მოვამზადებ V-XII კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ვარ განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, გავლილი მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა და დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია. ამჟამად ვმუშაობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვარ აბიტურიენთა მოსამზადებელი წიგნის ავტორი, ასევე არაერთი წიგნის რედაქტორი და დოკუმეტური ფილმების სცენარების თანაავტორი. ჩემი აკადემიური კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება საშუალებას მაძლევს, თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომით ვიმუშაო როგორც სასკოლო პროგრამის გაძლიერების, ისე საგამოცდო შედეგების გასაუმჯობესებლად. ანაზღაურება და გრაფიკი: დაბალი კლასის მოსწავლეები — 120-150 ლარი (კვირაში 2 დღე, 1.5 საათი). აბიტურიენტები — 180 (კვირაში 3 დღე, 2 საათი). დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით, ადგილები შეზღუდულია.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.