კატეგორიები

განცხადებები

ინლისური ენის ინტენსიური კურსი
eyeნანახი
ინლისური ენის ინტენსიური კურსი

თუ თვლით, რომ მოსწავლე ჩამორჩენილია სასკოლო პროგრამას ინგლისურ ენაში, ან გსურთ გაიღრმავოს ცოდნა ამ კუთხით, მაშინ ეს განცხადება თქვენთვისაა. გთვაზობთ ინგლისურ ენაში მოსამაზდებელ 3-თვიან ინტენსიურ კურსს. მცემული კურსი განკუთვნილია I-IX კლასის მოსწავლეებისთვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. მთელი ზაფხულის მანძილზე მოსწავლე შეძლებს, პროდუქტიულად გამოიყენოს თვასუფალი დრო და შეიძინოს აუცილებელი ცოდნა ამ საგანში. პროგრამა სრულად არის გათვლილი მოზარდების ასაკობრივ თავისებურებებზე, რაც უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის უცხო ენის ათვისების პროცესს. მოსწავლის ასაკის შებამისად, პროგრამა გაჯერებულია სხვადასხვა სახალისო და ინტერაქტიული აქტივობებით, რაც ამ კურსის წარმატების ერთ-ერთი საწინდარია და ეს რა თქმა უნდა ბავშვებსაც უხალისებს სწავლის პროცესს. კურსი მოიცავს სასკოლო პროგრამის, გრამატიკის, სასაუბრო ენის გავლას. კურსის გავლა შესაძლებელია, როგორც დისტანციურად, ასევე მოსწავლის ადგილზე მოსვლით და ჩემი, ანუ პედაგოგის ბავშვის საცხოვრებელზე მოსვლითაც. 1. კურსის ხანრძლივობა- 3 თვე( ივნისი, ივლისი, აგვისტო) სურვილის შემთხევაში შესაძლებელია გაგრძელება. 2.გაკვეთილების რაოდენობა- 12 გაკვეთილი თვეში 3.გაკვეთილის ხანგრძლივობა-1სთ 30 წთ 4.ღირებულება-60 ლარი არ დაგავიწდეთ, რომ კურსის პირობების და შებამისად ღირებულების მორგება შესაძლბელია ინდივიდუალურად. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ კურსის ინდივიდუალურად ან ჯგუფურად გავლა.(მოცემული ღირებულება ,60 ლარი ,გათვლილია ინდივიდუალურ მეცადინეობაზე.) პირველი, გაცნობითი გაკვეთილი უფასოა. დამატებითი დეტალებისთვის, დაინტერების შემთხვევაში დამიკავშირდით პირადად.

ინგლისური ენის სასაუბრო კურსი
ინგლისური ენის სასაუბრო კურსი

მოგესალმებით! თებერვლიდან ვიწყებთ ინგლისური ენის ონლაინ სასაუბრო კურსს დამწყებთათვის! თუ გსურთ ენის შესწავლა ნულოვანი დონიდან, ეს კურსი თქვენთვისაა. ჩვენ გთავაზობთ ადგილზე სწავლების პრინციპს, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალ მასალას შევისწავლით ადგილზე, სახლში კი არ გვექნება სამეცადინო. გაკვეთილები ჩატარდება თიმსის სასწავლო პლათფორმაში, რომლის შექმნაშიც ჩვენ დაგეხმარებით. ვიყენებთ ვიდეო და აუდიო მასალას, გაკვეთილის ბოლოს კი შესწავლილ მასალას თავად გამოგიგზავნით. კურსის დასრულებას სჭირდება 3 თვე. სურვილისამებრ, გავაგრძელებთ სწავლას შემდეგი საფეხურზე. ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 4. გვექნება კვირაში 3 გაკვეთილი. სწავლის საფასური - 120 ლარი. შემოგვიერთდით ჩვენს მეგობრულ და ხალისიან გარემოში!

ინგლისურში მომზადება ონლაინ_ ვისაუბრებთ მხოლოდ ინგლისურად
eyeნანახი
ინგლისურში მომზადება ონლაინ_ ვისაუბრებთ მხოლოდ ინგლისურად

შევასწავლი ინგლისურს თანამედროვე მეთოდებით ნებისმიერ ასაკის ადამიანს. განათლებით ვარ ფსიქოლოგიის მაგისტრი და დამიჯერეთ ამ მეთოდით სწავლება ბევრად უფრო ეფექტურია ენის კარგად შესასწავლად ვიდრე ძველმოდური მეთოდებით და არტიკლების სწავლებით. დაგეხმარებით გაიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში ინგლისური ენის კარგად ცოდნა. იმისთვის, რომ მაღალანაზღაურებადი კარგი სამსახური ნახოთ პირველ ადგილზე ინგლისური ენა დგას, ეს არის დღეს საერთაშორისო ენა და შორს ნამდვილად ვერ წახვალთ თუ არ იცით ეს ენა, ყველაფერში შეგიშლით ხელს... გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ, კვირაში 2-ჯერ 1,5-დან 2 საათამდე ხანგრძლივობით. გაკვეთილებისა და დავალებების აღწერა: 1. გაკვეთილზე ვსაუბრობთ მხოლოდ ინგლისურად (თავიდან გაგიჭირდებათ); 2. გაკვეთილზე ყურადღება მიექცევა გამოთქმას და სწორ საუბარს ისე, რომ საბოლოოდ არ შეიმჩნეოდეს ქართული აქცენტი; 3. დავალებად ხშირად იქნება ინგლისურ ენაზე საბთაითლებით ფილმების და ვიდეო რგოლების ყურება, ახალი სიტყვების ამოწერა და გაკვეთილზე გარჩევა; 4. დავალებად ასევე იქნება სხვადასხვა სტატიების, ისტორიების, მონაცემების წაკითხვა-გარჩევა-მოყოლა; 5. დავალებად ასევე იქნება ინგლისურ ენაზე აუდიო წიგნების მოსმენა-გააზრება-გაანალიზება; 6. დავალებად ასევე იქნება მოსწავლეს რა სფეროც აინტერესებს იმ სფეროზე მოიძიოს ინფორმაციები ინგლისურ ენაზე და გაარჩიოს; 7. დავალებად იქნება ვორდის დოკუმენტში სხვადასხვა თემების წერა; 8. გაკვეთილზე იქნება ახალი სიტყვების გამოკითხვა, დავალებული ტექსტების მოყოლა, საუბრები საინტერესო თემებზე ინგლისურ ენაზე, დავალების გარჩევა, დაწერილი თემების გარჩევა.

ვამზადებ ინგლისურში ონალინ!
eyeნანახი
ვამზადებ ინგლისურში ონალინ!

ვფლობ ინგლისურ ენას როგორც მშობლიურს მოვამზადებ ბავშვებს 30 ლარად (2 კაციანი ჯგუფი, ასევე ინდივიდუალურად თუ ჯგუფი არ შედგა ხანგრძლივობა 1 საათი )სტუდენტებს 40 ლარად (3 კაციანი ჯგუფი,ასევე ინდივიდუალურად თუ ჯგუფი არ შედგა ხანგრძლივობა 1 საათი და 20 წუთი) მოზრდილებს 50 ლარად ონლაინ ვარ გამოცდილი პედაგოგი ასევე მოვამზადებ 1 დან 4 კლასამდე ბავშვებს ნებისმიერ საგანში 30 ლარად ჯგუფში ხანგრძლივობა 1 საათი ასევე ვასწავლი გეოგრაფიას მაღალ დონეზე 40 ან 50 ლარად ნებისმიერ მსურველს გავლილი მაქვს გეოგრაფიის საგანი შემეხმიანეთ ნომერზე ან ფაისბუქზე Ruskka beroshvili

English/ ინგლისურის შესწავლა
English/ ინგლისურის შესწავლა

მოგესალმებით! ვამზადებ ინგლისურ ენაში ნებისმიერი დონის მსურველებს. მაქვს მიღებული უმაღლესი განათლება მოსკოვში, ლინგვისტიკის ფაკულტეტი, ინგლისური და სკანდინავიური ენები. მაქვს გავლილი სტაჟირებები განათლებისა და ტურიზმის სფეროში დანიის სახელმწიფოში და საფრანგეთში. ვიყავი ასევე გაცვლითი სტუდენტი ნორვეგიის უმაღლეს სასწავლებელში. წლებია ვასწავლი ენებს ინდივიდუალურად და ჯგუფებში. მე გთავაზობთ: - საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს, სადაც ყურადღება დაეთმობა გრამატიკას, სასაუბრო ნაწილს და წერას. - შემოგთავაზებთ ბრიტანულ სახელმძღვანელოებს. - ვისაუბრებთ გაკვეთილზე მხოლოდ ინგლისურ ენაზე. მადლობა ყურადღებისთვის!