კატეგორიები

განცხადებები

მასწავლებელი/რეპეტიტორი დაწყებითების
eyeნანახი
მასწავლებელი/რეპეტიტორი დაწყებითების

გამარჯობა. მოვამზადებ დაწყებითი (I-IV) კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში; I-VIII კლასის ბავშვებს ინგლისურ ენაში. მართლწერის, გრამატიკის, ლექსიკური მარაგის, კარნახის და ტესტირებულ დავალებებზე მუშაობის ჩვევების გამომუშავება(ყოველი რვა გაკვეთილის შემდეგ გვექნება შემაჯამებელი ტესტირება). +კლასგარეშე დავალებები და დამატებითი მასალები. ბინაზე მისვლით(დიღმის მასივი, დიდი დიღომი, გლდანი, თემქა, წერეთელი), ასევე ონლაინ. ონლაინ სწავლებისას: 1. იდეო მასალის გაზიარება; 2. ინტენსიური მოსასმენები; 3. Listening&Speaking+Shadowing პრაქტიკა. ყველა საგანში: კვირაში 2დღე 1სთ 200ლ. კვირაში 3დღე 2სთ 300ლ. კვირაში 5დღე 1-1.30სთ 400-450ლ. ინგლისურში: კვირაში 2დღე 1სთ 80ლ. კვირაში 3დღე 1სთ 100ლ.

ინგლისური ენის მასწავლებელი
ინგლისური ენის მასწავლებელი

ინგლისურ ენაში მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება, ასევე, ინგლისური ენის შესწავლის ნებისმიერ მსურველს. სახელმძღვანელოს შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მოსწავლის ინგლისური ენის ცოდნის დონიდან გამომდინარე. ყველა მოსწავლეს ელექტრონულ წიგნს ვუგზავნი. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ, Zoom - ის ან Skype - ის გამოყენებით. ვარ ამერიკისმცოდნეობის მეორე კურსის დოქტორანტი (ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ჩაბარებული მაქვს ინგლისური ენის მასწავლებლის გამოცდა, ვარ მოქმედი მასწავლებელი და მაქვს სწავლების 5 წლიანი გამოცდილება.

ინგლისური ენის რეპეტიტორი
eyeნანახი
ინგლისური ენის რეპეტიტორი

ვარ სერთიფიცირებულ ინგლისური ენის პედაგოგი. ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს პროფესიული კუთხით - ბიზნეს ინგლისურში და სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის: FCE, TKT,CAE, IELTS, Pre-TOEFL, TOEFL. განათლება: აწსუ-ინგლისური ენის ფილოლოგია-ბაკალავრი IBSU-განათლების ადმინისტრირება-მაგისტრი ზოგადი ინგლისური (A1, A2, B1, B2) საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის (C1) სასაუბრო ინგლისური სწავლება მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწას, ლექსიკური მარაგის გაზრდას და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსს უნივერსიტეტის პროგრამით. ადაპტირებული ლიტერატურა დონეების მოხედვით, ორიგინალი ნაწარმოების/პრესის კითხვა და გარჩევა. მეცადინეობა კვირაში სამჯერ 1 საათი ჯგუფში მაქსიმუმ 3 მოსწავლე ასევე, ინდივიდუალური მეცადინეობა ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით ასაკი შეზღუდული არ არის დონეს ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე გავარკვევთ მსურველები დამიკავშირდით. Yours faithfully Elizabeth

ინგლისური ენის მასწავლებელი, ონლაინ გაკვეთილები ინგლისურში
eyeნანახი
ინგლისური ენის მასწავლებელი, ონლაინ გაკვეთილები ინგლისურში

გსურთ შეისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად და სახლიდან გაუსვლელად? მაშინ მომმართეთ, ვარ გამოცდილი სპეციალისტი, ნებისმიერ მსურველს ასაკის მიუხედავად მოვამზადებ ინგლისურ ენაში საფუძვლიანად ონლაინ. სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება ელექტრონული რესურსები და აუდიო მასალება. სწავლა მოიცავს ხუთივე კომპონენტს: საუბარი, კითხვა, მოსმენა, გრამატიკა და წერა. რაც მთავარია გაკვეთილები ჩატარდება ინდივიდუალურად და იქნება მორგებული თქვენს მოთხოვნებზე, რათა თქვენ ანდა თქვენმა შვილებმა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად შეისწავლოთ ინგლისური ენა. თვეში 8 გაკვეთილის ფასია 100 ლარი. 12 გაკვეთილის 150 ლარი.

მომზადება ინგლისურ ენაში
მომზადება ინგლისურ ენაში

ინგლისური ენის სერტიფიცირებული პედაგოგი გთავაზობთ ნებისმიერი ასაკის მსურველს ზოგადი ინგლისური ენის კურსებს. მოვამზადებ აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში ჩაბარების მსურველებს. გთავაზობთ ასევე მომზადებას კემრიჯის შემდეგი საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდებისთვის (TOEFL, IELTS, PET, CAE, TKT). გაგაცნობთ გამოცდების შემადგენელ კომპონენტებს. კურსის მსვლელობისას აქცენტი კეთდება ისეთი სტრატეგიების შემუშავებაზე რაც დაგეხმარებათ წარმატებით დაძლიოთ საგამოცდო დავალებები და ეფექტურად გამოიყენოთ საგამოცდო დრო. მეცადინეობები ტარდება როგორც წყვილში, ასევე ინდივიდუალურად. სწავლება მომდინარეობს მხოლოდ დისტანციურად. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით.

ინლისური ენის ინტენსიური კურსი
eyeნანახი
ინლისური ენის ინტენსიური კურსი

თუ თვლით, რომ მოსწავლე ჩამორჩენილია სასკოლო პროგრამას ინგლისურ ენაში, ან გსურთ გაიღრმავოს ცოდნა ამ კუთხით, მაშინ ეს განცხადება თქვენთვისაა. გთვაზობთ ინგლისურ ენაში მოსამაზდებელ 3-თვიან ინტენსიურ კურსს. მცემული კურსი განკუთვნილია I-IX კლასის მოსწავლეებისთვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. მთელი ზაფხულის მანძილზე მოსწავლე შეძლებს, პროდუქტიულად გამოიყენოს თვასუფალი დრო და შეიძინოს აუცილებელი ცოდნა ამ საგანში. პროგრამა სრულად არის გათვლილი მოზარდების ასაკობრივ თავისებურებებზე, რაც უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის უცხო ენის ათვისების პროცესს. მოსწავლის ასაკის შებამისად, პროგრამა გაჯერებულია სხვადასხვა სახალისო და ინტერაქტიული აქტივობებით, რაც ამ კურსის წარმატების ერთ-ერთი საწინდარია და ეს რა თქმა უნდა ბავშვებსაც უხალისებს სწავლის პროცესს. კურსი მოიცავს სასკოლო პროგრამის, გრამატიკის, სასაუბრო ენის გავლას. კურსის გავლა შესაძლებელია, როგორც დისტანციურად, ასევე მოსწავლის ადგილზე მოსვლით და ჩემი, ანუ პედაგოგის ბავშვის საცხოვრებელზე მოსვლითაც. 1. კურსის ხანრძლივობა- 3 თვე( ივნისი, ივლისი, აგვისტო) სურვილის შემთხევაში შესაძლებელია გაგრძელება. 2.გაკვეთილების რაოდენობა- 12 გაკვეთილი თვეში 3.გაკვეთილის ხანგრძლივობა-1სთ 30 წთ 4.ღირებულება-60 ლარი არ დაგავიწდეთ, რომ კურსის პირობების და შებამისად ღირებულების მორგება შესაძლბელია ინდივიდუალურად. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ კურსის ინდივიდუალურად ან ჯგუფურად გავლა.(მოცემული ღირებულება ,60 ლარი ,გათვლილია ინდივიდუალურ მეცადინეობაზე.) პირველი, გაცნობითი გაკვეთილი უფასოა. დამატებითი დეტალებისთვის, დაინტერების შემთხვევაში დამიკავშირდით პირადად.