განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სავალი ნაწილების შეცვლა

ნებისმიერი ავტომობილი ყველაზე ხშირად სავალი ნაწილების შეცვლას საჭიროებს. ეს იმის ბრალია, რომ ავტომობილის სავალი ნაწილების ელემენტები მართვის დროს მექანიკურ დატვირთვას განიცდიან. ყველაზე მოთხოვნად მომსახურებებს შორისაა: 
  • ამორტიზატორის შეცვლა;
  •  სტუპიცის შეცვლა;
  •  ზამბარის შეცვლა;
  •  ამორტიზატორის საყრდენის შეკეთება და საბურავის ხუნდის ბუდის შეცვლა;
როცა სავალი ნაწილების დიაგნოსტიკით გაუმართაობების მიზეზები დადგინდება, შესაძლოა საჭირო გახდეს სავალი ნაწილების შეცვლა. დიაგნოსტირებიდან გაუმართაობების აღმოფხვრის ჩათვლით, აუცილებელია გამოცდილი მექანიკოსის მომსახურებით ისარგებლოთ, რაშიც ჩვენი პლატფორმა დაგეხმარებათ. 

განცხადებები

ვერიფიცირებული

სავალი ნაწილების შემოწმება, შეცვლა-აღდგენა

Guria motors გთავაზობთ თქვენი საყვარელი ავტომობილისთვის სრული სერვის სავალი ნაწილების შეცვლა-აღდგენას. გვაქვს ყველანაირი ავტომობილის მარკის დეტალები. გელოდებით, ჩვენთან ფასზე მაღალი ხარისხია!

სავალი ნაწილის შეკეთება

ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება და სრული სერვისი (ხადავიკი). გთავაზობთ ნებისმიერი მარკისა და მოდელის ავტომობილის სავალი ნაწილის დიაგნოსტიკას, აღდგენასა და შეცვლას მაღალი ხარისხითა და გარანტიით. ჩვენი მომსახურება მოიცავს: - სავალი ნაწილი: გიტარების, ამორტიზატორების, მორგვის საკისრის (ცაბკის პაჩებნიკის), ყუმბარების სტერჟინებისა და დაზიანებული რეზინების (ვტულკების) შეცვლა და განახლება; - სამუხრუჭე სისტემა: სამუხრუჭე ხუნდების (კალოდკების) შეცვლა და საყრდენი დისკების (აპორნების) მოხეხვა/აპარატზე გაჩარხვა; - ძრავი და გადაცემათა კოლოფი: ძრავისა და კოლოფის ბალიშების (პადმატორნი, პადკარობაჩნი), შეცვლა; - პერიოდული სერვისი: ძრავსა და კოლოფში ზეთისა და ფილტრების შეცვლა. რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სერვისი? სამუშაოს შესრულების მაღალი ხარისხი და პასუხისმგებლობა; მისაღები და ხელმისაწვდომი ფასები; სრული სავალი ნაწილის კომპლექსური განახლება ერთ სივრცეში.

შეფასება 5.0 , 2 შეფასება

ღვედის შეცვლა გამოძახებით

ავტომობილის შეკეთება ადგილზე და გამოძახებით: - სამუშაოები: ღვედის (რემნის) შეცვლა; - სავალი ნაწილის - თბილისსა და თბილისიდან 50 კმ შემოგარენში შემიძლია ადგილზე მისვლაც

სავალი ნაწილების გამოცვლა

სავალი ნაწილების გამოცვლა აუცილებელია მაშინ, თუ თქვენი ავტომობილი რამოდენიმე მინიშნებას გაძლევთ:
  • მართვის დროს ავტომობილის რწევა;
  • დამუხრუჭების დროს მანქანის ცხვირის წინ გადახრა;
  • ცუდ გზებზე მართვისას ვიბრაციის შეგრძნება;
  • მომატებული ხმაური და საბურავების სწრაფი ცვეთა;
სავალი ნაწილების გამოცვლის ღირებულების დასადგენად რამდენიმე დეტალს ითვალისწინებენ. მნიშვნელოვანია დაზიანების ხარისხი, დაკიდების სისტემის აგებულება და სამუშაოს საერთო მოცულობა. ზუსტი რეკომენდაციების მისაღებად ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ სპეციალისტებთან შეგიძლიათ სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ. 

მომხმარებლის შეფასებები

სავალი ნაწილის შეკეთება

შეფასების ავტორი: ანი

თავისი საქმის პროფესიონალი. სწრაფად, მისაღებ ფასად და რაც მთავარია ხარისხიანად მომიგვარა პრობლემა.

სავალი ნაწილის შეკეთება

შეფასების ავტორი: ლელა

ძალიან ყურადღებიანი ადამიანი და პროფესიონალი, მომემსახურა საუკეთესოდ, ვუწევ რეკომენდაციას

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები