზნების ერთგული. ისიამოვნეთ პროცესით, იზეიმეთ მცირე გამარჯვებები და უყურეთ, როგორ იზრდება თქვენი ინგლისური ენის ცოდნა. ჩვენი ერთგული მასწავლებლები მზად არიან დაგეხმარონ მთელი პროცესის განმავლობაში, გაგიწიონ ხელმძღვანელობა, უპასუხონ კითხვებს და უზრუნველყონ თქვენი წარმატება. ისწავლეთ თავდაჯერებულად, იცოდეთ, რომ დახმარება ყოველთვის ხელმისაწვდომია servisebi.ge-ზე.

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq