Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

დალაგება

თქვენი სივრცის დალაგება აუცილებელია კომფორტული და სტრესისგან თავისუფალი გარემოს შესანარჩუნებლად. რეგულარული დალაგება გულისხმობს ნივთების ორგანიზებას, ზედაპირების მტვრის მოწმენდას და ნივთების შესაბამის ადგილებზე დაბრუნებას. მოწესრიგებული სივრცე არა მხოლოდ უკეთ გამოიყურება, არამედ ხელს უწყობს სიმშვიდეს და პროდუქტიულობას. ის ამცირებს არეულობას, აადვილებს ნივთების პოვნას და თქვენი სივრცის სისუფთავის შენარჩუნებას. იქნება ეს თქვენი სახლი თუ ოფისი. პერიოდული დალაგება ქმნის ბევრად უფრო მოწესრიგებულ სივრცეს და ამარტივებს გენერალურ დალაგებას.   საფუძვლიანი დასუფთავებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ პროფესიონალური დასუფთავების სერვისებით,  რათა შეინარჩუნოთ მუდმივად მოწესრიგებული სივრცე.

გენერალური დალაგება

გენერალური დალაგება  გულისხმობს ნებისმიერი სივრცის საფუძვლიან და ყოვლისმომცველ გაწმენდას, რომელიც ხშირად საუკეთესოდ მიიღწევა პროფესიონალი დამლაგებლის დახმარებით.  ამ ტიპის დასუფთავება სცილდება რუტინულ მოწესრიგებას, მოიცავს ყველა კუთხეს და სრულყოფილად ასუფთავებს გარემოს.  პროფესიონალი დასუფთავების სერვისები იყენებენ საჭირო ტექნიკას და მაღალი ხარისხის პროდუქტებს ზედაპირების ღრმად გასაწმენდად, ჩამჯდარი ლაქებისა და ჭუჭყის მოსაშორებლად, იქნება ეს სახლი,  აგარაკი, ოფისი თუ სხვა სივრცე.
გენერალური დალაგება უზრუნველყოფს სრულყოფილ და ეფექტურ დასუფთავებას.  საფუძვლიანი წმენდა  ხელს უწყობს უფრო ჯანსაღი, კომფორტული საცხოვრებელი ან სამუშაო გარემოს შექმნას.
დალაგება-დასუფთავება
დალაგება-დასუფთავება

ყველაზე რთული რემონტის შემდეგ დალაგებაა, ამ საკითხს მოგიგვარებთ ჩვენი გუნდი ჩვენთან რემონტის შემდგომი დასუფთავება ძალიან მაღალი ხარისხით სრულდება რემონტის შემდგომი დალაგება: სამშენებლო და რემონტის შემდგომი მტვრის აღება კედლებიდან და ჭერიდან; ფანჯრებისა და ვიტრაჟების გაწმენდა რემონტის შემდგომი დაბინძურებისგან; ცემენტის, გაჯის და ა.შ. ლაქების მოცილება (იატაკი, კედელი, აბაზანის კაფელ- მეტლახი); შემხმარი წებოს და სამშენებლო სკოჩის მოცილება ფანჯრებიდან, სარკეებიდან და ავეჯიდან; საღებავის მიერ დალაქავებული ადგილების გაწმენდა (იატაკიდან, ფანჯრის რაფებიდან) 1 კვ.მ-ის ფასი იწყება - 5ლარიდან ვმუშაობთ კერხერის ტექნიკით!

დალაგება/დასუფთავება ქუთაისი
დალაგება/დასუფთავება ქუთაისი

პროფესიონალური დასუფთავების მომსახურება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ვთავაზობთ ბინების, სახლების, ოფისების, კომერციული ფართების, სასტუმროების, რესტორნების, კვების ობიექტებისა და საწარმოების ხარისხიან დასუფთავებას. ვასრულებთ ერთჯერად და რემონტის შემდგომ დალაგებას, გენერალურ დასუფთავებას, სამშენებლო მტვრისა და ნარჩენების მოცილებას, ფანჯრების რეცხვასა და სხვადასხვა ტიპის დასუფთავების მომსახურებას. სამუშაოები სრულდება თანამედროვე პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი ხსნარებით, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ, უსაფრთხო და მაღალ სტანდარტებზე მორგებულ შედეგს. სუფთა გარემო, პასუხისმგებლიანი მომსახურება და ხარისხი, რომელზეც შეგიძლიათ თამამად დაეყრდნოთ.

დალაგება ქუთაისში და რაიონებში
დალაგება ქუთაისში და რაიონებში

გჭირდებათ ხარისხიანი და სანდო დასუფთავების მომსახურება? ვთავაზობთ პროფესიონალურ დასუფთავებას ბინებში, კერძო სახლებში, ოფისებსა და სხვადასხვა დანიშნულების კომერციულ ფართებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს: • გენერალურ დასუფთავებას; • რემონტის შემდეგ სრულ დალაგებას; • ერთჯერად დასუფთავებას; • სასტუმროების, რესტორნების, კვების ობიექტებისა და საწარმოების დასუფთავებას. ვმუშაობთ თანამედროვე პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი საშუალებებით, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ შედეგსა და მაქსიმალურ სისუფთავეს. პასუხისმგებლიანი გუნდი, დროული მომსახურება და ხარისხი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. დაგვიკავშირდით და სისუფთავეზე ჩვენ ვიზრუნებთ!

დამლაგებელი გორში
დამლაგებელი გორში

ბინებისა და ოფისების პროფესიონალური დალაგება გთავაზობთ ბინების, კერძო სახლების, ოფისების და კომერციული ობიექტების ხარისხიან და პასუხისმგებლიან დასუფთავებას. ვასრულებთ როგორც ერთჯერად, ასევე გენერალურ დალაგებას თანამედროვე ინვენტარითა და ორთქლის აპარატით. გენერალური დალაგება ყოველდღიური და პერიოდული დასუფთავება სამზარეულოსა და სველი წერტილების ღრმა წმენდა იატაკის, კაფელის და შუშების განწმენდა ავეჯისა და სხვადასხვა ზედაპირის ორთქლით დამუშავება მტვრის, ცხიმისა და რთული ლაქების მოცილება ოფისების, მაღაზიებისა და სხვა ობიექტების დალაგება ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო დასუფთავება სისუფთავე, ხარისხი და პასუხისმგებლობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სივრცე გახდება სუფთა, მოწესრიგებული და სასიამოვნო გარემო საცხოვრებლად თუ სამუშაოდ.

 სახლის დალაგების მომსახურება
სახლის დალაგების მომსახურება

სახლის დალაგების მომსახურება გთავაზობთ ბინისა და სახლის ხარისხიან დალაგებას ყოველდღიური დალაგება გენერალური დასუფთავება სამზარეულოსა და აბაზანის წმენდა მტვრის, იატაკების და ზედაპირების სრულად გაწმენდა მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი მომსახურება საწმენდი საშუალებები და საჭირო ინვენტარი მოყვება მომსახურებას ფასები: • 1 ოთახიანი — 70-90 ლარი • 2 ოთახიანი —90 - 120ლარი • 3 ოთახიანი — 120 -150 ლარი ფასი დამოკიდებულია: — ბინის ზომაზე — მდგომარეობასა და სირთულეზე — გენერალური დალაგებაა თუ ჩვეულებრივი — ფანჯრების და დამატებითი დეტალების გასაწმენდად

სუფთა სამყარო/ დალაგება ქუთაისში
სუფთა სამყარო/ დალაგება ქუთაისში

სისუფთავე – თქვენი სიმშვიდისთვის! გთავაზობთ პროფესიონალურ დასუფთავების მომსახურებას ქუთაისში. * ბინებისა და კერძო სახლების დალაგება * რემონტის შემდგომი საფუძვლიანი დასუფთავება * სასტუმროების ერთჯერადი დასუფთავება * რესტორნებისა და კვების ობიექტების დასუფთავება * საწარმოებისა და კომერციული ფართების დასუფთავება სამუშაოები სრულდება პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი ხსნარებით, რომლებიც სრულად ჩვენი უზრუნველყოფილია. გთავაზობთ პასუხისმგებლიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, რათა თითოეული ობიექტი უმაღლესი სტანდარტით იყოს დასუფთავებული. მიენდეთ პროფესიონალებს — სისუფთავე გარანტირებულია.

დამლაგებელი გორში
დამლაგებელი გორში

ჩემს მომსახურებაში შედის: გენერალური დასუფთავება: სრული წესრიგი ყველა კუთხე-კუნჭულში. რემონტის შემდგომი დასუფთავება: მტვრისა და სამშენებლო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ყოველდღიური პერიოდული დასუფთავება: სისუფთავის შენარჩუნება თქვენს სახლში. სამზარეულოსა და სველი წერტილების დეზინფექცია: რთულად მისადგომი ადგილების გასუფთავება. ფანჯრებისა და ვიტრაჟების წმენდა: იდეალური გამჭვირვალობა. რატომ უნდა ამირჩიოთ მე? ინდივიდუალური მიდგომა: ვითვალისწინებ თქვენს ყველა შენიშვნას. სანდოობა: თქვენი სახლი საიმედო ხელშია. ხელმისაწვდომი ფასი: ხარისხიანი სერვისი ზედმეტი დანახარჯების გარეშე. შენიშვნა: დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარსა და საშუალებებს უზრუნველყოფს დამკვეთი. დამიკავშირდით დღესვე

ნარემონტალი ფართის დალაგება.
ნარემონტალი ფართის დალაგება.

დალაგება და დასუფთავება ქუთაისსა და სამტრედიაში გთავაზობთ პროფესიონალურ დასუფთავების მომსახურებას ბინებისთვის, კერძო სახლებისთვის, ოფისებისა და კომერციული ფართებისთვის. მომსახურება მოიცავს: * გენერალურ დალაგებას * რემონტის შემდგომ სრულ დასუფთავებას * ბინებისა და სახლების დალაგებას * ოფისებისა და სხვადასხვა ობიექტების დასუფთავებას სამუშაოები სრულდება პროფესიონალური აპარატურითა და ხარისხიანი საწმენდი ხსნარებით, რომლებიც ჩვენი უზრუნველყოფილია. სწრაფი, სუფთა და პასუხისმგებლიანი მომსახურება — სისუფთავე თქვენი კომფორტისთვის.

ეკო-დასუფთავება
ეკო-დასუფთავება

სისუფთავე, რომელიც პირველივე შეხედვიდან იგრძნობა! გჭირდებათ პროფესიონალური დასუფთავება? ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად რთულია დაბინძურება — ვუმკლავდებით ნებისმიერი ტიპისა და ნებისმიერი სირთულის სამუშაოს. რემონტის შემდგომი დასუფთავება გენერალური დასუფთავება ბინები, სახლები, ოფისები, კომერციული და ინდუსტრიული ობიექტები ვიტრაჟებისა და ფანჯრების წმენდა დიდი ვერანდები, ეზოები და საერთო სივრცეები ვმუშაობთ პროფესიონალური ტექნიკითა და ხარისხიანი საშუალებებით, რათა თითოეული სივრცე იდეალურ მდგომარეობაში ჩავაბაროთ. თქვენი დრო ძვირფასია — სისუფთავეზე ჩვენ ვიზრუნებთ.

წკრიალა- დასუფთავება რუსთავში
წკრიალა- დასუფთავება რუსთავში

პროფესიონალური დასუფთავების მომსახურება რუსთავში გთავაზობთ სახლებისა და ბინების საფუძვლიან დასუფთავებას, როგორც ერთჯერადად, ასევე საჭიროების მიხედვით. ვზრუნავთ თქვენი სივრცის სრულ მოწესრიგებაზე და ვასუფთავებთ ყველა საჭირო ზედაპირსა და ზონას. მომსახურებაში შედის როგორც ყოველდღიური და გენერალური დალაგება, ასევე რემონტის შემდგომი დასუფთავება, ვიტრაჟებისა და კარ-ფანჯრების წმენდა და სხვა საჭირო სამუშაოები. სამუშაოები სრულდება პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი საშუალებებით. ჩვენთვის მთავარი არის ხარისხიანი შედეგი, სისუფთავე და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილება.

მომხმარებლის შეფასებები

დასუფთავების სამსახური "სუფთა კუთხე" სურათი
დასუფთავების სამსახური "სუფთა კუთხე"
ლუხუმი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 კვირის წინ

მინდოდა აგარაკის დასუფთავება, მივიღე შესაბამისი სერვისიც. ყურადღებიანი ხალხია და მიფუჩეჩებულიც არაფერი დაუტოვებიათ. ათიდ...

დასუფთავების სამსახური "სუფთა კუთხე" სურათი
დასუფთავების სამსახური "სუფთა კუთხე"
თიკო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

საუკეთესოები❤️ სანდო ადამიანები რომლებიც ხარისხიანად აკეთებენ ყველაფერს

დასუფთავების სამსახური "სუფთა კუთხე" სურათი
დასუფთავების სამსახური "სუფთა კუთხე"
თორნიკე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

შევთანხმდით ფასზე მარტივად და მოვიდნენ მეორე დღესვე დასალაგებლად. მშვენივრად გაართვეს თავი დაბინძურებას, ძლივს ერთხელ კმ...

დალაგება-დასუფთავება სურათი
დალაგება-დასუფთავება
Ზურა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

Კეთილსინდისიერი ადამიანი, ალაგებს ყველაფერს დეტალურად ისე როგორც საკუთარ სახლში, ჩემგან დიდი რეკომენდაცია

ყველა სახის დალაგება სურათი
ყველა სახის დალაგება
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

კმაყოფილი ვარ მომსახურებით, არის კეთილსინდისიერი, პატიოსანი თავისი საქმის საუკეთესო მცოდნე, ვუწევ რეკომენდაციას გირჩევთ

ყველა სახის დალაგება სურათი
ყველა სახის დალაგება
ნინი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

საოცრად გულმოდგინედ და ხარისხიანად ასრულებს თავის საქმეს. ძალიან კარგი პიროვნება. მადლობა გაწეული შრომისთვის. მოლოდინს გ...

გენერალური დალაგება და დასუფთავების სერვისის უპირატესობები

საცხოვრებლისა თუ სამუშაო სივრცის პერიოდული დალაგება მნიშვნელოვანი პროცესია სისუფთავისა და კეთილმოწყობის შესანარჩუნებლად.   ჩვენს გარემო სივრცეში მუდმივად ხდება მტვრის ნაწილაკების გადაადგილება,  ნივთების ქაოსური დაყრა, სიარულის დროს კი ჭუჭყი გადადის სხვადასხვა სივრცეში.   იმისათვის რომ სივრცის სერიოზული დაბინძურება ავირიდოთ თავიდან საჭიროა მისი მუდმივი მოვლა, რაც მარტივი ნამდვილად არ არის.   დატვირთული გრაფიკისა და აქტიური ცხოვრების მიმდევარ ადამიანებს უჭირთ დროის გამონახვა დალაგებისთვის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ოჯახში ბევრი მაცხოვრებელი, ბავშვები ან შინაური ცხოველები არიან. 
ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად არსებობს ისეთი დასუფთავების სერვისები, რომლებსაც აქვთ მომხმარებელზე მორგებული მიდგომები მათი საჭიროებიდან გამომდინარე. გთავაზობთ პროფესიონალების დაქირავების რამდენიმე უპირატესობას თქვენი დალაგების საჭიროებისთვის:
 
1. პროფესიონალიზმი და ეფექტურობა: პროფესიონალ დამლაგებლებს აქვთ  გამოცდილება და ცოდნა საფუძვლიანი და ეფექტური დალაგებისთვის. ისინი იყენებენ სპეციალიზებულ იარაღებს და მაღალი ხარისხის საწმენდ საშუალებებს უმაღლესი შედეგების მისაღწევად. მათი ცოდნა უზრუნველყოფს ყველა სივრცისა თუ ზედაპირის სრულყოფილ დასუფთავებას, მაქსიმალური ეფექტით მინიმალურ ვადებში, დაზიანების გარეშე.  

2. დროის დაზოგვა: მთელი სახლის, კოტეჯის, აგარაკის ან ოფისის დასუფთავებას შეიძლება რამდენიმე საათი ან დღეებიც კი დასჭირდეს. პროფესიონალ დამლაგებლებს შეუძლიათ სამუშაოს დასრულება დროის მცირე მონაკვეთში, რაც საშუალებას მოგცემთ ფოკუსირება მოახდინოთ სხვა მნიშვნელოვან ამოცანებზე ან უბრალოდ ისიამოვნოთ თქვენი თავისუფალი დროით.

3. ყოვლისმომცველი დასუფთავება:  პროფესიონალური სერვისები გვთავაზობენ დასუფთავების ყოვლისმომცველ მიდგომას. გენერალური დალაგება პროფესიონალების მხირდან მოიცავს სრული სივრცის ღრმა წმენდას, მტვრის მოშორებას, ზედაპირების გაწმენდას,  ავეჯის გასუფთავებას, ჩამჯდარი ჭუჭყის, ლაქებისა და ცხიმის მოშორებას, ფანჯრების წმენდას და  ნივთების ორგანიზებას. 

4. ჯანმრთელობის სარგებელი: რეგულარული პროფესიონალური დასუფთავება ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას მტვრის, ალერგენების და პათოგენების არსებობის შემცირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიის, ასთმის ან სხვა რესპირატორული დაავადებების  მქონე პირებისათვის.  

5. მორგებული სერვისები: პროფესიონალური დასუფთავების კომპანიები გთავაზობთ თქვენს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს.  არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ დამლაგებელი ერთჯერადად,  საათობრივად, დღიურად, ყოველვირეულად თუ მუდმივი საჭიროებისათვის. არ ხართ შეზღუდული სერვისებში, იქნება ეს სტანდარტული დალაგება,   გენერალური დალაგება, რემონტის შემდგომი დალაგება, შუშების წმენდა, სპეციალიზირებული მომსახურება,  საპირფარეშოსა და სამზარეულოს დასუფთავება, დაუთოვება, ნივთების დახარისხება თუ ქიმწმენდა.   დასუფთავების სერვისებს აქვთ მრავალფეროვანი მომსახურება ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად.
 
6. სიმშვიდე: იმის ცოდნა, რომ თქვენს სივრცეს პროფესიონალები ასუფთავებენ, გიხსნით ზედმეტ ტვირთს და განიჭებთ სიმშვიდეს.  შეგიძლიათ დატკბეთ მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოთი და სასურველი შედეგით, ისიამოვნოთ სრულყოფილად სუფთა და კომფორტული სივრცით.  
სტანდარტული და გენერალური დალაგება აუცილებელი პროცესია სუფთა, ორგანიზებული და ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად ნებისმიერ სივრცეში, იქნება ეს სახლი, აგარაკი თუ ოფისი. სისუფთავის შენარჩუნება არის რთული და შრომატევადი პროცესი, პროფესიონალური დასუფთავების სერვისები კი გვთავაზობენ მათ  ეფექტურ გადაწყვეტას. გამოცდილებისა და საჭირო ატრიბუტების  გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უნაკლო და კარგად ორგანიზებული სივრცე მოკლე დროში. პროფესიონალურ დასუფთავებაში ინვესტიცია არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი გარემოს სისუფთავეს და ჰიგიენას, საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და აიმაღლოთ განწყობა თქვენი კეთილმოწყობილი სივრცით.

მსგავსი ძიებები

hash
დალაგება 44 განცხადება
arrow right
hash
რემონტის შემდგომი დალაგება 41 განცხადება
arrow right
hash
დასუფთავება 39 განცხადება
arrow right
hash
სადარბაზოს დალაგება 16 განცხადება
arrow right
hash
სახლის დალაგება 35 განცხადება
arrow right
hash
სასტუმროს დალაგება 17 განცხადება
arrow right
hash
ვიტრაჟების წმენდა 17 განცხადება
arrow right
hash
ფანჯრების წმენდა 19 განცხადება
arrow right
hash
ბინების დასუფთავება 25 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი ოფისში 21 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი დილის საათებში 16 განცხადება
arrow right
hash
დალაგება დღიურად 25 განცხადება
arrow right
hash
ერთჯერადი დალაგება 25 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი ქუთაისში 13 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი თბილისში 13 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი ბათუმში 1 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი გორში 4 განცხადება
arrow right
hash
დამლაგებელი რუსთავში 13 განცხადება
arrow right
hash
სახლის დასუფთავება 35 განცხადება
arrow right

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ვისარგებლო დალაგების სერვისებით?

ვებგვერდზე დასუფთავების სერვისების და დამლაგებლების მრავალფეროვანი შეთავაზებებია მოცემული.  შეარჩიეთ დალაგების სასურველი შეთავაზება ვებგვერდზე, დაუკავშირდით მის ავტორს მითითებულ ნომერზე და შეათანხმეთ მომსახურების პირობები.

როგორ ხდება გადახდა?

თანხას უხდით კონკრეტულად იმ სპეციალისტს, რომელისგანაც გადაწყვეტთ მომსახურების მიღებას. გადახდა შესაძლებელია როგორც უნაღდო ანგარიშწორებით, ასევე გადარიცხვითაც.  მომსახურების პირობები და გადახდის მეთოდები უმჯობესია დააზუსტოთ წინასწარ.

რა შედის გენერალური დალაგების მომსახურებაში?

გენერალური დალაგება ძირითადად გულისხმობს სივრცის უფრო ძირფესვიან და ღრმა დასუფთავებას, რომელსაც რეგულარული ყოველდღიური დალაგება ვერ უმკლავდება. ამ სერვისით ხშირად სარგებლობენ როდესაც სჭირდებათ სივრცის ღრმა დასუფთავება ან რემონტის შემდგომ სივრცის მოსაწესრიგება.  გენერალური და რემონტის შემდგომი დალაგების ფასი ძირითადად უფრო მაღალია ვიდრე სტანდარტული დალაგებისას.

​ სად შემიძლია მომსახურების მიღება?

მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით.  დასუფთავების სერვისები და დამლაგებლები სხვადასხვა ქალაქებიდან აქვეყნებენ შეთავაზებებს.  გაფილტრეთ სასურველი ქალაქი ვებგევრდზე და გაეცანით აქტიურ შეთავაზებებს.